ძებნის რეზულტატი:

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებთ, რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო გახდება ჩვენთვის

„ევროკავშირი მხარს უჭერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც უზარმაზარი ინვესტიციაა და იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიას და ევროკავშირს შორის,“ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ოთხმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. „შავი ზღვის კაბელი არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს და მონაწილეობს მასში, როგორც დამკვირვებელი. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც, იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროექტს და გვინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს რეგიონული მასშტაბი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ პროექტზე, მაგრამ გვსურს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდეს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. თბილისში გამართული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა მაღალი რანგის პირები მონაწილეობდენ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა. ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.

მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - გვრიტიშვილი

მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა "არ ვიცი, საიდან მოვიდა ღამის სატელეფონო საუბრებში მართლმსაჯულების განხორციელება, თუ ქრთამი. თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა. წარმოადგინონ ეს მტკიცებულებების სახით. ორკესტრირებული შეტევის არაერთი ტალღა ყოფილა სასამართლოზე, ახლა ყველაზე სერიოზულია. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა. საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე. ამიტომ, მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“,- აღნიშნავს გვრიტიშვილი.  

ელჩი დეგნანი: მთელ ძალისხმევას ვდებ იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

„მთელ ძალისხმევას ვდებ იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „მთავარ არხთან“ განაცხადა. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი საქმე და წარმოადგენს საქართველოს ევროოპულ დედაქალაქებში. ხსნის,  რამდენს აკეთებს ქართველი ხალხი ამ მოთხოვნების შესასრულებლად, რაც საჭიროა ევროკავშირის სტატუსისთვის. ჩვენ გვინდა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გვინდა, რომ ეს წელს, ვნახოთ“, - განაცხადა ელჩმა. ამავე ინტერვიუდან: ელჩი დეგნანი ოთხი მოსამართლის დასანქცირებაზე: გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციაში კელი დეგნანი: რეაქცია, რაც ვნახეთ, ზედმეტად ემოციურია, ეს სანქციები არ ეხება პოლიტიკურ პარტიას, ზოგადად, სასამართლო სისტემას, ეს ეხება 4 კონკრეტულ პირს ელჩი დეგნანი მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაზე: არ ვიცი, რაზე საუბრობს, არაფერი მაქვს დასამალი  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5375 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5375 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5420 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7817 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

არ მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს - ლილუაშვილი

არ მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს - ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არა, ეს ჩემთვის მეასე ხარისხოვანია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა „უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის.  ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება, საქართველოს თითოეული მოქალაქის და მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა ლილუაშვილმა. კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა  

სებასტიან მოლინეუსი: შავი ზღვის კაბელის პროექტი უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უაღრესად სტრატეგიული პროექტია, რომელიც  ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მოუტანს არამხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართოდ - სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროპას“, -  განაცხადა დღეს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, რომელიც  წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში ჩატარებულ ოთხი ქვეყნის მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო.     სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა პროექტისადმი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მოხარულია, მონაწილეობდეს  ღონისძიებაში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტის განხორციელების საკითხებზე მუშაობს.     „ვფიქრობ, რომ  საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც განახლებად ენერგიას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, და იმედია, მალე სომხეთიდანაც, ევროპაში შემოიტანს, დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს და უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.     2022 წლის 17 დეკემბერს,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას,  მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ღონისძიებაში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთავრობათა მაღალი რანგის პირებმა მიიღეს მონაწილეობა - უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.    

ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს: ვიცი, შემიძლია, თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ

„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ“, - განუცხადა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე. მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს კონფლიქტში მშვიდობისკენ მიმავალი გზის გამონახვაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩინეთში გუშინ ჩავიდა. „ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.  

რუსულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე საწყობიდან სამხედრო ტექნიკა გაიტანეს - მედია

ამერიკული ინსტიტუტის (American Enterprise Institute) ანალიტიკოსის, ბრედი აფრიკის თქმით, რუსეთის ძალებმა ცოტა ხნის წინ დაცარიელეს სამხედრო საცავი უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთში. „ოკუპირებულ ყირიმში ამ საცავიდან რუსული სამხედრო ტექნიკის ამოღება აშკარად ჩანს მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათების შედარებისას 11 თებერვლიდან 16 მარტამდე“, - წერს აფრიკი Twitter-ზე. Maxar Technologies-ის მიერ მოწოდებული სატელიტური ფოტოები გვიჩვენებს, რომ საცავი ტანკების, ჯავშანტექნიკის და არტილერიის შესანახად გამოიყენებოდა, მაგრამ 11 თებერვლის შემდეგ რაღაც მომენტში ეს ტექნიკა აღარ ჩანს. უცნობია, სად გადაიტანეს აღჭურვილობა. Washington Post-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ სატელიტური ფოტოების თანახმად, რუსეთი ოკუპირებული ყირიმის თავდაცვას აძლიერებს. ოკუპირებული ყირიმის ახალი სატელიტური გამოსახულება გავრცელდა. Maxar Technologies-ის ტექნოლოგიის მიერ მიღებული სურათის თანახმად, რუსეთმა ააშენა ათობით თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც რამდენიმე მილს მოიცავს, იტყობინება Washington Post და აღნიშნავს, რომ ეს სტრუქტურები ოკუპირებული ყირიმის დაკარგვის შესახებ რუსეთის შიშს ადასტურებს. თხრილების გათხრა ოკუპირებული ყირიმის მასშტაბით დაიწყეს, თუმცა როგორც ჩანს, კონცეტრირდებიან სანაპირო ზონების გასწვრივ, რამაც შესაძლოა, პოტენციური გამოწვევას შეუქმნას უკრაინის მცდელობებს. სიმაგრეები აშენდა უკრაინული ძალების მიერ მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევის წინ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე პირობა დადო, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება.რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია: ლინჩის წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია საკუთარ მოსაზრებას Facebook-ზე ავრცელებს. მისი შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა, კელი დეგნანმა "ლინჩის წესი" აღადგინა. „მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც „სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას. ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, „რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ „რევიზორთა“ კომისიაზე. დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“. პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება", - წერს შენგელია. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს. სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ქომინსის ქვეყანაში არშემოშვების თაობაზე აშშ-ის საელჩო უწყებას არ დაკავშირებია და „ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან“. „ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია, რატომ არ შემოვუშვით, ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მან ასევე უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან. „შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

კელი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე შეერთებული შტატებია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში

საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე შეერთებული შტატებია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ მან ააშენოს დემოკრატია, რაც ქართველ ხალხს სურს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ყველანაირი ჩვენი დახმარება, თითოეული დოლარი, რაც აშშ-ის გამოუყვია საქართველოსთვის, ეს არის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თავდაცვისა და საზღვრების დაცვისთვის. ეს არის ის, რაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოს წარმატება“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედის“ ცნობით.  

კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე: საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე

„საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რა წყაროებს დაეყრდნო აშშ სანქციების დაწესებისას. „სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩართულნი არაინ კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია, თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს, შევიდეს ამერიკაში. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვას, აპირებთ თუ არა თანამშრომლობას ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებთან, „იმედის“ თარგმანის თანახმად, ელჩი პასუხობს: „ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. თუ ქართველი სამართალდამცველები გადაწყვეტენ, დაიწყონ გამოძიება, მათთვის ეს ხელმისაწვდომი იქნება. ეს ბრალდებები არის ცნობილი. როგორც გითხარით, ამერიკული კანონის მოთხოვნა იყო, ჩვენ ასე მოვქცეულიყავით. უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა გამოძიებას“. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას - ელჩი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კონსპირაციის თეორიებს უწოდებს ზოგიერთი წყაროს საშუალებით გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასა და გუშინდელ სანქციებს შორის. „არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რასაც ხშირად მმართველი პარტია იმეორებს, აბნევს საზოგადოებას. ამერიკას საქართველოს დახმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ხანდახან ვრცელდება კონსპირაციული თეორები - მცდარი ცნობები, თუ რას აკეთებს ამერიკა. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენ ამ ურთიერთობის ერთგულნი ვართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა „იმედის“ ცნობით. ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან. „შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

