ძებნის რეზულტატი:

შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ანტიდემოკრატიულია

გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა. პრინციპში, საკვირველია, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში, გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. რაც შეეხება მოსაზრებებს, რომელიც გვესმის, ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არ ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა, შესაძლებელია, აქ იყო სენსიტიური თემები, მაგრამ სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ - მცდელობა, რომ ტაბუ დაედოს დისკუსიას, არადემოკრატიულია. კერძოდ, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ეს ჩემთვისაც არ არის ახალი თემა. ამის თაობაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს, საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ იმ ხალხზე, ვინც მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში და გავლენას ახდენს ადამიანზე, ჰქონდეს ინფორმაცია, იქნება ეს ფინანსური სახის თუ სხვა. ეს არის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ექვემდებარებიან პარტიები, რომლებიც ადეკლარირებენ სრულად ყველა შემოსავალსა და გასავალს. ესენი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ საჯარო მოხელეები, რომლებიც საკუთარ პირად ქონებას, შემოსავალს ადეკლარირებენ და იცით, რომ ეს გამჭვირვალეა. ეს არის პრინციპი, რომელიც  ყველა ქვეყანაშია“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორი ხალხის მიმართ გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით სახელმწიფო სტრუქტურებს ჩამორჩება. „მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ მათი წარმომადგენლები სამართალდარღვევად ცნობილნი და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებულნი. ვიცით, გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ არის მათი დამფინანსებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.

აშშ მხარს უჭერს უკრაინის დარტყმებს ოკუპირებულ ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე - ნულანდი

„რუსეთმა ააშენა ბევრი სამხედრო ობიექტი ყირიმში, ეს არის ლეგიტიმური სამიზნეები, რომლებსაც უკრაინა უტევს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისივე თქმი, უკრაინა არ იქნება უსაფრთხო, ვიდრე ყირიმი არ იქნება დემილიტარიზებული. ნულანდმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი კონფლიქტს არ განაახლებს. „მე არ ვაპირებ წინასწარ განვსაზღვრო, თუ სად ირჩევენ უკრაინელები ბრძოლას ან როგორ ირჩევენ ყირიმთან ურთიერთობას მოკლევადიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ყირიმს უკრაინის ტერიტორიად ვაღიარებთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. ნულანდის თქმით, რუსეთმა ნახევარკუნძული გადააქცია მასიურ სამხედრო ობიექტად, რომელიც გამოიყენებოდა ფართომასშტაბიანი შეტევისთვის დანარჩენ უკრაინაზე. მისივე თქმით, ყირიმში რუსული სამხედრო ბაზები უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინას მიაწოდოს არამხოლოდ ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის საჭირო იარაღი, არამედ ომის დასრულების შემდეგაც, რუსეთის ფედერაციის შემდგომი შეკავების მიზნით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-მ 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა

Lufthansa-ს ავიახაზებმა დღეს 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა. როგორც CNN-ი იუწყება, ამის მიზეზი, თანამშრომლების მასობრივი, 24-საათიანი გაფიცვაა. ამასთან, აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ქვეყნის აეროპორტების ასოციაციის განცხადებით, Lufthansa-ს ავიახაზების თანამშრომლების გაფიცვის გამო, 295 000 მგზავრს მოცდა მოუწევს.  

ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლითა და ორი თვით პატიმრობა მიესაჯა

ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრიტანული მედია წერს, რომ შოტლანდიაში დაბადებული 58 წლის დევიდ ბალანტინ სმიტი, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა მოქმედებდა რუსი აგენტის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედებდა. 58 წლის დევიდ ბალანტინ სმიტმა აღიარა რუსეთის ხელისუფლებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა. მოსამართლემ განაცხადა, რომ სმიტმა საელჩოს თანამშრომლები „მაქსიმალური რისკის ქვეშ“ დააყენა, როდესაც მათი ფოტოები რუსეთის საელჩოს გადასცა ბერლინში. მაგრამ სმიტი ამტკიცებდა, რომ მას საელჩოსთვის უბრალოდ „უხერხულობის შექმნა“ სურდა და იმ დროს დეპრესიით იტანჯებოდა.    

