ძებნის რეზულტატი:
იმედი არ მაქვს, რომ ვინმე პოლონელ ექიმებს შემოუშვებს - ალასანია
იმედი არ მაქვს, რომ ვინმე პოლონელ ექიმებს შემოუშვებს, რადგან როგორც ჩანს, არის დასამალი რაღაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. „მითხრა, წნევა მქონდა 140/100-ზეო. რა ვიცი, რა გითხრათ, კარგი არაფერი არ არის. რაღაც მედიკამენტებს აძლევენ, რას ზუსტად არ ვიცი. მთავარი მისი პრობლემა რაცაა, ესაა მძიმე მეტალები, რომელიც არის მის ორგანიზმში, ამას ეს ექიმები უარყოფენ, აქედან გამომდინარე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არ აკეთებენ დეტოქსიკაციას. არც სწამთ საერთოდ, არც სჯერათ, ამათ სჯერათ უფრო სამხარაულის ექიმების დასკვნის და არ სჯერათ კალიფორნიის ექიმების, გერმანიის ექიმების“, - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია
თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ამბასადორის“ შენობაში ძლიერი ხანძარია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 3 აპრილს, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. „საქართველოს პრეზიდენტის ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვას ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებთ გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ უკრაინულ ცენტრს ეწვევიან და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან“, - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია
ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირმა, ნათლად აირჩია მხარე და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. “[ევროკავშირთან დაახლოების] ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებია. ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართელოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
იაპონიამ გააფართოვა საქონლის იმ ექსპორტზე აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას, განაცხადა იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ 31 მარტს. განახლებულ სიაში შედის ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტის აკრძალვა. სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთის, სამშენებლო მანქანების, გემების ძრავების და ოპტიკური მოწყობილობების ექსპორტს. ტოკიოს გადაწყვეტილება ძალაში 7 აპრილს შევა. ექსპორტის აკრძალვა თავდაპირველად, 28 თებერვალს დაწესდა. 30 მარტს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია კიევს 400 მილიონი დოლარის გრანტს გამოუყოფს ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს ეწვია კიევს.
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებმა რუსეთს სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების პრობლემა შეუქმნა - უკრაინა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში ბოლოდროინდელმა აფეთქებებმა რუსეთს შეუზღუდა შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით კალიბრის ტიპის რაკეტები, განაცხადა უკრაინის სარდლობის წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ცნობით, 20 მარტის გვიან, ჯანკოიში აფეთქებამ, რუსული ფრთოსანი რაკეტები ტრანსპორტირების დროს გაანადგურა. ყირიმის რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო თვითმფრინავის თავდასხმა. „ისინი აგრძელებენ მცდელობებს (რკინიგზის კავშირის აღდგენას), სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ სრულფასოვანი სარკინიგზო კავშირი, რომელიც მათ მძიმე ტექნიკის გადაცემის საშუალებას მისცემს, ჯერ არ არის აღდგენილი“, - განაცხადა ჰუმენიუკმა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, კალიბრის ტიპის რაკეტები, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გასაშვებად არის შექმნილი. რუსული ჯარები რეგულარულად იყენებენ ამ ტიპის რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად. ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
პაველ ჰერჩინსკი: ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა
ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს პარლამენტში "ძალიან ძლიერი" გამოსვლა ჰქონდა. „პირადად მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო, ძალიან ემოციური. გამოსვლა კონცენტრირდა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მის გზაზე წინ წაიწევა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამისთვის ყველას ჩართულობა გვჭირდება, ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება გვჭირდება, რომ ერთად იმუშაონ ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში, რათა მოახდინონ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად და როგორც რამდენჯერმე ვთქვი, ევროკომისია პროცესს ოქტომბერში შეაფასებს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო კოლექტიურად გადაწყვეტენ სამომავლო ნაბიჯებს წლის ბოლოსკენ. მივესალმე პრეზიდენტის სურვილს, იყოს ჩართული და იყოს ამ ძალისხმევის ნაწილი. ყველა უნდა იყოს ჩართული: მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ასეთ მცდელობებს, რათა გავზარდოთ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსები“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეწყვეტს
