ძებნის რეზულტატი:

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. „საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება. აბიტურიენტების საყურადღებოდ: რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია. ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის საქართველოში სატესტოდ წარმოება და გამოცდა - ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის საქართველოში სატესტოდ წარმოება და გამოცდა. „ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში რამდენიმე სატესტო დრონს საქართველოში ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა დახვედროდა, მზად არის. „დელტას“ ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წამოება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

თებერვალში ბოსტნეული და ბაღჩეული 25.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 21.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 25.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 21.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი – 17.2 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 პროცენტით; ფასებმა 12.2 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 12.1 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.2 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8 პროცენტით. ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე. „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 25.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 21.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი – 17.2 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 პროცენტით; ფასებმა 12.2 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 12.1 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.2 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8 პროცენტით. ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე. „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. „სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს 2 მოქალაქე ნ.ვ. და ხ.გ. აღნიშნული მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი მეტადონი და 112 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება (აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული) აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სააკაშვილის სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება

Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ერთობლივი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მიწერილ ერთობლივ წერილზე, რომელშიც ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ. Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“. „საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი ამბობს, რომ „პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი დაავადებები ტრაგიკულად ფატალური ხდება“. „მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენისთვის ქმედუუნაროდ ითვლება“, - აცხადებს ჰიუ უილიამსონი.

ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი - ლევან იოსელიანი

ჩემი პოზიცია გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა ორაზროვანი, - საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანი პატიმრობში მყოფ "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას "ფეისბუკზე" საჯარო პოსტით პასუხობს. "შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი", - წერს ლევან იოსელიანი "ფეისბუკზე".რამდენიმე საათის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ ალეკო ელისაშვილმა თანაპარტიელი დაასახელა სახალხო დამცველობის კანდიდატად, ნიკა გვარამიას სახელით მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. გვარამია ინტერესდებოდა, შეიცველობდა თუ არა ყოფილი სახალხო დამცველის პოზიცია მის პატიმრობასთან დაკავშირებით."როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და "კი" ან "არა" პასუხით ძალიან დამავალებ. თან "პოლიტ" თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო", - წერდა გვარამია.საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული განაჩენი და მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით."ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება", - ეწერა სახალხო დამცველის გამოქვეყნებულ დასკვნაში.

მინისტრი: ყველაზე დიდი ნაწილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს ე.წ. რელიგიური თვალსაზრისით, ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ

„ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ ეგრეთწოდებული რელიგიური თვალსაზრისით. ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ, ბუნებრივია და სწორედ ეს იწვევს ამ მღელვარებას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე საუბრისას. „ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში, საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროეტის შემუშავებას, ინიცირებას და ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ და არცერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც ერთ-ერთი სპეკულირების საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე“, - განაცხადა მინისტრმა.  ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს. „დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა, - აღნიშნა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ყოველ წელს დადგინდება გასაწვევი პირების სამიზნე რაოდენობა და ეს არ შეეხება ყველა სტუდენტს: „ეს შეეხება უპირველეს ყოვლისა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარისგან გათავისუფლების. შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება, ასევე პოტენციურად მოიაზრებოდეს როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება, საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების.“ ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები: „შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს, ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში“. ასევე წაიკითხეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება  

