ძებნის რეზულტატი:
ოდნავ ეჭვი რომ მქონდეს, მიხეილ სააკაშვილი „ამას განგებ აკეთებს“, ზიარების უფლებას არ მივცემდი - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ოდნავ ეჭვი რომ ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილი "ამას განგებ აკეთებს”, მას ზიარების უფლებას არ მისცემდა. "მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე ოდნავ მაინც ეჭვი რომ მქონდეს, ის ამას განგებ აკეთებს, არავითარ შემთხვევაში მას ზიარების უფლებას არ მივცემდი. კვირაში ერთხელ მოვდივარ და მას ვხვდები, კარგს ვერაფერს გეტყვით. ორი კვირის წინ რომ ვიყავი, მაშინ წინა შეხვედრასთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობა იყო და ახლაც ძალიან დიდია სხვაობა, თან ძალიან ცუდისკენ”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლების პროტესტის ფონზე იწყება
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან აპროტესტებენ „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტს. პარლამენტს შიგნით კი, მედიის წარმომადგენელთა ნაწილი აპროტესტებს ხსენებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. მედიის წარმომადგენლები კანონპროექტის ავტორებს შეძახილებით შეხვდნენ - „არა რუსულ კანონს“. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ელჩი მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
თითქოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას კი არ უწევენ, მოწამლულიც კი არის. ამაში მილიონები დახარჯეს - ვოლსკი
საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული, რომ პიარკომპანიამ ისაუბროს, თითქოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას კი არ უწევენ, მოწამლულიც კი არის. ამაში მილიონები დახარჯეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „არ გამოვრიცხავ, რომ ეს ინფორმაცია იყოს შეცდომაში შეყვანის ერთ-ერთი რესურსი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგრამ საოცრება ის არის, რომ არცერთი მათგანი სააკაშვილს არ მოუწოდებს რეკომენდაციების შესრულებას. ერთადერთი სტრასბურგის სასამართლო იყო, რომელმაც სააკაშვილს მოუწოდა, დამორჩილებოდა იმ რეჟიმს, რომელშიც მისივე დანაშაულების გამო მოხვდა. მას ოჯახის წევრები არ მოუწოდებენ, რომ სრულფასოვანი კვება მიიღოს. კონკრეტული საავადმყოფო კომპეტენტურია იმისთვის, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ის, რომ ხელისუფლებას მიმართავენ, ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არაკომპეტენტურია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. პატიმარს, რომელიც გადაწყვეტს, თვითდაზიანება მიიღოს, არ შეიძლება, გზა თავისუფლებისკენ ჰქონდეს გახსნილი, რადგან ცუდ პრეცედენტს წარმოშობს“, – განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება - კალაძე
მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდგომ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებულია. „ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, ფიზიკური დაპირისპირების გამო ვერ იწყება
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, დაპირისპირების გამო ვერ იწყება. ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო დეპუტატებს შორის. ოპოზიცია აპროტესტებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ დამყარდება. ადგილზე არიან არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მწვავედ აკრიტიკებენ შემოთავაზებულ ინიციატივას. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებენ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლების პროტესტის ფონზე იწყება შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს, უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს, შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან - ელჩი დეგნანი
„1930-იან წლებში კრემლი ცდილობდა ქართველი მწერლების რეპრესირებას, რომელთაგან ბევრს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ისინი უცხოეთის აგენტებად და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საფრთხედ გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია და საოცარი ლიტერატურული და კულტურული ტრადიცია აქვს, რუსეთისგან განცალკევებული და განსხვავებული. დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს, უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის რუსეთთან", - ელჩი დეგნანის მისასალმებელი სიტყვიდან რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნაზე.
ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდება დააანონსა
გერმანია, პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას იარაღით და წვრთნებით. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პუტინის გამარჯვება არ იქნება. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა. მან გაიხსენა, რომ გასული წლის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას 14 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწია. შოლცმა ჩამოთვალა ის იარაღი, რომელიც მისმა ქვეყანამ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უკრაინას გადასცა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინა მიიღებს დამატებით, Gepard-ის ტიპის საარტილერიო თვითმავალ დანადგარს და Iris-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს, რომლებიც დაიცავს უკრაინას რუსული დარტყმებისგან.
საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებაზე თავად სააკაშვილი და ოჯახის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას - ხაჭაპურიძე
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაასაჩივრებენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე უარის გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა „ახალი და გასაკვირი არაფერი მომხდარა, ვინაიდან, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, არ აქვს, ეს კიდევ ერთი დასტური გახლავთ. ეს აღარ საჩივრდება უზენაეს სასამართლოში, ბოლო ინსტანციაა. ამის შემდეგ მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოს თუ რა ღონისძიებებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები. საზოგადოებას ამის შესახებ უახლოეს დღეებში ვაცნობებთ“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, დაპირისპირების შემდეგ დაიწყო
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაიწყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა. ოპოზიციამ პარლამენტის წინ, 18:00 საათისთვის აქცია დააანონსა. მანამდე, ისინი ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ სხდომის დაწყებისთვის. იყ ფიზიკური დაპირისპირებაც. შენობის გარეთ აპროტესტებენ კანონპროექტის განხილვას არასამთავრობოები, შენობის შიგნით - მედიის ნაწილი. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. რაც შეეხებათ პარლამენტის ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისინიც დარბაზში შეძახილებით აპროტესტებენ კანონპროექტის განხილვას. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, ფიზიკური დაპირისპირების გამო ვერ იწყება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6064 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, სების ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.43 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 მარტს ამოქმედდება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამო საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საშაურმე „რეტროს“ ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ხუთი ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ხუთივე მათგანმა მიირთვა შაურმა საშაურმე „რეტროს“ (შპს „ბრაზერსი“) ორ სხვადასხვა მისამართზე (აბასთუმნის ქ. #1ა და სამტრედიის ქ. #9) მდებარე ობიექტებში. „მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი მყისიერად განახორციელეს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები. ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის გამოცდის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ულიანოვსკში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76МД-ს გამოცდისას ჩამოვარდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარებას უტარებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ფიუზელაჟის ჰერმეტულობის შემოწმებისას „ტრაგიკული ინციდენტო მოხდა“. IL-76 იწარმოება 1975 წლიდან და მთავარი მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავია რუსეთში.
ბრიანსკში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შეჭრაზე ცნობა რუსული პროვოკაციაა - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განაცხადა, რომ ბრიანსკში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შეჭრაზე ცნობა რუსული პროვოკაციაა. „რუსეთის ფედერაციაში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესახებ ცნობა კლასიკური გამიზნული პროვოკაციაა“, - დაწერა მან "ტვიტერზე". ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მედია ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში შემოიჭრა უკრაინული დივერსიული ჯგუფი - 40 მებრძოლის შემადგენლობით, რომელთაც აიყვანეს ტყვეები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის დასახელების შეცვლის ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში დასახელება შეიცვალოს. წილოსანმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომ დასახელება მისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს. „მინდა, რომ შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, ვიმსჯელოთ დასახელებაზე, კანონპროექტი მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს სექტორში, ამ სფეროში მომუშავე უამრავი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტირება. დასახელება, რომელიც ჩემთვისაც დისკომფორტს და შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსით მიღწეული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება. ბლინკენმა სერგეი ლავროვთან ინდოეთში, G20-ის სამიტის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართა. ერთი წლის წინ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი პირისპირ საუბრობენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, დელიში დისკუსია 10 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ბლინკენმა ასევე განუცხადა ლავროვს, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს პოლ უელანი, დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქე და რომ რუსეთი კვლავ უნდა შეუერთდეს ახალი START-ის ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებას, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელს არ უთქვამს, როგორ უპასუხა ლავროვმა ბლინკენს, მაგრამ თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში კურსს შეცვლის. G20-ის მოლაპარაკებებში დომინირებს მწარე უთანხმოება უკრაინის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბლინკენმა ითხოვა ლავროვთან საუბარი, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. უკანასკნელად მხარეები ჟენევაში, 2022 წლის იანვარში შეხვდნენ.
მოლდოვა ავიარეისებს ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აუქმებს
მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova ხუთი ქვეყნის დედაქალაქების - პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით ავიარეისებს აუქმებს და გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკურ სირთულეებს ასახელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Air Moldova ამჟამად შედეგების აღმოფხვრასა და ფრენების განრიგის რეორგანიზაციაზე მუშაობს. „გაუქმებულია ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბულისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის ფლოტის ორი თვითმფრინავი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მწერალთა სახლი „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მწერალთა სახლის განცხადებით, დაუშვებელია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და მოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება. „ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საბოლოოდ დააშორებს ქვეყანას მის მთავარ მიზანს. საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას. საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, სწორედ აშშ-ის საელჩოს გრანტითაა შექმნილი. მივიჩნევთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება.
პრეზიდენტი: ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. მიმდინარე მოვლენებს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება. მისი შეფასებით, ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან გადაინაცვლეს, სადაც დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობენ
საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან გადაინაცვლეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ისინი ელოდებიან პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გამოსვლას, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები მათთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.
შსს განცხადებას ავრცელებს
შსს „აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“. შესაბამის განცცადებას უწყება ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან გადაინაცვლეს, სადაც დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობენ.