ძებნის რეზულტატი:

ლისის ტბის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ლისის ტბის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს წაეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშვილო ჯგუფები მუშაობდნენ.  ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.   

უკრაინა იმედოვნებს, რომ NATO-ში გაწევრიანების მიწვევას, ვილნიუსის სამიტზე მიიღებს - სტეფანჩუკი

უკრაინა ელის, რომ NATO-ში მოწვევას ვილნიუსის სამიტზე მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. დროა, დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება - ლაიენი „ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა მიიღებს ასეთ მოწვევას და დაიწყებს გზას ალიანსში გაწევრიანებისკენ“, - თქვა სტეფანჩუკმა შაბათს ეროვნული ტელემარათონის ეთერში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რა საკითხები განიხილეს ევროკომისიის პრეზიდენტმა და პრემიერმა

საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას საქართველოს მთავროვის პრესსამსახური ავრცელებს. "შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. აქვე ხაზგასმით აღინიშნა ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით. პრემიერმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილ საქართველოში რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. რომ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია, მკურნალობს და საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს.  პრემიერმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა. „მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა, იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ ჭირდება რეალურად მკურნალობა, ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა ვახსენო, რომ ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ  მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა, აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტიტებს, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული ყოფილი პარლამენტარის ცემით. კერძო ტელევიზია „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი. ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა, ეს არის ამბავი. მე არ მინდა, რომ ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა, გაგცეთ კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს დამანგრეველი ომის შესაჩერებლად, ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - , „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა, რომ დამანგრეველი ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრს დისკუსიის სპიკერმა, კრისტოფ ჰეუსგენმა ჰკითხა, „რა გავლენა იქონია კონფლიქტმა თქვენს ქვეყანაზე და რას იტყვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თაობაზე? რაიმე ხდება ამ მიმართულებით? ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყველა ჩვენგანისთვის არის დიდი გამოწვევა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა. „მადლობას მოგახსენებთ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ და ეს უკვე არის წარმატება და წარმატებული შემთხვევა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები – აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთს ორი სამხედრო ბაზა გააჩნია ჩვენს ტერიტორიაზე. მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა, თუმცა, როდესაც 2012 წელს ჩვენ მოვედით ძალაუფლებაში, ძალიან ბევრი ძალისხმევა განვახორციელეთ დეესკალაციის კუთხით. დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია. გასულ წელსაც, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ვიტყვი შემდეგს – ყველაზე აქვს გავლენა ამ ომს უკრაინაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, ეს არის დამამგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო სამშვიდობო კონფლიქტის მოგვარებას მიჰყვება. „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო-ს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისას გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი გაგრძელდა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ, ვიტყოდი ძალიან ცუდი სიგნალი იყო ეს, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. ეს ომი თუ გაგრძელდება, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება მას. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება და ვიტყოდი, რომ ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.    

ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე: ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე - მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, განაცხადა, რომ უკრაინის ომს აზერბაიჯანზე უშუალო ეფექტი არ ჰქონია, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. „ალბათ, იმ მოცემულობას ვეღარ დავუბრუნდებით, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ გარკვეულ ნაკლოვანებებს სავაჭრო მიმართულებით, პარტნიორთან ურთიერთობების მიმართულებით. არის უპირატესობებიც, განსაკუთრებით, დაკავშირებადობის პროექტების თვალსაზრისით. აზერბაიჯანმა ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლოჯისტიკურ ცენტრებში და ინფრასტრუქტურაში, ახლა სატვირთო მიმართულების აქცენტები კეთდება აზერბაიჯანიდან ევროპაში. ეს დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ იმის საჭიროება, აჩვენონ, რომ გარდაიქმნა მდგომარეობა და ეს ურთიერთსიძულვილი დაძლეული იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმედი მაქვს, ეს მალე იქნება რატიფიცირებული. ეს არის გზა სერიოზული ისტორიული უთანხმოების შემდეგ, თუ როგორ შეიძლება დავსხდეთ და მტრული დამოკიდებულება დავძლიოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მათ შორის, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. "აღინიშნა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. ხაზი გაესვა ეუთოს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიური შენარჩუნებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად. „კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო- ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პერმიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად", - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.  

