ძებნის რეზულტატი:
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავენ. „სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ", - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პროგრამა 6 თვიანი, 8 და 11 თვიანი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდეგში, სადაც თეორიის გარდა „ინტენსიური საბრძოლო სმხედრო მომზადებას" გაივლიან. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება. პრემიერის განცხადებთ, საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
აზერბაიჯანის სარკინიგზო გადაზიდვები იზრდება
აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განუცხადა. „თუ შარშან სარკინიგზო ტრანსპორტით 15 მილიონი ტვირთი იყო გადაზიდული, მაშინ ამ წლის 11 თვეში 17 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზარდა. წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 18,5 მილიონ ტონას მიაღწევს“, - განაცხადა რუსტამოვმა.
სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სტუდენტები წელიწადში ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ, რომ მომზადება სამხედრო ბაზებზე გაიარონ. „23 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო სამსახური გაიაროს, შესაძლებლობა ექნება, ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე მომზადება გაიაროს სამხედრო ბაზებზე. ოთხი წლის თავზე, ამ მომზადების საფუძველზე, მას გავლილი ექნება სავალდებულო-სამხედრო სამსახური“, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას - ღარიბაშვილი
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგი ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით. გვინდა, მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგი მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა პრემიერმა.
სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გადასცეს
სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას თავისი MiG-29 ტიპის მოიერიშე თვთმფრინავი გადასცეს. ამისთვის მზადება შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტილავ კაჩერმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. „მიგ-29 ჯერ არ გადმოგვიცია, მაგრამ მზად ვართ ეს გავაკეთოთ. NATO-ში პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა რასტილავ კაჩერმა. მისივე თქმით, ამის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრეს.
„საეჭვო ამანათი“ საბერძნეთში უკრაინის საელჩომაც მიიღო
ათენში, უკრაინის საელჩომ სისხლით გაჟღენთილი ანონიმური ამანათი მიიღო. საბერძნეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. გამგზავნის მისამართი იგივეა, რაც დანარჩენ კონვერტებზე, რომლებიც მანამდე გაიგზავნა უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მუქარის 33 შემთხვევა 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.
ჰესების მშენებლობის პარალელურად, თბოსადგურების მშენებლობასა და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ - ღარიბაშვილი
ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ და თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც ჯამში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაგროვილი 800 მეგავატის მემორანდუმები გაეშვება, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოცხადდება ტენდერი, 2023 წელს კი დამატებით მეგავატებს გამოიტანენ, როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ისე ქარის და მზის სადგურებზე. „ბოლო პერიოდში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. ჰესები იყო გაჩერებული ბოლო 5 წელია, თუ არ ვცდები, 2017 წლიდან და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შემდეგს: დაახლოებით 800 მეგავატი დაგროვილია პროექტები, მემორანდუმები, რომელიც გაეშვება, ამაზე გაფორმებული იყო გამარტივებული შესყიდვის მემორანდუმები, მაგრამ შეჩერებული იყო მთავრობის მხრიდან, ჩემამდე. ეს პროექტები გაეშვება, 800 მეგავატამდე ჰესის ასაშენებლად ალბათ მილიარდზე მეტი დაიხარჯება და ამას გარდა, წლის ბოლოს, 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია პირდაპირი. ჯამში, 1500 მეგავატი ცალკე, ახალი დამტკიცებული სქემის მიხედვით, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ მთავრობაზე დავამტკიცეთ და მეორე, 800 მეგავატი. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ახლა დამტკიცდება. გაისად, 2023 წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს, ჰიდროს მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე, ქარის, მზის სადგურებზე, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც. აქაც შეიძლება დამატებით დაახლოებით 600 მეგავატი ჯამში, 400 და კიდევ ერთი ინვესტორი, რომელიც 200 მილიარდის ინვესტირებას, თბოსადგურის აშენებას გეგმავს და ეს ჯამში რამდენიმე, 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბაიდენი ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა
შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენი მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებულ ღიაობას სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში მოცემულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. „ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება გააგრძელოს უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე, პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთისთვის მის მიერ ჩადენულ დანაშაულებსა და სისასტიკეებზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთვის პრიორიტეტულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს, გვიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას, G7-ის მომავალი სამიტის წინ პოზიციების კოორდინირება მოახდინეს.
რეზნიკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე რუსეთის თავდასხმის მიზანს ასახელებს
რუსეთის ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ უკრაინა იძულებული იქნება, ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ისინი (რუსები - რედ.) ვერ აღწევენ უპირატესობებს ბრძოლის ველზე, ამიტომ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი მიზანია, ზამთრის პერიოდში ჩაგვაგდონ სიბნელესა და სიცივეში, რომ დავნებდეთ; რომ წესრიგი და სტაბილურობა ვერ შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, მათი გეგმის მიხედვით, შეიძლება მოლაპარაკებებისთვის გზები მოვიძიოთ“, - აღნიშნა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმა ჩავარდება, რადგან მტერს რესურსები, მათ შორის რაკეტები ეწურება. „ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და შემდეგ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ძალის დაზოგვა, განსაკუთრებით, ამ ორ მთავარ თვეში, რომელიც წინ გველის, და ვისწავლოთ გადარჩენა. ჩვენ რა თქმა უნდა, გადავრჩებით“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. 10 ოქტომბრიდან რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმებს ახორციელებენ. უმიზნებენ რაკეტებს და ირანული წარმოების დრონებს, როგორც გენერირების ობიექტებს, ასევე გადამცემ სისტემას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ავსტრიას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულება სურს
ავსტრია მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქცია იტვირთოს. ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას. პოლიტიკოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იცავს ნეიტრალიტეტს, მაგრამ არის რიგი საკითხები, რომლებიც მათთვის ფუნდამენტურია. „ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, გვაქვს სპეციალური სტატუსი ევროკავშირში და სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება. თუმცა ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჰუმანიტარული დერეფნების, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დანაშაულების ობიექტური გამოძიების შესახებ“, - განაცხადა კანცლერმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, კარლ ნეჰამერი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც პირადად შეხვდა პუტინს მიმდინარე მოვლენებზე განსახილველად. თუმცა, ამ მოლაპარაკებების შემდეგ პუტინის პოზიციაში არაფერი შეცვლილა. ნეჰამერი ასევე ესაუბრა პუტინს, რათა განეხილათ სამხედრო ტყვეების გაცვლისა და უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის დერეფნის საკითხი. თებერვლის შემდეგ, ავსტრიის ლიდერს რუსეთის ლიდერთან მხოლოდ ორჯერ ჰქონდა კომუნიკაცია.
მაია სანდუ უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და კრემლის მიზნებზე მოლდოვაში
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც გასულ კვირას ეწვია შეერთებულ შტატებს, განაცხადა, რომ უკრაინა, რომელიც იგერიებს რუსეთის აგრესიას, ასევე იცავს მოლდოვის თავისუფლებას, თუმცა მისი ქვეყნისთვის საფრთხე კვლავ რჩება. ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა დღეს იცავს საკუთარ თავისუფლებას, მაგრამ ასევე იცავს მოლდოვის თავისუფლებას. „ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მამაცი უკრაინელების, მაგრამ რისკები კვლავ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს უკრაინის წყალობით, ჩვენ ჰიბრიდული ომის წინაშე ვართ. არის რუსეთის მხრიდან მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები“, - განაცხადა სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ომის კომპონენტებია რუსული პროპაგანდა, ასევე ენერგორესურსების იარაღად გამოყენება. მისი თქმით, გაზპრომმა მოლდოვას გაზის მიწოდება 60%-ით შეამცირა, მიუხედავად მოქმედი კონტრაქტისა და მასში გათვალისწინებული მაღალი ფასისა, რომელსაც კიშინიოვი იხდის. მან მიუთითა ის ფაქტი, რომ მოლდოვაში გარკვეული კორუმპირებული ჯგუფები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად აწყობენ საპროტესტო აქციებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით. სანდუ გასულ კვირას ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. მან დემოკრატიის ხელშესაწყობად დაუღალავი ძალისხმევისთვის მადლენ ოლბრაიტის ჯილდო მიიღო.
დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება „სექტემბერში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტი კომპანიების შერჩევა დაავალა, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს სახელმწიფოსთან ერთად დაამუშავებდნენ, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა პოტენციურ ინვესტორებთან - ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად იყვნენ ჩართულნი. ევროკავშირის ელჩის თქმით, ანაკლიის პორტით ევროპული ბიზნესია დაინტერესებული ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორ მოხდება პორტის განვითარება, ასევე წლის ბოლომდე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება დასრულდება. ასე რომ, იმედი გვაქვს მომავალი წლის იანვარში შერჩევის პროცესს განვახორციელებთ, ისე რომ 2023 წლიდან ჩვენ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დავიწყოთ“, - განაცხადა მინისტრმა. კელი დეგნანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6773 ლარი შეადგინა. ამის ესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.29 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8283 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1436 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2899 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 დეკემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ფილიპ რიკერმა Europetime-თან ექსკლუზიურად განაცხადა. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europetime დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ. ფილიპ რიკერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ახლა ის კავკასიის საკითხებში მოლაპარაკებებზე აშშ-ის მრჩევლის პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა. სენატორმა საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგრესის დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს. 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ამ ახალი წესით გამოცხადდება
შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის გამო, ინვესტორებისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროები უფრო მიმზიდველი გახდება -ლევან დავითაშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დღეს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეი განცხადებას გამოეხმაურა, როლის თანახადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება „როცა ვსაუბრობთ შავი ზღვის დამაკავშირებელ ელექტროკაბელზე, ეს რამდენიმე მილიარდიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელსაც შესაძლოა, ტრანსფორმაციული შედეგი ჰქონდეს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით. ეს არის პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა დავითაშვილმა. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია მისვე თქმით, საქართველო როგორც ენერგეტიული გაერთიანების წევრი ქვეყანა, პირდაპირ ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის შესაძლებლობას მიიღებს. „შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტორისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. ჩვენ კიდევ უფრო ადვილად შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში, თუმცა ამ კაბელს საქართველოსთვის აქვს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამაზე საუბრობდა კომისარი ვარჰეი თავის გამოსვლაში, რომ ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია და შესაბამისად, საქართველო ამ პროექტით ინტეგრირდება ევროკავშირში, რაც ჩვენს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტში ჩართული იქნებიან უნგრეთი და აზერბაიჯანი. შესაბამისად ოთხი ქვეყანა თანამშრომლობს ამ პროექტში და საუბარია არა მხოლოდ საქართველოს ენერგორესურსების ექსპორტზე, არამედ მათ შორის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ექსპორტზე ევროპის ბაზარზე. ასევე იმპორტზე, რაც ქვეყნების ენერგობალანსს კიდევ უფრო სტაბილურს გახდის“, - განაცადა დავითაშვილმა. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, სენატორმა რობ პორტმანმა, საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წახალისდეს უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში. სენატორი იმედოვნებს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აცხადებდა სენატორი რობ პორტმანი Europetime-თან კომენტარში. ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ცნობისათვის, რობ პორტმანი ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს. 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა - სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. სემკის ინფორმაციით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ. „დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით. სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა. მინდა მივმართო კომპანიებს და გავაფრთხილო, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დროული რეაგირება ავარიების სწრაფად აღმოფხვრისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. აქვე, ვაფრთხილებ კომპანიებს, მარეგულირებელი კომისია იქნება ძალიან მკაცრი თუ მათი მხრიდან ადგილი ექნება მომხმარებელთა უფლებების დარღვევას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“. 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.
გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან - დარჩიაშვილი
მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის, ამ პლატფორმის მიმართ, რადგან პოზიტიური შედეგები, რაც საქართველომ მიიღო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მექანიზმის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობს. „ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. როგორც ცნობილია, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან ერთად, ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს გვქონდა საშუალება, დისკუსიაში მიგვეღო მონაწილეობა. ვფიქრობ, ძალიან დროული და აუცილებელი მინისტერიალი იყო, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, ყველას გამოგვეხატა საკუთარი აზრი, როგორ ვხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და რა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც პლატფორმას, წევრ ქვეყნებს მოუტანოს მომავალში. ჩვენი მხრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც პლატფორმისა და შესაძლებლობის მიმართ, რადგან ის პოზიტიური შედეგები, რაც საქართველომ მიიღო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მექანიზმის დამსახურებაა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან პოზიტიური, თუკი იქნება საერთო ხედვა ამ პლატფორმის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობის შემოტანის, ჩვენ, საქართველო ვიქნებით ამის ნაწილი, თუმცა აქ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მთავარი ხაზი. ამის პარალელურად, ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა, თუ ნებისმიერი სხვა ახალი მექანიზმი, რომელიც ჩვენ გაგვაძლიერებს და დაგვაჩქარებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენთვის მისასალმებელი და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა, ვთქვა, რომ განხილვების დროს მსგავსი პოზიციები იყო გამოხატული. არ მომისმენია საპირისპირო აზრი, რატომ არ შეიძლება, შევინარჩუნოთ ეს შესაძლებლობა, ეს სივრცე, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ უფრო მეტად თანამშრომლობის და კოორდინაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - პოდოლიაკი
რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი, - წერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. "რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი, მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. მას შემდეგ რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მარცხი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეორდეს რუსული აგრესია. ეს მარტივია: სპეციალური ტრიბუნალი, სასჯელი ომის ავტორებისთვის და უკრაინის მიღება NATO-ში", - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს დღეს აქვს მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით
შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირისგან მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება. „ერთია პოლიტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან და მეორე არის ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია ჩვენი პარტნიორების განწყობა ევროკავშირიდან იყო, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც იქნება ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი. ჩვენ გვაქვს იმედი ევროკავშირის ძლიერი ჩართულობის, რადგან ეს ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობაა. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებით დღეს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ, როგორც ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდო და ერთგული პარტნიორი, მომავალშიც გავაგრძელებთ ღირებული და ძლიერი კონტრიბუცია განვახორციელოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო