ძებნის რეზულტატი:
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ, „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს ბრალდება დაუმძიმა
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და „გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები , რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები. 2022 წლის აგვისტოში, „გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შემდეგ, „გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით „მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა. „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. „მშენ - ექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა. „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, „მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა „გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიების მოცემულ ეტაპზე, ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა და საქმე არსებითი განხილვისთვის სასმართლოში წარიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო - იუსტიციის სამინისტრო
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს. „ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“). სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით: ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე; პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით. ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის. პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები არ ახმაურებდნენ წამების შემთხვევებს როგორც არაპირადი, ისე პირადი (ოჯახური) კონტაქტების დროს. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ნაკლებობით, შემდგომი დასჯის შიშით და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობით. თუმცა, როგორც მომჩივანმა პროკურორთან განაცხადა, ის თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა, რათა საჩივარი შეეტანა გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ციხის სკანდალისა და 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ. საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ. განაჩენი უცვლელად ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. სხვა პირებთან ერთად, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ყოფილი მსჯავრდებული აკაკი ოჩიგავა. მიუხედავად ზემოთქმულისა, დარღვევის სისტემატურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხარვეზები დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილშიც (გამოძიების ვალდებულება), რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა. სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანისთვის“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, სავარაუდოდ, 200 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვა
უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების, სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. „რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხადდა“, - აღნიშნულია ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
საქართელოს რკინიგზა: დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, შეფერხებები ჰქონდეთ
საქართველოს რკინიგზა დიდთოვლობის გამო, მოსალოდნელ შეფერხებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. „დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება – ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა
Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობის გამო, ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები აეროპორტში ზუსტ დროს ვერ გამოცხადდნენ. "ფრენა იყო დილის 06:10 საათზე, ავტობუსი თბილისიდან უნდა გამოსულიყო ღამის 00:00-ზე, რათა ადგილზე რამდენიმე საათით ადრე ყოფილიყო, თუმცა უამინდობის გამო ორი საათით ადრე გავიდა, ანუ 22:00-ზე. მგზავრები ადგილზე იყვნენ 05:42 საათზე, როცა ფრენა უკვე გადაწეული იყო 06:22-ზე, რაც ქუთაისმა არ ასახა არც საიტზე და არც ზარების დროს იძლეოდნენ ამ ინფორმაციას. ვიზეარმა მეილი მოიწერა მგზავრებთან, რომ ფრენა გადადო 30 წუთით. თუმცა არც ეს იყო აეროპორტის თანამშრომლებისთვის რაიმეს მომცემი. აგრეთვე, თვითმფრინავი ნაცვლად 06:10 საათისა, აფრინდა 07:18 საათზე, როცა მგზავრები უკვე თითქმის 2 საათის მისულები იყვნენ. საუბარია 87 მგზავრზე და არა 1-2-3 ადამიანზე", - წერს ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა. "რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო", - განაცხადა სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ყირიმში სამხედრო ობიექტებს უკრაინის „ლეგიტიმური სამიზნეები“ უწოდა.
TikTok-მა საქართველოდან წაშალა ანგარიშები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომზე დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებდა
ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. საქმე ეხება 18 ანგარიშს, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ეს ანგარიშები 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელორუსსა და უკრაინაში იყვნენ ბაზირებულნი. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე აზიარებდნენ, არაავთენტიკური ანგარიშების გამოყენებით, პრორისული თვალსაზრისის გაძლიერების მიზნით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად წარმოადგენდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, ამ პრორუსული პოზიციების გავრცელებას უნდა მოჰყოლოდა დისკურსი უკრაინაში მიმდინარე ომზე. TikTok--ს ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ისინი ევროპელი მომხმარებლების სახელით მოქმედებდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ. კომპანიამ ასეთი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომლებსაც 133 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
