ძებნის რეზულტატი:
„ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის არც რუსულის და არც ამერიკულის ანალოგი. „პრინციპებზე თუ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუ ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას ვერ შეძლებს, რადგან არც ერთი შეზღუდვა არ ჩაუწერია „ხალხის ძალას“ კანონპროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვა. ორივე შემთხვევაში საერთო შეიძლება, იყოს ის, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ა.შ. კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ დარეგისტრირების ვალდებულებას ათი დღის განმავლობაში, თუ რომელიმე ორგანიზაციის და არა კერძო პირის, უცხოური დაფინანსება გასცდება 20 პროცენტს, 10 დღეს აქვს ასეთ ორგანიზაციას, რომ რეესტრში დარეგისტრირდეს. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია. სხვა რამეს ეს არ ითვალისწინებს. შეუძლებელია, მოიტანო არგუმენტი, რატომ შეიძლება, ამ პრინციპზე უარი უთხრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ანტიდემოკრატიულია მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. „რუსული კანონის მსგავსია“, - განაცხადა თავის მხრივ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისში ვიზიტისას, 20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე,„ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.
ამერიკელი სენატორების გზავნილები
მთავარი გზავნილები სენატორების ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის პრესკონფერენციიდან. ევროკომისიის რეკომენდაციებსა და „დეოლიგარქიზაციაზე“ ჟურნალისტებმა სენატორებს ჰკითხეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას სენატორებს ჰქონდათ თუ არა საუბარი ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ გავლენაზე და ანტიდასავლურ კამპანიაზე. ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია და მათ სერიოზულად უნდა მიუდგნენ. „რა თქმა უნდა,საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და ამავდროულად, ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელება და ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილება“, - განაცხადა დიკ დურბინმა. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას სენატორმა დიკ დურბინმა შემდეგი პასუხი გასცა. „ეს საკითხი გაჟღერდა ისევე, როგორც, ალბათ, სხვადასხვა საუბრებში ჟღერდება ხოლმე“. თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და მისი მოქალაქეების მისწრაფებებს, შეუერთდეს ევროკავშირს. ჩვენ ვისაუბრეთ და შევეხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა. „რაც შეეხება შემაფერხებელ გარემოებებს ამ 12 რეკომენდაციაში, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა და ალბათ, მათ უნდა ისაუბრონ. მე, ჩემი მხრივ გეტყვით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მისი მოქალაქეების მისწრაფებებს, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი და მათი სურვილი შესრულდეს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც გადაეგზავნა ვენეციის კომისიას და ახლა, ხელისუფლება ელოდება ამ კანონპროექტის შეფასებას“. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას დეოლიგარქიზაციის საკითხზეც იყო საუბარი. „რაც შეეხება შეკითხვას ანტიდასავლურ კამპანიაზე, როდესაც ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს მიმართვაში, რითაც ეს პრესკონფერენცია გავხსენით, აშშ 30 წლის განმავლობაში არის საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და იმის რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წარმატებული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ისევ, როგორც მთლიანად ევროპაში. უკრაინის ომის დასრულება ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და ჩვენი სურვილია ასევე ის, რომ პუტინს შესაძლებლობა არ მიეცეს შეიჭრას კიდევ სხვა ქვეყნებში. „ომში ჩათრევის კამპანიაზე“ ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა განაცხადა, რომ ამერიკა არ ცდილობს, ვინმე ჩაითრიოს ომში. ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა, თუმცა ამერიკის მთავარი ძალისხმევაა, მხარი დაუჭიროს ქვეყნების საზღვრებს. „შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა. თუმცა, გეტყვით, რომ ამერიკის მთავარი ძალისხმევა არის მხარი დაუჭიროს ქვეყნების სუვერენიტეტს, მათი საზღვრების დაცვას და იმას რომ ქვეყნებმა შეძლონ მშვიდობის მიღწევა. ამას ვაკეთებთ უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა არის საქართველოს მიმართ და ამერიკა არ ცდილობს, რომ ვინმე ჩაითრიოს ომში“, - განაცხადა დიკ დურბინმა. ნიკა გვარამიას საქმე ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იმუშაონ თავისი პროფესიით და შესაბამისად აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მისივე თქმით, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აპატიმრებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან. „ევროკავშირის რეკომენდაციებში ეს არის პირობა - განსაკუთრებით მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ეს არის ძირითადი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იმუშაონ თავისი პროფესიით და შესაბამისად აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რომ ოპონენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ იმის გამო არ აპატიმრებდნენ, რომ ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ. მე არ შემიძლია ვისაუბრო ბრალდებებზე, რომელიც წაყენებული აქვს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მჯერა, რომ ხელისუფლებას ყველა პატიმრის შემთხვევაში აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული იყოს პატიმრობაში ყოფნის დროს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. სააკაშვილის მდგომარეობა დიკ დურბინი მიხეილ სააკაშვილს 20 წელია პირადად ვიცნობ. სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. მე არ მაქვს ინფორმაცია მის სამართლებრივ ბრალდებებთან დაკავშირებით. არ ვარ სამედიცინო კუთხით ექსპერტი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. ყველას მოვუწოდებ ჰუმანური მოპყრობისკენ და მისი უფლებების დაცვისკენ. მიხეილ სააკაშვილს, ისივე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება. „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე დიკ დურბინი: ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ეს საკითხები შეხვედრებზე წამოვჭერით. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი არის, ვთქვათ, გამჭვირვალობაზე და გამოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა, მთავარი არის ის, რომ ასეთმა კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ და მათ საქმიანობის უფლება არ მიეცეთ. ეს ის მიმართულებაა, რაც რუსეთმა და ვენესუელამ აირჩია. ჯინ შაჰინი: მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის მსგავსია. მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო და ითქვა, რომ ეს არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება. უკრაინაზე დიკ დურბინი: უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინას, კიევს მოულოდნელად ეწვია. ეს კიდევ ერთი გამოხატულება იყო იმ მტკიცე მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ უკრაინის თავისუფლებას ვუცხადებთ. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერა. ერთ-ერთია ინდუსტრიული გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც თავად უკრაინელების მოთხოვნა იყო, რადგან მათ ეს სჭირდებოდათ. მეორე უკრაინელი ლტოლვილების მიღება იყო. დღეს ერთ-ერთ მათგანს შევხვდით. მან მართლაც ძალიან გულსატკენი ამბავი მოგვიყვა თუ რისი გავლა მოუწია მის ოჯახს, რუსეთის აგრესიის შედეგად. რუსეთის არაპროვოცირებულმა უსამართლო შეჭრამ და უკრაინელი ხახლის სიმამაცემ და ბრძოლამ, ძალიან ბევრი ევროპული ერი გააერთიანა, რასაც საქართველოც უერთდება. საქართველოს განცხადება, ევროკავშირის წევრობისათვის, ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენც პირობას ვდებთ, რომ ამ ძალისხმევას მხარს დავუჭერთ. ქართველი ხალხი მასზე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან ისინი მტრისა და გამოწვევების წინააღმდეგ მტკიცედ დგანან. „მე საქართველოში მესამედ ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ დავბრუნდები. ყოველ ჯერზე, ქართველი ხალხი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ისინი სხვადასხვა მტრის, გამოწვევებისა და მისი ტერიტორიის მიტაცების წინააღმდეგ მტკიცედ დგანან. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით 30 წელი,ა დგას და ეს მხარდაჭერა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა - „შეხვედრებზე მთავრობას მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“. „რამდენიმე დღის წინ შესრულდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოცადა საკუთარ თავზე 2008 წელს. დღეს შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აშშ 30 წელია საქართველოს მხარდამხარ დგას და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიული ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.
