ძებნის რეზულტატი:

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია - უცხოური მედია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი 8 000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, მხოლოდ თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 3381-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 15000-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნები, მათ შორის აშშ და სამხრეთ კორეა, თურქეთს დახმარებას უგზავნიან. თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ საქართველოდან.  

არ ვემხრობი საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტსა და მანდატების დატოვებას არ ემხრობა. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტნიორების ნდობა არ დაკარგონ. „მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, - წერს ხატია დეკანოიძე. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.  

მედია: ალბანეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

ტირანის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ალბანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი. სამართალდამცველების თქმით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდება. ალბანური მედიის თანახმად, მინდია ლავასოღლის (გორაძე), რომელიც ტირანაში ცხოვრობდა, ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.  

უკრაინა თურქეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ბრძანება No61/2023 სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა უზრუნველყოს.  

სირიაში მიწისძვრის შემდეგ, სულ მცირე 20 პატიმარი გაიქცა

სირიის ქალაქ რაჯოში მიწისძვრის შემდეგ სულ მცირე, 20 რადიკალი ჯიჰადისტი ციხიდან გაიქცა. როგორც ცნობილია, მიწისძვრის შემდეგ პატიმრებმა ამბოხი დაიწყეს და ციხის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს.  ქალაქი რაჯო თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, რომლის ციხეში 2 000 პატიმარია, მათ შორის 1 300 ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი. როგორც მედია იუწყება, რადიკალმა ისლამისტებმა ციხიდან გაქცევა სწორედ ამის შემდეგ შეძლეს.  

