ძებნის რეზულტატი:
საქართველოში ვიზიტისას, რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის განვითარების მნიშვნელობა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. „ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ NATO-ს ძირითად ჯგუფს და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა. რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება. როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება ევროპის საკითხებში, ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს. ამასთან, მედიის ცნობით, შესაძლოა, კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ბრიუსელს, ოფიციალურად მიმართოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი, ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს. „ახლა ევროკავშირის საბჭოს მოუწევს გააუქმოს სასაზღვრო კონტროლი და პასუხისმგებელი ორგანოები დაიწყებენ სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის სიტუაციის მონიტორინგს“, -წერს მედია.
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6766 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.07 თეთრი შეადგინა. "გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8185 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8283 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.98 თეთრი შეადგინა. უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1436 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2879 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 დეკემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
გამოკითხვა: უკრაინელების 85%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ომში გამარჯვება, ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმისა და დონბასის გათავისუფლებას მოითხოვს
Rating Group-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 85% თვლის, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, ყველა ტერიტორიის, მათ შორის ოკუპირებული ყირიმის და აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილების განთავისუფლებას მოითხოვს. ნოემბერში კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 88%-ს „სჯერა, რომ 10 წელიწადში უკრაინა იქნება აყვავებული ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებში“. KIIS-ის გამოკითხვამ აღნიშნა, რომ მომხრეთა 96% „მზადაა, გაუძლოს ფინანსურ სირთულეებს“ სამიდან ხუთ წლამდე, თუ ეს გამოიწვევს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
წინანდალში მეზობელმა სავარაუდოდ, მეზობელი ყოფით ნიადაგზე დაჭრა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა სავარაუდოდ, მეზობელი ყოფით ნიადაგზე დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. როგორც ცნობილია, 50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიბა 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ევროკავშირი უკრაინისთვის ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდაზე მუშაობს - ფონ დერ ლაიენი
ევროკავშირი მუშაობს, რათა უკრაინაში, მოლდოვასა და ევროპის სხვა ქვეყნებში საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა. „ევროკავშირი მუშაობს უკრაინაში, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის ოდენობის გაზრდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული იერიშებისა და დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის ელექტრო ქსელი ფუნქციონირდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა. მისი თქმით, ბოლო დროს დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში 30 საავადმყოფოსთვის 40 დიდი გენერატორი მიწოდეს, ხოლო მანამდე უკრაინას 800 გენერატორი გადასცეს.
პარტნიორების დახმარება აახლოებს უკრაინის გამარჯვებას - შმიგალი
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, პარტნიორების დახმარება, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვებას აახლოებს. პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ - მაკრონი ამის შესახებ მან Twitter-ზე საერთაშორისო კონფერენციიის „სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან“ კომენტირებისას დაწერა. „მთელი ცივილიზებული სამყარო გახდა თავისუფლებისა და მომავლისთვის მებრძოლი უკრაინელების მხარდამჭერი. მე გულწრფელად მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის კონფერენციის ჩატარებისთვის. მეგობრებისა და პარტნიორების დახმარება აახლოებს ჩვენს გამარჯვებას“, - განაცხადა შმიგალმა. საფრანგეთისა და უკრაინის ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან“ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა.
ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და პრიორიტეტების სრულად შესრულება
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს "რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულად შესრულება, რომლებიც ევროკომისიის დასკვნაშია განსაზღვრული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად". “[ევროკავშირის] საბჭოს ახსოვს 2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა აღიაროს ევროპული პერსპექტივა და მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ევროკავშირის საბჭოს ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა საკუთარი მზაობა მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც წევრობის განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები იქნება დაკმაყოფილებული”, - წერია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ 2023 წელს რეგულარული გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისია მოწვეული იყო შესაბამისი წევრობის განცხადებების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებებში ჩამოთვლილი პირობების შესრულების შესახებ ანგარიშების წარსადგენად. თუმცა, ამ რეგულარული მოხსენებების მიუხედავად, ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისია განახლებულ მოხსენებას წარადგენს. “[ევროკავშირის] საბჭო აცნობიერებს საქართველოს მიერ მისი რეფორმების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც აღნიშნული იყო 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 სხდომაზე… საბჭო აქცენტს აკეთებს საქართველოსთან ევროკავშირის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე”, - წერია განცხადებაში „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს
"ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარეობის მსურველთა რეგისტრაციის ამოიწურა. აღნიშნულ პოსტზე 4 კანდიდატია წარდგენილი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს მომავალი წლის 28-29 იანვარს აირჩევენ, არჩევნები ბლოქჩეინ სისტემით ჩატარდება.
აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში: ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის
მალე, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო შეაჯამებს 2022 წლის მთავარ ასპექტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან ინტერვიუს ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება; რეგიონული სტაბილურობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე; საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი ასპექტები, ანაკლიის პორტის პროექტი და სხვა აქტუალური საკითხები. „ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაწიერს, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ამ ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, ჯოზეფ ბილბო Europetime-თან. ინფორმაციისთვის, თავდაცვის ატაშე წარმოადგენს ელჩის და მისიის სამუშაო ჯგუფის მთავარ მრჩეველს სამხედრო საკითხებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ის დანიშნულია ქვეყანაში უმაღლეს სამხედრო ოფიცრად თავდაცვის მდივნისა და გაერთიანებული შტაბების თავჯდომარის მიერ. თადაცვის ატაშე ასევე წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ყველა სამსახურეობრივ სამდივნოს, გენერალური შტაბების თავმჯდომარეს და აშშ-ის ევროპულ სარდლობას საქართველოში. თავდაცვის ატაშე აკვირდება და ანგარიშს აკეთებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების განვითარებაზე, რჩევებს აძლევს ელჩს და მის მოადგილეს პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე და უზრუნველყოფს თავდავცის დეპარტამენტის და სამხედრო მოსამსახურეების საპატიო სტუმრების ვიზიტებს საქართველოში.
ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქობულეთში, სოფელ გვარა-მუხაესტატეს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და სანიაღვრე არხში გადავარდა. ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ერევანში, „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამომსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს. აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორმატი, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - აზერბაიჯანის ელჩი შვეიცარიაში ამასთან, ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ეს ახალი იდეა არ არის და ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად. „არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდობ, რომ ეს იდეა შენარჩუნებულია. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ეს არ გახლავთ ახალი იდეა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ იდეას, მაგრამ მე გამოვდიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულის შეთავაზებით: ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ფაშინიანმა. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
მაკრონმა ზაპოროჟიედან მძიმე შეიარაღების შესაძლო გატანა და „გადამწყვეტი დღეები“ დააანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მძიმე შეიარაღების გატანის შესახებ და რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოვახერხეთ ჩერნობილის დაცვა და ჩვენი მიზანია, დავიცვათ ზაპოროჟიე. მომავალი კვირები გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას პარიზში, რომელიც უკრაინისთვის ზამთრის გადასალახად დახმარების უზუნველყოფას მოიცავს. IAEA თანახმაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური მისიები გაგზავნოს უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე. IAEA-ს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსოს თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შემოღებაზე მუშაობა გრძელდება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ელექტროსადგური მარტის დასაწყისში დაიკავეს რუსეთის ძალებმა, თუმცა მას უკრაინის პერსონალი მართავს. რისკის შემცველია ის ფაქტი, რომ ელექტროსადგური ახლოს მდებარეობს ფრონტის ხაზთან. რუსეთი არაერთხელ დაადანაშააულეს ობიექტის მიზანმიმართულად დაზიანებაში, რის გამოც უკრაინა ბირთვული კატასტროფის რისკებზე მიუთითებდა.