რა საკითხები განიხილეს სენატორებმა პრემიერთან შეხვედრისას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სენატორებთან საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეგიონისა და მსოფლიოსთვის კრიტიკულ დროს სენატორების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი მიესალმება სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად ლუის ბონოს დანიშვნას. მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, კერძო პარტნიორის შერჩევას ვიწყებთ
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვიწყებთ კერძო პარტნიორის შერჩევას - სახელმწიფო იქნება აქტიური მონაწილე პროექტის განხორციელებაში, სახელმწიფოს ექნება 51% ამ პროექტში და ჩვენ შევარჩევთ 49%-ის მფლობელ კერძო პარტნიორს „ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რომელიც წარიმართება კერძო და საჯარო ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში. დღეს ჩატარდა ანაკლიის განვითარების უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, კომისიამ მოიწონა ინტერესთა გამოხატვის პირობები, რომელიც ანაკლიის განვითარების სააგენტომ მოამზადა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-თან ერთად“, - ამის შესახებ ლევად დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო აქტიური მონაწილე იქნება პროექტის განხორციელებაში, მას ექნება 51 პროცენტი პროექტში და შეირჩევა კერძო პარტნიორი, რომელიც იქნება 49 პროცენტის მფლობელი. „ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელთანაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, დაეგზავნება, დეტალური ინფორმაცია პირობების შესახებ და იმედი გვაქვს, რომ უკვე მიმდინარე წელს მოვახერხებთ კერძო პარტნიორის შერჩევას პროექტის განსახორციელებლად“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ინტერესთა გამოხატვის პირველი ეტაპის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე, სადაც მოხდება უკვე წინადადებების მიღება და დაზუსტება. ამ დროის განმავლობაში განისაზღვრება და დაზუსტდება ყველა ის სპეციფიკური დეტალი, რომელიც პარტნიორობის პროცესში იქნება საჭირო, მათ შორის გაფორმდება პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, ასევე სხვადასხვა დოკუმენტები, რომლის მომზადებაც უკვე მიმდინარეობს ანაკლიის განვითარების სააგენტოს მიერ. მინისტრის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტების განახლება, ბაზრის კვლევების განახლება და დაზუსტება იმ მონაცემების, რაც დღეს რეგიონში არის ტვირთებთან დაკავშირებით, ასევე მოხდება იურიდიული დოკუმენტების მომზადება. „შესაბამისად, როდესაც გადავალთ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე, რაც, სავარაუდოდ იქნება მიმდინარე წლის ზაფხულში, ეს დოკუმენტები გვექნება განახლებული და გამზადებული. თუმცა, რამდენადაც სახელმწიფო აქტიურად აპირებს პროექტის განხორციელებას მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში, უახლოეს ხანებში დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების განახლებას და მას შემდეგ, რაც ყველა ტექნიკური დოკუმენტი გვექნება მზად და გვექნება განახლებული მშენებლობის ნებართვები, დავიწყებთ სამშენებლო პროცესსაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება - ღარიბაშვილი ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება. „ჩვენი ვარაუდით, პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესის დაწყება მიმდინარე წელს უნდა შევძლოთ. რაც შეეხება სახმელეთო ინფრასტრუქტურას, ამ კუთხით დღეს კომისიაზე ვიმსჯელეთ კოლეგებთან ერთად და შევთანხმდით, რომ „საქართველოს რკინიგზა“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დასაგეგმად და გვექნება მზაობა, ეს სამუშაოებიც მიმდინარე წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოს დაიწყებს.
