ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტმა ლაშა მძინარაშვილს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი „კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც  ქართული ცეკვის ილეთები იყო გამოყენებული.  

ზელენსკი: პუტინი თუ მოკვდება, ომი დასრულდება

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როცა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოკვდება. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება „ნეტფლიქსზე“ დევის ლეტერმანთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ლეტერმანმა ზელენსკის ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა ომი, თუ ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად მოკვდება, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია. არსებობს დიდი რისკი, არ შეიძლება, ყველაფერი ერთ ადამიანეზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდება. ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი გაჩერდა. ვფიქრობ, თუ პუტინი არ იქნება, მათ გაუჭირდებათ. ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან და არა საგარეოთი“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსები იბრძოლებენ დემოკრატიისთვის, როდესაც მიხვდებიან, რომ დადგა სრული იზოლაცია.  

კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, 10 წლის განმავლობაში პირველად გადადო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წელს დიდ პრესკონფერენციას არ გეგმავს, - განაცხადა მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის დიდი პრესკონფერენცია 2001 წლიდან იმართება, მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა.  პრესკონფერენცია მხოლოდ ერთხელ 2005 წელს არ ჩატარდა.  ამ დრომდე, 2012 წლიდან რუსეთის პრეზიდენტის დასკვნითი პრესკონფერენცი დეკემბერში იმართებოდა.  

მედია: კოსოვო, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ბრიუსელს, ოფიციალურად მიმართავს

მოსალოდნელია, რომ კოსოვო ბრიუსელს, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ოფიციალურ განაცხადით 15 დეკემბერს მიმართავს.  ამის შესახებ კოსოვოს ტელეარხი RTK იტყობინება, რომელმაც განაცხადის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა.  ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით განიხილავს ევროკავშირი კოსოვოს განაცხადს, რადგან ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.  

მედია: „საეჭვო ამანათი“ მოსკოვში საფრანგეთის საელჩომაც მიიღო

საფრანგეთის საელჩომ მოსკოვში, მიიღო ამანათი, რომელშიც მკვდარი თაგვი და ობობა აღმოჩნდა. პოლიცია მომხდარს იძიებს. „საეჭვო ამანათი“ საბერძნეთში უკრაინის საელჩომაც მიიღო ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო RIA Novosti წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობოთ, ამანათი ოკუპირებული ყირიმიდანაა გამოგზავნილი, ხოლო გამომგზავნად გარდაცვლილი პროდიუსერი პიეტრო ნოტარანია მითეთული, რომელიც რომში 2006 წელს გარდაიცვალა. ის იყო ლუჩინო ვისკონტის ფილმების „ღმერთების სიკვდილი“ და „ლეოპარდი“ და ფედერიკო ფელინის „ინტერვიუ“-ს პროდიუსერი.  შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.  

ნონა მამულაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

ნონა მამულაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.  ნონა მამულაშვილი პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს ის არჩევნებში გიორგი ხვედელიანთან ერთად ერთვება, რომელიც პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატი იქნება.  „ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის. თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია! სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად. ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი. დავდგეთ ერთად ცვლილებებისთვის!“ - წერს მამულაშვილი სოციალურ ქსელში.   

ზელენსკი: გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი და მერე არ ვიცი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმოთ, ის ჯერ არ ფიქრობს თავის მომავალზე, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა.  მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებამდე პირობას დებს, რომ თანამდებობაზე დარჩება, თუმცა რა იქნება შემდეგ არ იცის.  „გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

იაპონური ავტოკონცერნი Nissan-ი ბელორუსის ბაზრიდან გავიდა

Nissan-ი რუსეთის შემდეგ, ბელორუსის ბაზრიდან გავიდა. იაპონური ავტოკონცერნი Nissan-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ბელორუსში Nissan-ის იმპორტიორმა, იაპონური ავტომობილების გაყიდვა შეაჩერა.  იმპორტიორის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ Nissan Motor -მა 2022 წლის 23 ნოემბერს "დაასრულა თავისი საქმიანობა რუსეთსა და ბელორუსის რესპუბლიკაში და თავისი რუსული აქტივები FSUE" NAMI-ს გადასცა".  

თურქეთში, გაბარის მთის რაიონში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს.  არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს.  აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.   