დიდმა ბრიტანეთმა 12 რუს სამხედრო მეთაურს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა 12 რუს სამხედრო მეთაურს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმების შემდეგ, სანქციები დაუწესა. დიდმა ბრიტანეთმა ასევე სანქციები დაუწესა ირანელ ბიზნესმენებს და ოფიციალურ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მოსკოვისთვის უპილოტო თვითმფრინავების წარმოებასა და მიწოდებაში. უკრაინული მედიას წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას არ გაუვრცელებია დეტალები იმ ირანელი პირების შესახებ, რომლებიც სანქცირებულნი არიან რუსეთისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობის გამო. „აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა, ასობით თვითმფრინავი გაგზავნა რუსეთში მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევით, რომლებიც გამოიყენეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად“, - ნათქვამია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ სანქციები 1200-ზე მეტ პირს დაუწესა. 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შესაძლოა, უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიაწოდოს. 10 ოქტომბრიდან რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმებს ახორციელებენ. უმიზნებენ რაკეტებს და ირანული წარმოების დრონებს, როგორც გენერირების ობიექტებს, ასევე გადამცემ სისტემას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრეზიდენტი: სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდნენ სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების მოსმენა, რაც საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა. „სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდნენ სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ იუწყება. გამოძიების თანახმად, ორივე დაკავებული დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო და „მესენჯერის" საშუალებით ფოტოსურათები სხვა პირებს გაუგზავნა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს. ასევე, ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ „სქრინები" (ფოტოსურათები) და „ფეისბუქის" აპლიკაცია „მესენჯერის" საშუალებით აღნიშნული ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს გამოსძალა თანხა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 29 ნოემბერს ორივე პირი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. 2022 წლის 30 ნოემბერს, დაკავებულ ბრალდებულებს საქართველოს პროკურატურის მიერ წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით(პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით) და სასამართლოს მიერ შეეფარდათ პატიმრობა. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორამციაში.
უკრაინისთვის ზამთრის განმავლობაში დახმარებას 70-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყოფს
13 დეკემბერს პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ 70-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ერთ მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას გაუგზავნის უკრაინას. კოლონას თქმით, თანხები მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკისა და კვების სექტორის აღდგენას, წყალმომარაგებას, ჯანმრთელობას და ტრანსპორტირებას. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვირტუალურად მიმართა კონფერენციას და მოუწოდა მოკავშირეებს, გამოყოს დამატებითი დახმარება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად. 10 ოქტომბრიდან რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმებს ახორციელებენ. უმიზნებენ რაკეტებს და ირანული წარმოების დრონებს, როგორც გენერირების ობიექტებს, ასევე გადამცემ სისტემას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს ამ დრომდე აწარმოებს. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 35 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები
„ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი - თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „რუსთავი 2-ს“ განუცხადა. რატი ბრეგვაძე ამბობს, რომ არსებობს სიმულაციური ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. „მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის და ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი“. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვამბობთ რაიმეს, მეც ვთქვი, რომ გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია, ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის დამდასტურებელი მასალა და ასეთი არის, მათ შორის ვიდეომასალა, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა ასევე, გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამინი ხელს უშლიდა მათ შორის ექიმების საქმიანობას და ასევე ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და საჭირო გახდება იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება, სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ჩვენ იძულებულები გავხდებით სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები და ეს საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმ ყველაფერს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მაკრონს რუსეთთან დაკავშირებული განცხადების გამო, რიგმა ქვეყნებმა „დემარში“ მოუწყვეს - Reuters
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარის გამო უკმაყოფილება გამოხატეს და შესაბამისი პოზიცია ფრანგ ლიდერთან პირადად დააფიქსირეს. ემანუელ მაკრონი: ევროპა უნდა მოემზადოს, როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს Reuters-ი წერს, რომ მაკრონის განცხადების გამო, პროტესტი უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ გამოხატეს. სააგენტო წერს, რომ ემანუელ მაკრონის განცხადების გამო, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად გამოთქვა უკმაყოფილება. მისივე თანახმად, ოფიციალური დემარშის მხარდამჭერები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, პოლონეთთან და სლოვაკეთთან ერთად, თუმცა მთლიანობაში რამდენმა ქვეყანამ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი ამ ნაბიჯს, უცნობია. როგორც ირკვევა „დემარშის“ ორგანიზება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა უზრუნველყო.