5 აპრილიდან რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეწყვეტს. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს თხოვნით მიმართა, 5 აპრილიდან რუსეთში რძის პროდუქტების მიწოდება შეწყვიტოს. შესაბამისი განცხადება ამის შესახებ პრესსამსახურმა გაავრცელა. „აღნიშნული შუამდგომლობა უკავშირდება შემოწმების არადამაკმაყოფილებელ შედეგებს, რომელიც ადრე იყო ცნობილი. მიწოდების აღდგენის შესაძლებლობა დამატებით განიხილება“, - აცხადებს უწყება. შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა. ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს. ამავე თემაზე წაიკითხეთ ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე თავდასხმისა და ტერაქტის კვალი ირანამდე მიდის
წინასწარი მონაცემებით, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე განხორციელებული ტერაქტის კვალი ირანამდე მიდის, - ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ ქანაანის განცხადებების კომენტირებისას. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია თავისი ტერიტორიის გამოყენება მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ. პირიქით, აზერბაიჯანმა ბოლო დროს მუქარა მოისმინა და ირანის მხრიდან პროვოკაციების მომსწრე გახდა. მაგალითებია ირანის სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის საზღვრებთან, ირანის ოფიციალური პირების ანტიაზერბაიჯანული განცხადებები და ტერორისტული თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. ასევე აღვნიშნავთ, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე მომხდარი ტერაქტის კვალი ირანამდეც მიდის“, - აღნიშნა ჰაჯიზადამ. აზერბაიჯანელ დეპუტატს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 29 მარტს ესროლეს. ამავე დღეს თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა. აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და რომ აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ. 2023 წლის იანვრის ბოლოს, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმაში, რომლის დროსაც აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა, აზერბაიჯანმა ირანის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი.
გაუქმდეს NATO-რუსეთის ურთიერთობების დამფუძნებელი აქტი - ესტონეთი
პარასკევს, ლოძში, პოლონეთში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების (B9) შეხვედრაზე გამოსვლისას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ დროა, NATO-რუსეთის ურთიერთობების დამფუძნებელი აქტი გაუქმდეს. ესტონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ასევე მნიშვნელოვანია NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გეგმის შეთანხმება, რომელიც ასახავს იანვარში მიღებულ NATO-ევროკავშირის ერთობლივ დეკლარაციას. „ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ რაიმე თანამშრომლობაზე პუტინის რუსეთთან, რომელიც აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინაში“, - განაცხადა რეინსალუმ. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ალიანსის გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს. NATO-რუსეთის თანამშრომლობა 1990 წლიდან დაიწყო. 2014 წლის 2 მარტს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ მოიწვიეს საგანგებო სხდომა, სადაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ რუსეთის სამხედრო ქმედებები „საერთაშორისო კანონის დარღვევაა და ეწინააღმდეგება როგორც NATO-რუსეთის საბჭოს, ასევე პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის პრინციპებს“. ამასთან ერთად, 2014 წლის 5 მარტს შედგა NATO-რუსეთის საბჭო, სადაც დღის წესრიგში დადგა უკრაინის კრიზისის განხილვა. მიუხედავად ამ მცდელობებისა, რუსეთი კვლავ განაგრძობდა აგრესიის ესკალაციას უკრაინაში, რომლის საპასუხოდ, 2014 წლის აპრილში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ყველანაირი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ჩანაწერს მოიცავს
მოსკოვის თანამშრომლობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის თემაა. „რუსეთი აპირებს ხელი შეუწყოს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარებას“, ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების, დსთ-ს წევრი ქვეყნების განვითარებას, რომლებიც ინარჩუნებენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს რუსეთთან, ასევე განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ახორციელებენ კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - ნათქვამია დოკუმენტში. კონცეფციაში მოსკოვი აცხადებს, რომ უზრუნველყოფს სტაბილურობას მათ შორის „ფერადი რევოლუციების შთაგონების“ მცდელობების ჩახშობის გზით. რუსეთი ასევე აპირებს, „პრიორიტეტულად მიიჩნიოს „აფხაზეთის რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და „საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“ ამ სახელმწიფოების ხალხების ნებაყოფლობითი არჩევანის ხელშეწყობა რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ“. პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა.
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს ცნობით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. „ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე - ლიკვიდაცია. იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ზელენსკი და სანდუ მზად არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა, რუსეთისგან მომდინარე გამოწვევების დასაძლევად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოველ კოლეგას მაია სანდუს შეხვდა, რომელიც მისი მოწვევით უკრაინაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. მისივე ცნობით, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა მოლდოვის სოლიდარობის მნიშვნელობა რუსული აგრესიის პირობებში და ხაზი გაუსვა მტკიცე გადაწყვეტილებას, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად“. ორმა ლიდერმა „გამოთქვა მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა რუსეთის მხრიდან გამოწვევების დაძლევის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხს. სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის პრემიერები და მოლდოვის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩავიდნენ ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით. ისინი ზელენსკისთან ერთად ჩავიდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის „სიმბოლოდ“ მიჩნეულ ქალაქში. ბუჩა, კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც რუსულმა ჯარებმ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში დაიკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს და ათასობით ომის დანაშაული დააფიქსირეს. უკრაინული მხარის ცნობი, ბუჩაში 33 დღის განმავლობაში ოკუპაციის დროს რუსეთის ძალების მიერ ჩადენილია ომის 9000-ზე მეტი დანაშაული. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
სლოვენიამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს კიევის წინსვლას NATO-სა და ევროკავშირისკენ
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს კიევის სვლას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. ჩეხეთის, ბელგიის, მონტენეგროს, ლიეტუვის, პოლონეთის, იტალიის, ლატვიის და ისლანდიის შემდეგ, სლოვენია მეცხრე ქვეყანაა, რომელიც ხელს აწერს მსგავსი შინაარსის დეკლარაციას. სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის პრემიერები და მოლდოვის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩავიდნენ ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით. ისინი ზელენსკისთან ერთად ჩავიდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის „სიმბოლოდ“ მიჩნეულ ქალაქში. ბუჩა, კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც რუსულმა ჯარებმ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში დაიკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს და ათასობით ომის დანაშაული დააფიქსირეს. უკრაინული მხარის ცნობი, ბუჩაში 33 დღის განმავლობაში ოკუპაციის დროს რუსეთის ძალების მიერ ჩადენილია ომის 9000-ზე მეტი დანაშაული. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს
ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრალდებული 31 მარტს მოინახულა. „სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - დაწერა ლევან იოსელიანმა Facebook-ზე. მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალი ოფიციალურად მას წინასწარი დაკავების იზოლატორში, 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე იცავს. ია ამბობს, რომ 21 წლის ახალგაზრდა 29 მარტს, საღამოს, ქუჩაში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მეგობრის სახლი დატოვა. შსს-მ 29 მარტს განაცხადა, რომ დაკავებულია პირია, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს. შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს თბილისში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. კანონპროექტი საერთშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე გაიწვის, მეორე ვარიანტი კი, რომელიც პირველი მოსმენით იყო მიღებული, ჩააგდეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $15 მილიარდიანი სასესხო პროგრამა დაამტკიცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის ოთხწლიანი სასეხო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 15,6 მილიარდი დოლარია, ეს თანხა საერთო ჯამში $115 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია. IMF აცხადებს, რომ დაახლოებით, 2,7 მილიარდი დოლარი დაუყოვნებლივ გამოიყოფა, რათა უკრაინამ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ ერთად, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას. და ჩვენ წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 600 მილიარდ ევროს შეადგენს.
აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს
აშშ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ სავარაუდოდ, 3 აპრილს გამოაცხადებს. ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. Reuters-სთან წყარო ამბობს, რომ $2,6 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი შესაძლოა, საჰაერო სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საწვავის სატვირთო მანქანებს მოიცავდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 20 მარტს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. 400 მილიონი დოლარის ღირებულების წინა დახმარების პაკეტი 3 მარტს გამოცხადდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან, აშშ-მ კიევისთვის დაახლოებით 32 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვინახულეთ - იოსელიანი
ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ინფორმაციას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. "სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - აღნიშნავს იოსელიანი. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გააჩინა - შსს
სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების, ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.