ძებნის რეზულტატი:

აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ აცხადებს

შეერთებულმა შტატებმა დააანონსა, რომ პარასკევს გამოაცხადებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგ რაუნდს, იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „ეს მოიცავს ძირითადად საბრძოლო მასალას, რომელიც უკრაინელებს დასჭირდებათ იმ სისტემებისთვის, რაც მათ უკვე აქვთ, როგორიცაა HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, ბაიდენი და შოლცი უკრაინისთვის დამატებით მხარდაჭერას განიხილავენ. „ცხადია, ისინი აპირებენ, ისაუბრონ უკრაინაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლი,ა ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა დავეხმაროთ მათ რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა კირბიმ.  

აშშ კომპანიებს მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. კერძოდ, იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი ბიზნესის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ სანქციების დარღვევას, შესაძლოა, სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომები მოჰყვეს. განცხადების ავტორები კერძო კომპანიებს შეახსენებენ, რომ მათ უნდა იცოდნენ იმ ტაქტიკების შესახებ, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა უამრავი სანქცია დააწესეს მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში. სანქციების მიზანი მოსკოვისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენებაა.   

საქართველოს რკინიგზა, 30 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა, 30 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. „ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზა, 30 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. მოძრაობის განრიგი იხილეთ მოცემულ ცხრილში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ხარკოვის ოლქის დაბომბვისთვის უკრაინის სასამართლომ რუს პილოტს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუს პილოტს, რომელმაც ხარკოვის ტელეანძა დაბომბა, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „დამნაშავე არის რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-6 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის არმიის სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე. გასული წლის 6 მარტს მან რუსულ საბრძოლო ქარხანას გადაუფრინა უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე და დაბომბა ხარკოვის რადიო და ტელევიზია. დადგენილია, რომ რუსეთმა საჰაერო თავდასხმის განსახორციელებლად გამოიყენა რვა FAB-500 ტიპის საავიაციო, ჯამში 2400 კგ სიმძლავრის ბომბი. მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პილოტი დამნაშავედ ცნო ომის კანონების დარღვევაში.

NATO და მოლდოვა ახალ პროგრამას იწყებენ

NATO-მ და მოლდოვის რესპუბლიკამ მოლდოვის საჯარო მოხელეების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა გახსნეს. დაწყების ღონისძიებაზე შეიკრიბნენ მოლდოვის ოფიციალური პირები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა, პარტნიორი ქვეყნები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მოლდოვას მოთხოვნის საპასუხოდ შექმნილი პროგრამა მოიცავს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, როგორიცაა ტრენინგი, კურსები, სტაჟირება და სასწავლო ვიზიტები, რაც ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მეტი გამოცდილება და პრაქტიკული გამოცდილება. აქტივობები ორგანიზებულია სამეკავშირეო ოფისის მიერ კიშინიოვში, მოლდოვის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციით. „მჯერა, რომ პროგრამა მოლდოვასთვის ცვლილებას მოახდენს. პროგრამა მორგებულია მოლდოვის ხელისუფლების საჭიროებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა მოლდოვას რესპუბლიკაში, მიქაელა შიმაკოვამ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან, ეგილს ლევისტსთან ერთად ლვოვში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად პატივი მიაგეს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ოკუპანტები ბახმუტთან მძიმე დანაკარგებს განიცდიან - რეზნიკოვი

რუსეთი აგრძელებს შეტევას ბახმუტთან და მძიმე დანაკარგებს განიცდის. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, ქალაქი თითქმის ნახევარი წელია, იცავს თავს. "რუსებმა ეს ნელი შეტევა ექვსი თვის წინ დაიწყეს და ჩვენ ვდგავართ ექვსი თვის განმავლობაში. რუსების დანაკარგები ყოველდღიურად 500-მდე მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ევროპარლამენტარები – ევა კაილი და მარკ ტარაბელა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ევა კაილის პატიმრობა სულ მცირე ორი თვით გახანგრძლივდა, მარკ ტარაბელას კი – სულ მცირე ერთი თვით. 11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.  

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს წევრებმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძისგან საწვავის ფასების შემცირების მიმართულებით არსებული ვითარება და კონკრეტული ნაბიჯები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ თებერვლის თვეში საწვავზე 30-40-თეთრიანი კლება დაფიქსირდა. საუბარი შეეხო სურსათის ფასების შემცირების კუთხით არსებულ ვითარებას და სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს, რომელზეც, მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არაგონივრულად მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესი. ეკონომიკური საბჭოს მონაწილეებმა ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესი მიმოიხილეს. სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს „ევრო 5“-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც, „ევრო 5“-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან შეიზღუდება, რაც, თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. ამ ინიციატივის განხორციელება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონების გაზიფიცირების პროცესს. სხდომის მონაწილეებმა ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკურორტო ზონების რეაბილიტაციის გეგმა და განსახორციელებელი ნაბიჯები. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის კურორტების განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსხვილი პროექტების მიმდინარეობა, რომლებზეც, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. განსახილველ საკითხებს შორის იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავების პროცესი. აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე მიმოიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი. აღინიშნა, რომ პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტის მშენებლობის სამუშაოები 2023 წელს დაიწყება. საუბარი შეეხო უკვე არსებული პორტების განვითარების მიმართულებით გეგმებს. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი საბაზო ეფექტის ფონზე. როგორც სხდომის წევრებმა აღნიშნეს, წინა წლის იანვარშიც მაღალი – 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი რეალური მშპ 8,4%-ით გაიზარდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ინფლაციის პოზიტიური მაჩვენებელი. აღინიშნა, რომ 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა, წლიური ინფლაცია კი წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა და 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. წინა თვესთან შედარებით ფასების დონის კლება ნათლად მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია.  

უახლოეს დღეებში ჩამოვლენ პოლონელი ექსპერტები და სააკაშვილს კვლევას ჩაუტარებენ - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე ადასტურებს, რომ უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ. "პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ეწვევიან საქართველოს. ისინი ჩაუტარებენ ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას. მოგეხსნებათ, რომ 27-მა სახელმწიფომ მიმართა დემარშით იუსტიციის სამინისტროს და აქედან გამომდინარე პოლონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვეთანხმებით იმ პოზიციას, რაც განჩინებებშია ასახული და სამხარაულის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პენიტენციურმა სამსახურმა. ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს დასკვნას ამიტომ, ეს არ იქნება არც ერთი მხარე, ჩამოვლენ ექსპერტები და გააკეთებენ დასკვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება სააკაშვილის საქმეში" - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

2 მარტის აქციაზე პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, განაცხადა, რომ 2 მარტის აქციაზე პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.   „2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.   საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული მუხლებით სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს. ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. აქციაზე დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. შეგახსენებთ, დაკავებულთა შორის იყვნენ ონლაინ მედიის ჟურნალისტები, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა გზავნილია ყველა აგრესორისთვის მთელ მსოფლიოში - ენტონი ბლინკენი

მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, აგზავნის მძლავრ გზავნილს, რომ „ყველგან იქნებიან აგრესორები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარასკევს, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ევროპის მიღმა ქვეყნები ასევე ასე არიან ორიენტირებულნი ამაზე და მუშაობენ უკრაინის მხარდასაჭერად და გამოწვევის დასაძლევად - მათ იციან, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, ჰქონდეს გავლენა“, - განაცხადა ბლინკენმა ნიუ დელიში. „თუ რუსეთს დაუსჯელად მივცემთ უფლებას, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს უკრაინაში, მაშინ ეს არის გზავნილი შესაძლო აგრესორებისთვის ყველგან, რომ მათაც შეუძლიათ, იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.   

