ძებნის რეზულტატი:

რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია

„მე თვალს ვადევნებდი საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს „უცხოური აგენტების კანონთან“ დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პროტესტი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მათი მომავალი მჭიდროდ იყოს ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ამ გზის მიმართ“, - ამის შესახებსაქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტსა“ მომავალ ელჩს სენატორმა ვან ჰოლენმა დაუსვა შეკითხვა. სენატორის შეკითხვა მოიცავდა იმ პროტესტსაც, რომელიც საქართველოში მოჰყვა ხსენებული კანონპროექტის წარდგენას. „ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ გავაგრძელოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ გზაზე. მჯერა, რომ რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, მათ შორის დეზინფორმაციის გზით. ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, არსებითაც მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან მათი დახმარება დემოკრატიული რეფორმების გატარებაში. ევროკავშირმა წარმოადგინა 12 რეფორმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ დამამტკიცებენ, მჭიდროდ ვიმუშავებ მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭირო მათ ამ რეფორმების შესრულებაში. სენატორო, ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და დამტკიცების შემთხვევაში, ველოდები, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებ ამ საკითხზე, რადგან ეს არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი რეგიონისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა რობინ დანიგანმა. საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა

რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზე მუშაობასაც ელჩად დამტკიცების შემთხვევაში აპირებს. მან კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, რუსეთის ამბიციებსა და დასავლეთთან საქართველოს კავშირების გაძლიერების პერსპექტივებზე. „ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე, ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის მავნებლური ქმედებების ან ჩინეთის მავნებლურ აქტოვობებთან მიმართებით. სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, შუა დერეფანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ნამდვილად ეხმარება საქართველოს, თავისი მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტულად ქცევას", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, როდესაც ჰკითხეს, რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა, რომ უპასუხოს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს საქართველოზე. რობინ დანიგენმა აქვე უპასუხა შეკითხვას, უნდა დაიკავონ თუ არა ხისტი პოზივია საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ. „მჯერა, რომ აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელნი საქართველოსთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებსაც ვხედავთ. დანიშვნის შემთხვევაში, გავაგრძელებ გულწრფელ ურთიერთობას მთავრობასთან. მე ვიცი, რომ ამჟამად გვაქვს მთავრობასთან ასეთი საუბარი და გავაგრძელებ მას“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. რაც შეეხება უკრაინას, რობინ დანიგენის შეფასებით, ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში. „ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გავიდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რაც ახლა უკრაინის წინაშეა, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. დამტკიცების შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომ რუსეთი გავხადოთ ანგარიშვალდებული, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. სანქციებთან შესაბამისობა დანიგენის შეფასებით, საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და აშშ-ს მიმართავს გარკვეული ტრენინგებისთვისაც. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზეც იმ რეზოლუციების მიღებაში, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას. რობინ დანიგანმა განაცხადა, სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ხსენებული დიალოგის გასაგრძელებლად. „მოგეხსენებათ, ჩვენი, აშშ-ის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციებთან შესაბამისობა და შესრულება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბარი საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოს საფინანსო სექტორთან. საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგების ჩატარებისთვის, რომ დავეხმაროთ იმის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს, გააგრძელოს სანქციების აცილების გზით რუსეთის ომის დაფინანსება სამომავლო აგრესიებისთვის. ეს საუბარი გვაქვს საქართველოსთან. სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად“. მისივე თქმით, საქართველო ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც გაეროში, ასევე ეუთოში უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციების მიღებაში, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას. „ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა რობინ დანიგენმა. ამავე მოსმენიდან: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაგრძელდა

მოლდოვის პარლამენტმა, მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა. „უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება და ორივე მხარეს კონტრშეტევასთან დაკავშირებული რისკები იზრდება, რამაც შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს რეგიონსა და მოლდოვის რესპუბლიკაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა პარლამენტში გამოსვლისას. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა, შემდეგ კი ექვსჯერ 60 დღით და ერთხელ 45 დღით გახანგრძლივდა. ბოლო გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღეს.  

ჟურნალისტის დაკავების შემდეგ, ბლინკენი ყველა ამერიკელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ამერიკელ მოქალაქეებს, დატოვონ რუსეთი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი. „თუ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე, ცხოვრობთ ან მოგზაურობთ რუსეთში, გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ (რუსეთი)... ყველაზე მკაცრად, ჩვენ ვგმობთ კრემლის მცდელობებს, დააშინოს, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა და დასაჯოს ჟურნალისტები , - განაცხადა ბლინკენმა.  რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტის დაკავებით და უშუალო კონტაქტშია რუსეთის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით.  