იაპონიამ საქართველოს ენერგოეფექტური ავტომობილები გადასცა

იაპონიამ საქართველოს 4 ენერგოეფექტური ავტომობილი გადასცა. იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ენერგოეფექტური ავტომობილების ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ელჩის თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) 2016 წელს განახორციელა „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ და მათ გრანტის ფარგლებში გადაწყვიტეს, მოეძიებინათ დამატებითი დაფინანსება ოთხი ენერგოეფექტური მანქანის შესაძენად. „იაპონია მიზნად ისახავს ემისიების მინიმიზაციას 2050 წლისთვის და ხელს უწყობს მსოფლიოს დეკარბონიზაციას მოწინავე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამიტომაც გვიხარია საქართველოსთან პარტნიორობა. ამ ოთხი მანქანის შენაძენი კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართ საქართველოს ერთგულების კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა. იმედი მაქვს, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთან ხელს შეუწყობს ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევას“,  - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.  საგრანტო პროექტით, რომელიც მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვას შეეხება, 2016 წელს აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა. გრანტის მეორე ნაწილი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვას მოხმარდა - 2 ერთეული საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გადაეცემა, თითო - თითო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ილიას უნივერსიტეტს. „ჩვენ მივესალმებით საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიებში მწვანე ენერგიის გამოყენებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის აეროპორტში, სადაც იაპონიის მთავრობის დახმარებით, მზის პანელები დამონტაჟდა. ამავე გრანტით ჩვენ გადმოგვეცა ენერგოეფექტური სატრანსპორტო საშუალებები - ესეც კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია. მწვანე ტრანსპორტის დანერგვით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბური აირების ემისიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.        ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ საქართველოს მთავრობისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.  

პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა - ჩხაიძე

პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა, რომ არ გააგრძელებდა თანამშრომლობას მკურნალ ექიმთან, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. „ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტის სურვილი და მოთხოვნა, შესაბამისად შეიცვალა მკურნალი ექიმი, ახლა იქნება ლუიზა შენგელია. პაციენტმა არ ისურვა, ქალბატონ თამარს გაეგრძელებინა მუშაობა მასთან. სხვა არაფერი არ ყოფილა. პერსონალი აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას, მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა ექმიმმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ზაპოროჟიეზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინა: ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადარჩენილ ცხრა ადამიანს შორის ორსული ქალიც იყო.  

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აქციია მონაწილეებსა და პოლიციას შორის ათენში, Hellenic Train-ის შტაბბინასთან შეტაკება მოხდა. ეს არის კომპანია, რომელიც საბერძნეთის რკინიგზის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკსა და ქალაქ ლარისაში, სადაც კატასტროფა მოხდა.  მთავრობამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება სიმართლეს დაადგენს. საბერძნთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა ლარისაში რკინიგზის სადგურის 59 წლის სპეციალისტს გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით ბრალდება წაუყენეს. მან ავარიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პასუხი მხოლოდ ერთმა სპეციალისტმა არ უნდა აგოს.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.  

ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მედია

ოთხშაბათს ღამით ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა ოკუპირებულ ყირიმში, რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, Meduza-ს ცნობით, იტყობინებიან Baza-ს და Astria-ს Telegram არხები. თვითმფრინავი ყირიმის საკის რაიონში, ბაზაზე დაეშვა, სადაც ერთ-ერთი მათგანი აფეთქდა. მედიის ცნობით, შედეგად შენობის ფანჯარა ჩაიმსხვრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე ამტკიცებდა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს ყირიმში „დრონის მასიური თავდასხმის მცდელობა“. გარდა ამისა, გუბერნატორი იტყობინება უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ, ხოლო სახელმწიფო მედია რუსეთის ბრიანკის რეგიონში მძევლების შესახებ იტყობინება. ბრაიანსკის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინულმა სამხედრო თვითმფრინავმა რეგიონის კლიმოვსკის ოლქის სოფელ სუშანიზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე ხუთშაბათს ბოგომაზმა განაცხადა, რომ „უკრაინელი დივერსანტები“ შევიდნენ კლიმოვსკის რაიონში და დაბომბეს მანქანა სოფელ ლიუბეჩანეში. (ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანქანა სასკოლო ავტობუსი იყო, მაგრამ რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოგვიანებით უარყვეს ეს განცხადება და განაცხადეს, რომ სწავლა ამჟამად დისტანციურად მიმდინარეობს). რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება TASS-ის ცნობით, სოფელ სუშანიში მძევლად ექვსამდე ადამიანია აყვანილი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „დივერსანტების“ ჯგუფი 40-50 კაცისგან შედგება და ადგილზე ბრძოლები მიმდინარეობს. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაოლო პოდოლიაკმა პირველ მარტს განაცხად, რომ რუსეთის ირგვლივ ჩამოვარდნილი თვითმფრინავები, შიდა „პანიკასა და დაშლის“ ნიშანია. „უკრაინას არაფერი აქვს საერთო ამ ინციდენტებთან, რადგან ის მხოლოდ საკუთარ ტერიტორიას იცავს რუსეთთან ომში“, - წერდდა პოდოლიაკი Twitter-ზე.

