ძებნის რეზულტატი:

თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს ესტუმრა

თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურთან ერთად გაეცნო. „თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს, მათ შორის: სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, კოპიტნარის საავიაციო ბაზა, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა და ბათუმის ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა. დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სარდლობაში მიმდინარე რამდენიმე სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო და სორტას პოლიგონზე რეზერვისტებს გაესაუბრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოკუპანტებმა 8 ოლქი დაბომბეს, დაღუპულთა შორის 5 თვის ბავშვია - უკრაინის გენშტაბი

რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის 8 ოლქი დაბომბეს, დაღუპულთა შორის 5 თვის ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქი არტილერიის გამოყენებით სამჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 3 კერძო სახლი დაზიანდა. თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამასთან, ათობით სახლი დაზიანდა და 4 ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვის შედეგად", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს - ზურაბიშვილი

დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა. „პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს. პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენ გვერდით ყოფნა, თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის მსხვერპლთ. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულებების შეხსენება, შეხსენება იმ დანაშაულებებისა, რომლებიც შეიძლება, უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე – ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის არავითარი განცდით. პატივცემულო საზოგადოებავ, ამ ფოტოებმა შოკში ჩააგდო მსოფლიო და ჩვენც, საქართველოში შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა, შესაძლოა, თავიდან აცილებული ყოფილიყო. „მაშინ 2022 წლის 24 თებერვალი, შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო. თუმცა, რეალობა სხვაა – დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. „რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. პატივცემულო საზოგადოებავ, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა. მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება, იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს. პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! სლავა უკრაინი!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 23 მლრდ დოლარს აღემატება - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 23.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მთლიანი მშპ-ის 96%-ია. ცენტრალური ბანკის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 764.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო – 568.1 მლნ. აშშ დოლარით და ფასის ცვლილებების გამო – 66.3 მლნ. აშშ დოლარით; ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 8.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. „სეგმენტების მიხედვით კი საქართველოს საგარეო ვალი ასე ნაწილდება: სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.6 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.1 მლრდ აშშ დოლარი (21.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 896.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. მათ შორის ვალის 50.7 პროცენტი დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო 27.1 პროცენტი – ევროში. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ-ს 50.6 პროცენტია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (15.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.3 პროცენტია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 28.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან საკურსო ცვლილების გამო ვალი 34.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 896.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 462.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და, პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია ანგარიშში.  

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი - „ხავთასა“, „ლეკვი“, „ხონსკი“ და „მოლა“ დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „მოლა“). 1978 წელს დაბადებული მ.ჩ. (მეტსახელად „ხონსკი“) კი „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს, ფინანსური დავის ნიადაგზე, დაპირისპირება მოუხდათ მ.ჩ.-სთან, რის გამოც აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. (მეტსახელად „ჯეირანა“), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა. თბილისში, ლ.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელშიც მოდავე მხარეები მონაწილეობდნენ, ხოლო „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ,,კანონიერი ქურდობის", „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

როდესაც NATO-ს წევრი თურქეთი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს - მდინარაძე

როდესაც NATO-ს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე. „ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ახლა შეუძლიათ, გამოვიდნენ და ერდოღანსაც მიმართონ - „აბა ომი გინდათ?“ და ირონიის ტონი შემოიტანონ ამ ყველაფერში. როდესაც ნატოს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს? ქართული ხელისუფლებისგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ეს არის რეალობა“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ოკუპირებული ახალგორის მილიციის უფროსი ავტოავარიაში დაიღუპა

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ადგილობრივი მილიციის უფროსი ლაშა ტუაევი ავტოავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "მილიციის უფროსი ახალგორის რაიონის სოფელ ზაყორთან საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, მოულოდნელად საჭე ვაღარ დაიმორჩილა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 36 წლის ტუაევი ადგილზე დაიღუპა. ხოლო მისი თანამგზავრი 37 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ავარიის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.  

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს

სამდღიანი მკურნალობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, - უთხრა რომის პაპმა საავადმყოფოსთან შეკრებილ ადამიანებს. ექიმების რეკომენდაციით, რომის პაპის ჯანრთელობის მდგომარეობა მისი საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას იძლეოდა. რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს.  