თურქეთში ხანძრის დროს ოჯახის 7 წევრი დაიღუპა

თურქეთში, ხანძრის დროს, ხუთი სირიელი ბავშვი და მათი მშობლები დაიღუპნენ. ოჯახი თურქეთში, კონიის ცენტრალურ რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ნურდაგიდან, რომელიც  6 თებერვლის მიწისძვრით მძიმედ დაზარალდა.  სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა - ეს არის რეგიონში ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მომხდარა.  

უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე

უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს, ტერიტორიების გათავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს, -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამისთვის საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ უფრო დაჩქარება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „რაც უფრო დიდხანს გრძელდება ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები, მით უფრო დიდი დესტრუქციულობა შეაქვს კრემლს რუხ ზონაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის. რაც უფრო ხმამაღლა ითქმოდა, რომ უკრაინას ლოდინი სჭირდება, ვიდრე NATO-ს ღია კარში შესვლის უფლებას მისცემენ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა რუსეთის პოლიტიკა. რაც უფრო გრძელი იყო ყირიმთან დაკავშირებით სიჩუმე, მით უფრო ძლიერი ხდებოდა რუსული რევანშიზმი“. „უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული აგრესიის პოტენციალს, არის საუკეთესო გზა მშვიდობის მოახლოებისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიისთვის“. „რუსული აგრესიისგან საბოლოოდ გათავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და არც იქნება. დღეს უკრაინის გამარჯვების, ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის შესვლის ალტერნატივები არ არსებობს. ამიტომ რუსული აგრესიის საბოლოოდ მოშორების ალტერნატივაც არ იქნება, ასევე მიწისა და ხალხის გათავისუფლების, რადგან ყოველი ჩვენი ქალაქი ან სოფელი - ეს ხალხია, რომელიც ტყვეობაშია. ადამიანები არ შეიძლება, კომპრომისის საკითხად იქცნენ”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6386 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6434 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0048 ლარი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8077 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8308 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1399 ლარს შეადგენს. ასევე გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.1513 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 თებერვლიდან შევა ძალაში.  

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედიების Telegram-ის არხში ვრცელდება.  მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.  მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ჯერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაისმა, შემდეგ დედაქალაქ კიევში, მოგვიანებით კი, მთელ ქვეყანაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

არარატ მირზოიანი: თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი დაჩქარდება

„სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მესამე ქვეყნების მოქალაქეების შეუფერხებელი გავლის საკითხის მოგვარება „იგეგმება“, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე ამ საკითხის გადაწყვეტა, დიალოგის დაჩქარება და საზღვრების გახსნა განიხილეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე. შეგახსენებთ, მირზოიანი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.  

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეებისა და კურორტის სტუმრებისთვის სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ადგილზე გაეცნო. „მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა, მეწარმეები უკვე დახლებს შლიან და ჯიხურები ნელ-ნელა ივსება. სცენაც დასრულებულია. ხვალ, 6 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაა, მოგვიანებით აქ სტუმრებს გასართობ პროგრამას შევთავაზებთ. ვეპატიჟებით ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად. ბავშვებისთვის ცალკე გასართობი ზონა იქნება მოწყობილი. აქ საშუალება გექნებათ, ქართველი მეწარმეების პროდუქტები დააგემოვნოთ და მოუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა მაია ომიაძემ. მეწარმეებთან ერთად, ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოწყობილ ბაზარში „გემოფესტის“ მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები. „ძალიან მნიშვნელოვანია აქ მონაწილეობა, ჩვენ უკვე „გემოფესტელები“ ვართ და რაჭიდან, პირველი „გემოფესტიდან“ ვმონაწილეობთ. გავიარეთ ტრენინგები და ვისწავლეთ, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფესტივალებში. ბაკურიანში სტუმრებს რაჭულ კერძებს ვთავაზობთ. ეს არის ძველი კერძები, რომლებიც გავათანამედროვეთ“, – აცხადებს მეწარმე გიორგი ჯაფარიძე. ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების კომპანიის ორგანიზებით ჩემპიონატის სოფელი მოეწყო, სადაც საკონცერტო სცენა, სამეწარმეო დარბაზი, კვებისა და ბაზრის ზონა, საბავშვო გასართობი ზონა მოეწყო.  