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა - პაპუაშვილი

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა. „სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, წინა ჯერზე, ჩვენ სპეციალური პროცედურა შემოვიღეთ რეგლამენტში, რომელიც მრავალსაფეხურიანი იყო და გარკვეული ვადებით გაწერილი, მაშინ, სამწუხაროდ, შედეგიანად ვერ დასრულდა. ეს იყო ერთჯერადი პროცედურა, შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდა რეგულარულ, რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის შვიდ წევრს შეუძლიათ, დაასახელონ კანდიდატი. ეს არის მთელი პროცედურა დასახელების და ამ კანდიდატის დასახელების საკითხს შემდეგ განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და უკვე შემდეგ პლენარულ სხდომაზე ჭირდება 90 ხმა", - განაცხადა პაპუაშვილმა.  

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, 12-პუნქტიან გეგმაში ეს ერთ-ერთი კომპონენტია - კალაძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა, 12-პუნქტიან გეგმაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ერთ-ერთი კომპონენტი არის ეს მიმართულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა - პაპუაშვილი „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს დათქმა, რაც იყო წარმოდგენილი, ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თუ არ იქნება, შეიძლება, ყოველთვის მიკერძოებული იყოს, ეს მათი მიდგომა და დამოკიდებულებაა, მესმის კარგად. მესმის მათი განწყობა, დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ყველაფერი წყალს წაუღია, საერთოდ არ აინტერესებთ არც ხალხი, არც ქვეყანა“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.  

„ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებს. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი წარმოადგენს დასავლური ღირებულებების სრულ უგულებელყოფას და რუსული გავლენების გაძლიერებას. ამ კანონის ინიცირება არის აღიარება, რომ ისინი უარს ამბობენ და ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს და ღიად აწარმოებენ ანტიდასავლურ პოლიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან პარლამენტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის. ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისტორიულ შანსზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე", - განაცხადა ბეჟაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.  

ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი: სააკაშვილი არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად

დეპუტატი, ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია. მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს და მიაწოდოს მას ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის დამოკიდებულება ე.წ აგენტების კანონის შესახებ. ის არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითი. ინიცირების დღიდანვე, როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში ვეწინააღმდეგებით მის მიღებას. ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება", - წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში. სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებულია პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების“ მიერ.  

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. "თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას თქმით, 2024 წელს რუსეთში ფული აღარ იქნება - მედია

რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა ელის, რომ 2024 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ფული აღარ იქნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ცნობით, დერიპასკამ 2 მარტს კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მსოფლიოში სიდიდით ალუმინის მესამე მწარმოებლის, RUSAL-ის ერთ-ერთმა თანამფლობელმა განაცხადა, რომ რუსეთს უცხოელი ინვესტორები სჭირდება. „შიშით ვუყურებ იმ რესურსებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ალბათ უსარგებლოდ დაიხარჯა. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს იყო მილიარდები, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ანგარიში უკვე ტრილიონებს აღწევს. მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა, მხოლოდ კონკურენტული გარემოთი დარეგულირებული საკითხები (დაეხმარება ქვეყანას) ...მომავალ წელს ფული აღარ იქნება“, - განაცხადა დერიპასკამ.  მისივე თქმით, ინვესტორებისთვის თუ არ შეიქმნება შესაბამისი პირობები „მხოლოდ ვიოცნებებთ და 2033 წელს იგივე სიტყვებით გამოვალთ“.