უცხოური მედია: ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი 5 აპრილს პეკინში გაემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იმყოფებოდა პეკინში. სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ლიდერების საუბრის დეტალები ამ დრომდე მედიისთვის უცნობია.  

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის დააკავეს. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.  

აშშ უკრაინისთვის დიდ არეალზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას განიხილავს - გენერალი მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ განაცხადა, რომ აშშ ნაცვლად ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტების ATACMS-ის მიწოდებისა, უკრაინას მიაწოდოს რაკეტების სხვა ვარიანტები გადასცეს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს მისცემს საშუალებას გააფართოვოს საომარი მოქმედების რადიუსი. "აშშ-ს ATACMS-ის მცირე მარაგი აქვს და შესაბამისად, ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი შეიარაღების მარაგები. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს აქვს სხვა სარაკეტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ამავე დიაპაზონში მოქმედება: „მაგალითად, უპილოტოები. ბრიტანელებს აქვს რამდენიმე სისტემა“, - ამბობს გენერალი. თებერვლის დასაწყისში აშშ-მა მოიწონა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი, 2,2-მილიარდიანი პაკეტი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა - თალაკვაძე

თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა და ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად ჩანს და გასაგებია თუ რატომ ა რის ასეთი ყურადღებით ჩვენი ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე. „განსხვავება ის არის, რომ აქ რადიკალურმა ოპოზიციამ ამას მოაყოლა ძალიან უხეში თავდასხმები და კრიტიკა საკუთარ ხელისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. რაც სხვა ქვეყანაში ნორმალურ შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ცნობოისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უცხოური მედია: ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა იენს სტოლტენბერგი შეცვალოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში NATO გენერალურ მდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს. ცნობისთვის, ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.    

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღოლის სახლი გაჩხრიკა

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 1 აპრილს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მიტროპოლიტ პავლეს (ლებედი) სახლი გაჩხრიკეს.  უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კიევ-პეჩერის ლავრის ახალი ვიკარი დანიშნა მოგვიანებით, სასულიერო პირმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ სპეცსამსახურმა ის შინაპატიმრობაში დატოვა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის წყარო სამართალდამცავ ორგანოებში იტყობინება, რომ კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - რელიგიათაშორისი უთანხმოების გაღვივება და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლება. ინფორმაცია მოგვიანებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. "რია ნოვოსტის" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მიტროპოლიტი ამბობს, რომ სამართალდამცავები მასთან 1 აპრილს დილით ადრე მივიდნენ. სასულიერო პირის თქმით, მას ასევე ბრალად წაუყენეს უკრაინის პრეზიდენტის წყევლა. უკრაინის ხელისუფლების მიერ კიევ-პეჩორის ლავრის დატოვების მოთხოვნის პასუხად მიტროპოლიტი პავლე „ღვთის სასჯელით“ დაემუქრა უკრაინის პრეზიდენტს. "ჩვენი ცრემლები არ დაეცემა მიწაზე, ისინი დაეცემა თქვენს თავზე", განაცხადა ვიდეომიმართვაში მიტროპოლიტმა პავლემ. მან განმარტა, რომ არავინ დაუწყევლია, არამედ უბრალოდ სახარებას ციტირებდა. უკრაინის მთავრობამ ადრე უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესია დაავალდებულა დატოვოს კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 29 მარტამდე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნაკრძალმა, "კიევ- პეჩორის ლავრამ" უარი თქვა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიისთვის გაეფორმებინა არენდის ხელშეკრულება. უკრაინის ხელისუფლება უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავაც მიიჩნევს მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უწყებად. 29 მარტს ამოიწურა ვადა, როცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის (УПЦ МП) სასულიერო პირებს კიევ-პეჩორის ლავრა უნდა დაეტოვებინათ. ამ პროცესების ფონზე გაძლიერდა კრემლის პროპაგანდა უკრაინაში "ანტიქრისტეს მხარდამჭერებსა" და "სატანისტებთან" ბრძოლის აუცილებლობის შესახებ.  

ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა

2023 წლის 1 აპრილს ტაშკენტში გამართულ საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. "ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე გაფორმებულ დოკუმენტებს შორის არის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“, ასევე „,საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრობა დაფუძნებულია მრავალწლიან ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთა, დავითაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სხდომა საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ასპექტები, რომელმაც კიდევ უფრო დინამიური უნდა გახადოს საქართველო-უზბეკეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული ინტერაქცია“, - აღნიშნა დავითაშვილმა. ცნობისთვის: საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია უკვე წლების განმავლობაში მუშაობს და მის ფარგლებში მხარეები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ვაჭრობა, სატრანსპორტო საკითხები, ლოგისტიკა, სასაქონლო ტარიფები, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ.  

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: მიუღებელია პარლამენტარების მიერ მისი იმიჯის გამოცალკევება

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის შემდეგ განუცხადა, რომ მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის „იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ მარტის აქციის მონაწილე და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს“. „აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გააკეთა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ ის და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, აქ იმისთვის ვარ, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია”, - განაცხადა ფონ კრამონმა მედიასთან "ინტერპრესნიუსის" ცნობით.   მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს, მარტის აქციების მონაწილის გათავისუფლებას ითხოვენ და მის პატიმრობას აპროტესტებენ. "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენებენ ფილმებს - „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“ ოცნება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

ISW: რუსეთმა ზამთრის შეტევის მიზანს ვერ მიაღწია

რუსეთის ზამთრის შეტევამ ვერ მიაღწია კრემლის მიზანს, 31 მარტისთვის დაეკავებინა უკრაინის დონბასი, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისაგან შემდგარი ოლქები, ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის უახლეს განახლებაში. „რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 22 დეკემბერს გამოაცხადა, რომ რუსული ძალები თავიანთი ძალისხმევის დიდ ნაწილს დონეცკის ოლქის მთლიანად აღებაზე მიმართავენ.  რუსეთის ძალებმა მოგვიანებით, თებერვლის დასაწყისში დაიწყეს ზამთრის შეტევა“, - წერს ISW. „გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ პირველ აპრილის სადაზვერვო განახლებაში განაცხადა, რომ „ორმოცი დღის შემდეგ, სულ უფრო აშკარაა, რომ (გერასიმოვის) პროექტი ჩავარდა“. რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის ძალების შესაძლებლობის გამო, დაასრულონ შეტევითი ოპერაციები ბახმუტსა და ავდიივკაში დონეცკის ოლქში უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევამდე, რომელსაც ბლოგერები ვარაუდობენ, რომ 16 აპრილს მართლმადიდებლურ აღდგომასა და საბჭოთა შრომის დღეს 9 მაისს შორის მოხდება“, - აღნიშნავს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი.  

რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 560 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს. მისივე ცნობით, რუსული ძალების საერთო საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 2 აპრილამდე შემდეგნაირია: დაახლოებით 174,550 ჯარისკაცი, 3,618 ტანკი, 6,986 ჯავშანმანქანა, 2,687 საარტილერიო სისტემა, 527 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 279 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 306 თვითმფრინავი, 291 ვერტმფრენი, 2,249 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5,537 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 296 სხვა სატრანსპორტო საშუალება და აღჭურვილობა.  

იტალიელები, რომლებიც ოფიციალურ კომუნიკაციებში უცხო ენას გამოიყენებენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ - CNN

იტალიელები, რომლებიც ინგლისურ და სხვა უცხო ენას ოფიციალურ კომუნიკაციებში იყენებენ, შესაძლოა, რიგ შემთხვევაში 100,000 ევროს ოდენობით ($108,705) თანხით დაჯარიმდნენ. ამას ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტიამ წარადგინა. CNN-ის ცნობით, დეპუტატმა ფაბიო რამპელიმ წარმოადგინა ინიციატივა, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრიც უჭერს. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობა ყველა უცხო ენას მოიცავს, პროექტი განსაკუთრებით მიმართულია ინგლისური სიტყვების გამოყენებაზე და როგორც კანონპროექტში ნათქვამი, ის „ამცირებს და ანადგურებს“ იტალიურ ენას, რაც კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას, რადგან დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის ნაწილი“. კანონპროექტის თანხმად, რომელიც საპარლამენტო დებატებზე ჯერ არ გაუტანით, ყველას, ვინც თანამდებობას იკავებს საჯარო ადმინისტრაციაში, იტალიურ ენას უნდა ფლობდეს “. ის ასევე კრძალავს ინგლისური ენის გამოყენებას ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მათ შორის ქვეყანაში მოქმედ კომპანიებში (აკრონიმი, სახელები).