ძებნის რეზულტატი:

აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას გეგმავს - CNN

აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ CNN იტყობინება აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. CNN: აშშ უკრაინაში Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს „პენტაგონის გეგმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ვიდრე ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოწერისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. CNN-ის ცნობით, ამის შემდეგ, სისტემები უახლოეს დღეებში გაიგზავნება, ხოლო უკრაინის ძალები წვრთნას გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზაზე გაივლიან. დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა  

17 დეკემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ტრადიციული, ბარბარობასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

17 დეკემბერს, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან ჩატარდება უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ბარბარობასთან დაკავშირებული მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები. გაიმართება რეკრეაციული,სპორტული, კულტურული პროგრამები, მოეწყობა ატრაქციონები ბავშვებისთვის და სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთების, აქსესუარების გამოფენა. იმუშავებენ ანიმატორები, მოეწყობა ჩვენება პატრიარქის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფილმის, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. ასევე გაიმართება 99-ე სკოლაში არსებული ბავშვთა ანსამბლის კონცერტი, მოეწყობა შეჭირვებული მოსახლეობისთვის საქველმოქმედო სიკეთის კუთხე. ამ წლის ღონისძიების სიახლე იქნება ისიც, რომ საპატიო უბნელები დაჯილდოვდებიან. ღონისძიებაზე სტუმრებს უმასპინძლებენ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ცხელი ლობიანით, ასევე გლინტვეინით, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ტკბილეულით: ბამბის ნაყინით, პოპკორნით ცხელი სასმელებით, რაც ორგანიზატორების სურვილით და გადაწყვეტილებით უფასო იქნება. საღამოს ღონისძიება დაიხურება გრანდიოზული ფოიერვერკით. ორგანიზატორები იწვევენ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ეს დღე განსაკუთრებული ემოციებით, ოჯახის წევრების და ახლობლების გარემოცვაში გაატაროს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ „უბნის ბიჭების“ სახელით ორგანიზებული ბარბარობის დღესასწაული უკვე დიდი ხანია, უბნელების, ახლობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების თავშეყრის ნამდვილი ზეიმის დღედ ჩამოყალიბდა.

ზელენსკიმ უკრაინის ყველაზე სკანდალური სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი - უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 დეკემბერს ხელი მოაწერა კანონპროექტს კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ, რომელსაც უკრაინის ყველაზე სკანდალური მოსამართლე პავლო ვოვკი ხელმძღვანელობს. შესაბამისი შინაარსის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა 9 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვოვკის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი მიზეზად სასამართლო და სხვა საჯარო პროცესებში ჩარევის სანაცვლოდ, ვოვკის მხრიდან ქრთამის მოთხოვნას ასახელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ვოვკი უკრაინაში უსამართლობის, უკანონობისა და დაუსჯელობის სიმბოლოდ იქცა.   

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინამ ხორვატია დაამარცხა. ლიონელ მესისა და ხულიან ალვარესის (2) გოლებით, არგგენტინამ ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. არგენტინის ნაკრების მეტოქე მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. ეს მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

ზელენსკი: უკრაინაში რეფორმები ომის დროსაც გრძელდება

უკრაინაში რეფორმების ისტორია ომის ფონზეც გრძელდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში გააკეთა. ამით ის კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს ლიკვიდაციას გამოეხმაურა. „დღეს ხელი მოვაწერე რადას მიერ მიღებულ კანონს კიევის რაიონული ადმინისტრაციული სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ. ეს ამბავი დასრულდა. რეფორმების ისტორია გრძელდება - გრძელდება ომის დროსაც. ზელენსკიმ უკრაინის ყველაზე სკანდალური სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი - უკრაინული მედია მადლობა ყველას, ვინც მუშაობს უკრაინაში! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინც ამჟამად ფრონტის ხაზზეა, ვინც ამჟამად იბრძვის! ჩვენ მხარს გიჭერთ, მტკიცედ გვჯერა თქვენი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები უკრაინაში შესაძლოა, ომის ახალ ფაზაში გამოჩნდნენ - რეზნიკოვი

Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძლება, უკრაინაში რუსეთთან ომის შემდეგ ეტაპზე გამოჩნდეს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან განაცხადა. „Patriot-ი ხანგრძლივი დისკუსიის საგანია ჩვენს პარტნიორებთან, რადგან ეს არის ძალიან დახვეწილი და ძვირი სისტემა, ამიტომ ვფიქრობ, რომ Patriot-ები იქნებიან ჩვენი ბრძოლის ველზე, თუმცა - შემდეგ ეტაპზე,” - განუცხადა რეზნიკოვმა CNN-ს. აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას გეგმავს - CNN თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის ჯარები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა იპოვონ უკეთესი გადაწყვეტილებები რუსეთის მიერ გაშვებულ ირანში წარმოების კამიკაძესთან ბრძოლისთვის.  

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. „ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა. ხელის მოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები და ასევე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

დღეს, 14 დეკემბერს ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერია.  ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და პრიორიტეტების სრულად შესრულება 13 დეკემბერს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

დევიდ მაკალისტერი: საქართველოს ადგილი ევროპაშია, კანდიდატის სტატუსისთვის წარმატებით უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია

საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.  ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს ევროპარლამენტარმა, სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და დაასახელა ხუთი პუნქტი. „სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი პუნქტი ჩამოვთვალო; პირველი – პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეებს შორის. მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა. მესამე – საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

სვენ მიქსერი: 12 რეკომენდაცია აღქმული უნდა იყოს, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს მთავრობამ ის საუკეთესოდ უნდა გამოიყენოს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი, უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.  დევიდ მაკალისტერი: საქართველოს ადგილი ევროპაშია, კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. „პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალები მოდის, მაგრამ ვეცდები, დავიწყო პოზიტიურით. როგორც ასოცირებული ქვეყანა, საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით და მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად და მისი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ქართველების ამბიციები არ მთავრდება მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი, უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, რომ დაძლიონ განსხვავებები“, – განაცხადა მიქსერმა. ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს მისივე თქმით, ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. ამასთან, როგორც მიქსერმა აღნიშნა, გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა მისივე თქმით, რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს. „ზოგიერთი მიმართულებით, წლების განმავლობაში, შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. მაგალითად, მოხდა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება, თუმცა როცა მიდგება საქმე საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურის დემონსტრირებაზე, ვიწროპარტიული მოსაზრებები და პირადი ანტაგონიზმი ჯერ კიდევ უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეროვნული მიზნები. ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა დამაზიანებელია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი 12 რეკომენდაცია აღქმული უნდა იყოს, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს მთავრობამ ის საუკეთესოდ უნდა გამოიყენოს. გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს; პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პროგრესია საჭირო, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია თავისუფლების უზრუნველყოფა, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. კომპლექსური რეფორმების სისტემური შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია პროცესში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.გავცრლებული ინფორმაციით, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

კლიჩკო: კიევზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა

რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და რეგიონზე 14 დეკემბერს, გამთენიისას, ირანული „შაჰედის“ თვითმფრინავებით შეუტიეს. უკრაინელმა სამხედროებმა 10 ერთეული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე განაცხადა.  კიევის რეგიონული სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ ისაუბრა. ოფიციალურმა პირმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდასხმა გრძელდება.  

მარკეტა გრეგორევა: ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად

ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც - ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს „რეფორმების შესრულება და ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია. არ არსებობს ადგილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისთვის. ევროპული მომავლის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს სჭირდება, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა, მე ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად“, – განაცხადა გრეგორევამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

უკრაინის სამ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

დღეს დილით, უკრაინის სამ რეგიონში - კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კლიჩკო: კიევზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები ისმოდა კიევის გარეუბანში და თავად ქალაქში. მოგვიანებით კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში აფეთქებები ისმოდა და ოკუპანტებმა კიევზე იერიში დრონებით მიიტანეს.  

სურამში გაზის აფეთქების შედეგად, 24 წლის კაცი დაიღუპა

სურამში გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს, 24 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სურამში მშენებლობაზე მუშაობდა. "კოტეჯებს აშენებდა. გაზი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც ბიჭი დაიღუპა“, - აცხადებენ ადგილობრივები.  

Forbes: ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა, Real Time Billionaires-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა.  Forbes-ის მონაცემებით, მას რეიტინგში, Louis Vuitton Moet Hennessy-ის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ გადაუსწრო.  ჟურნალის მიხედვით, SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება $176,8 მილიარდია, ხოლო LVMH-ის ხელმძღვანელი $188,6 მილიარდი. გასული დღეების განმავლობაში მასკმა, $4,5 მილიარდი, ანუ კაპიტალის 2,49% დაკარგა, ხოლო არნოს კაპიტალი, პირიქით, $2,7 მილიარდით (+1,44%) გაიზარდა.  

დევიდ მაკალისტერი: გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა

საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ მითითებული 12 პრიორიტეტი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. წერს „ინტერპრესნიუსი“.  მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეფასება დამსახურებისა და ყველა საჭირო რეფორმის განხორციელების შესაბამისად მოხდება. „სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი შენიშვნა გავაკეთო. პირველი – პოლიტიკურმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ აქტორებს შორის. მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა. მესამე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, გამჭვირვალე მედიამფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას. მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მე, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ღრმად ვარ შეშფოთებული რიტორიკის გამო, რომ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ - მიქსერი

შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა. მარკეტა გრეგორევა: ქართველ პოლიტიკოსებს პირდაპირ მივმართავ, გვერდზე გადადეთ განსხვავებები, იმუშავეთ დავალებების შესასრულებლად „ღრმად ვარ შეშფოთებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკის გამო, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ევროკავშირი მდგრადად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა. ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს  

პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ. ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება. „როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.

კახა კალაძე: დღეს პიკის საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი

დღეს პიკის საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, 2017 წელს თბილისში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა 31%-ს, დღეს ეს 48%-ს შეადგენს. "საშუალო წლიური ზრდა გვაქვს 8-9%. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში ჩვენ მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კვირაში 5, ან მეტი დღით ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის მხოლოდ 8%. განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანები იყენებენ ეკომეგობრულ ტრანსპორტს, რაც ძალიან კარგია. საქართველოში აღნიშნული მონაცემები უტოლდება 92%-ს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თბილისში, 2012 წელს გადაადგილდებოდა 250 ათასი კერძო ავტომობილი, 2017 წელს ეს რიცხვი 380 ათასამდე გაიზარდა. ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით, სტატისტიკას ვაკეთებთ და დღეს, პიკი საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია. ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა, ეს რიცხვი მზარდია. თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდე უფრო ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იქნება", - განაცხადა კალაძემ.