ძებნის რეზულტატი:
მოლდოვაში ახალი მთავრობა დაამტკიცეს
მოლდოვამ დორინ რეჩანის ხელმძღვანელობით ახალი პროდასავლური მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოლდოვა ჯერ კიდევ რჩება ჰიბრიდული თავდასხმების ობიექტად. „ველით, რომ უახლოეს პერიოდში ინტენსიურობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც მზად არიან, ამ გამოწვევას გაუმკლავდნენ”, - განაცხადა ახალმა პრემიერმა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი 14 თებერვალს გადადგა.
მოლდოვის სასაზღვრო რეგიონში რაკეტის ნამსხვრევები ისევ აღმოაჩინეს
მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 თებერვალს მოლდოვის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო სოფელ ბრიჩენის მახლობლად, რაკეტის ნაწილი აღმოაჩინა. რაკეტის წარმომავლობა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განცხადებაზე დართულ ფოტოზე დიდი ჭურვი ჩანს. ეს არის მეოთხე შემთხვევა, როდესაც რაკეტის ნაწილი მოლდოვის ტერიტორიაზე ჩავარდა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთმა დაიწყო მასობრივი სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე. სამინისტროს ცნობით, ბოლო ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. უკრაინის სამხედროებმა 16 თებერვალს გამთენიისას, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მე-15 მასობრივი სარაკეტო დარტყმის ფონზე 16 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 32 რაკეტა გაისროლა.
მაშველმა ძაღლებმა გადაარჩინეს ქალი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევების ქვეშ 10 დღე გაატარა
ორმა მაშველმა ძაღლმა გადაარჩინა ქალი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევების ქვეშ 10 დღე გაატარა. ძაღლებთან ერთად მომუშავე მოხალისე ჯგუფებმა ასევე იპოვეს იპოვეს 6 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ვარაუდობენ, რომ ორი წლის ბიჭი და სამი წლის გოგო და-ძმანი არიან. მოხალისეებმა ასევე დაადასტურეს, რომ 42 წლის კაცი ნანგრევებიდან მაშველი ძაღლის დახმარებით ამოიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, 36 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 108,000-ზე მეტი დაშავდა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მოხდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ჩემ წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება
დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოსი ზენონის (იარაჯული) განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა - ეპარქიის საკითხი მომავალში განიხილება, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. მისივე განმარტებით, სინოდის სხდომამდე ის კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა და შესთავაზა, რომ აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო, რაც პატრიარქმა მიზანშეწონილად მიიჩნია. „უკანასკნელ ჟამს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამწყსოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აღძრა ფართო ინტერესი, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მცირეოდენი კომენტარი გავაკეთო აწ უკვე საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის მიერ გავრცელებულ სხდომის განჩინების /14.02.2023 / მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას და პირადად მე. გაცნობებთ, რომ სინოდის სხდომის დასაწყისამდე მცირე დროით შევხვდი მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორეს და ვისაუბრეთ ამ საკითხის ირგვლივ. საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა ეპარქიაში განვითარებული მოვლენები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და რამდენადაც აღნიშნული დღე, არსებული მოცემულობის გამო, საკითხთა საფუძვლიანი განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შევთავაზე აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო. მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და მიმართა წმინდა სინოდს რათა სინოდური დადგენილებით დამტკიცებულიყო დროებითი ზედამხედველობა. წმინდა სინოდმა მიიღო და დაამტკიცა კათოლიკოს -პატრიარქის შეთავაზება. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო. ამ დროისათვის შემოვიფარგლები მცირეოდენი განცხადებით და დავძენ: ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება. არ ვაპირებ რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე იმ ადამიანებთან, რომელთაც სურთ ამ საკითხების მიჩქმალვა-ნიველირება და პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ - ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას არ მოვახდინო რეაგირება ზემოთაღნიშნულ ფაქტზე. აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს“, - აღნიშნავს მთავარეპისკოპოსი ზენონი Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
მედია: სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასახლება განიხილება
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სირიელ ხალხს ინგლისურ ენაზე მიმართა. მან დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა „აფხაზი ხალხის სახელით“. „ძვირფას სირიელებო, დღეს ვაკვირდებით ცნობილ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. მათ პოლიტიკური მიზეზით არ სურთ სირიის დახმარება. ასეთი დამანგრეველი სტიქიური უბედურება პოლიტიკისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ამ ტრაგიკულ მომენტში, გაერთიანების და მოქმედების დრო დადგა. ძვირფასო სირიელებო, ჩვენ გაფასებთ და გვიყვარხართ. გამაგრდით“, - განაცხადა ინალ არძინბამ რადიო თავისუფლების ცნობით. მან დაამატა, რომ განიხილება „სირიაში მცხოვრები მიწისძვრით დაზარალებული აფხაზური დიასპორის აფხაზეთში შესაძლო გადასახლება“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სირიისა და თურქეთის დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თურქეთში მიწისძვრის დროს აფხაზური დიასპორის ორი წარმომადგენელი დაიღუპა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში აფხაზეთის ე.წ. საელჩო საზეიმოდ გაიხსნა. 2021 წლის ოქტომბერში სირიაში იმყოფებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.
