ძებნის რეზულტატი:

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა. მისი თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. „როგორც იცით, ვაკანტური იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი კობიაშვილს, რომელსაც უყვარს ცხოველები და წლებია, დაინტერესებულია პრობლემების გადაჭრით. გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. იგი 2016-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში, ხოლო 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ცხოველთა მონიტორინგის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. „დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების დაძლევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ. მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. გიორგი კობიაშვილს კი მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.  

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომა 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. „21-ში (რედ. სააკაშვილის დაბადების დღე) შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა, სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“, - განაცხადა მოსამართლემ. სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის გადადების შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა. სამსახური მოითხოვდა, პროცესი ერთი თვით გადადებულიყო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. „როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.

შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება

2023 წლის პირველი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას. „ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტოს მიზანია, ქვეყანაში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს შევიდა. ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ანაკლიის პორტი ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია

იმ ახალ რეალობაში, რომელიც მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა, ანაკლიის პორტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის დასავლური კაპიტალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  თუ მოხდება ევროპული ან ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით, ეს ძალიან კარგი იქნება. ერთი მხრივ, ეს გაზრდის ჩვენს რეგიონულ მნიშვნელობას. მეორე მხრივ, დააახლოებს საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამერიკული კაპიტალი არის ორმაგად საინტერესო, რადგან ის არის გაცილებით სანდო, ვიდრე რუსული კაპიტალი ან აქამდე შემოსული ინვესტიციები. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური კაპიტალი გაჩნდეს, რადგან ეს კაპიტალი მოდის იმ სახელმწიფოებიდან, სადაც ბიზნესეთიკა და კანონის უზენაესობა განსხვავებულ დონეზეა, - ამბობს გობრონიძე.  მისივე თქმით, სახელმწიფომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში, რუსეთთან არსებული კონფორნტაციის ფონზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე რუსული კაპიტალის შემოდინება არ მოხდეს. „რუსულ კაპიტალს თან ახლავს რუსული ბიზნესეთიკა, რომელიც კორუფციული სახელმწიფოსა და ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე რუსული კაპიტალი არ უნდა იყოს მიმზიდველი. დასავლური ინვესტიციები მაღალი სტანდარტის გარდა, საქარველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვისაც საინტერესოა“, - ამბობს გობრონიძე. „ევროპული კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებულები“, - ეს განცხადება მედიასთან გასულ კვირას საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.   მანამდე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცახდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა.  „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს როგორც აშშ-დან ისევე ევროკავშირიდან. ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატიკური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობაა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით“, - განუცხადა Europetime-ს ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. „ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას ვიღებთ“, - ამბობს დემურ გიორხელიძე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, ხელშეკრულების გაწყვეტიდან, თითქმის ორი წლის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს სახელმწიფო ააშენებს. რა მოცულობის კაპიტალს დააბანდებს სახელმწიფო ამ პროექტში, არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის“ 2 მილიონ 850 ათასი ლარია გამოყოფილი. 2021 წლის ფაქტით ამ პროგრამაზე მილიონ 288 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2020 წელს-703 ათას ლარზე მეტი. „ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს. „მსოფლიოში არის პრეცედენტები, როცა პორტებს სახელმწიფო ფლობს. მაგალითად, ყაზახეთის აქტაუს პორტი, მაჰაჩყალის პორტი, თურქმენბაშის პორტი და ბაქოს პორტი სახელმწიფო საკუთრებაა“, - ამბობს Europetime-თან ინტერვიუში „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს სურვილი ექნება, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ არის სხვა მოდელებიც, როცა სახელმწიფო, პორტებში მხოლოდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ფლობს, ხოლო დანარჩენ ოპერაციებს კერძო სექტორი ასრულებს. „მაგალითისთვის გამოდგება ამსტერდამისა და როტერდამის პორტები, სადაც ჰიდროტექნიკური შენობები, ქალაქის მერიის საკუთრებაა“. „მსხვილი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლი, იქიდან გამომდინარე, რომ  მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონკურენტული გარემო და ამა თუ იმ სექტორის კონკურენტუნარიანობას ხელი შეეწყოს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი და  ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისივე თქმით, ესაა მთავრობის მკაფიო ხედვაა, რომელსაც უცხოელი პარტნიორები და  საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იზიარებენ, რადგან „კონკრეტული ფლაგმანი პროექტები ცალკე განხილვის საგანია“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტში 49%-ის მფლობელი კერძო სექტორი იქნება. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობა კაპიტალის მოზიდვის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს. „საარბიტრაჟო დავა რომელიც მიმდინარეობს, არ ეხება პროექტს, ეს არის სახელმწიფოსთან დავა, შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან. შესაბამისად, ჩვენ არ დაველოდებით გადაწყვეტილებებს და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ“, - აცხადებს დავითაშვილი. ლევან დავითაშვილის თქმით, პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ანაკლიის პორტი - შუა დერეფანი და „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ახალ რეალობაში ევროკავშირის ფოკუსშია და გარკვეულწილად, მისი სიმძლავრეების განვითარება, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის შექმნაზეა დამოკიდებული, (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ამ დერეფნის გაძლიერებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ანაკლიის პორტს, რადგან გაზრდილი ტვირთნაკადის პირობებში, რომელიც შუა დერეფანში ფორმირდება, ბათუმისა და ფოთის პორტების სიმძლავრე არ ჰყოფნის. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გაძლიერებისთვის, ამ მიმართულების ერთ-ერთი მოთამაშე ყაზახეთი ინვესტორებს ეძებს.  ხოლო თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. პროცესში ჩართულია საქართველოც. „ბაქო-თბლისი-ჯეიჰანის“ მილსადენით, ყაზახური ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო.   ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ზაფხულში, ჩინეთმა რუსეთში თავისი გლობალური პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა. მანამდე რუსეთი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. 2021 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ პროექტის ფარგლებში $2 მილიარდის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა. ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის სახელითაა ცნობილი. „რათა ამ ვითარებაში გადარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში ჩინეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს“, - ამის შესახებ რუმინეთის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ბრინზამ განაცხადა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს სწავლობს. შუა დერეფანთან მიმართებით, ინტერსებზე მედიასთან კომენტარი საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმაც გააკეთა. მისი თქმით, შუა დერეფნის კონცეფცია, ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას სრულად შეესაბამება. „ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ვითანამშრომლოთ შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში“, - ამბობს ჭოუ ციენი.   საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან ამბობს, რომ საქართველოსთვის ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა საინტერესოა და რუსეთთან შედარებით, ანალოგიურ რისკებს არ შეიცავს. „ბუნებრივია, რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარე სახეზეა კონკურენცია. საქართველო ვერ იქნება ვერც რუსული და ვერც სხვა ინტერესების გამტარებელი. როცა ჩვენს რომელიმე სტრატეგიულ პარტნიორს თუ არ სიამოვნებს რეგიონში ჩინეთის ინტერესები, ალტერნატივა უნდა შემოგვთავაზოს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.  ანაკლიის პორტი - პრეისტორია ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის 24 დეკემბერს მაშინდელმა  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნეს. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წელს დატოვა. 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ, (ამ დროს პრემიერი გიორგი გახარიაა) განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტდა. ცნობილია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა. კონსორციუმის შემადგენლობაში შედიოდა Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას ამ დროისთვისაც აწარმოებენ. 2022 წლის აგვისტოში, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ გამარტივებული შესყიდვის გზით 1 მილიონ ლარს „ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებაში“ დახარჯავს. მანამდე, კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებს. შავი ზღვის აკვატორიაში ღრმაწყლოვანი პორტები აქვს რუმინეთს (კონსტანცას პორტი), ბულგარეთს (ბურგასი), უკრაინას (ოდესის პორტი, ილიჩევსკი და იუჟნი), თურქეთის (ერდერიმი და რიზე), ხოლო რუსეთს (ტუაფე და ნოვორასიისკი) და ტამანის პორტი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პორტი აფხაზეთის საზღვართან მდებარე ანაკლიაში, 400 ჰექტარ ფართობზე უნდა აშენებულიყო. ეს პორტი მოემსახურებოდა ყველაზე დიდ, პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას, ექსპერტები სამ მიმართულებას ასახელებენ - ესაა  ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა. 

გვახსოვს, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს პირდაპირ მითითება მისცა, შიმშილობა შეეწყვიტა, მნიშვნელოვანია, პატიმარი თანამშრომლობდეს ექიმებთან - პაპუაშვილი

გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს განჩინება, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მითითება მისცა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო „ჩვენ ვაკვირდებით ერთ რამეს, რომ ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბოროტად გამოყენება ამაზე არავინ არ დაობს, არის საუბარი გარკვეულ ანგარიშებზე, დიაგნოზებზე, რომელიც ერთი მხრივ, როცა უნდათ ადვოკატებს და მხარეებს, არის პერსონალური ინფორაცია და როცა სჭირდებათ, ტაქტიკურად პორცია-პორცია ასაჯაროებენ, ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის ინსტრუმენტის ამოგლეჯილად ინფორმაციის გავრცელება, რომ შექმნა ყალბი აღქმები. ვერაფერს გეტყვით, სინამდვილეში რა და როგორ არის, ამაში პენიტენციური სისტემა უფრო გარკვეულია, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რომ იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ადვოკატი: თუ შემდეგ პროცესზე არ მოხდება სააკაშვილის ჩართვა, მაშინ უკვე დავაყენებთ მოსამართლის აცილების საკითხს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მომდევნო სხდომაზე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენებას არ გამორიცხავს.  სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო "თუ შემდეგ პროცესზე არ მოხდება სააკაშვილის ჩართვა, არ მოხდება მოწმეების დაკითხვა, მაშინ უკვე დავაყენებთ მოსამართლის აცილების საკითხს. ცალსახად ვაცხადებ.  ჭიანურდება სპეციალურად, რომ დადგეს სააკაშვილის სიკვდილი, მეტი შეფასება ამას არ აქვს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გუშინ ევროკავშირის ყველა დეპუტატი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდეს ჰუმანიტარული აქტი და ჰუმანიტარული აქტზე კი არა პროცესის გამართვაზეა აქ პრობლემა" ამბობს ხაჭაპურიძე "დღის სტუმრის" ეთერში, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ", - განაცხადა ხაჭაპურიძე.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ზელენსკი: საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს. „ტერორისტებმა დღეს დილით დაიწყეს თავდასხმა 13 უპილოტო თვითმფრინავით. წინასწარი ინფორმაციით, 13-ვე უპილოტო თვითმფრინავი ჩვენმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს! მე ვამაყობ თქვენით!“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, უგულვებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები. როგორც ცნობილია, კიევსა და რეგიონში დილის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ორი ადმინისტრაციული შენობა და კერძო სახლი დაზიანდა.  

აშშ-ში, ალაბამის შტატის გუბერნატორმა ოფიციალურ პირებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა

აშშ-ის ალაბამის შტატის გუბერნატორმა ქეი აივიმ ოფიციალურ პირებს სოციალური ქსელის TikTok-ის გამოყენება აუკრძალა, სავარაუდოდ, ჩინეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო. ალაბამის გუბერნატორი აქვეყნებს მემორანდუმის ფოტოს, რომელსაც მან მოაწერა ხელი. მასში მითითებულია, რომ TikTok ეკუთვნის ჩინურ კომპანიას, ამიტომ ის ექვემდებარება ჩინეთის კანონს და მისი მონაცემები შეიძლება, გაზიარებული იყოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. FBI-ის დირექტორის თქმით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შეშფოთებას იწვევს ნოემბრის ბოლოს, სამხრეთ დაკოტის გუბერნატორმა კრისტი ნოემმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მთავრობის თანამშრომლებს TikTok აპლიკაციის გამოყენებას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გამო უკრძალავს. მოგვიანებით, აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორმა აუკრძალა ოფიციალურ პირებს TikTok-ის გამოყენება.

მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების შესრულების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან ნაბიჯებს - დარჩიაშვილი

მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს „სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს პროგრესი 2023 წელს შეფასდება“, – წერს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტი იმართება

თურქმენეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი თურქმენელი კოლეგა სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოთხშაბათს თურქმენეთში შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხებსი განიხილეს. დახურული შეხვედრა დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ერდოღანმა ასევე მოლაპარაკება გამართა პარლამენტის ზედა პალატის, თურქმენეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან. თურქეთის ლიდერი მოგვიანებით, სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.  

ერდოღანი: თურქეთი ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

თურქეთი ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. „მარცვლეულის შეთანხმებასა და ტყვეთა გაცვლასთან ერთად, ჩვენ მოწმენი ვიყავით, რომ მშვიდობის გზა შეიძლება, გაიხსნას, თუ დიპლომატიას მიეცემა შესაძლებლობა“, - განაცხადა ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის სამმხრივ სამიტზე და ახსენა თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებები. „ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. იმედია, ჯერ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ ჩვენს რეგიონში. სამართლიანი მშვიდობა შეიძლება, დამყარდეს მხოლოდ დიალოგის გზით. პირველივე დღიდან ჩვენ გულწრფელი ძალისხმევა გამოვიყენეთ ორმხრივ და სხვა დონეზე, რათა შეჩერებულიყო სისხლისღვრა“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი  დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მათ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილეს, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. თურქეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ სამეულმა უნდა დაიწყოს მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით.„ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

ერდოღანი აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს: თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით უნდა ვიმუშაოთ

თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს განუცხადა, რომ მუნდა „დაიწყონ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე გასატანად. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი  დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მხარეებმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები განიხილეს. „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