ზელენსკი: პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან სიკვდილის ეშინია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან მას „სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის ეშინია“. „მე ვნახე ის (პუტინი) და დავინახე მისი მხრიდან სიცოცხლის სურვილი. მას ძალიან უყვარს ცხოვრება - ის გრძელი მაგიდის მიღმაც კი ზის... იმიტომ, რომ ეშინია COVID19-ის ან სხვა რამის", - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო არასოდეს აპატიებს არც პუტინს და არც რუსეთს, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. პუტინმა თავისი რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, სექტემბრის ბოლოს გაამძაფრა, სამხრეთში უკრაინის კონტრშეტევის ფონზე. „როდესაც მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ეს ბლეფი არ არის“, - განაცხადა პუტინმა 21 სექტემბერს და ასევე გასცა ბრძანება ქვეყანაში მობილიზაციის შესახებ. მალევე, რუსეთმა დაიწყო მასობრივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე. 10 ოქტომბრის შემდეგ მოსკოვმა ექვსი მასობრივი დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, დარტყმებმა შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება უკრაინისთვის. უკრაინაზე ბოლო ასეთი თავდასხმა მოხდა 5 დეკემბერს მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

ოლივერ ვარჰეი: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად რეფორმების წინ წასაწევად

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რათა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაცია გაგრძელდეს. ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – წერს ვარჰეი.  

პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი იმედოვნებს, რომ დასავლური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის განხორციელებას სწრაფად დაიწყებენ. მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება განვითარებაში. ამ პორტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ რუსეთის გვერდის ავლით მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის ძირითადი ნაწილი გახდეს, რაც მხოლოდ მისასალმებელია. იმედი მაქვს, რომ დასავლური კომპანიები პროექტში ინვესტიციებს სწრაფად განახორციელებენ.   ანალიტიკოსის შეფასებით, პროექტი თავის წვლილს შეიტანს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თუმცა ეს ვერ იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ რატომ, პოლ გობლი ასეთ განმარტებას გვთავაზობს. „სამწუხაროდ, პორტების დაბლოკვა საკმაოდ მარტივად შეიძლება“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი. პოლ გობლი, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში კი ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ანაკლიის პროექტის ჩაშლა, შეიძლება, არ იყო რუსეთის უმაღლესი პრიორიტეტი, მაგრამ აშკარად მისი დღის წესრიგის ნაწილი იყო. კანონის უზენაესობა გადამწყვეტია დასავლური ინვესტიციებისთვის. დასავლეთის წარმომადგენლებს არსად სურთ ინვესტირება, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ სასამართლო დაიცავს მათ და თავისი საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. ამრიგად, სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, სენატორმა რობ პორტმანმა, საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წახალისდეს უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში. სენატორი იმედოვნებს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აცხადებდა სენატორი რობ პორტმანი Europetime-თან კომენტარში. ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ცნობისათვის, რობ პორტმანი ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით.  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს. 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

ედუარდ სააკაშვილი: მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.  ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო „როცა ვნახულობ ციხეში თუ კლინიკაში ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ ის უარესადაა, უფრო ავადაა, და ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. და ჩვენ, ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებული და ანერვიულებული ვართ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა უარესდება დღიდან-დღემდე. ის საავადმყოფოშია უკვე 6 თვე, მაგრამ ეტყობა სათანადო მზრუნველობას არ იღებს და ამიტომ მისი მდგომარეობა უარესდება. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ. მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაც უნდა შეიცვალოს. ძალიან გვეშინია, რომ რამე საშინელება არ დაემართოს მას და ვცდილობთ, რომ ჩვენი ოჯახისთვის ამ მძიმე პერიოდში გამოვძებნოთ გამოსავალი და გამოსავალი არის ძალიან მარტივი, როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად – მიეცეს მას საშუალება, რომ იმკურნალოს საზღვარგარეთ სათანადო კლინიკაში. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მეგობრებისგან ევროპაში მაგრამ ვითარება ძალიან მძიმეა და რაღაც უნდა შეიცვალოს. რა მოხდება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ჩვენთვის ნათელი ჯერ არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ეს ცვლილება და მე ვფირობ რომ მამაჩემის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა გადარჩეს. იმედი მაქვს, მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ გარდაიცვლება”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა [მთავარი არხის თარგმანი] საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა და მისმა ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. უფრო ადრე, 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია   რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ქალაქ შუშასთან, რუსი სამშვიდობოების მოქმედების ზონაში, აზერბაიჯანული არასამთავრობოების აქცია მიმდინარეობს

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დილიდან ქალაქ შუშას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების პოსტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს ნოტა გაუგზავნა აქციის მონაწილეები რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის ანდრეი ვოლკოვის ჩამოსვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქ შუშასთან რუსი სამშვიდობოების პოსტთან საპროტესტო აქციას მას შემდეგ მართავენ, რაც მათ აზერბაიჯანელი სპეციალისტები ტერიტორიაზე საბადოების უკანონო ექსპლუატაციის ვითარების მონიტორინგის მიზნით არ დაუშვეს.  