კულტურა და კინო შეიძლება, პოლიტიკის მიღმა იყოს, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა - ვოლოდიმირ ზელენსკი
დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს. ზელენსკის შეფასებით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის. „ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა. მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა; როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ასეთ პირობებში და ასეთ დროს ხელოვნება არ შეიძლება, ნეიტრალური და პოლიტიკის „გარეთ“ იყოს. „კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს - და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას. რა თქმა უნდა, გლობალური გაგებით, კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს და შთააგონოს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, შეცვალონ სამყარო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საფრანგეთი უკრაინაში ბორბლიანი ტანკის გამანადგურებლებს გზავნის
AMX-10RC-ის ტიპის ბორბლიანი ტანკის გამანადგურებლები საფრანგეთიდან უკრაინისკენ მიემართება. ამის შესახენ Forces Operations-ი იტყობინება. ეს არის უნიკალური ჯავშანტექნიკის მხოლოდ პირველი პარტია, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში გაიგზავნება. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები საფრანგეთში, მეინ-ე-ლუარის სამხედრო ბაზაზე ბორბლიანი ტანკების გამანადგურებლების საბრძოლო გამოყენებაში წვრთნებს გადიოდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთი მტკიცედ დადგება უკრაინის გვერდით. „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი. ვიდრე რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, ჩვენ გავაგრძელებთ ადაპტირებას და საჭირო სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინისა და მისი მომავლისთვის“, - განაცხადა მაკრონმა გასულ კვირას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 141 260 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 141 260; ტანკი - 3 298; ჯავშანტექნიკა - 6 520; საარტილერიო სისტემა - 2 322; სარაკეტო სისტემა - 467;საზენიტო საბრძოლო სისტემა - 241; თვითმფრინავები - 298. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
კანადა უკრაინას დამატებით $5,6 მილიონს გამოუყოფს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 7,5 მილიონს CAD (5,6 მილიონი დოლარი) გადასცემს განაღმვისთვის. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის კიევში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ჯოლი გათავისუფლებული რეგიონების რეკონსტრუქციის, ტერიტორიების განაღმვისა და რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხების განსახილველად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს შეხვდა. მანამდე, კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა 6 თებერვალს გააზიარა პოლონეთში ჩასული პირველი ტანკის ამსახველი მასალა. უკრაინელმა ჯარებმა გერმანული წარმოების მანქანის მართვის მიზნით სწავლება უკვე დაიწყეს.
ჯონ კირბი: ასადის რეჟიმის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ცვლილებას არ ველით
იქნება თუ არა რაიმე ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ? ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა ონლაინ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისი შეფასებით, რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „ჩვენი სანქციები კვლავ ძალაშია, მაგრამ, როგორც თქვენ ალბათ ნახეთ, ერთი კვირის ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადინებას. როდესაც ხალხი იღუპება და მათ ძალიან უჭირთ, შეერთებული შტატები უპასუხებს ამას. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამას ვაკეთებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით - ზოგიერთი ასეთი საკითხი მე ახლახან განვიხილე. მაგრამ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და არც ველით ცვლილებას ჩვენს პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ე.წ. მიწისძვრის დიპლომატიაზე ჰკითხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს, როდესაც თურქეთში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შეფასება სთხოვეს. „ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას „რა თქმა უნდა, მივესალმებით მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევას თურქეთის ხალხისთვის, სირიის ხალხისთვის, რომლებიც განადგურებულნი არიან 6 თებერვალს მომხდარი საშინელი მიწისძვრებით. მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს რიგმა ქვეყნებმა აჩვენეს სულისკვეთება, რომელიც აუცილებელი იქნება მიწისძვრის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად. შეერთებული შტატები მაგალითის მიცემას ცდილობს. ჯერჯერობით, ჩვენ უკვე შევიტანეთ ან გამოვაცხადეთ $85 მილიონის მხარდაჭერა თურქეთსა და სირიაში რეაგირებისთვის. მდივანს ექნება შესაძლებლობა, გაემგზავროს თურქეთში უახლოეს დღეებში და უფრო მეტი გვეცოდინება, რას გავაკეთებთ ჩვენი თურქი მოკავშირეებისთვის და სირიის ხალხისთვის უახლოეს დღეებში“. „ჩვენი გზავნილი როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისადმი, ასევე, მთლიანად რეგიონისადმი, არის ის, რომ მოიძებნოს დაძაბულობის დეესკალაციის გზები, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე. ჩვენ ამ ძალისხმევაში ვიყავით ჩართული როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივ დონეზე და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამ საქმის წინსვლისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნები ზუსტად იგივე მესიჯს გამოაგზავნიან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. სამხრეთ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 38000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ სოლიდარობის გზავნილები ასზე მეტი ქვეყნისგან მიიღო.
ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ენერგეტიკაში - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კონფერენცია „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნა და „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა. „ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, გიმასპინძლოთ აქ, ორბელიანების სასახლეში, თქვენ, ქალ სპეციალისტებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს. ენერგეტიკა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ამ დარგში გვჭირდება, რადგანაც ეს სპეციალობები ნელ-ნელა დავკარგეთ. იწყება ისეთი პერიოდი და ეპოქა, როცა უფრო მეტი პროფესიონალიზმი იქნება საჭირო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონისათვის, ამას ხაზგასმა არც სჭირდება რამდენად მნიშვნელოვანია დღეს და მნიშვნელოვანი იქნება ეს ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენი ევროპასთან კავშირების იმ გზაზე, რომელზეც ვდგავართ და საითკენაც მივდივართ. გვჭირდება ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ყველა მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები. აქვე მინდა, ორბელიანების სასახლის დანიშნულებასაც გავუსვა ხაზი. სწორედ აქ უნდა გაიმართოს ასეთი შეხვედრები და ეს ადგილი უნდა იყოს, რათა ერთად გაიაზროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი და ამ ჩვენს მომავალში თქვენი ჩართულობა. მინდა, გისურვოთ წარმატებული დღე და გისურვოთ წარმატებული მომავალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. კონფერენცია მიზნად ისახავს ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზებას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას, ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებში ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: პრეზიდენტის ფიგურა ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის გენდერულ თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც აქტიურად და თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ არჩევანს და ასევე, არის განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდამჭერი, შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ თემის აქტუალიზაციას საზოგადოებაში და ესოდენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ენერგეტიკის დარგში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად
აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევის მცდელობას და მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რაზეც ეს ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას. ეს არის ის, რაზეც თავად [აშშ] სახელმწიფო მდივანიც საკმაოდ კონცენტრირებულია. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში“, - განაცხადა პატელმა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ახალი მრჩევლის ლუის ბონოს მომავალ ჩართულობას და მის მომავალ ვიზიტებს, თუმცა დეპარტამენტში ამ თემაზე მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო დანიშნა. ბლინკენის თქმით, ბონო იმუშავებს რეგიონის ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ დეპუტატებს კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტს დაემატა. „სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს. პირველი ეს არის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ინსტიტუციური საკანონმდებლო და კონცეპტუალური ბაზის შექმნა და გაძლიერება. მეორე - თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება, რაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძო მიმართულებაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თავია, რომელიც უსაფრთხოების დისკუსიებში ჩვენი კომიტეტის როლის გაზრდას გულისხმობს. სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციაში და ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას ეძღვნება“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება წარადგინა. მომხსენებელმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს. მისივე თქმით, შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსა და NATO-ს წევრი ქვეყნის-რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38 044-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 38 044-ს მიაღწია. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქის ზონაში ამჟამად 264 389 ადამიანი მუშაობს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთის ათი პროვინციიდან ევაკუირებულია 38 044 ადამიანი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.
რუსეთში, სამარის იარაღის ქარხანაში აფეთქება მოხდა - მედია
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა რუსეთის სამარის რეგიონში, თავდაცვის საწარმოში აფეთქების შედეგად, იტყობინება Meduza სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. აფეთქება მოხდა ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე ქარხანაში, რომელიც დეტონატორებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.
ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინას გადასცეს - მედია
ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინის არმიას გადასცეს, იტყობინება ლატვიური გამოცემა Delfi. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ინდივიდუალური შემოწირულობა ლატვიის მინისტრთა კაბინეტის თანხმობას მოითხოვს. წინადადება ფინანსთა სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული. გასული წლის ნოემბერში ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მანქანების კონფისკაციას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს შემოწმების დროს 1,5 პრომილეზე მეტი ალკოჰოლი ან სისხლში ნარკოტიკების კვალი აღმოაჩნდა; თუ მძღოლმა უარი თქვა ორგანიზმში ასეთი ნივთიერებების არსებობის შემოწმებაზე. კონფისკაციის პირველი შემთხვევების შესახებ, ლატვიურმა მედიამ დეკემბრის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია.
მოსკოვში დააკავეს კაცი, რომელიც რკინიგზის სადგურში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანას ცდილობდა - მედია
მოსკოვის პოლიციამ კურსკის რკინიგზის სადგურზე მამაკაცი დააკავა, რომელიც შენობის ლითონის დეტექტორში ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანისას ცდილობდა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. სადგურის პირველ სართულზე ევაკუაცია გამოცხადდა.
სააკაშვილს ხელს ართმევდნენ და თავს დაჯერებულად თვლიდა, რომ საქართველოში ვითარების არევის უფლება ჰქონდა - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს, სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. მისივე თქმით, სინამდვილეში, სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის არჩევანი არ არსებობს. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ცრუ დილემების მიზანია, სააკაშვილი როგორმე სასჯელისგან გათავისუფლდეს. „რამდენიმე ევროპარლამენტარი საჯაროდაც ამბობს, საჯაროდაც ცდილობს, რომ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. სწორედ ეს არის ცრუ დილემების შექმნა, თითქოს არჩევანი არსებობდეს სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის. ასეთი არჩევანი არ არსებობს. ეს არის ცრუ დილემა, რომელიც პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფო, ქართველი ხალხი ცრუ არჩევანის წინაშე დააყენონ, თითქოს არსებობს ორი გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ, დაიღუპები, მეორე გზაზე – გადარჩები. ასეთი დილემების მიზანი არაკეთილსინდისიერია – მიხეილ სააკაშვილის დახსნა სასჯელისგან. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.