ჭამოს, დალიოს და არ დაიკლებს წონაში - კალაძე სააკაშვილზე

ჭამოს, დალიოს და არ დაიკლებს წონაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო როგორც კალაძე განმარტავს, როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. „ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია. როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია ეს სამწუხაროა, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია", - განაცხადა კალაძემ.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

კობახიძე: მართლა ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი სააკაშვილზე. გუშინ, ავტობანი გაიხსნა, ეს აინტერესებს ხალხს

მართლა ყელში ამოვიდა. გუშინ, მაგალითად, 15 კმ ავტობანი გაიხსნა. ეს აინტერესებს ხალხს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო "მართლა აღმაშფოთებელია ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე. მართლა ყელში ამოვიდა. გუშინ, მაგალითად, 15 კმ ავტობანი გაიხსნა, ეს აინტერესებს ხალხს. არავის არ აინტერესებს, კრიმინალი სააკაშვილი, სად იქნება. 9200 პატიმარია საქართველოში და ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ ამდენი ხანი, როდესაც ეს პატიმრის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ციხეში. მის რეჟიმს ჰყავს მოკლული რამდენიმე ასეული პატიმარი... რაის მესამე პრეზიდენტი?! იყო პირველი დიქტატორი და მკვლელი. ას კაცს მარტო წელიწადში კლავდა ციხეებში, ხუთასი კაცი შეწირა აგვისტოს ომს, მისი ავანტიურისტობით და ღალატით", - განაცხადა კობახიძემ.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ადვოკატმა განაცხადა. შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა მედიას, რომ ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არ ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. „სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშლობა გამოაცხადა“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე. სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომა 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. „21-ში (რედ. სააკაშვილის დაბადების დღე) შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა, სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“, - განაცხადა მოსამართლემ. სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის გადადების შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა. სამსახური მოითხოვდა, პროცესი ერთი თვით გადადებულიყო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. „როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ელჩი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაუდებელი ვითარებაა

„ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის მდგომარეობას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტის შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება. „ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და დამატებით კითხვებს აჩენს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. „როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მიხეილ სააკაშვილი: ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ ვიწყებ შიმშილობას

ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა „დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გადაღებული კადრების გასაჯაროება არ არის მისასალმებელი - სერგეენკო

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გადაღებული კადრების გასაჯაროება არ არის მისასალმებელი. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები „კადრების გასაჯაროება არაა მისასალმებელი, გარდა თუ უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არაა. არის სასიცოცხლო პარამეტრები, სიმპტომები, რომლის სიმულაციაც შეუძლებელია და არის ქცევითი მოქმედებები, რომლის სიმულაციაც შესაძლებელია. ექიმების ფუნქცია არის დაკნინებელი და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ ჩაანაცვლონ ექიმები“ - განაცხადა სერგეენკომ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ელჩი დეგნანი: აშშ საქართველოს სტაბილური დემოკრატიის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია

რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა მტკიცე მისწრაფება, გაემყარებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მას შემდეგ, რაც 30 წლის წინ, საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა რეპრესიებისგან და მანამდე, რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა მტკიცე მისწრაფება, გაემყარებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტის განმავლობაში, საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია ამ ძალისხმევაში.  ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ პარტნიორები ვიყავით და დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი ეს გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს ამ ძალისხმევაში. აქ არის ჩვენი სამხედროების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად გადიან წვრთნებს, ჩვენი ლიდერების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად შრომობენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. აქ არის ქართველი და ამერიკელი ხალხის ფოტოები. ამ მეგობრობის ასაშენებლად 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი გავაკეთეთ. ჩვენ დღეს ვიხსენებთ განვლილ პერიოდს და ამავდროულად, ვფიქრობთ მომავალზე, იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ერთობლივად მომავალში“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა გამოფენა - „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“. ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ასახავს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე. ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც წარმოაჩენს აშშ­-ისა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას.

რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 64 უკრაინელი გათავისუფლდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები კიდევ ერთხელ გაცვალეს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით იბრძოდნენ, უკრაინაში დაბრუნდნენ. მათ გარდა მათ ასევე მოახერხეს აშშ-ის მოქალაქე მურეკეზი სუედის გათავისუფლება, რომელიც, როგორც ერმაკი წერს, „ჩვენ ხალხს ეხმარებოდა“. 10 ოქტომბრიდან რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმებს ახორციელებენ. უმიზნებენ რაკეტებს და ირანული წარმოების დრონებს, როგორც გენერირების ობიექტებს, ასევე გადამცემ სისტემას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.