სანქცირებულმა „Тинькофф“-მა საქართველოში გადმორიცხვები შეაჩერა

რუსული მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების გამო რუსულმა ბანკმა „Тинькофф“-მა საქართველოში სავალუტო გადარიცხვები შეაჩერა. ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოლარის ვალუტაში ტრანსფერები შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკში. ევროს გადარიცხვა კი, ჩინეთისა და უზბეკეთის ბანკებში. ევროკავშირმა ხსენებული ბანკი სანქციების მეათე პაკეტში 25 თებერვალს შეიყვანა.  

შესყიდვის ხელშეკრულებები დავდეთ ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას - მინისტრი

„შეიარაღების მიმართულებით ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთაან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” -  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება. „ჩვენ სატესტო ფრენები უკვე ჩავატარეთ. აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ჩვენს ერთობლივ საწარმოს დავახვედრეთ ახალი აშენებული, გაწყობილი შენობა, სადაც დაიწყება დრონების წარმოება და ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.  

ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისადმი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აშშ-ის პრეზიდენტი შოლც თეთრ სახლში მასპინძლობს. „თქვენ გააძლიერეთ და უზრუნველყავით კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა და მე ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, ასევე უდიდესი იყო. თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები ქვეყნის შიგნით - თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია - მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული თქვენთვის", - განაცხადა ბაიდენმა. „NATO-ს მოკავშირეები ალიანსს უფრო გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.  

შოლცი ბაიდენთან შეხვედრაზე: გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შოლცმა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვხა ხაზი. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელი მშვიდობისთვის იმ ძალზე საშიში საფრთხის გამო, რომელიც მოდის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ, მოვახდინოთ ორგანიზება ერთობლივი ნაბიჯებით და გავხადოთ შესაძლებელი ის, რომ უკრაინის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა შოლცმა. ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ  

2 მარტის აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

2 მარტის აქციაზე დაკავებული 7 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დემონსტრაციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა. აქციის ექვსი მონაწილის პროცესი გადაიდო და 22 მარტს დაინიშნა. მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებების მოძიება მოითხოვა. აქციის ყველა მონაწილე ამ დროისთვის თავისუფალია. შსს-ს ცნობით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 36 პირი დააკავეს აქციაზე პოლიციამ სულ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა. მედიის წარმომადგენლები და რამდენიმე სხვა მოქალაქე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.  

აშშ-ის გენერალური პროკურორი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინელ ოფიციალურ პირებს ომის დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დევნაში. გარლანდი უკრაინის გენერალური პროკურორის მიწვევით პარასკევს გაემგზავრა ლვოვში. უკრაინის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვიზიტი უსაფრთხოების გამო ადრე არ იყო გამოცხადებული. „გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე შეხვედრა გამართა და დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილება, რუსეთმა პასუხი აგოს მისი სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ უსამართლო და არაპროვოცირებული შემოჭრის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - აცხადებენ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ახალი $400 მილიონიანი დახმარება

შეერთებულმა შტატებმა 3 მარტს გამოაცხადა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი დახმარების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საბრძოლო მასალას აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული HIMARS-ისთვის და „ჰაუბიცებისთვის„, „რომლებსაც უკრაინა ასე ეფექტიანად იყენებს თავის დასაცავად“, ასევე, საბრძოლო მასალას „ბრედლის“ ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის. უფრო კონკრეტულად, ახალ პაკეტში შედის: 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები; 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები; 25-მილიმეტრიანი ამუნიცია; დიაგნოსტიკური აღჭურვილობა ავტოტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის; სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების მოცულობა საერთო ჯამში 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში და რომ აშშ მიესალმება „50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. „ჩვენ ვიდგებით უკრაინასთან ერთად და გავაძლიერებთ მის არმიას ბრძოლის ველზე, რათა უკრაინა იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაში მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

იუსტიციის სამინისტრო: არასწორია განცხადება, თითქოს სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის ქვეყნების ელჩების მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, - ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა. საგანგებოდ ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში", - ნათქვამია განცხადებაში. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.