ძებნის რეზულტატი:
ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 40-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს,“ - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ფინეთმა ისრაელს David's Sling-ის ტიპის თავდაცვის სისტემის შეძენის თხოვნით მიმართა
ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელიდან David's Sling-ის შეძენა დაამტკიცა, რაც მას შორ მანძილზე მოქმედი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველ უცხოელ მომხმარებლად აქცევს. 316 მილიონი ევროს (345 მილიონი აშშ დოლარი) შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ვრცელდება მას შემდეგ, რაც 4 აპრილს, ჰელსინკი NATO-ს წევრი გახდა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მნიშვნელოვნად გააფართოებს ფინეთის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ოპერატიული დიაპაზონს. გარდა ამისა, ისრაელის წარმოების სისტემის შესყიდვა ფინეთის თავდაცვის ძალებს საშუალებას მისცემს, სამიზნეები მაღალ სიმაღლეზე შეაჩერონ. David's Sling-ი - მანამდე ცნობილი როგორც ჯადოსნური ჯოხი, არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო სისტემა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის - Rafael Advanced Defense Systems-ისა და ამერიკის მიერ.
სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის სამხედროებმა ლიბანსა და ღაზის სექტორში ავიაიერიშები განახორციელეს - Reuters
ისრაელმა ღაზის სექტორში საპასუხო ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზიდან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს
გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქო აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. „გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ, 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს. საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM-ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად (2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში), უპირობოდ აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და, პირველ ყოვლისა, ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM-ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას, ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას. საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებგვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი დღეს, 7 აპრილს ცალმხრივად ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ, სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ. რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა განუცხადეს, რომ მათთვის არავის განუმარტავს მიზეზები, არც ის რა ვადით დაწესდა ეს შეზღუდვა. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ, ჯერჯერობით კომენტარს არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს. ენგურის ხიდი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მოქმედებს. მისი დახმარებით „საზღვარს“ ყოვედღიურად ასობით მოქალაქე კვეთს ორივე მიმართულებით. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში ძირითადად ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და სურსათის საყიდლად მოდიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ხიდზე შეზღუდვას აწესებს. ხიდი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არაერთხელ ჩაუკეტავთ. წყარო - რადიო თავისუფლება
„დამცველი 2023“ - აშშ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
დაახლოებით 9000 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში - „Defender 23“, რომელიც 22 აპრილს დაიწყება. ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მისი მიხედვით, წვრთნები Defender 2023, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის არმია ევროპასა და აფრიკაში, 2021 წლიდან ტარდება. წვრთნები შექმნილია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირებისთვის, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე იმისთვის, რომ დაარწმუნდნენ მოკავშირეები, მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა. წვრთნებში დაახლოებით 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით 17000 ჯარისკაცი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან მიიღებს მონაწილეობას და წვრთნების ნაწილი ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიშლება. შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. წვრთნების მხარდასაჭერი აღჭურვილობის ჩატანა ესპანეთში ამ კვირაში უკვე დაიწყო.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები - პაპუაშვილი
ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. „პარლამენტის აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. მეხუთეჯერ გაიმეორეთ ტყუილი, თითქოს, რაიმე კავშირშია შინაარსი. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები. რა თქმა უნდა, ამას არ გადავხედავ. გირჩევთ, წესები წაიკითხეთ. სამი ძირითადი საკითხია. წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან დეპუტატს არ უნდა შეუვარდეთ ჩართული კამერით. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს, აპარატის თანმშრომლებსა და დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო. ამიტომ, როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ინტერვიუ მოგცეთ, პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ: ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო აკრძალვა წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია
აშშ მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას, რომ „აშშ კვლავ მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ევროკავშირის მიერ გასულ წელს დასახული ნაბიჯების განხორციელებაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“. „სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი სფერო, რომელზე ფოკუსირებაზეც "ქართული ოცნების" მთავრობას ევროკავშირი უბიძგებდა, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მიუკერძოებელი დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და ეს პროცესი წარიმართება ინკლუზიურად“, - აცხადებს ამერიკის ოფიციალური პირი რადიო თავისუფლების ცნობით. მაღალი თანამდებობის პირი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ეს შეზღუდვები არ არის პოლიტიკური“. კითხვაზე, რის გამო მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ახლა ეს გადაწყვეტილება, იგი უპასუხებს, რომ „როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი ოფიციალური პირის მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის შესახებ, ჩვენი კონგრესი მოითხოვს ჩვენგან, შევზღუდოთ ამ თანამდებობის პირების შეერთებულ შტატებში გამგზავრების შესაძლებლობა“. მანამდე, ამის შესახებ accentnews.ge წერდა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
სომხეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა სურს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის არმიის სარდლობის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში - KFOR, და Saber Junction. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება. ეს კომენტარი მოჰყვა სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ ევროპაში დაგეგმილ წვრთნებში - „დამცველი 2023“ მონაწილეთა სიიდან სომხეთი ამოიღეს. სომხეთი თავდაპირველად მოხვდა იმ 26 ქვეყანას შორის, რომლებიც პენტაგონის თქმით, მიიღებენ მონაწილეობას Defender 23-ში, რომლის მიზანია, „შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნიან ევროპაში მშვიდობას და ასევე, დაიცვას კონტინენტი აგრესიისგან“. განახლებული პრესრელიზის მიხედვით, სომხეთი ამოღებულია სიიდან და, ამერიკის შეერთებულ შტატების ჩათვლით, ჩამონათვალში 25 მონაწილე სახელმწიფოა. მათ შორის მოლდოვა და საქართველო. ამასთან, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურიც წერს, რომ პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხუთშაბათს დარედაქტირდა, რათა სომხეთი სიიდან ამოღებულიყო. ოფიციალური განმარტება ამის შესახებ არ გაკეთებულა. ამაზე კომენტარი არც სომხეთის ხელისუფლებას გაუკეთებია. ამდენად, გაურკვეველია, დათანხმდა თუ არა ერევანი თავდაპირველად მონაწილეობას. ამავე მედიასაშუალების ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა მონაწილეობა ორთვიან წვრთნებში, რომელიც 22 აპრილს დაიწყება. განახლება: „ამერიკის ხმის“ სომხური რედაქცია იტყობინება, რომ პენტაგონიდან მისწერეს, რომ ეს იყო „მედიის შიდა ჯგუფის შეცდომა“ და სომხეთი „არ უნდა ყოფილიყო მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში“. Defender 2023 არის ყოველწლიური, დაახლოებით ორთვიანი წვრთნები, რომელიც, თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ფოკუსირებულია „ამერიკაში განთავსებული ძალების სტრატეგიულ გადასროლაზე, არმიის წინასწარ გამზადებული მარაგების მიწოდებაზე და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობაზე“. (KFOR) „კოსოვოს ძალა“ არის NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალა კოსოვოში, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს. მისიაში NATO-ს 29 წევრი თუ არაწევრი სახელმწიფოს ჯარისკაცები მონაწილეობენ. სომხეთს იქ 2004 წლიდან ჰყავს სიმბოლური წარმომადგენლობა: 40 ჯარისკაცი. Saber Junction კი, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპა-აფრიკის სარდლობის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური წვრთნაა, რომელიც სამხრეთ გერმანიაში ტარდება. სომხეთს ამ წვრთნებში აქამდეც მიუღია მონაწილეობა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. დაღუპული წარმოშობით ზუგდიდელი, არსენ ქეცბაიაა. დაღუპულის თანამებრძოლების ინფორმაციით, ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა. რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 41 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება. "ვიდრე რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები შეინარჩუნებენ რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლას სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამოყენებით", - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდის დროს დააყენა „აფხაზური პასპორტების" აღიარების საკითხი
4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შეხვედრაზე "აფხაზური პასპორტებით" გადაადგილების შესაძლებლობა დააყენეს. ე.წ. აფხაზეთის დელეგაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. „აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი აფხაზეთის ეროვნული პასპორტების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დოკუმენტებად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები",- წერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინსიტრო. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ჟენევის დისკუსიებს საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა. შეხვედრები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 2022 წლის 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ. ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო
31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 492 მილიონ ლარს შეადგენს, - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური მარტის ანგარიშს აქვეყნებს. "საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით – 43.31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.28% შეადგინა. 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.24 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვხედავთ, რომ ამერიკელები მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე - "ხალხის ძალა"
ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული. აშშ: ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო აკრძალვა წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია „ქალბატონმა ელჩმა საერთოდ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეებს სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს; ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართლდამცავ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში დანაშაულის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს; ქალბატონი ელჩი მთლიანად გაექცა კითხვას 2004-12 წლების სისხლიანი სასამართლო სისტემის ლიდერების, სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილიც და ადეიშვილიც სინამდვილეში უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ სარგებლობენ მფარველობით საკუთარი უცხოელი პატრონების მხრიდან. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ უცხოურ ინსტიტუტებს ან ადგილობრივ ენჯეოებს სააკაშვილ-ადეიშვილის სისხლიანი სასამართლო სისტემა ოდნავ მწვავედაც კი არასოდეს გაუკრიტიკებიათ; კელი დეგნანი მთლიანად გაექცა კითხვას საელჩოს თანამშრომლების მიერ მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ანგარიშის მოთხოვნისა და ამერიკაში ვიზიტის გაუქმების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფა სწორედ ელჩის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეობით განხორციელდა; ქალბატონი ელჩი გააღიზიანა კითხვამ „ფრანკლინის კლუბის“ ამერიკელი ტრენერის საქართველოში არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას შორის კავშირის არსებობის შესახებ. მისი ასეთი გაღიზიანება გვიმყარებს რწმენას, რომ მოსამართლეების სანქცირება სწორედ „ფრანკლინის კლუბის“ ტრენერის არშემოშვებაზე პასუხი იყო; კელი დეგნანმა ვერაფრით თქვა, რა იყო რუსული ჩვენს მიერ დაინიცირებულ ქართულ კანონში აგენტების შესახებ. ის მთლიანად გაექცა საგნობრივ დისკუსიას ჟურნალისტთან, რომელიც მას კონკრეტულ ნორმებზე დაყრდნობით უმტკიცებდა, რომ რუსულ კანონში სულ სხვა რამ წერია; ქალბატონი ელჩი ასევე სრულად გაექცა კითხვას „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა მაპოლარიზებელი რადიკალ-ექსტრემისტული პარტიებისა და ენჯეოების ამერიკული დაფინანსების შესახებ. როგორც ჩანს, ქალბატონ ელჩს კარგად აქვს გააზრებული, რომ პოლარიზაციისა და რადიკალ-ექსტრემისტების დაფინანსება ქართული სახელმწიფოს და მისი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუმცა, ირკვევა, რომ ამ ნაბიჯს ის სრულიად შეგნებულად დგამს. დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ სასამართლო სისტემაში ამერიკული ინტერვენციის თემას. ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში. სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის, ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა ამერიკაში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავაზება და ა.შ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. აღნიშნულმა სამართლებრივმა ზომებმა ასევე უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვავლინოთ უცხოელი აგენტები სასამართლო სისტემაში და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების კონკრეტული ზომები ავამოქმედოთ. თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს და დაუბრუნდება 2004-12 წლების უმძიმეს წარსულს, როდესაც სასამართლო სისტემა სისხლიანი აგენტოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ვის რაში სჭირდებოდა ციხეში ან საქართველოში სააკაშვილი - მეუფე იაკობი
ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში, ან საქართველოში სააკაშვილი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. „დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე. თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს, ან საქართველოში რაში სჭირდება ეგ კაცი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?! ამერიკა და რუსეთი ფლირტში არიან, ახლოს არიან ერთმანეთთან და ჩამოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივანოვი. შევარდნაძეს „დამსახურებულ პენსიაში“ უშვებენ და მოჰყავთ სამი ადამიანი უშუალოდ რუსეთს, ვინც უნდოდა- სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე. ამიტომ ის „ნაცმოძრაობა“ რაც იყო, აბსოლუტად რუსეთზე დამოკიდებული პარტია იყო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ომბუდსმენი ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას, - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები - პაპუაშვილი სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს. როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ - პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ჩავუშოღლუ ლავროვთან შეხვედრაზე: თურქეთი ძალისხმევას არ დაიშურებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად
თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება თურქული მედია. „ჩვენ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მოველით ომის დასრულებას მოლაპარაკებების პროცესის გზით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, ანკარამ არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარებისთვის", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება - კალაძე
თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა “თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, თუ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”, - განაცხადა კალაძემ.