ძებნის რეზულტატი:

მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობის - „ევროპა დღეს“ კანდიდატი იმარჯვებს

მონტენეგროს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, იაკოვ მილატოვიჩმა, კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების ნახევარზე მეტი, 60,1% მოიპოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მოქმედმა პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა - 39,9%.  37 წლის მილატოვიჩს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. მისი საარჩევნო დაპირების თანახმად, გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და გაძლიერდება კავშირები ევროკავშირთან.  „ამ დღეს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ველოდებოდით“, - განუცხადა მილატოვიჩმა მომხრეებს დედაქალაქ პოდგორიცაში, მისი მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობის (Europe Now Movement) შტაბ-ბინაში. „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ წავიყვანეთ მონტენეგროს ევროკავშირისკენ”, - აღნიშნა მილატოვიჩმა. 16 მარტს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა პარლამენტი დაითხოვა. მანამდე კი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას 90 დღის განმავლობაში ვერ მიაღწიეს.  

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ სანა მარინის პარტია დამარცხდა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრ სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში დამარცხდა. პეტერი ორპოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ 20.8%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა ნაციონალისტური ევროსკეპტიკური პარტია „ნამდვილი ფინელები“ - 20,1%, სოციალ-დემოკრატებმა კი  - 19,9% მოიპოვეს. ხმების 97,7% დათვლილია. ფინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება BBC წერს, რომ ეს სანა მარინისთვის მწარე მარცხია. მთავრობის ფორმირების პირველი შესაძლებლობა კონსერვატორებს ექნებათ. ფინეთის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა მოითხოვს, რომ კოალიციამ ქვეყნის მართვისთვის 200-ადგილიან პარლამენტში 100-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს. სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ის 34 წლის იყო, როდესაც ფინეთის პრემიერი გახდა. სანა მარინი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მისი პრემიერობის დროს ქვეყანამ შვედეთთან ერთად უარი თქვა ნეიტრალიტეტზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ფინეთი ალიანსის წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. მისი გაწევრიანება NATO-ს ყველა მოკავშირეს აქვს რატიფიცირებული. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.  

გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. კიევის რკინიგზის სადგურზე ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ მოგზაურობის მიზანია, უკრაინისთვის მკაფიო სიგნალის მიცემა, "რომ ჩვენ გვჯერა, ის იქნება გამარჯვებული, რომ იგი აღდგება", რომ ევროპის ინტერესშია არა მხოლოდ საჭიროების დროს მხარდაჭერა, არამედ რომ უკრაინა მომავალში ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი იყოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მომხმარებლის უფლებების მიმართულებით შემოსული 194 განცხადებიდან 109 საქმე დასრულებულია - კონკურენციის სააგენტო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, ექვს საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების ხუთი დარღვევის ფაქტი – 16 საქმეზე, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 4% და აჭარა 3%. მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 57%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 58%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 21%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 9%, ხოლო სხვა დანარჩენი 49%. საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 1%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 14%-ია. ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან ორი წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.  

უკრაინა: რუსეთის საოკუპაციო ძალების 50-ზე მეტი შეტევა მოვიგერიეთ

დონეცკის რეგიონის ქალაქები ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა ახლა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. "უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების 50-ზე მეტი შეტევა მოიგერია. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხუთი სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე 42-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რუსებმა უკრაინაში 175 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 610 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 175 160-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. უკრაინა: რუსეთის საოკუპაციო ძალების 50-ზე მეტი შეტევა მოვიგერიეთ "უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 619 ტანკს, 6 993 ჯავშანმანქანას, 2 694 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 306 საბრძოლო თვითმფრინავს და 291 ვერტმფრენს, 5 553 ავტომობილს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და ბაღჩეული 28.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი, 16.8 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა. "28.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 16.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი 13.6 პროცენტით გაძვირდა. თევზეული – 10.9 პროცენტით. ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 10.4 პროცენტით. 10.1 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 8.7 პროცენტით ყავა, ჩაი და კაკაო. 2.7 პროცენტით მოიმატა ფასებმა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარებისთვის მსოფლიო ბანკთან შეთანხმებები გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმებებს, რომელთა მიზანია საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 46.2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები). საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. პროექტის ძირითადი მიზანია: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება; ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადი დაგეგმვისთვის; პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები: ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას. ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას. სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება. „როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა – დაცული), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.  

ვილნიუსში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ლიეტუვის და საქართველოს სახელმწიფო დროშებს. საქართველოს პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედას თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში. „ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ლიეტუვაში კვლავ ჩამოსვლა. ეს ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღრმა მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენს ორ დიდ ერს ერთმანეთთან აკავშირებს. მსურს, ქართველი ხალხის სახელით, გულითადი მადლიერება გამოვხატო ლიეტუვას მიმართ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის და იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება ჩვენი ძლიერი პარტნიორობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.  

გიტანას ნაუსედა: გულწრფელად გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს გზა არ არის მოკლე და მარტივი, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა

„ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული მხარდამჭერია. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიტანას ნაუსედას თქმით, ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მოკლე და მარტივი, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც კეთილდღეობა მოაქვს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის. „ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა გახდება მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები“, - გნააცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას, გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. მისი შეფასებით, აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული მისწრაფებები. გიტანას ნაუსედას თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და საზოგადოების მედეგობას აძლიერებს.  „ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებაზე. რუსეთი ისევ აგრძელებს სასტიკ ომს, რაც სიტუაციის დესტაბილიზირებას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე კავკასიაში. უკრაინისადმი, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და მუდმივ მცდელობას, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  

დროა, ალიანსმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს - ზურაბიშვილი

დროა, ალიანსმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას, გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში - ნაუსედა ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედგაცრუება არავინ უნდა დაუშვას. „თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა - გიტანას ნაუსედა

სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან.  

რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები, ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას - ზურაბიშვილი

რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები, ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას, შეწყვიტოს სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპირება, - ამის შესახებ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და მთლიანად ევროპა. „უკვე ერთ წელზე მეტია, რუსეთის უსასტიკესი აგრესია დაიწყო და მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რამაც იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე. ბუჩა, მარიუპოლი, ირპინი, ბახმუტი, ხერსონი – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ სისასტიკისა, აგრესიის, ამავე დროს, შეუპოვარი გამძლეობის, რაც გვაჩვენა უკრაინელმა ხალხმა. მინდა, დღეს აქედანაც გამოვხატო საქართველოსა და ჩვენი ხალხის სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინისადმი. მეგობარი უკრაინისადმი, რომელმაც ასევე ჩვენსავით გაიარა რთული და მძიმე წარსული, რაც გვაერთიანებს. ამ ომმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერც ჩვენთან ჩატარებულმა 1992-93 წელს რუსულმა აგრესიამ, ვერც ყირიმში 2014 წელს, ვერც 2008 წელს კიდევ ერთხელ საქართველოში რუსეთის აგრესიამ და იმპერიალისტური ამბიციების ჩვენებამ. გამოაჩინა მთელი ევროპისთვის ნამდვილი სახე, რაც არის რუსეთის სახე და დაანახა ეს სახე მსოფლიოს. ეს არის პირველი და უდიდესი მიღწევა უკრაინელი ხალხის ბრძოლისა. ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ან 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას რომ მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი მძიმე აგრესია. მახსოვს თქვენი ქვეყნის თანადგომა და მხარდაჭერა 2008 წლის აგრესიის და ომის შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო ევროპის ერთიანობა, რომელიც იმ დროს ალბათ დაგვაკლდა. დღეს, ამ ომის შედეგად მსოფლიო იყოფა რეალურად ორ ბანაკად, საზოგადოება იყოფა ორ ბანაკად, ვისაც სჯერა, რომ უძლეველი არავინ არ არის, დაუმარცხებელი არავინ არ არის და სჯერა, რომ უკრაინამ უკვე ერთგვარად გაიმარჯვა. გაიმარჯვა მორალურად, გაიმარჯვა, რადგან რუსეთმა ვერ მიაღწია ომის მიზნებს, გაიმარჯვა იმიტომ, რომ რეალურად დაიცავს ბოლომდე თავის ტერიტორიას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც უკრაინის და მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები. ეს უნდა იყოს ყველას ერთიანი მიზანი, რომ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპირება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას არ აძლიერებს - გიტანას ნაუსედა

ლიეტიუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და საზოგადოების მედეგობას აძლიერებს.  ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებაზე. რუსეთი ისევ აგრძელებს სასტიკ ომს, რაც სიტუაციის დესტაბილიზირებას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე კავკასიაში. უკრაინისადმი, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და მუდმივ მცდელობას, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  

სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება გასული წლის 24 ივნისს თბილისში მომხდარ ფაქტს. „სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა სამ პირს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 25 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან ორზე მეტი პირის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება, არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება, არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები. რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები, ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას - ზურაბიშვილი "ჩვენი ქვეყნებს გავლილი გვაქვს ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის... თქვენმა ქვეყანამ ჩვენზე ადრე მიაღწია შედეგს და მიზანს. საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა მუდმივად და ურყევად უჭერს მხარს და ამისთვის მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება... საქართველოს მეგობრების გარეშე არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი. თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში... ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ განახლებული შეთანხმება ძალაშია

ძალაში შევიდა „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განახლებულ შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა 2021 წლის 7 ივლისს მოაწერეს ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ ჩაანაცვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის 2006 წელს დადებული შეთანხმება. ახალი დოკუმენტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ასახავს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალ შეთანხმებაში შემცირდა დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ით. შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.