ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. "სამხედრო წვრთნები საბრძოლო მომზადების შემოწმებით დაიწყო, რის შემდეგაც სამხედროები პოლიგონებზე და უცნობ ტერიტორიაზე გაიყვანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.
თელ-ავივში მომხდარ თავდასხმას იტალიელი ტურისტი ემსხვერპლა
ისრაელში, თელ-ავივში, ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ დაღუპულია 36 წლის იტალიელი ტურისტი. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულია იტალიის მოქალაქე, ალესანდრო პარინი. მედიკოსების ინფორმაციით, ტურისტები არიან დაშავებული მოქალაქეებიც. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.
აშშ-ის საელჩოს გზავნილი მოსამართლეების მიმართ არ იმუშავებს - მურუსიძე
აშშ-ის საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ გზავნილი, რომ თუ არ იქნებით ჩვენი მომხრეები და არ გააკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის მისაღებია, ის დაგემართებათ, რაც მურუსიძეს, დარწმუნებული ვარ, ეს არ იმუშავებს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა. „არ ვიცი, ეს თუ მოხერხდება. შესაბამისად, პრემიერთან გულწრფელი საუბრის შემდეგ დავიგეგმებით, რა შეიძლება, გაკეთდეს უკვე გლობალურად. მოსამართლეები ითხოვენ, შევიკრიბოთ და ვთქვათ სიმართლე, თუმცა ჯერ პრემიერს ვთხოვეთ შეხვედრა, ვნახოთ. იქამდე, ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება, კონფერენციის შეკრებაზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი განცხადების საფუძველს ის მაძლევს, რომ ძალიან ბევრმა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემ გვერდით არიან და მათაც მიაჩნიათ, რომ ეს არის სასამართლოს, მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლა და აქ არ არის საუბარი კორუფციაზე. აქედან გამომდინარე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ განზრახვა, რაც იყო, რომ დანგრეულიყო და დაპირისპირება მომხდარიყო სასამართლო სისტემაში, ეს არ მოხდება. შეიძლება, რაღაც გამოვლინებები იყოს, ვთქვათ, იყოს გარედან თავდასხმებიც, მაგრამ, ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, ვინაიდან ვგრძნობ, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთსულოვნება და სწორი პოზიცია. მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილეობდეს არავის დიქტატს, თუნდაც ეს საუკეთესო მეგობარი იყოს“, – განუცხადა ლევან მურუსიძემ საქართველოს "პირველ არხს". ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება - კალაძე
საჭიროა გარკვეული დოკუმენტაცია, თუ რაზე დაყრდნობით იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, აღქმული იქნება ჩვენთვის და საზოგადოებისთვის სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუციაზე ზეწოლად. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება და ასეთი გადაწყვეტილებები ამ ურთიერთობებს დააზიანებს“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
თუ არ იქნება მტკიცებულება სანქციის დაწესების საფუძვლად, გადაწყვეტილება შეიძლება, შეფასდეს როგორც კატეგორიულად მიუღებელი - მდინარაძე
თუ არ იქნება მტკიცებულება სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. „დამატებითი კი არა, ძირითადად არ გვინახავს, არცერთი არგუმენტი, ან მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს. თავიდან ამას სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ, მათვე განმარტეს, რომ იყო სავიზო შეზღუდვა. არ ვიცი, ეს გარკვეული სვლა თუ იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან, არ მინდა, დამატებითი შეფასება. ამას არა აქვს მნიშვნელობა, სანქციის ფორმა აქვს ერთ და მეორე შემთხვევაშიც. არცერთი მტკიცებულება თუ არ იქნება და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ ეს გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი. ამასთანვეა დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო. მარტივად ხომ არ არის საკითხი, რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე. კონკრეტული ადამიანები დაადანაშაულეს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში, საუბარი იყო ღამის ზარებზეც, თუ ჩვენ ამ ბრალდებას შევხედავთ და მეორე მხრივ ვნახავთ, რომ ამ კორუფციული ბრალდების უკან არ დგას არცერთი მტკიცებულება, რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს იმ ადამიანისათვის, რომელსაც კარგად გათვითცნობიერებული აქვს, რომ აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ამ ქვეყნის, ასეთი დამოკიდებულება არის ყოვლად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს ჩვენ მტკიცებულების გარეშე კონკრეტული ღონისძიების გატარებასთან", - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
უკრაინა: ოკუპანტების აგრესიას 467 ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინაში, ომის დაწყების დროიდან, რუსეთის აგრესიას 467 ბავშვი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „2023 წლის 8 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1413-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, დაიღუპა 467 ბავშვი, ხოლო 946-ზე მეტი დაშავდა“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება - ბლინკენი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი განმარტება გააკეთა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი განმარტება გააკეთეს. სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ხსენებული პირები მნიშვნელოვან კორუფციაში იყვნენ ჩართულნი. მას ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა თბილისის რეაქციაზე, მათ შორის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენისადმი მინისტრ დარჩიაშვილის მიერ გაგზავნილ წერილზე. „რაც შეეხება გუშინ გამოცხადებულ სანქციებს, სანდო ინფორმაცია გვაქვს რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადა ვედანტ პატელმა. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას. ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 აპრილს განაცხადა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ცნობისთვის, 6 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნების მიზნებს განმარტავს
22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური წვრთნები იწყება. წვრთნებში 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით 17 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლების ნაწილი ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. Defender 23-ს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ხელმძღვანელობს. სწავლება 2021 წლიდან ტარდება. პენტაგონის განმარტებით, წვრთნების მიზანია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე, მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. „წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა“, - აცხადებენ პენტაგონში. ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. წვრთნების მხარდასაჭერი აღჭურვილობის ჩატანა ესპანეთში ამ კვირაში უკვე დაიწყო.
აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ ამერიკული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით აცხადებს. აშშ-ის დელეგაციას, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩეველი, ლუი ბოლო ხელმძღვანელობდა. შეერთებული შტატების დელეგაცია, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის, ლუი ბონოს ხელმძღვანელობით, მიესალმა მონაწილეებთან დიალოგს, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულება - ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუზღუდავი წვდომა და არ შეაფერხოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებების შექმნა. აშშ აღნიშნავს, რომ შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ამერიკული მხარე გმობს დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ან შეერთებული შტატები კონფლიქტის რაიმე სამხედრო გადაწყვეტის გზას ეძებენ. „რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ერთგულებას კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის არგამოუყენებლობის შესახებ და გმობს დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ან შეერთებული შტატები კონფლიქტის რაიმე სამხედრო გადაწყვეტის გზას ეძებენ“, - აღნიშნავს ამერიკული მხარე. შეგახსენებთ, 4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართა. ე.წ. აფხაზეთის დელეგაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შეხვედრაზე "აფხაზური პასპორტებით" გადაადგილების შესაძლებლობა დააყენეს. ჟენევის მოპლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებულ განცხადებაში თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ“. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. საგარეო უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. „მიმდინარე რაუნდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხზე მსჯელობისას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი რის გამოც ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხზე დისკუსია. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორებს დისკუსიებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს საგარეო უწყება. ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 2022 წლის 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ. ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდის დროს დააყენა „აფხაზური პასპორტების" აღიარების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი - ამერიკის საელჩო
ამერიკის საელჩო 9 აპრილს მერაბ კოსტავას სიტყვებით იხსენებს და წერს: „დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” - მერაბ კოსტავა ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს
9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის. ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით. პრემიერი ზვიად გამსახურდიას სიტყვებს იხსენებს. "ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს. დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი. ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
თავისუფლების ღირებულების დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები - ისრაელის ელჩი
ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, გვსურს ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, წერს ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი 9 აპრილთან დაკავშირებით. "თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომლის დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები", წერს ისრაელის ელჩი.
დღეს ბზობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. მართლმადიდებელ ტაძრებში დღეს საზეიმო წირვა აღესრულება, სადაც ბზის ტოტებს აკურთხებენ. მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
ჩინეთი ტაივანის მახლობლად წვრთნებს ატარებს
ჩინეთი ტაივანის მახლობლად წვრთნებს ატარებს. იუწყება Reuters. ჩინეთმა, რომელიც აცხადებს, რომ ტაივანს დემოკრატიულად მართავს, როგორც საკუთარ ტერიტორიას, კუნძულის ირგვლივ სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. გასულ აგვისტოში, აშშ-ის პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ტაიპეიში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ასევე მოაწყო სამხედრო მანევრები ტაივანის გარშემო. მიუხედავად პეკინის გაფრთხილებისა, გასულ კვირას ტაივანის ლიდერი ასევე შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უკვე ახალ სპიკერს, კევინ მაკარტის.
პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა. დღეს 9 აპრილს მიმდინარე ღონისძიებას სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის ნანა მალაშხია დაჯილდოვდეს ღირსების მედლით. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე დაჯილდოვდეს ღირსების მედლით“, - ითქვა ღონისძიებაზე. პრეზიდენტის შეფასებით, ნანა მახარაძის სურათი გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე - ნანა მალაშხია, რომელიც ასევე გახდა საქართველოს ევროპული მომავლის სახე და გავიდა ჩვენ საზღვრებს გარეთ და ამით დავანახეთ, რა უნდა საქართველოს“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.
სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა - აბა სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა?
იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქრათველოს უალტერნატივო მომავალი ევროპაა. „ძალიან ვწუხვარ , რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე! ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს , სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის რომ ეს თარიღი, მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც. იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით , ჩვენი ისტორია, რა სჭირდება ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა , ის რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობისთვის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა. უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღა არის ვნების კვირა და აღდგომა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას - გერმანიის საელჩო
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა რუსთაველზე გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო ყველას, ვინც თავისუფლებისადმი სწრაფვითა და სიმამაცით ქვეყანას დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას.
ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ღარიბაშვილთან ერთად, მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს
პრეზიდენტი: ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი
ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია, - განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ. „ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე! ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს, სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დღეს მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები და ეძღვნებოდა 9 აპრილის თარიღსა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერას. პრეზიდენტის ორგანიზებულ შეხვედრას მმართველი პარტიის წარმომადგენელი ქალები არ ესწრებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიიდან კომენტარი გააკეთა ნინო წილოსანმა. „ვფიქრობ იმ გამოსვლის მერე, რაც პრეზიდენტს პარლამენტში ჰქონდა; რამდენჯერაც ტყუილი ბრალი დასდო საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რუსულ რიტორიკაში, ჩემი ადგილი მის მხარდამჭერ ღონისძიებებში არ არის“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საპატრიარქო ილია II-ს განცხადებას ავრცელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, საუბარია 9 აპრილის თარიღსა და ბზობის დღესასწაულზე. „9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა. წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, - იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ... ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე. ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.