პარლამენტმა უკრაინაში საომარი მდგომარეობა 20 მაისამდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით, 2023 წლის 20 მაისამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის წევრმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა გააკეთა. კანონპროექტს მხარი 348-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნის 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნის 10 პროვინცია საგანგებო ზონად გამოაცხადა. ერდოღანის შეფასებით, თურქეთი არამხოლოდ თავისი ისტორიის, არამედ მსოფლიო ისტორიის უდიდესი კატასტროფის წინაშეა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“-ის იმპლემენტაციის დინამიკას. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა თუ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში სამივე მიმართულებით განხორციელდება. აღინიშნა, რომ 2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და 431 მლნ-ით განისაზღვრა და ის განაწილდა ყველა მიმართულებაზე. 2023 წელს, უცხოეთში, საქართველოს სამი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება: ნიკო ფიროსმანის გამოფენა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმში (გახსნა 4 მაისს); საქართველოსა და მისი მდიდარი კულტურის წარდგენა ბენელუქსის ქვეყნებში ფესტივალის „ევროპალია“ ფარგლებში, სადაც ჩვენი ქვეყანა სტუმრის სტატუსით წარდგება (2023 წლის ოქტომბერი – 2024 წლის იანვარი). ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე პროექტი სამუზეუმო, სახვითი, თანამედროვე ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ლიტერატურის მიმართულებით; ნიკო ფიროსმანის გამოფენა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის ცნობილ მუზეუმში (გახსნა 16 სექტემბერს), სადაც წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული, ფიროსმანის ორმოცდაათამდე ნამუშევარი. 2023 წელს შეუფერხებლად გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროექტების ხელშეწყობა, ამ მიზნით უწყება წლის მანძილზე „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ 40-მდე კონკურსს გამოაცხადებს და 500-მდე პროექტს დააფინანსებს. 2023 წელს სამინისტრო ხელს შეუწყობს: ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანებს საზღვარგარეთ განათლების მიღებისა თუ პროფესიული განვითარების მიზნით; ქართული შემოქმედებითი დასების, თეატრების, საკონცერტო ანსამბლების მონაწილეობას მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებსა და პროექტებში; სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტებით აღჭურვას; ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში შემოქმედებითი კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების, კონცერტების, თეატრალური დადგმების განხორციელებას, მათ შორის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის; ქართული ლიტერატურის თარგმნას უცხოურ ენებზე; ქართული ლიტერატურის თარგმნას აფხაზურ და ოსურ ენებზე; იშვიათობად ქცეული წიგნების, სახელმძღვანელოების გამოცემას; რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას; ფოლკლორული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსის შეძენას; კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, მათ შორის ციფრულ სივრცეში; ახალგაზრდულ შემოქმედებით ინიციატივებს; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას; დაკარგული და მოთხოვნადი პროფესიების აღდგენას. გარდა მასშტაბური პროგრამებისა და პროექტებისა, სამინისტრო ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციის, ფიზიკური პირების მონაწილეობას საზღვარგარეთ დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ზაფხულში „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში შეიქმნა და 2023 წელს გაიხსნება ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. გარემონტდა და შესაბამისი სტანდარტებით მოეწყო 542,2 კვ. მეტრი სივრცე ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსში. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების – ხელოვნებათმცოდნეების, ქიმიკოს-რესტავრატორებისა და რადიოლოგების ტრენინგი, რომელთაც მოუწევთ აღნიშნულ აპარატურასთან მუშაობა, საექსპერტო პროცესში ჩართვა (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევის ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტირება ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. მათ შორისაა, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობის გაგრძელება იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან უნდა გამოქვეყნდეს; ჯვრის ტაძარში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საპროექტო სამუშაოების გადაუდებელი წესით წარმოება; გერგეტის სამებაში გადახურვისა და სხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია (მიმდინარე წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო მომდევო წელს – 8 მილიონი. სამუშაოები 2025 წლისთვის დასრულდება); შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის 1980-იან წლებში აგებული კორპუსის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელს; ზესტაფონის, ჭიათურის, ფოთისა და სხვა რეგიონული თეატრების რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო სამუშაოები, ფოთის მუზეუმში არსებული რთული ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელი სამუშაოები; ნიჭიერთა ათწლედის შენობის რეაბილიტაცია; ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობის რეკონსტრუქციის დასრულება 2023 წელს; სტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე სახელოვნებო ქალაქის მოწყობის სამუშაოების გაგრძელება; ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეების მოწყობა, და სხვ. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ სასწავლო რეფორმაზე, რომლის ფარგლებში იგეგმება „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის მიღება და სახელოვნებო განათლების რეფორმის პროექტის შემუშავება-დამტკიცება. გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, რეფორმის შედეგად ასევე მოსალოდნელია სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის განსაზღვრა და გათანაბრება ზოგადი სკოლის მასწავლებლის სტატუსთან. მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ლევილის მამულის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ კულტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მუზეუმების განვითარებაზე. 2023 წელს გაგრძელდება სამუზეუმო ფონდების შევსება. პროცესი 30-წლიანი წყვეტის შემდეგ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს განახლდა. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 2023 წლისთვის დაგეგმილია რვა გამოფენა; სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მოეწყობა ხელოვნების მუზეუმისათვის შარშან შეძენილი ახალი კოლექციების ექსპოზიცია; იგეგმება ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ოდასახლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციის მასშტაბური საპროექტო სამუშაოები; სვანეთიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2022 წლის ოქტომბერში გადმოტანილი რამდენიმე საუკუნის სვანური მაჩუბის რესტავრაცია და სვანური კოშკის გვერდით განთავსება; გიორგი ჩიტაიას გენგეგმით გათვალისწინებული ეთნოგრაფიული მუზეუმის მთიანი ზონის მშენებლობის პროცესის გაგრძელება; საქართველოს მთიანეთში შესაბამისი სახლების, კოშკების მოძიება და მუზეუმში გადმოტანა. სპორტის მიმართულებით აღინიშნა, რომ შესაბამისი სპორტული ფედერაციის მიერ სამზადისი დასრულებულია და 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დაბა ბაკურიანი უმასპინძლებს სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა ზამთრის სპორტის სახეობებში. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, მთელი მსოფლიოდან 1000-მდე სპორტსმენი დარეგისტრირდა. ჩემპიონატში 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: რევაზ ნაზღაიძე; ნიკა ელოშვილი; ლუკა ჩოფიკაშვილი; დავით თედიაშვილი; ბექა ბერძენიშვილი. 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად, მასპინძლობს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტს სამინისტრო თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. საუბარი შეეხო სპორტული ფედერაციების ხელშეწყობის საკითხს, რისთვისაც, პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობით, 2023 წლის ბიუჯეტის გაზრდა მოხერხდა; სპორტულ კლუბებთან უშუალო თანამშრომლობას მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, რისთვისაც, სპორტის სამინისტროს მიერ საპილოტედ შერჩეულია ცურვის მიმართულება; საერთაშორისო ასპარეზობებსა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სპორტის უნივერსიტეტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტსა და შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში, საქართველოს სპორტის უნივერსიტეტისათვის თანამედროვე სტანდარტის შენობა 2025 წლისთვის ექნება. ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2023 წელს გაგრძელდება საბანაკე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შესაბამისად, ბანაკები მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ დამტკიცებული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ – ის იმპლემენტაციის საკითხს და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმას. სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.  

ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში - ხაბეიშვილი

ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ისე ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს, 21:00 საათზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს. ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. პოლიციის კორდონით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც“,-განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო. „გუშინ, ფაქტობრივად ე.წ. მოსამართლემ კრემლის გადაწყვეტილება გააჟღერა. დიახ, გუშინ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელით, პუტინმა გამოუტანა სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი, რომ მისი ციხეში დარჩენა ნიშნავს მის გარდაუვალ სიკვდილს. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საერთაშორისო ძალიან ავტორიტეტული ექსპერტების და ექიმების დასკვნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის დიდი ალბათობით მოწამლულია", - განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

თურქეთში, საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა გრძელდება - საგარეო

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. საგარეო უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან. „აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები უკან გამოიტანა

საქართველოს მთავრობამ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელები უკან გამოიტანა. ინფორმაციას თავად საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათი განმარტებით, მთავრობამ სარჩელების უკან გაწვევის საკითხზე სასამართლოს 11 იანვარს მიმართა. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მთავრობამ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტი უმოქმედობაში დაადანაშაულა და მისი ქმედების კონსტიტუციურობის გასარკვევად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები 2022 წლის 10 ივნისს შეიტანა. სარჩელის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად შესთავაზა დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის, ხოლო კახა იმნაძე კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა წარდგინებით, კახა იმნაძის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ხსენებული წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა. საქართველოს მთავრობის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტი წარდგინებების უარყოფითა და უმოქმედობით, რაც გამოიხატა წარდგენილი კანდიდატების არდანიშვნაში, პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.  

სასამართლომ უკრაინელ ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს კომპანიის საბანკო ანგარიშები გაყინა

გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ Poltava Mining-ის ყველა საბანკო ანგარიში გაყინა. Poltava Mining-ი ოლიგარქ კოსტიანტინ ჟევაგოს Ferrexpo-ს ნაწილია. ანგარიშები კომპანიას გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გაუყინეს. Ferrexpo ამტკიცებს, რომ ანგარიშების დაბლოკვა არის „კომპანიაზე გადაჭარბებული ზეწოლის გამოვლინება“. Ferrexpo-ს განცხადებით, კომპანიის ყველა ანგარიშის დაყადაღება საფრთხეს უქმნის 7500-ზე მეტ თანამშრომელს. 10 იანვარს, უკრაინული მედია წერდა, რომ საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წყაროს თანახმად, ოლიგარქმა ჟევაგომ გირაო უკვე გადაიხადა და იმჟამად იმყოფებოდა სათხილამურო კურორტ კურშეველში, სადაც 27 დეკემბერს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით დააკავეს. Ukrainska Pravda წერდა, რომ ჟევაგოს საფრანგეთის დატოვება არ შეეძლო. უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.   

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარია

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარი გაჩნდა, რამაც ოპერაციები შეაჩერა და აიძულა სატვირთო ლაინერები, გემები სხვა პორტებში გადაეყვანათ. მანამდე, ორშაბათს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პორტი, რომელიც ჰათაის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, მიწისძვრის გამო დაზიანდა.  წამყვანი გლობალური კონტეინერების გადაზიდვის ჯგუფი AP Moller Maersk ამბობს, რომ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მიწისძვრის ეპიცენტრის გარშემო, მათ შორის ისკენდერუნის პორტში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მხოლოდ ჰათაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 1200-ზე მეტი შენობა დაინგრა.  

ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა - პრეზიდენტი

პრეზიდენტი - ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში! „ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“,  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი განცხადებაში საუბრობს. მისი შეფასებით, ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა. 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა. გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ხელი ეშლება, ამ უმძიმესი განსაცდელის დროს, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას, რაც ლახავს ქართულ ტრადიციას, ხელი ეშლება ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, ხელი ეშლება 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას. ქვეყანა მძევალია ამ ერთი და ერთადერთი საკითხის. ამ დროს, ჩვენთვის ყველა სხვა გადამწყვეტი საკითხი, დღეს არც კი განიხილება საჯარო დონეზე. არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად. გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“. ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება). ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების. ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო. ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა. ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და რაც მთავარია ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია. ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება, ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად“, - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.  

ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ექსპრეზიდენტისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა. „ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“. ზურაბიშვილის თქმით, ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას. „გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობისუდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. „არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად“. მისივე თქმით, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც თავისთავად შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. „ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება), რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება). ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების. „ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო. ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა. ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და რაც მთავარია ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია. ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება, ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად“, - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და შექმნილი ვითარების მძევლად დარჩენა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ხელი ეშლება, ამ უმძიმესი განსაცდელის დროს, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას, რაც ლახავს ქართულ ტრადიციას, ხელი ეშლება ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, ხელი ეშლება 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას. „არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად“. „გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“. ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი შეფასებით, ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენი პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. პრეზიდენტის შეფასებით, მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც „ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება)“. ზურაბიშვილის თქმით, ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის: „რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა“. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო. „ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა. ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და რაც მთავარია ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია. ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება, ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად“, - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

თურქული კლუბის „მალათიასპორის“ მეკარე ეიუპ თურქასლანი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა

თურქული პირველი ლიგის კლუბ „მალათიასპორის“ მეკარე აჰმედ ეიუპ თურქასლანი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა. თურქასლანი 28 წლის იყო. „ჩვენი მეკარე ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. მშვიდად განისვენე, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ“. თურქეთის 10 პროვინციაში 3,500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 22,000-ზე მეტი დაშავდა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. „მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“, - წერია განცხადებაში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 7 თებერვალს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან „უმძიმესი რეაქცია ექნება“. ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის - სალომე ზურაბიშვილი  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ზელენსკის კიევში შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ვიზიტით მყოფ გერმანიის თავდაცვის ახლად დანიშნულ მინისტრს ბორის პისტორიუსს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას იმისთვის, რომ პირველი საგარეო ვიზიტი უკრაინაში გაიმართა. „მადლობა უკრაინის მხარდაჭერის ამ სიგნალისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ასევე შეაქო გერმანიის გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის საბრძოლო ტანკები მიეწოდებინა და ასევე დაუშვას მათი უკრაინაში გადაცემა მესამე ქვეყნების მიერ, რაც გზას უხსნის საერთაშორისო სატანკო კოალიციის შექმნას. ზელენსკიმ თანამოსაუბრეს ასევე გააცნო ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტული საჭიროებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის ახალ ფაზაზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის ქალაქების და ელექტრო ქსელის დასაცავად, აუცილებელია უკრაინამ, რაც შეიძლება მალე მიიღოს ყველა საჭირო იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ამასთან, მხარეებმა გერმანიის მხარდაჭერით უკრაინის ცის დაცვისა და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი განიხილეს.