ძებნის რეზულტატი:
საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას - მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას. „საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, არანაირი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას. ასეთი მუხლი ფიზიკურად არ არსებობს. თუ ვინმე ამას იტყუება, ბარემ ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი. მთავარი იცით რა არის? ეს ყველაფერი „ფეიკია“, „ფეიქპიარის“ ტრენდის გაგრძელებაა. სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუკი ვინმეს მართლა უნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იზრუნოს, მოუწოდოს მეტი, ორმაგი კალორია მიიღოს, მას აქვს ამის შესაძლებლობა, რაც დასტურდება ექიმების დასკვნით და ნუ დადებს ჯანმრთელობას რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას და იქნება ყველაფერი კარგად“, - აცხადებს მდინარაძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
აშშ და ყაზახეთი ურთიერთობებს გააძლიერებენ, ბლინკენი ასტანაში ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიღო. ბლინკენი ასტანაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. თოყაევმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ყაზახეთმა და აშშ-მ თანამშრომლობა განავითარეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. „ჩვენ დავამყარეთ ძალიან კარგი და საიმედო გრძელვადიანი პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები. ამიტომ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს ვიზიტს ასტანაში. და ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება შეერთებული შტატების მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა თოყაევმა. „მოუთმენლად ველოდი ამ ვიზიტს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ორმხრივ დონეზე, დავეყრდნოთ იმ ღირსშესანიშნავ სამუშაოს, რომელიც შესრულდა 30 წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის. და ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ურთიერთობა ძლიერია; ის მხოლოდ გაძლიერდება. ჩვენ ამის ერთგულნი ვართ. და ვფიქრობ, ეს იქნება ცენტრალური აზიის, მაგრამ ასევე შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტობი ბლინკენმა.
მოლდოვა უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აძევებს, რომლებიც დესტაბილიზაციის გეგმის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი
მოლდოვის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ გააძევა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც დესტაბილიზაციის მიზნით „დივერსიულ ქმედებების“ მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი თავს ტურისტებად წარმოადგენდნენ. ხსებნებულ მოქალაქეებს მოლდოვაში შესვლა 10 წლით აეკრძალათ. დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელების მიზნით, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებაში ტრენინგი გაიარეს. SIS-ს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩავიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოლდოვაში, რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ისინი ან ვისთვის მუშაობდნენ. თუმცა უწყებამ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დოკუმენტირებას ახდენდნენ მოლდოვაში მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკურ პროცესების და აქტიურად ადევნებდნენ მას თვალყურს. საუბარია მათ შორის საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მოლდოვის დაზვერვის ცნობით, „დედაქალაქში ორგანიზებული იყო გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ“.
მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, სააპელაციო სასამართლოში დევს - ხაჭაპურიძე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმე უკვე თითქმის 5 დღეა შესულია და ჯერ პროცესი არ ჩანიშნულა. „ჩვენ ვნახეთ გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტი, ვნახეთ დემარში, რომელიც იუსტიციის მინისტრთან გაცხადდა, ასევე, ვნახეთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. დღეს ჩვენ მოვიპოვებთ ამ დოკუმენტებს. დაცვის მხარე ამჟამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შესულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. დღეს იმედია გაირკვევა, როდის იქნება პროცესი. რა თქმა უნდა, გაჭიანურებაა, მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან, რა უნდა გააკეთონ და ელოდებიან დირექტივას. სხვას ვერაფერს ვერ მივაწერთ იმას, რა უმსგავსობაც ხდება ახლა ამ სასამართლოში. ჩვენ ვმუშაობთ სათანადო გეგმის მიხედვით და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ, თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ, რომ გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა. მალათიის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი „მიწისძვრების დამანგრეველი შედეგების და უამინდობის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული სირთულეების გამო, პირველ დღეებში ვერ ვიმუშავეთ ისე, როგორც გვინდოდა. ამისთვის ბოდიშს ვიხდი“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა ადიამანის პროვინციაში სტუმრობის დროს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.