ზელენსკი: რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ევროპაში, როცა უკრაინელები და პოლონელები ერთად დგანან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს ვარშავაში, ციხე-სიმაგრის მოედანზე სიტყვით გამოვიდა პოლონელებისა და უკრაინელების წინაშე. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ევროპაში, როცა უკრაინელი და პოლონელი ერთად დგანან ზელენსკის პოლონეთში ვიზიტის დროს, პოლონეთის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ზელენსკის თქმით, ახალ პაკეტში შედის პოლონური Rosomak-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, (Rak) თვითმავალი ნაღმტყორცნები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Piorun-ი. „როდესაც ბრძოლას არტილერია სჭირდება, ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც გამარჯვება მოითხოვს ტანკებს, მათი ხმა ფრონტზე უნდა ისმოდეს. როცა დამოუკიდებლობას ჰაერი სჭირდება, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, როგორ რეაგირებს რუსეთი ჩვენს თვითმფრინავებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ლიეტუვის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიწვევას NATO-ში გასაწევრიანებლად ვილნიუსის სამიტზე

ლიეტუვის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობას. რეზოლუცია ერთხმად მიიღეს პალატაში დამსწრე 129 დეპუტატის ხმით, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. რეზოლუციაში ასახულია ლიეტუვის ხუთი მიზანი NATO სახელმწიფო მეთაურების მომავალი სამიტის მასპინძლობისას, რომელიც 11-12 ივლისს, დედაქალაქ ვილნიუსშია დაგეგმილი. რეზოლუცია მოუწოდებს ლიეტვას „სრულიად მხარი დაუჭიროს უკრაინას პრაქტიკული ზომებით, მათ შორის NATO-ს პოლიტიკური მხარდაჭერით, იმის აღიარებით, რომ აუცილებელია ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე, უკრაინის წევრად მიწვევა.  

ჩინეთი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ღირებულებაც $500 მილიონი იქნება - Reuters

ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატელეკომუნიკაციო ფირმები ავითარებენ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ საკაბელო პროექტს, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი დოლარია და რომელიც დააკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მისივე ცნობით, პოტენციური პროექტის მონაწილეებს შორისაა ჩინეთის სამი მთავარი გადამზიდავი - China Telecommunications Corporation (China Telecom), China Mobile Limited და China United Network Communications Group Co Ltd (China Unicom). პროექტი ჰონგ კონგს დააკავშირებს ჩინეთის კუნძულ პროვინცია ჰაინანთან, მანამდე კი იმოძრავებს სინგაპურში, პაკისტანში, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და საფრანგეთში.  

აზერბაიჯანმა ირანის საელჩოს 4 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ აბას მუსავი დაიბარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. შეხვედრისას ირანის ელჩს ძლიერი უკმაყოფილება გამოეცხადა აზერბაიჯანთან მიმართებით მისი ქვეყნის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების გამო. ირანის ელჩისთვის ცნობილი გახდა, რომ ირანის საელჩოს ოთხი თანამშრომელი აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა პერსონ ნონ გრატად, რის მიზეზადაც დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა და დიპლომატიური ურთიერთობების 1961 წლის ვენის კონვენციასთან წინააღმდეგობა სახელდება. ბაქომ მათ მოსთხოვა მოითხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიის 48 საათის განმავლობაში დატოვება. Report.az-ის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, კონკრეტულად რას ეხება ირანელი დიპლომატების „პროვოკაციული ქმედებები“.  

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.    

იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა - CNN

იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს. ვერტმფრენი, რომელიც ადგილობრივ ტერიტორიას იკვლევდა, ხუთშაბათს 15:56 საათზე დაიკარგა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი რადარის ეკრანებიდან გაუჩინარდა სამხრეთ იაპონიის პრეფექტურაში, ოკინავას კუნძულ მიაკოს სანაპიროზე.  

ამერიკული საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კონგლომერატის დირექტორი და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

ამერიკული საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კონგლომერატის, Raytheon-ის დირექტორი და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ერთძრავიანი თვითმფრინავი ფლორიდაში, ვენეციის სანაპიროსთან ჩამოვარდა. დაღუპულთა შორისაა ოთხი ადამიანი. კორპორაცია, Boeing-თან და Lockheed Martin-თან ერთად, აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის უმსხვილეს კონტრაქტორებს შორის შედის. სხვადასხვა დროს კომპანიის შემოსავლის 90%-ზე მეტი თავდაცვის შეკვეთებზე მოდიოდა. ის არის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემქმნელი, Tomahawk-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, Stinger MANPADS და მრავალი სხვა ტიპის იარაღის მწარმოებელი.