სტოლტენბერგი: გავაგრძელებთ მჭიდრო თნამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე

ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. „ქართველი ხალხისადმი ჩემი გზავნილია, რომ ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამდენად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ომიდან ერთი წლის თავზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად ვუმკურნალოთ - ზურაბ აზარაშვილი სააკაშვილზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა. „არა, არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პატიმრის უფლებები დაცულია პენიტენციურ სისტემაში. პენიტენციურ სისტემას აქვს საკმაოდ მძლავრი სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა არის მრავალპროფილური და აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს. ეს არის ჩემი პასუხი,"- განაცხადა აზარაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა

ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა. კლინიკაში ექიმები ამბობენ, რომ გოგო 18 წლისაა და ახალგაზრდამ ჩვილი სამშობიაროში დატოვა.  საქმეში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაერთნენ. ამასთან, ექიმები ამბობენ, რომ ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.  

პრემიერი ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის - Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. „აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო განაგრძობს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი“, - წერია ინფორმაციაში. ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს 47,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. დღესვე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Airbus Helicopters” -ის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ივენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ კი, აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება. "H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. მიუხედავად პანდემიის წლებში ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა, ქვეყანამ მოლოდინს გადააჭარბა და ისევე, როგორც 2021 წელს, 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. Facebook-ის გვერდზე გოცირიძე წერს: „მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა". ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის".  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა

„რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში“, - საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მიღება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

NATO, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ

NATO, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთმანეთს 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. შეხვედრა ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია პრესკონფერენცია. „ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინის და ევროპის დაცვისთვის”, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმადმიტრო კულებამ. ცნობისთვის, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის გახსნამდე კულება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება, რის შემდეგაც ევროპელი მინისტრები მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს ცალკე შეხვდებიან.  

ჯოზეფ ბორელი: ვაგრძელებთ ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად”, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.  

„ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არ მიიღოს

სხვადასხვა ქვეყნის 40 უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის“ (NHC) ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადების თანახმად, კანონპროექტი „ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას იმეორებს, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას“. „საქართველომ რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის მაჩვენებლების კუთხით და ევროკავშირის შეფასება ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად კი არაპარტიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე. ქვეყნის დასუსტებული დამოუკიდებელი ინსტიტუტები არის მთავარი გამოწვევა დემოკრატიული მმართველობისთვის, რაც ქვეყანაში ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა აჩვენა. ადამიანის უფლებათა გარკვეულ სფეროებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მკვეთრად უარესდება. ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრირებისკენ სწრაფვამ დემოკრატიის შემცირება გამოიწვია. დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს და ზედამხედველობის ორგანოების შესუსტება, ამ მიზნის მისაღწევად ცნობილი სტრატეგიაა“, - ნათქვამია განცხადებაში. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ცნობისთვის, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებებს და აძლიერებს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.  

ემანულ მაკრონი: როდესაც ომი დაიწყო, ვცდილობდით, დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო, მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, რადგან რუსეთმა ომის ესკალაცია აირჩია. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ევროპული ომი, ეს არის ომი, რომელიც ეხება მთელ მსოფლიოს. „ამ აგრესიას გამართლება არ აქვს“, - ამბობს მაკრონი. „როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ერთიანობა და სოლიდარობა გამოვავლინეთ, აქტიურად ვმოქმედებდით და ვცდილობდით დიალოგისთვის ხელშეწყობას იქ, სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან რუსეთი ირჩევს ომს, ირჩევს ომის ესკალაციას. რუსეთმა გადაწყვიტა, დაარტყას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ჩაიდინოს ომის დანაშაულები“, - განაცხადა მაკრონმა პარასკევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას. ამავე გამოსვლაში მაკრონმა აღნიშნა, რომ არ სჯერა, რუსეთში რეჟიმის ცვლილება რაიმეს გამოიწვევს. „არ მჯერა, რომ რეჟიმის შეცვლა რაიმეს გამოიწვევს. როცა მესმის, რომ ბევრი ადამიანი მხარს უჭერს რეჟიმის შეცვლას, ვკითხულობ: რით შეიცვალოს? ვინ არის შემდეგი? ვინ არის შენი ლიდერი? გასული ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ბევრ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა, რომლებიც წარუმატებელი იყო“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.