რუსეთს სურს, საკვების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეისგან იარაღი მიიღოს - ჯონ კირბი

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან საკვები პროდუქტების სანაცვლოდ იარაღის მიღება სურს. კირბის შეფასებით, რუსეთს მიზანია, ჩრდილოეთ კორეისგან მეტი საბრძოლო მასალა მიიღოს, რათა უკრაინაში საკუთარი სამხედრო ქმედებები გააძლიეროს. „ჯერ კიდევ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ - ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს, ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალა მიიღოს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.  

რა განკარგულებას მოაწერა ხელი პუტინმა

პუტინმა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 2023 წლის პირველი აპრილიდან 15 ივლისამდე 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან გაწვევას, 147 ათასი ადამიანის ოდენობით. გასული წლის სექტემბერში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას 120 000 ადამიანის გამოწვევის შესახებ.  რუსეთმა ძალების მილიონნახევარამდე სამ წელიწადში სამხედრო გაზრდის შესახებ განაცხადა. რუსეთში ასევე განიხილება წვევამდელთა ასაკობრივი ზღვრის გაზრდა 27-დან 30 წლამდე. შეგახსენებთ, მოსკოვი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინისთვის საბრძოლო შვეულმფრენების გადაცემა დაამტკიცა

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ უკრაინისთვის საბრძოლო შვეულმფრენების გადაცემა დაამტკიცა, იტყობინება ადგილობრივი მედია Fokus 30 მარტს. მთავრობის განცხადებაში არ აკონკრეტებენ ვერტმფრენების არც რაოდენობას და არც ტიპს. თუმცა 26 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკამ ისაუბრა ამ თემაზე.  პეტროვსკამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე. 2022 წლის ივლისის ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას T-72 ტიპის ტანკებს და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გადასცემს.  

საქართველოსთან დაკავშირებით თავის პრიორიტეტულ მიმართულებებში, რობინ დანიგენმა შუა დერეფნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ჩამოთვალა ის პრიორიტეტები, რომლებიც ელჩობის დამტკიცების შემთხვევაში მის ფოკუსში იქნება. პრიორიტეტულ მიმართულებებზე მან უკვე კითხვა-პასუხის დროსაც ისაუბრა და ახსენა შუა დერეფანი, რომელსაც აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიაჩნია. „ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე, ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის მავნებლური ქმედებების ან ჩინეთის მავნებლურ აქტოვობებთან მიმართებით. სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, შუა დერეფანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ნამდვილად ეხმარება საქართველოს, თავისი მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტულად ქცევას", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, როდესაც ჰკითხეს, რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა, რომ უპასუხოს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს საქართველოზე. მომავალმა ელჩმა დღეს ორმხრივი ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერების პირობაც დადო. ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.  

რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მისი სამუშაო ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული. მეოთხე პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტს ეხება. „მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, - განაცხადა დანიგენმა. ამავე მოსმენიდან: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია  

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების განახლებული დარბაზი გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების დარბაზი, რომელსაც პოლონური წარმოშობის ცნობილი მხატვრის უნიკალური მხატვრობა ამშვენებს, უკვე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ცნობით, პოლონელი რესტავრატორების დახმარებით მთლიანად აღდგა მეოცე საუკუნის დასაწყისის მოხატულობა და დიზაინი. „უნიკალური მხატვრობის ავთენტური სახით აღდგენა და დაცვა დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან და მაღალ პროფესიონალიზმთანაა დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინათ, პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, მხატვრობის საკმაოდ დიდი ნაწილი აღდგა. დღეს აქ პოლონური სამკითხველო დარბაზი ფუნქციონირებს“, - აღწერს ეროვნული ბიბლიოთეკა დარბაზის მოწყობის ისტორიას. ჰენრიჰ ჰრინევსკის მოხატულია ქაშვეთის ტაძრის ერთი ნაწილი, ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი კორპუსის დარბაზი. ჰენრიკ ჰრინევსკის ორნამენტების ინსპირაციატაო-კლარჯეთის ძეგლების მოხატულობა იქცა. ცნობილია, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს, ფრესკები დაზიანდა და შენობის ეს ნაწილი დაილუქა. 2017 წელს, საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას სტუმრობის დროს მოხდა შეთანხმება, რომ ფრესკები და უნიკალური დარბაზი აღდგებოდა. 2018 წელს დარბაზის გახსნას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შიმონ შინკოვსკი ველ სენკი, უცხოეთში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ინსტიტუტ „პოლონიკას" დირექტორი, დოროტა იანიშევსკა-იაკუბიაკი და პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე, მარეკ კუხცინსკი დაესწრნენ.  სარესტავრაციო სამუშაო პოლონეთის მთავრობამ და პოლონელი სპეციალისტებმა ჩაატარეს. ინფორმაციისთვის, ჰენრიჰ ჰრინევსკი საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დაიბადა.  

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“. გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი.  