რუსეთმა ევროპის საბჭოს წესდებისა და კონვენციების მოქმედება ოფიციალურად შეწყვიტა
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო კანონი ევროპის საბჭოს წესდების და იმ ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული 20 საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საიდანაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გარიცხეს. დეპუტატების მიერ მიღებული კანონი სხვა საკითხებთან ერთად ეხება ევროპის საბჭოს 1949 წლის 5 მაისის ქარტიას, 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, 1977 წლის 27 იანვრის ტერორიზმის აღკვეთის ევროპულ კონვენციას, 1985 წლის 15 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიას და 1996 წლის 3 მაისის სოციალურ ქარტიას. კანონპროექტი სახელმწიფო დუმას იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა. რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში და დღემდე აგრძელებს აგრესიას.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გამოდის მოწოდებით, უკრაინას წლის ბოლომდე 100 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება მიეწოდოს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პეკვურმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინას წლის ბოლომდე 100 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიეწოდოს. მინისტრმა ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ტალინში ისაუბრა. „ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი. მე მაქვს სამი ძირითადი წინადადება, თუ როგორ. პირველ რიგში, ყველა ევროპელმა პარტნიორმა და NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვაზე. მშპ-ს 2%-ზე მეტი უნდა დახარჯონ“, - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა. მისივე თქმით, ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ითვალისწინებს ახალ სტანდარტს, რაც გულისხმობს თავდაცვისთვის მშპ-ს არანაკლებ 3%-ის გაღებას“.
მედია: ოკუპირებულ ყირიმში, რუსულ სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ არმიანსკის რუსული სამხედრო ნაწილის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია წერს, რომ აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მიერ გამოწვეული. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, სევასტოპოლის რუსული სამხედრო შენაერთების მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 100 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთთან ტყვეების გაცვლის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ. კიევში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სამოქალაქო პირი არის ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი, რომელიც ტყვეობაში 333 დღის განმავლობაში იყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე სახლში მიდის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ის პოსტში. ერმაკმა დაამატა, რომ გათავისუფლებული ჯარისკაცებიდან 94 „მარიუპოლის დამცველია", მათ შორის 63 ჯარისკაცი, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იბრძოდნენ.
დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა დაჩქარდეს
დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი „მთლიანად უჭერენ მხარს უკრაინას და თანხმდებიან, რომ დახმარება უნდა დაჩქარდეს უახლოეს კვირებში“, ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში, რომელიც 16 თებერვალს გავრცელდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა ლონდონში შეხვდნენ და განიხილეს NATO-ს თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნა, რომელიც მალე დიდ ბრიტანეთში დაიწყება. „სუნაკმა „გაიმეორა თავისი ერთგულება ევროპული უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ჰუმანიტარულ კავშირებზე ისაუბრეს - ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისი
უკრაინული მხარის ინიციატივით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ყაზახეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მისივე ცნობით, ყაზახეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული კავშირების საკითხები განიხილეს. პრეზიდენტმა თოყაევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პოზიცია რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის გაეროს წესდებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლის საერთაშორისო ნორმების საფუძველზე დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ“, - აღნიშნულია ყაზახური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიევში ისრაელის საელჩომ მუშაობა განაახლა
16 თებერვალს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა, კიევში, საელჩოში ისრაელის სახელმწიფოს დროშა აღმართა. ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კიევში მუშაობა სრულად განაახლა. შესაბამისი განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა Twitter-ზე გააკეთა. კოენის თქმით, უკრაინა ისრაელის მეგობარია და საელჩოსა და მისი თანამშრომლების შემდგომი საქმიანობა, რომლებიც მუშაობენ იქ რთულ პირობებში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 16 თებერვალს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ელი კოენი ისრაელის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩავიდა. „ისრაელი ყოველთვის იყო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ისრაელის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი კოენთნ შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება საკითხი. მე ვიწვევ ისრაელს, შეუერთდეს ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განხორციელებას. ელი კოენი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: ისრაელი უკრაინას სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება კიევში ისრაელის საელჩომ მუშაობა განაახლა მადლობელი ვარ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ ომის შემდგომი აღმშენებლობის საქმეში ქვეყნის მონაწილეობის საკითხი. უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook გვერდზე განთავსებულ პოსტში. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა.
ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დასავლური იარაღი მშვიდობასთან დააახლოებას ნიშნავს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია. „რუსეთის თავდასხმები უკვე რამდენიმე მიმართულებით ხდება“, - აღნიშნავს ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. „იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის", - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს.
ვოქტორია ნულანდის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შესაძლოა, 24 თებერვალს გამოცხადდეს
შეერთებულმა შტატებმა და G7-ის ქვეყნებმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდი ახალი პაკეტი 2023 წლის 24 თებერვალს გამოაცხადონ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. „ვფიქრობ, 24-ში დაინახავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს როგორც შეერთებული შტატებისგან, ასევე G7-ის ყველა ჩვენი პარტნიორისგან“, - განაცხადა ნულანდმა. მისი სიტყვებით, ეს სანქციები გაღრმავდება და გააფართოებს შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური ნაკადის შეზღუდვა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში და ა.შ. ამასთან, მზადდება ინდივიდუალური სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებულ ომს მხარს უჭერენ.
PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. შესაბამისი ტექსტი ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე განთავსდა. აშშ-ის მსგავსად PACE-ც შესაძლო დამაზიანებელ შედეგებზე მიუთითებს. ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელიც მიღების შემთხვევაში დამაზიანებელი ეფექტი ექნება“, - აღნიშნულია ტექსტში. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.
უკრაინელებმა რუსების თავდასხმა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიერს - უკრაინის გენშტაბი
რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრიანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტერმა, გასული დღის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის 41 რაკეტა გამოიყენა. 16 რაკეტა ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა განახორციელეს 24 საჰაერო დარტყმა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ
საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. როგორც ცნობილია, საფრანგეთში საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდა იგეგმება. პროფკავშირების ლიდერები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 7 მარტს მასობრივი გაფიცვის ორგანიზებას აპირებენ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული, როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.