ილონ მასკი მსოფლიოში ისევ ყველაზე მდიდარი ადამიანია
ილონ მასკმა რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ფრანგმა ბერნარ არნომ დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ფრანგული ბრენდის LVMH-ის (LVMHF) აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არნომ გასულ წელს გაუსწრო რეიტინგში, რომლის შედეგადაც, მასკი ორ თვეზე მეტია, ყველაზე მდიდართა სიაში მე-2 ადგილს იკავებდა. თუმცა, დღეის მდგომარეობით, Bloomberg-ი იტყობინება, რომ მასკი მილიარდერთა ინდექსის სათავეში დაბრუნდა. მასკის ქონება ორშაბათის მდგომარეობით, ბაზრების დახურვის შემდეგ, დაახლოებით 187,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, არნოს ქონება - 185,3 მილიარდ დოლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა გასულ წელს მასკის მიერ Twitter-ის პრობლემური შეძენის და ბაზარზე ფართო ვარდნის ფონზე, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 2023 წელს გაიზარდა. 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes
საქართველოს პრეზიდენტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე: ვეტოს დავადებ!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენების შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
USAID აცხადებს, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID ხელს უწყობს ინვესტორებისა და მთავრობის თანამშრომლობას საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის და განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID-მა დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. იუწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მისივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, USAID-მა შეკრიბა განახლებადი ენერგიის დეველოპერები და ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და ენერგიის მსხვილი მომხმარებლები, რათა ერთობლივად განეხილათ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიები და მიდგომები. პოტენციური ინვესტორების დისკუსია ოფიციალურად გახსნეს USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ. „USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოების მიზნით. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ენერგოუსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სტაბილური და ხელმისაწვდომი განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელსაც გამოიყენებს როგორც მოსახლეობა, ასევე მრეწველობა. USAID პრიორიტეტს ანიჭებს განახლებადი ენერგიის წარმოებას საქართველოში, რაც ქვეყანას ხდის უფრო ძლიერ და უსაფრთხო პარტნიორს სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა. პოტენციურ ინვესტორებთან დისკუსიები ორიენტირებული იყო განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების მიმდინარე დაფინანსების რესურსებზე და დაფინანსებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ინსტიტუციურ პერსპექტივაზე. მონაწილეები გაეცნენ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიებისა და მიდგომების ფართო სპექტრს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების უზრუნველსაყოფად ფართოდ გამოყენებული კორპორატიული ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაც. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განახლებადი ენერგიის პროექტების პოტენციური კრედიტორების და მიდგომების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ დეველოპერები, რათა განახლებადი ენერგიის პროექტები გახდეს მიმზიდველი საბანკო სექტორისთვის და მისაღები დაფინანსებისთვის“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეიდან 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
29 აპრილის არჩევნებამდე ზუსტად 60 დღე რჩება და დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული. საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის, წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დაცვა, ამომრჩეველთა ზუსტი, სწორი ინფორმირება იქნება განმსაზღვრელი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებისა და ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისა. ამ პროცესს ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და გაამარტივებს საარჩევნო პროცესს, რაც შექმნის მყარ საფუძველს 2024 წლის არჩევნებისთვის ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დასანერგად. კიდევ ერთხელ, გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციის წესები, რათა ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყოთ 29 აპრილის არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
უკრაინა: ოკუპანტებმა სვიატოგორსკი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოგორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ერთი მაშველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სვიატოგორსკს, თავდასხმა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ნაწილზე განხორციელდა - წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 მაშველი, დაშავდა კიდევ 4“, - აცხადებს პაველ კირილენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა, სერიოზული „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. კომისრის შეფასებით, გამჭვირვალობა შეიძლება, იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა, ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ასევე, ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად, უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. მიატოვიჩის შეფასებით, ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე“: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს „გწერთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით (N 07-3/293/10, რეგისტრირებულია 2023 წლის 14 თებერვალს). მიღების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებათა „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. როგორც ჩანს, კანონპროექტი აწესებს ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ასეთი სუბიექტებისთვის, რაც მათ დამატებით ავალებს ანგარიშგებას, ინსპექტირებას და უქვემდებარებს სანქციებს. ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში. ამასთან, კანონს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე. გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა, ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად, უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ამასთან, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელიც ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება ლეგიტიმური საქმიანობისათვის, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან. ამ ფონზე, გამოვთქვამ შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ამ კონტექსტში მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული, ასევე, ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ შესაძლებლობაზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, ცალსახად აიღონ ვალდებულება და ხელი შეუწყონ მრავალფეროვან და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, საქართველოში შექმნან ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის. მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს წერილის ასლი და გამოვთქვამ მზადყოფნას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, თქვენთან ერთად განვიხილო ზემოაღნიშნული საკითხები“, - წერს დუნია მიატოვიჩი შალვა პაპუაშვილს. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.
თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. უწყების ცნობით, BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან, მოქალაქეები კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით უზრუნველყოფილნი არიან. „სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან საკონტრაქტო სამსახურში, ასევე, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად, 18-დან 45 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. მათ შორის, მძღოლებს, ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს გაივლიან და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. „რიგითის საწყისი ხელფასი 1530 ლარია. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი კონტრაქტისას 3 000 ლარი, 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე, ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში). საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას - ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge ასევე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს, პაპუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, ვეტო დაადოს. „ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არამხოლოდ მიღებული არაა, არამედ, რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება უმეტესწილად მის სახელწოდებას უკავშირდება და არა შინაარს. „დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო, პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე, (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან) უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით. თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.
პაპუაშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის დასახელებაზე: საინტერესო ინიციატივაა, ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს უმრავლესობაში განიხილავენ. „საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველანაირად თუ შევხედავთ - რაციონალურად, პოლიტიკურად პრაგმატულად, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია, ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ოპოზიციისთვის შეგვეთავაზებინა ფორმატი, სადაც იგრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილენი ვიქნებოდით. პოლიტიკოსია და ეს თავისთავად პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურ მიკერძოებას რაც შეეხება, არიან გაცხადებული პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტად ნეიტრალურები არიან, ვიდრე ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მეტად მიკერძოებულია, მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში. მანაც უნდა გვითხრას, რატომ გადაწყვიტა კანდიდატურის დაყენება, რა საფუძველი და მიზნები აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.
სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უმთავრესი პრიორიტეტია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ალიანსში გაწევრიანებაზე „უმაღლესი პრიორიტეტია“. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ახლა არის დრო, რომ მოვახდინოთ რატიფიცირება და სრულად მივესალმოთ როგორც ფინეთს, ასევე შვედეთს, როგორც წევრებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის პრემიერ მინისტრთან სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰელსინკიში. ორივე ქვეყანამ გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მაისში გააკეთა, ივნისში კი ყველა მოკავშირე დათანხმდა ორივე ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად მიწვევას. ჯერჯერობით, 30 მოკავშირიდან 28-მა მოახდინა ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება. ეს ჯერ მხოლოდ უნგრეთსა და თურქეთს არ გაუკეთებიათ. სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთის პარლამენტმა განმარტა, რომ განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გამოთქვა გარკვეული შეშფოთება ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ძირითადად შვედეთთან დაკავშირებით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე 9 მარტს განახლდება.
ცნობილია, რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და ლტოლვილთა საკითხებში, გაეროს უმაღლემა კომისარმა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქალაქ ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისთან და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. საგარეო უწყების ცნობითვე, უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უკრაინელ დევნილთა მიღების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც მსოფლიოში შეიქმნა უკრაინის ომის ფონზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და აღნიშნეს გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პოლიტიკის გატარების პროცესში.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6196 ლარი ეღირება, ევრო – 2.7791 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1674 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6272 ლარი ღირდა, ევრო – 2.7751 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1471 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ მარტს ამოქმედდება.
გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, ერთი პირი დაიღუპა
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. როგორც ცნობილია, მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის“ საბოლოო რედაქცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. ყურადღება დაეთმო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე. სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მომზადების პროცესზე. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.
საქართველოსა და დანიის თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობას აძლიერებენ
დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ახალ პროგრამას იწყებენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა. „ლელა ჩიქოვანმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობა. დანიის ელჩი და ატაშე ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და SNGP-ის ფარგლებში ეროვნული გვარდიისთვის დანიური მხარის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა დაათვალიერეს. ახალი პროგრამის ფარგლებში, დანიის შიდა გვარდია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებას გაუწევენ მედეგობის გაძლიერებაში“, - ნათქვამია უწყებსი ინფორმაციაში.