მამუკა მდინარაძე: უკრაინიდან ვიღებთ სიცრუის ტირაჟირებას, რელევანტურად არ მიგვაჩნდა ვიზიტში მონაწილეობა
როდესაც იღებ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს და იღებ ტყუილ და სიცრუის კამპანიაში მონაწილეობას, ბუნებრივია, ასეთ ოფიციალურ ვიზიტებზე თავი უნდა შეიკავო „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ მიემგზავრება დელეგაცია უკრაინაში. მდინარაძემ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან, საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ოფიციალური მიწვევა არ ყოფილა, მაგრამ კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან იყო. „ჩვენი მხრიდან ასეთი პასუხი იყო - მაშინ, როდესაც საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას და მათ შორის, არავისთან შედარება არ მინდა, მაგრამ მოლდოვას ახსენებენ ხოლმე ხშირად, გაცილებით მეტი გავაკეთეთ ჩვენ. თუმცა, მოლდოვას ვერანაირად ვერ დავძრახავთ თავის დამოკიდებულებაში, ის მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინის მეგობარი ქვეყანაა და თავისი უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მაქსიმუმზე მიდის მხარდაჭერის საკითხებში. ჩვენ მაქსიმუმსაც გავცდით, ჰააგის სასამართლოშიც კი დავუჭირეთ მხარი, რომ რუსეთის საქმე განხილული იქნას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო. ანუ საქართველომ ბევრად მეტი რისკი გაწია, ვიდრე მას ეს, როგორც ყველაზე მოწყვლად ქვეყანას, ყველაზე დიდი რისკის შემცველს შეეძლო, როდესაც ოკუპანტთან დაკავშირებით არის საუბარი. აღარ ვსაუბრობ, პირველები რომ ვიყავით ჰუმანიტარულ დახმარებაში და ა.შ. ამ პირობებში ჩვენ მათგან პასუხად ვიღებთ იმას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოროთახიან „ლუქსშია“ განთავსებული, იქ ხდის სასჯელს, ნაწამებია და კლავენ. ამ ორ სიტყვას მნიშვნელობა დაუკარგეს. რა ხდებოდა მიხელი სააკაშვილის შექმნილ სისტემაში, ამაზე ვეღარავინ ლაპარაკობს. ამას კი წამება, სიკვდილი და მოკვლა ჰქვია და მაშინ, ის რომ მართლა კლავდა და აწამებდა, იმას რა ჰქვია? მაშინ მას სხვა სახელი უნდა დაარქვან. ასევე, ჩართულები არიან იმ კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირველი პირების მხრიდან გვესმოდა - საქართველოს ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები. ეს იყო რეალობა და როდესაც იღებ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს და იღებ ტყუილ და სიცრუის კამპანიაში მონაწილეობას მეორე მხრიდან ამის პასუხად, ბუნებრივია, ასეთ ოფიციალურ ვიზიტებზე თავი უნდა შეიკავო. არსებობს რაღაც ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ისინი, და უკრაინის ხელისუფლებაში ასეთი ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ამ ურთულეს პერიოდში იცლიან, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდონ, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და კლავენო და მოატყუონ დანარჩენ მსოფლიოს. ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ან რაიმეზე თავს შევიკავებთ. რაც ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებშია იმავეს გავაგრძელებთ, მაგრამ აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჩასვლა მთლად რელევანტური ვერ იქნებოდა. მე, როგორც ვიცი, კომუნიკაცია იყო. ეს არ იყო ოფიციალური დელეგაციის მიწვევა, მაგრამ ნამდვილად იყო მიწვევა და სწორედ ამ არგუმენტებით, რომ ჩვენი ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მიმართ, მათგან ვიღებთ სიცრუის კამპანიაში ჩართვას, სიცრუის ტირაჟირებას, რომ სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, ომში ჩართვის პირდაპირ მოწოდებას, რელევანტურად არ მიგვაჩნდა ახლა, ამ ვიზიტში მონაწილეობა შეიძლება სწორი ყოფილიყო “, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.
ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების თავდასხმები 11 დასახლებასთან მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 11 დასახლებასთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
თურქეთის ორი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 294 ადამიანი
თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. განცხადების ხელმომწერები აღნიშნულ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღება არ არის საქართველოს არჩევანი. მათივე თქმით, კანონპროექტის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს. ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ. რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით. ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არცერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ხელმომწერთა ნახვა შესაძლებელია „სამართლიანი არჩევნების“ ვებგვერდზე.
საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. მისი თქმით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და წარმოადგენს საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს. „1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. მართალია, კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მეგობარსა და გულშემატკივარს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გულგრილობისა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ორი - კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორი, თავისსავე თანამშრომელთან ერთად, აყალბებდა, ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც, პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით, ახდენდნენ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას. ქალაქ თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული, 5 241 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ჩვენთვის პრიორიტეტულია შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. ამ პროცესის ერთ- ერთ პირველ და მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა. სწორედ დღეს დაიწყო განაცხადების მიღება ვაკანტური ადგილების შესავსებად 10-ვე საარჩევნო ოლქში. საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, კომისიის წევრობის მსურველებთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა როგორც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, რადგან 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში. რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – კონკურსი გამოცხადებულია №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია. აქვე შეგახსენებთ, რომ საბუთები მიიღება დღეს და ხვალ 18:00 საათის ჩათვლით როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, საკონკურსო სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ, მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს – 2 51 00 51“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2024 წლამდე გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ გაახანგრძლივა სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა. თავდაპირველად რუსეთს სანქციები დაუწესდა 2022 წლის 23 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქების რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების აღიარების საპასუხოდ. სანქციები პირველად ოქტომბერში გაგრძელდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სექტემბრის ბოლოს უკრაინის ოთხი ოლქის ანექსია გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი 20 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს და რომ ეს ზომები უახლოეს მომალავში უნდა დამტკიცდეს.
რუსეთი სტუდენტების მასობრივად მობილიზებისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვა
რუსი ოფიციალური პირები ემზადებიან სამხედრო გაწვევის მორიგი ტალღისთვის, აქტიურად ეძებენ შესაძლებლობებს სტუდენტებისა თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასიურად მობილიზებისთვის ქვეყნის მასშტაბით. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო (GUR) იტყობინება. სააგენტოს ცნობით, რუსეთის ხელისუფლება უკვე აყალიბებს ეგრეთ წოდებულ შეტყობინებების სადგურებს, რომლებიც დახმარებას გაუწევენ შტაბ-ბინებს სრულ განაკვეთზე სტუდენტების გამოძახების მიზნით. ნოვოსიბირსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის, ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და ტომსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციებმა უკვე გასცეს მითითებები თავიანთ სტრუქტურულ განყოფილებებში, რათა სტუდენტებისა და ფაკულტეტების გარკვეული რაოდენობა აღნიშნულ შეტყობინების სადგურებზე განეთავსებინათ. გეგმაში ასევე არის მოქალაქეების ჩართვა, რომლებიც ოფიციალურად არ ექვემდებარებიან მობილიზაციას.
რა დამატებით შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას
პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩამონათვალი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას გაუგზავნის დამატებით საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 და 120-მილიმეტრიანი ჭურვების ახალ პარტიას, 2000-მდე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, საჰაერო მეთვალყურეობის 4 რადარს, ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა Bradley-ს და სხვა ტექნიკას. კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩასული ბაიდენი უკრაინას $500 მილიონის დახმარებას დაჰპირდა პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 თებერვლამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 29.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
ფილიპინები მხარს უჭერს უკრაინისთვის მისაღებ სამშვიდობო გეგმას - საგარეო საქმეთა მინისტრი
უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა მისაღები უნდა იყოს თავად უკრაინისთვის. „ჩვენი პოზიცია ნათელია: ფილიპინები მხარს უჭერს ყველა წინადადებას, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი გადაწყვეტა და რომელიც, რა თქმა უნდა, მისაღებია ორივე მხარისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის", - განაცხადა ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივანმა ენრიკე მანალომ ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთნ საუბრისას. ჩინეთის განცხადების გათვალისწინებით, რომ პეკინს აქვს სამშვიდობო გეგმა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ არ ჰქონდა დრო ამ დოკუმენტის დეტალური შესწავლისთვის. მაგრამ თუ გეგმა ითვალისწინებს ზემოხსენებულს, მაშინ ფილიპინები მზად იქნებია, მხარი დაუჭირონ მას. მანალომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს კანონის უზენაესობას საერთაშორისო ურთიერთობებში და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. მან აღნიშნა, რომ ფილიპინები მხარს უჭერს გაეროს ყველა რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ფილიპინების პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ლიდერის მიმართ და მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებაში, აღნიშნა დიპლომატმა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო-უკრაინას შორის მეგობრობა და პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი - კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, უბედურება, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოსაც აქვს გავლილი. „ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინას, უკრაინელ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა. ძალიან დიდი უბედურებაა, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს. „ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი. ეს უნდა იყოს ორმხრივი. გულდასაწყვეტია, რომ გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც ავიღოთ ელჩის გაწვევა, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა. „ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული კონფლიქტის მუდმივი ესკალაციის გამო და სიტუაციის კონტროლიდან გასვლის შესაძლებლობით. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და რიტორიკის აჟიოტაჟი – დღეს უკრაინა, ხვალ ტაივანი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება.
იტალიამ რუს ოლიგარქებს 2 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება ჩამოართვა
იტალიის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ქონება ჩამოართვა, ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა. „ჩვენ ასევე გვინდა, ვიყოთ უკრაინის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუს ოლიგარქებს ყველაზე მეტი სახსრები გაუყინეს. საუბარია 2 მილიარდ ევროზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ჩვენ მოვაწყობთ ღონისძიებას რომში უახლოეს კვირებში, რათა განვავითაროთ გეგმა და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი კომპანია“, - განუცხადა მინისტრმა La Stampa-ს.
ირანელი დიპლომატი რუს კოლეგასთან შეხვედრისას აცხადებს, რომ მზადაა, ე.წ. 3+3 ფორმატში შეხვედრას უმასპინძლოს
ირანი მზად არის, თეირანში რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან 3+3 შეხვედრისთვის გამართოს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდულაჰიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკოსთან შეხვედრაზე. ორშაბათს თეირანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკოსთან შეხვედრაზე ამირაბდოლაჰიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობას რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ამის შემდეგ ამირაბდოლაჰიანმა გამოთქვა თეირანის მზადყოფნა, უმასპინძლოს „3+3“ ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას შეგახსენებთ, რომ საქართველო უარს ამბობს ამ ფორმატში მონაწილეობაზე. აშშ კი რუსეთს მოუწოდებს, ვიდრე რაიმე ფორმატზე იფიქრებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს. რაც შეეხება ირანს, ის აშშ-ის სანქციების ქვეშაა და ეს სანქციები კიდევ უფრო ძლიერდება იმ როლისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში თეირანს შეაქვს - კერძოდ, დრონების მიწოდების სახით. შეგახსენებთ, რომ კიევისა და დასავლეთის პრეტენზიების მიუხედავად, ირანმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით ეხმარება, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დრონები გადასცა. მას შემდეგ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანულ კომპანიებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმფრინავების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწოდებაში, სანქციებს უწესებენ.
საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა რუსეთუმეობა ყოფილა - ხუნდაძე
სამწუხაროა, რომ მსოფლიო და მათ შორის ევროპა გარკვეულ საკითხებში არა განვითარების გზით, არამედ დაღმასვლით მიდის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა. "იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები მათ იმედებს ანადგურებენ. ევროკავშირი თავისი დაარსების დღიდან პირველად დადგა ასეთი გამოცდის წინაშე და პირველადვე ვერ გაუძლო. ეს უფრო ღრმა დეპრესიას ჰგავს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელი, მხოლოდ არა მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციებით და ორმაგი სტანდარტებით, არამედ საკუთარი ღირსების წარმოჩინებით და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებით", - განაცხადა ხუნდაძემ.