ფაშინიანი: დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ, საერთაშორისო დონეზეც

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ჩვენი საზღვრების გახსნა ძალიან პოზიტიური იქნება არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც. მისივე თქმით, ვიდრე თურქეთში მიწისძვრა მოხდებოდა, მათ სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით პოლიტიკური დიალოგი ჰქონდათ. „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგვეგზავნა და მაშველებიც მიგვეყოლებინა, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე იყო დაფუძნებული, რადგან მილიონობით ადამიანი ჩვენს ახლო ქვეყანაში მოექცა ამ ტრაგედიის ქვეშ. ამ ჰუმანიტარულ მისიაზე ძალიან პოზიტიური რეაქცია იყო თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, ამან პოლიტიკური შედეგებიც მოიტანა, ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა, ჩვენი თავდაპირველი მოტივაცია წმინდა ჰუმანიტარული იყო. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას, რაც შეგვიძლია იმის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ვიდრე მიწისძვრა მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დიალოგი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და მიმაჩნია, რომ რეალურად, ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით რას ვგულისხმობ? ატმოსფეროს შექმნისთვის ამ გადაწყვეტილების მისაღებად და მიმაჩნია, რომ ამ ჰუმანიტარული „საუბრით“ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და ჩვენი საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

ბლინკენი: აშშ ყოველდღიურად მუშაობს, რათა მოიძიოს ან აწარმოოს შესაბამისი საბრძოლო მასალა იმ იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყენებს

შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა მოიძიოს ან აწარმოოს შესაბამისი საბრძოლო მასალა იმ იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა. მან განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად აქვს სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა რაკეტას, ჭურვს, ნაღმს და სხვა საბრძოლო მასალას. „უკრაინას ჰქონდა საკუთარი მარაგები, ბევრი საბჭოთა პერიოდის იარაღი, რომელიც იყენებს ერთი ტიპის საბრძოლო მასალას. NATO-ს ზოგიერთი სისტემა, რომელიც მიეწოდება უკრაინას, იყენებს სხვა ტიპს“, - განაცხადა ბლინკენმა და სიტუაციას გამოწვევა უწოდა. ბლინკენის თქმით, იმ ქვეყნების მარაგები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, ასეთ საჭიროებებს არ ითვალისწინებენ.  

Reuters: აშშ-ის მთავრობა, ილონ მასკთან უკრაინაში Starlink-ის გამოყენების შესახებ საუბრებს მართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 18 თებერვალს NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას ჰქონდა საუბარი ილონ მასკთან მისი კომპანიის SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის უკრაინაში გამოყენების შესახებ, იტყობინება Reuters. ითხოვდა თუ არა აშშ არ შეზღუდულიყო Starlink-ის გამოყენება უკრაინაში, ბლინკენმა თქვა: მე არ შემიძლია გაგიზიაროთ რაიმე საუბრის შესახებ ცნობა, გარდა იმისა ვთქვა, რომ გვქონდა საუბარი“. „SpaceX-მა მიიღო ზომები, რათა უკრაინის შეიარაღებულს ძალებს არ გამოეყენებინათ კომპანიის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სერვისი თვითმფრინავების სამართავად, განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა 8 თებერვალს, იტყობინება ადრე Reuters.  

ნიდერლანდებმა რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევა

ნიდერლანდებმა რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა მას შემდეგ რაც მოსკოვმა რეგიონში „დაზვერვის ოფიცრების განთავსება“ სცადა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვოპკე ჰოექსტრას თქმით, რუსეთის მუდმივი მცდელობები, დაზვერვის ოფიცრები ნიდერლანდებში დიპლომატიის საფარქვეშ განათავსოს, მიუღებელია. „სწორედ ამიტომ ვზღუდავთ რუსი დიპლომატების რაოდენობას“, - წერს მინისტრი Twitter-ზე. მისი თქმით, მისი ქვეყანა ასევე ხურავს ჰოლანდიის გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის სავაჭრო ოფისს ამსტერდამში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალ კვირას შესაძლო სარაკეტო თავდასხმების შესახებ გაფრთხილებით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი არ გამორიცხავს, რომ 21 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავამდე, რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაარტყამს, თუმცა უკრაინა ამისთვის მზად არის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინული ტელეარხების საყოველთაო ტელემარათონის დროს განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსებმა შესაძლოა, გააძლიერონ სამხედრო მოქმედებები რთულ რაიონებში, როგორიცაა ბახმუტი, სოლედარი, ვუჰლედარი, კრემენნაია. გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს პროპაგანდისტული ძალისხმევა.  

მიხაილო პოდოლიაკი: დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას რუსეთისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია და რუსეთის მაღალჩინოსნებს ფუნქციური იმუნიტეტების მოხსნის შესაძლებლობა. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ მათ, ვინც ომი წამოიწყეს, სამართლდებიან. „ჩვენ, უდავოდ, დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას და, ხაზს ვუსვამ, რომ ის ცალკე უნდა შეიქმნას და ჰქონდეს არა ეროვნული, არამედ ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია. ასევე, როგორც ტრიბუნალის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის შეთანხმების ნაწილი, მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, ფუნქციური იმუნიტეტი მოუხსნას რუსეთის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.  

რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში

რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 142 860 სამხედრო უკვე დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 19 თებერვლის პერიოდში, გაანადგურეს რუსული მხარის კუთვნილი 3,310 ტანკი, 6,545 ჯავშანტექნიკა, 2,327 საარტილერიო სისტემა, 469 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 243 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 298 საბრძოლო თვითმფრინავი, 287 ვერტმფრენი, 2,016 უპილოტო საფრენი აპარატი, 873 ფრთოსანი რაკეტა, 18 საბრძოლო ხომალდი/კატერი, 5,196 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, ასევე 224 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

ბაქოს პორტის ტერიტორიაზე აშენებული სასუქის ტერმინალი ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევა

ბაქოს პორტის ტერიტორიაზე აშენებული სასუქის ტერმინალი ექსპლუატაციაში წელს შევა, განუცხადა Report-ს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ. „ნავსადგურში დაგეგმილია გოგირდის, კარბამიდის და ამონიუმის გვარჯილის შემოტანა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. ჩვენ შევძლებთ ბაქოს პორტში მეტი სასუქის ტვირთის მოზიდვას. ამჟამად ვამუშავებთ თურქმენეთში წარმოებულ სასუქებს. მაგრამ Fertilizer Terminal-ის ექსპლუატაციაში ამოქმედების შემდეგ, ჩვენ მიზნად ვისახავთ სასუქის ტრანსპორტირებას არამხოლოდ თურქმენეთიდან, არამედ, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აზერბაიჯანის გავლით. უზბეკური სასუქი ამ დერეფანში კონტეინერებითა და ვაგონებით გადის“, - განაცხადა ჰასანლიმ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას მიაღწევს. „ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ავაშენეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე დიდი კომერციული პორტი კასპიის ზღვაზე. რომლის გამტარუნარიანობაც 15 მილიონ ტონას შეადგენს. ჩვენ გავაფართოვებთ ამ შესაძლებლობას 25 მილიონ ტონამდე. ვაფართოებთ გემთმშენებლობას, რათა შევძლოთ კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა ალიევმა 19 იანვარს.  

აზერბაიჯანი და პოლონეთი შუა დერეფნის განვითარების საკითხს განიხილავენ

აზერბაიჯანმა და პოლონეთმა შუა დერეფნის განვითარების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა. ნაბიევი აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს გჟეგოჟ პიეჩოვიაკს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე შეეხო საუბარი ავიაციის სფეროს. ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით შეიქმნა. მოგვიანებით, პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ. ამჟამად მარშრუტი, რომელიც ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან იწყება, ევროპისკენ ვრცელდება და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობისთვის, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციას დაუჭერს მხარს. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.  

სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში შეხვედრებს გამართავს

ამერიკელმა სენატორმა (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა წევრმა ჯინ შაჰინმა და ამერიკელმა სენატორმა, სენატის უმრავლესობის უფროსმა წევრმა და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარემ დიკ დურბინმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან. ამერიკელი სენატორები საქართველოსა და რუმინეთში შავის ზღვის რეგიონის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ჩავლენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და დურბინი სახელმწიფოების მეთაურებს,  საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, შეხვდებიან, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. "შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა შაჰინმა. მისივე თქმით, საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს: „სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი, NATO-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა. თავის მხრივ, სენატორმა დურბინმა, რომ საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე. „საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში - ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა, როგორც NATO-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და NATO-ს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, - განაცხადა სენატორმა დურბინმა. სენეტორები საქართველოსა და რუმინეთში ვიზიტამდე მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდნენ. სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში ხელმძღვანელობს ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბის. შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად. იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც გარდამტეხი წერტილია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, შაჰინი და სენატორი რობ პორტმანი (რესპუბლიკელი-ოჰაიო) ხელმძღვანელობდნენ ორპარტიულ დელეგაციას უკრაინაში, სადაც შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ადმინისტრაციის წევრებს. შაჰინ-პორტმანის კონგრესის დელეგაციის ვიზიტამდე იანვარში, შაჰინი ხელმძღვანელობდა კანონმდებლების ორპარტიულ წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, 2021 წლის ივნისში. როგორც სენატის NATO-ს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რა მოვალეობასაც იგი ხელხლა შეუდგა სენატორ თილისთან ერთად 2018 წელს, შაჰინი ხელმძღვანელობს ორპარტიულ ძალისხმევას სენატში ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად. დურბინი, სენატის ბალტიისპირეთის თავისუფლების ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, პოლონეთში და ვილნიუსში, ლიეტუვაში, ზუსტად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინ. 2022 წელს დურბინი ესტუმრა ვილნიუსს, ლიეტუვას, სადაც მიიღო ალექსანდრას სტულგინსკის ვარსკვლავის ჯილდო და ამის შემდეგ დაესწრო NATO-ს სამიტს ესპანეთში, მადრიდში. ის ხშირად მასპინძლობს უკრაინის პარლამენტის წევრებს და ბოლოს უმასპინძლა უკრაინის გენერალურ პროკურორს ანდრეი კოსტინს, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია რუსეთის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. დურბინის ორპარტიულ, კანონს სამართალიანობა ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის – რომელიც განაახლებს ომის დანაშაულების არსებულ სტატუტს, რათა შესაძლებელი გახდეს ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა შეერთებულ შტატებში, განურჩევლად მოძალადის ან მსხვერპლის ეროვნებისა, – ახლახანს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმა. კანონპროექტი ასევე ახანგრძლივებს ხანდაზმულობის ვადას გარკვეულ სამხედრო დანაშაულებებზე. დურბინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს რუსეთის მიერ უკრაინის ნებისმიერი იძულებით ანექსირებული ტერიტორიის აღიარებას ამერიკის მხრიდან, ასევე მიიღეს 2023 ფისკალური წლის (FY) ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.  

ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ

ამერიკელი სენატორები საქართველოსა და რუმინეთს შავის ზღვის რეგიონის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ეწვევიან. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა წევრმა, და ამერიკელმა სენატორმა, სენატის უმრავლესობის უფროსმა წევრმა და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარემ დიკ დურბინმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. „შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა. მისივე თქმით, საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს. „სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი NATO-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. თავის მხრივ სენატორმა დურბინმა განაცხადა, რომ საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე“. „საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში - ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა, როგორც NATO-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატოს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, - განაცხადა სენატორმა დურბინმა. სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში ხელმძღვანელობს ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბის აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად. იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც გარდამტეხი წერტილია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, შაჰინი და სენატორი რობ პორტმანი (რესპუბლიკელი-ოჰაიო) ხელმძღვანელობდნენ ორპარტიულ დელეგაციას უკრაინაში, სადაც შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ადმინისტრაციის წევრებს. შაჰინ-პორტმანის კონგრესის დელეგაციის ვიზიტამდე იანვარში, შაჰინი ხელმძღვანელობდა კანონმდებლების ორპარტიულ წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, 2021 წლის ივნისში. როგორც სენატის NATO-ს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რა მოვალეობასაც იგი ხელხლა შეუდგა სენატორ თილისთან ერთად 2018 წელს, შაჰინი ხელმძღვანელობს ორპარტიულ ძალისხმევას სენატში ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად. დურბინი, სენატის ბალტიისპირეთის თავისუფლების ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, პოლონეთში და ვილნიუსში, ლიეტუვაში, ზუსტად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინ. 2022 წელს დურბინი ესტუმრა ვილნიუსს, ლიეტუვას, სადაც მიიღო ალექსანდრას სტულგინსკის ვარსკვლავის ჯილდო და ამის შემდეგ დაესწრო NATO-ს სამიტს ესპანეთში, მადრიდში. ის ხშირად მასპინძლობს უკრაინის პარლამენტის წევრებს და ბოლოს უმასპინძლა უკრაინის გენერალურ პროკურორს ანდრეი კოსტინს, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია რუსეთის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. დურბინის ორპარტიულ, კანონს სამართალიანობა ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის – რომელიც განაახლებს ომის დანაშაულების არსებულ სტატუტს, რათა შესაძლებელი გახდეს ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა შეერთებულ შტატებში, განურჩევლად მოძალადის ან მსხვერპლის ეროვნებისა, – ახლახანს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმა. კანონპროექტი ასევე ახანგრძლივებს ხანდაზმულობის ვადას გარკვეულ სამხედრო დანაშაულებებზე. დურბინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს რუსეთის მიერ უკრაინის ნებისმიერი იძულებით ანექსირებული ტერიტორიის აღიარებას ამერიკის მხრიდან, ასევე მიიღეს 2023 ფისკალური წლის (FY) ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში. სენეტორები მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდნენ.  ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.  

სენატორი დურბინი: საქართველომ ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე

ამერიკელმა სენატორმა, სენატის უმრავლესობის უფროსმა წევრმა და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარემ დიკ დურბინმა განაცხადა, რომ „საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე“. „საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში - ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა, როგორც NATO-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და NATO-ს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, - განაცხადა სენატორმა დურბინმა. ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან.