ძებნის რეზულტატი:
ესებუაზე არნახული ზეწოლაა - ადვოკატი
ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს ზეწოლა. „როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და შესაბამისად გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ერთი არის თუ როგორ მოქმედებს ბრალდებული და მეორე არის რეალობა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ქმედების განხორციელება. ფაქტია, რომ ძალოვან უწყებებს როგორც უნდათ ისე მართავენ ამ პროცესს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ბადრი ესებუა და მისი ოჯახი ეწირება ვიღაცის მიზნებს და ამოცანებს", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. 1-ელი მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6127 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, სების ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა და მისი ღირებულება 2.7823 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 მარტს ამოქმედდება.
კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე
აშშ-ის ელჩის შეფასებით, კითხვები ჩნდება, რა არის „ხალხის ძალის“ კანონპროექტის რეალური მიზანი და რა არის კანონის წარდგენის მთავარი მიზეზი. ამის შესახებ ელჩმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „მთავარია, რა არის საქართველოს ინტერესებში, აქ მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტის ვერსიას - ნათელია, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი. ისიც ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ პასუხისმგებელია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. გაერომ, აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, რადგან ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ საერთო მიზნის, უსაფრთხო, წარმატებული მომავლის მისაღწევად. ეს საქმე წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს საფრთხეს შეუქმნის ეს წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს არ სჭირდება. ამდენად, ჩემი შეკითხვაა, რატომ სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად მისი ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტების, მისწრაფებების და მკაფიო არჩევანის შესახებ“, – განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი
2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა - საქსტატი
2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს 2 196.1 ათასი მგზავრი მიიღო. „2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 412.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 94.9 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 138.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს. 2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667.0 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 1 238.0 მლნ. ტონა-კილომეტრს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 53.7 პროცენტით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 52.3 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შებამის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მიიღო 2 196.1 ათასი მგზავრი (75.7 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2 260.0 ათასი მგზავრი (82.4 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით).
კელი დეგნანი ნედ პრაისის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე: რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს
„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის ტყუილში დადანაშაულების შემდეგ ჰქონდა თუ არა ამერიკის ელჩს მამუკა მდინარაძესთან და ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია. ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს. ელჩმა მედიის ამ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს. მთავარი საკითხი არის ის, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, უფრო ძლიერი ეკონომიკის, უსაფრთხოების მხარდაჭერას ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისთვის„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ნედ პრაისი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი რუსულია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
შალვა პაპუაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს
კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ელჩებს განუცხადა, რომ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან. „გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული. უკვე აბსურდამდე მიდის დისკუსია. გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და ვფიქრობ, სწორედ აქ არის ურთიერთგაგება. იმ აქტორებთან დაკავშირებით, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, მათ მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს უფლება რეალიზდეს, ამიტომ ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს", - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე: მარტივი დისკუსია არ იყო
პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ გვქონდა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე „შეხვედრაზე თან მახლდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა აზრები გაგვეცვალა “უცხოური აგენტების” შესახებ ინიციატივაზე… აზრების ძალიან გულწრფელი, ღია გაცვლა გვქონდა თავმჯდომარესთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან, დეტალებში ღრმად შესვლით. მარტივი დისკუსია არ იყო. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს ინიციატივა 12-დან როგორც მინიმუმ 2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლებიც საქართველოს წინა წლის ივნისში გადაეცა. თავმჯდომარის მხრიდან ამ კანონის მიღების საჭიროების შესახებ არგუმენტები მოვისმინეთ. საუბარი გაგრძელდება. როგორც მესმის, ეს კანონპროექტიც კი არ არის, მხოლოდ ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ჩვენს მხრივ, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით როგორ განვითარდება ეს ინიციატივა და იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ლუკაშენკომ და სი ძინპინმა პეკინში ერთობლივი განცხადება მიიღეს
პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი ჩინეთსა და ბელორუსს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ძირითადი პრინციპებს შეეხება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება. ლუკაშენკომ სი ძინპინს განუცხადა, რომ „დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან რთულ დროს, რომელიც მოითხოვს ახალ, არასტანდარტულ მიდგომებს და პასუხისმგებლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“. უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ამ გზით ბელორუსის მმართველმა მხარი დაუჭირა პეკინის ინიციატივას – უკრაინაში ომის დარეგულირების მიზნით „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 თებერვალს გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ლუკაშენკომ მოუწოდა ჩინურ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მანქანათმშენებლობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საქმეში. კერძოდ, მან შესთავაზა „საერთო საწარმოების დაარსება მანქანათმშენებლობის, ელექტრო ტრანსპორტის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების წარმოებაში როგორც ბელორუსში, ასევე ჩინეთში“. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პროდუქცია ორმაგი დანიშნულებისაა და შეიძლება, თავდაცვის ინდუსტრიაშიც გამოიყენებოდეს. ლუკაშენკო 28 თებერვლიდან 2 მარტამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.
ისრაელი უკრაინის დასახმარებლად აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია - ელი კოენი
ისრაელი გმობს რუსეთის აგრესიულ ომს და დაეხმარება უკრაინას, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ასობით ათასი ებრაელი. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა ბერლინში, გერმანელ კოლეგა ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოენის თქმით, ისრაელი „გმობს“ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ისრაელი „უნიკალურ მდგომარეობაშია", რადგან რუსეთში 600 000 ებრაელი ცხოვრობს, ამიტომ, ამ მხრივ ისრაელი სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება. მისივე თქმით, რეგიონში რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ისრაელი აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია. კოენმა კიევში მისი ვიზიტი გაიხსენა. ელი კოენი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: ისრაელი უკრაინას სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება „ისრაელი არის უკრაინის მხარეს, უკრაინელი ხალხის მხარეს და ასეა ამ ომის პირველი დღიდან“. ისრაელი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გარდა ამისა, კოენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა ისრაელის მზადყოფნის შესახებ, უკრაინას მიაწოდოს თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ირანის თემაზე, რომელიც, მისი თქმით, პრობლემად იქცა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოსთვის. „ირანული იარაღი უკრაინაში ევროპელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. ასე რომ, უკრაინელი ხალხი და ისრაელელი ხალხი იგივე საფრთხის წინაშე დგანან. მოქმედების დროა“, - აღნიშნა ელი კოენმა. მისივე თქმით, ახლა მაგიდაზე ორი ვარიანტია: „სანქციების გაფართოება, მაგრამ ასევე „სანდო სამხედრო ვარიანტი“. „დაზვერვის ცნობებიდან გამომდინარე, ახლა არის „სწორი დრო ამ ორ ნაბიჯზე მუშაობისთვის“. მხოლოდ ერთობლივ გადამწყვეტ ქმედებას შეუძლია რეჟიმის შეჩერება“, აღნიშნა კოენმა და მოუწოდა გერმანიას, აღიაროს ისლამური რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად.
ელჩი მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა დიდი ბრიტანეთიდანაც. ელჩი მარკ კლეიტონი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება შემდგომი ნაბიჯების განხილვისას. „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე. მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ქალებთან, რომლებიც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წარმოადგენენ ამ გეგმის შემუშავებაში. ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შემოთავაზებული კანონი ახლა ძალაში რომ ყოფილიყო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ქალი აქტივისტები, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა აქვთ საქართველოს მთავრობის (დარეგულირების) დღის წესრიგის განხორციელებაში, სტიგმატიზირებულნი იქნებოდნენ, როგორც “უცხოური აგენტები”. ეს არ შეიძლება, იყოს სწორი. გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემდგომი ნაბიჯების განხილვისას გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება”, - წერს ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. ადმინისტრაციის განცხადებით, განხილული საკითხები, რომლებიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა „უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ირენ ფელინთან მშიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. „შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდიანე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება. შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ ქალთა გაძლიერება განათლების დონის ამაღლებით უნდა განხორციელდეს. პრეზიდენტმა სტუმარი თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ივლისში ჩატარდება. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. ქართველი მებრძოლი გ.ნ. ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
NYT: უკრაინულმა ძალებმა ვულედარში რუსეთის სულ მცირე 130 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს
პირველ მარტს New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ვულედარში სამკვირიანი ბრძოლის დროს გაანადგურეს სულ მცირე 130 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი. „უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს იყო დღემდე „ომის ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა და რუსებისთვის მტკივნეული უკუსვლა ", - ნათქვამია სტატიაში. ამავე სტატიის თანახმად, პროფესიონალი რუსი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა ადრე განადგურდა, რამაც სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ასეთ მასშტაბურ დანაკარგს. ვულედარი აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნედ რჩება. მანამდე, 13 თებერვალს, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შესაძლოა, 5000 ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტარული ბრიგადა ვულედართან მთლიანად დაკარგა.
ბაიდენმა კონგრესს აცნობა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ეროვნული საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო 2014 წლის 6 მარტს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებულებით გამოცხადდა. მას შემდეგ ის რამდენჯერმე გაგრძელდა, მათ შორის 2022 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ რაც რუსეთმაL/DPR [თვითგამოცხადებული ლუგანსკის/დონეცკის სახალხო რესპუბლიკების] „აღიარა“. გარდა ამისა, 2014 წლის დეკემბერში და 2018 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტებმა დამატებითი სანქციები შემოიღეს. „„ამ აღმასრულებელ ბრძანებებში გათვალისწინებული ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში. 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამიოაცხადა. სანქციები დაწესებულია 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ერთეულის მიმართ, მათ შორის, როგორც რუსეთის, ისე ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. გარდა ამისა, 3 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 200%-იან გადასახადს აწესებს ალუმინის იმპორტზე რუსეთიდან, რომელიც ლითონის სიდიდით მეორე მწარმოებელია მსოფლიოში.
საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა
საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა მატარებლის კატასტროფის შედეგად. ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია საბერძნეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამშაბათს, ღამით მოხდა. ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. სამგზავრო მატარებელში მყოფთაგან ბევრი იყო სტუდენტი, რომლებიც არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ. გადარჩენილებმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მგზავრი ფანჯრებიდან გადააგდო. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები სარკინიგზო ხაზიდან 40 მეტრში იპოვეს. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და ზოგიერთის იდენტიფიცირებას დნმ კვლევა დასჭირდება. პოლიციის თანამშრომელთა თქმით, სადგურის მეთაური ახლომდებარე ქალაქ ლარისაში ოთხშაბათს დააკავეს და ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მასობრივ სიკვდილში. მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი „მოვალეობაა“ გადადგომა. კოსტას კარამანლისის თქმით, როდესაც მისი მთავრობა 2019 წელს მოვიდა სათავეში, მემკვიდრეობით მიიღო 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი სარკინიგზო სისტემა, მაგრამ მისი სამინისტროს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ავარიის თავიდან ასაცილებლად. საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუსეთმა აშშ-ს დიპლომატიური ნოტა გადასცა
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გადასცა New START-დან, ბირთვული იარაღის შემცირების ძირითადი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. სპიკერ ნედ პრაისის თქმით, ამ დიპლომატიურმა ნოტამ არაფერს შეიცავს ისეთს, რაც ვაშინგტონისთვის აქამდე არ ყოფილა ცნობილი. პრაისმა რუსეთის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეჩერების შესახებ „სამწუხარო“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა. პრაისმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ იცავს ხელშეკრულებას. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მოითხოვს რაიმე სახის ცვლილებას ჩვენს პოზიციაში ან მიდგომაში, ჩვენ შევიტანთ შესაბამის კორექტივებს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბირთვული იარაღის კონტროლის ძირითადი ხელშეკრულების თანახმად, როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე რუსეთს უფლება აქვთ, განახორციელონ ინსპექტირება, თუმცა ეს პროცესი შეჩერებული იყო 2020 წლიდან, Covid-19 პანდემიის გამო.
ჯანდაცვის სამინისტრო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა. „ამ პერიოდში სამინისტრო ვალდებულია, შეიმუშაოს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლითაც პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, სამართლიანი და კონკურენტული პირობები განისაზღვრება. პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ. შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე. შესაბამისი მთავრობის დადგენილება მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია საბერძნეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამშაბათს, ღამით მოხდა. ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. სამგზავრო მატარებელში მყოფთაგან ბევრი იყო სტუდენტი, რომლებიც არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ. გადარჩენილებმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მგზავრი ფანჯრებიდან გადააგდო. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები სარკინიგზო ხაზიდან 40 მეტრში იპოვეს. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და ზოგიერთის იდენტიფიცირებას დნმ კვლევა დასჭირდება. პოლიციის თანამშრომელთა თქმით, სადგურის მეთაური ახლომდებარე ქალაქ ლარისაში ოთხშაბათს დააკავეს და ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მასობრივ სიკვდილში. მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი „მოვალეობაა“ გადადგომა. კოსტას კარამანლისის თქმით, როდესაც მისი მთავრობა 2019 წელს მოვიდა სათავეში, მემკვიდრეობით მიიღო 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი სარკინიგზო სისტემა, მაგრამ მისი სამინისტროს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ავარიის თავიდან ასაცილებლად. საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
უკრაინა: ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ორი ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები. დაიბომბა სუმის ოლქიც. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებები იყო პოლტავაშიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.