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა

ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ. CNN-ის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ადვოკატის თქმით, ტრამპი სასამართლოს წინაშე მომავალი კვირის დასაწყისში წარდგება, სადაც ბრალს წაუყენებენ. ტრამპი პასუხობს ბრალდებას და მას "პოლიტიკურ დევნას" უწოდებს.   საბრალდებო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ბრალდებები ამ დროისთვის საჯაროდ ცნობილი არ არის, განუცხადა წყარომ CNN-ს. მანამდე, მედიაში გავრცელებული დეტალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.  

31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას - ღარიბაშვილი

სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც. ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოციალურ ქსელში წერს. „კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, - დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, იმ მიზნისკენ სვლას, რომელიც ქართველთა ყველა თაობას აერთიანებს,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 გაანადგურეს

რუსებმა უკრაინაზე წუხელ იერიში „შაჰედის“ ტიპის 10 დრონით მიიტანეს, აქედან 9 - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „საჰაერო დარტყმისთვის მტერმა „შაჰედ-136“ ტიპის 10 დრონი გამოიყენა. მათგან 9 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტებმა ხარკოვი S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 გაანადგურეს „რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაბომბეს ჩვენი ქალაქი. დაბომბვა განხორციელდა ნოვობავარსკის რაიონში", - განაცხადა ხარკოვის საოლქო პროკურატურის სპიკერმა დიმიტრი ჩუბენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1 პროცენტია. "2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება ერთ-ერთი ძლიერი ანალიტიკური მიმართულება.  მისივე თქმით, ბიუროს ასევე ექნება საერთაშორისო მიმართულება, ამასთან, შექმნილია ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, არამედ ის სხვადასხვა უწყებებში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით. რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. „შემდგომი მიმართულება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება საერთაშორისო მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კოორდინაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, ამისთვის შევქმენით ცალკე დეპარტამენტი და მუდმივად გვექნება მათთან კომუნიკაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენი ბიუროს სამუშაოებს. ასევე შევქმენით ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, ის სხვადასხვა უწყებაში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვან მიმართულებებში და ამავდროულად იზრუნებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საზოგადოებაში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიებს განვახორციელებთ. მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც, აქ ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, შევხვდებით, გავივლით სხვადასხვა საკითხს და ვიმედოვნებ, მათთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის საშუალება მოგვეცემა. ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სპეციალურად ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროში საკონსულტაციო საბჭოს, სადაც როგორც აკადემიური წრის, ისე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან კონკრეტული მიმართულებებით და მათ ეს პლატფორმა დაეხმარებათ, რომ ახლოს გავიცნოთ ის მიმართულებები და რეფორმები, რაც დადგენილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის. ანტიკორუფციული ბიურო იქნება ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი კორუფციის მიმართ ბრძოლაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ წარმატებებს ევროინტეგრაციის გზაზე,“- აღნიშნა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა.  

პენტაგონი: უკრაინელმა სამხედროებმა Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემისთვის წვრთნები დაასრულეს

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემისთვის წვრთნები დაასრულეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს განაცხადა, რომ 65 უკრაინელმა ჯარისკაცმა დაასრულა სწავლება ოკლაჰომაში და ისინი უკვე დაბრუნდნენ ევროპაში. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დეკემბრის ბოლოს მიაწოდებს Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას. ეს სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი მის არსენალში, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს.   

მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან - პაპუაშვილი

პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ინსტიტუცია, მზად არის, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი „ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა, ზოგადად, შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან ეფექტიანი, მთელი რიგი საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც ქვეყანაში კორუფციის აღქმებს, მთავრობის კეთილსინდისიერებას, ქრთამის აღების რისკებს, საჯარო სერვისების ეფექტიანობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას ეხება, საქართველო რეგიონის ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისთვის განისაზღვრა. „ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სწორედ ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს პარლამენტმა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გაანალიზა ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა და ანალიზის საფუძველზე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ერთი ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ მოეყარა თავი სხვადასხვა მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ფუნქციას: პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი; საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების რეგულირება; სტრატეგიული დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შემუშავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის არა მიზანი, რომელიც მიღწეულია, არამედ მუდმივი პროცესი და პარლამენტი მუდმივად ზრუნავს ამ მხრივ ინსტიტუტების, პროცედურებისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. ღონისძიების სტუმრებს დღეს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა. ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.  

რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება - პრეზიდენტი პარლამენტში

„რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისვალება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება. საგარეო მიმართულებით, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე. 2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განცახადს გააკეთებდა. ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ამ ფონზე დასვა შეკითხვა - „რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისვალება“. „ამიტომ არ შემიძლია, ახლა არ გითხრათ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესრული. „თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას.„ქართული ოცნებიდან“ ნელნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.