ვიქტორ ორბანი ბუქარესტში, საქართველოსა და რუმინეთის გავლით, შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის პროექტზე შეთანხმებას ხელს მოაწერს

17 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ხელს მოაწერს შეთანხმებას აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია უნგრეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ ოთხმხრივი შეთანხმება , პროექტში მმონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში გაფორმდება.  შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო  

ზელენსკიმ G7-ის ლიდერების წინაშე გამოსვლისას, რუსეთს საშობაოდ ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

რუსეთს შეუძლია, შობის დღესასწაულამდე დაიწყოს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა და ამით გამოავლინოს აგრესიაზე უარის თქმის უნარი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, G7-ის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „ვთავაზობთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული არსებითი ნაბიჯი დიპლომატიური დარეგულირებისკენ, რომლის შესახებაც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ დღესასწაულებია, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრით, ახალი წელი, შობა იულიუსის კალენდრით. ეს არის პერიოდი, როდესაც ნორმალური ხალხი ფიქრობს მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სულ მცირე, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე. სწორი იქნებოდა, სწორედ ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამგვარად უზრუნველყოფილი იქნება საბრძოლო მოქმედებების საიმედო დასრულება. „ვიმედოვნებ, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ასეთ მოწოდებას, რადგან ეს არის გლობალური ინტერესი. ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის ნაწილი. ოკუპანტი უნდა წავიდეს. ეს აუცილებლად მოხდება და მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს რუსეთმა ახლა, შობისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას.  

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს.  ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას 16 დეკემბერს, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართება, განაცხადეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. „სილივრი“ თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია 3,2 მილიარდი კუბური მეტრი ტევადობით და დღეში 28 მილიონი კუბური მეტრი საწარმოო სიმძლავრით. გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე ჩაატარდა, ხოლო ზღვაში ორი დამატებითი პლატფორმა დამონტაჟდა. „ამრიგად, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ობიექტის სიმძლავრე გაიზრდება 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო დღიური წარმოება 75 მილიონ კუბურ მეტრამდე. ამ ტემპით, გიგანტურ ობიექტს შეუძლია დააკმაყოფილოს თურქეთის ბუნებრივი აირის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით რვა პროცენტი. ზამთრის უმძიმეს დღეებში ობიექტი დაფარავს თურქეთის გაზის მოთხოვნილების მეოთხედს“, - წერს მედია.  

ჯოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს

ბრიუსელი არ გააგრძელებს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს, რომელიც მომავალ კვირას სრულდება. რატომ გზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო ექსპერტებს სომხეთში ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.  ბორელის თქმით, მისიის მუშაობა „ეფექტური“ იყო, თუმცა არ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გაუგრძელდა მისას ვადა, მხოლოდ აღნიშნა, რომ „როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან შეთანხმების თანახმად, მისიამ საქმიანობა 19 დეკემბერს უნდა დაასრულოს.   „თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგში შუამავლის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, სომხეთში გაიგზავნება ჯგუფი, რათა დაგეგმონ სამოქალაქო მისიის შესაძლო გაგზავნა მომავალ წელს, თუ ასეთი შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე 17 ოქრტომბერს შეთანხმდნენ.   

ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსეთის ძალებისთვის სტრატეგიული ხიდი დაზიანდა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსული ჯარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.  „ოკუპირებულ მელიტოპოლში დაზიანდა ხიდი, რომელიც ქალაქს, სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა“,- აღნიშნა ფედოროვმა.  მისივე თქმით, დამპყრობლებმა, აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა ამ ხიდის გამოყენებით გადაიტანეს.   

ევროკავშირი მზადაა, აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ ცნობიილ გახდა, რომ ევროკავშირმა საკუთარი ერთგულება დაადასტურა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს.  ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ერთმანეთს უნდა ავსებდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირის გაფართოების პროცესი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს იმ აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ჩართულობა, მათ შორის კიბერ, ჰიბრიდული და სხვა არასამხედრო საშუალებების მიწოდებით რეგიონში მათი მედეგობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად. გარდა ამისა, დაკავშირებადობის საკითხების განსახილველად, ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, მიიწვიოს პარტნიორები სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ცენტრალური აზიიდან. შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.