ძებნის რეზულტატი:
ლევან დავითაშვილი: სომხეთში ექსპორტი მზარდია და ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტი სომხეთში მიმდინარე წელს უკვე 133 მლნ დოლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ორი ქვეყნის კერძო სექტორსაც შორის იყოს მჭიდრო კავშირი. გარდა იმისა, რასაც მთავრობები ვაკეთებთ, რომ შევქმნათ ხელსაყრელი გარემო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, ბიზნესებმაც დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები სავაჭრო კავშირების გასამტკიცებლად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც საქართველო - სომხეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად, მოხსენება გააკეთა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე. ბიზნეს ფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის კერძო სექტორის დონეზე. „ჩვენ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ქცევის პოლიტიკას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. დღეს ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის საიმედო, კონკურენტუნარიანი და ეფექტური პარტნიორი ბიზნესის კეთების კუთხით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღესვე, ლევან დავითაშვილისა და გნელ სანოსიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. შეხვედრაზე ლევალ დავითაშვილმა სომხეთის მხარე მეოთხე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის გამართვა დაგეგმილია 26-27 ოქტომბერს თბილისში და მიზნად ისახავს უზრუნველყოს პლატფორმა მაღალი დონის დიალოგისთვის მთავრობასა და ბიზნეს წრეებს შორის.
მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მათ არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება - კალაძე “რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კომენტარი და განმარტებები გაკეთდა. ასევე, ამასთან დაკავშირებით ილია დარჩიაშვილს ჰქონდა ძალიან კარგი წერილი, სადაც დეტალურად მოყვანილი იყო კონკრეტული მაგალითები, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა ვითარება და მდგომარეობა იყო, ხოლო ახლა, დღეს რა გვაქვს. ამ ყველაფრის შედარება ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ამ ყველაფრის საბაბი რა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის", - განაცხადა კალაძემ. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება
გაბალაში დაიწყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 596,61 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. „საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 62 644,04 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ თურქეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 14 408.46 ლარის ოდენობით შეეფარდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ საქართველოს მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება „მოგესალმებით პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ბატონო ილჰამ ალიევ! ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ ძალიან ლამაზ ადგილას, მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ილჰამ ალიევს, ჩემნი მასპინძლობისთვის ამ ულამაზეს ადგილას. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდით საქართველოში ჩვენ მაშინ დავიწყეთ ახალი ტრადიციის დანერგვა, როცა არა მხოლოდ დედაქალაქს ვსტუმრობდით, არამედ რეგიონებსაც ვსტუმრობთ. ეს ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, კარგი ტრადიციაა და ამ ტრადიციას ვაგრძელებთ დღეს ამ რეგიონში სტუმრობით. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის თქვენთან, აზერბაიჯანთან აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრობას, ძმობას. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს, გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა. აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად გახადა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც განხორციელებულია და რომელიც წარმატებით მუშაობს. საქართველო ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. როგორც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, ისეთი, მაგალითად როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც რა ტქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით ჩვენ, ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა ჩვენ საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.
ელჩი დეგნანი პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ: ვისაუბრეთ იმ დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს
„საუბარი იყო დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს, ეს და მათ შორის კორუფციასთნ ბრძოლა, 12 რეკომენდაციის ნაწილია“, - ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. „ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დამატებით ნაბიჯებზე, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ პარლამენტს, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს, ეს და მათ შორის კორუფციასთნ ბრძოლა, 12 რეკომენდაციის ნაწილია. ჩვენ ვიცით, არსებობს ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ერთ-ერთი საკითხია იუსტიციის საბჭოს რეფორმირება. ამ მიმართულებით მეტია გასაკეთებელი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სავიზო აკრძალა იმოქმედებს თუ არა უარყოფითად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი და შესაძლებლობა და შანსი, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე ბრალდებები მოგვარდეს. ასევე, უპასუხოს გამოწვევებს“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 100%-ით ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. „ამ საკითხზე რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეოროები გვესმის მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან“,- განაცხადა ელჩმა.
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები - ალიევი
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან - ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება „6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს. ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ყველაფერი გემის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება „შუა დერეფნით“, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მრავალ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ალიევმა.
ელჩი დეგნანი „მეორე ფრონტზე“: 100%-ით სიცრუეა, შემაშფოთებელია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეოროები ხშირად ისმის მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგანაც
„100%-ით სიცრუეა“ - ამ ფრაზით კიდევ ერთხელ უპასუხა ამერიკის ელჩმა „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას. მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, რომ კიდევ კეტდება ანტიდასავლური განცხადებები რიგი აქტორების მხრიდან. „ამ საკითხზე ძალიან ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი. 100%-ით სიცრუეა, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როცა ბოლო 30 წელია, ვმუშაობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს. ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, რომ ქვეყანა გაძლიერდეს. რატომ უნდა გვინდოდეს, რისკის ქვეშ დავაყენოთ საქართველო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მსგავსი კონსპირაციული თეოროები და ტყუილი ხშირად ისმის და მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც იმეორებენ. განსაკუთრებით მათ იციან ეს, რომ 100%-ით სიცრუეა“, - განაცხადა ელჩმა.
ღარიბაშვილი აზერბაიჯანში: ვაპირებთ, წელს დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, რომ შეხვდრისას „განიხილეს რეგიონში არსებული ვითარებ. რთულ ვითარება რომელიც არის უკრაინაში ომის გამო“. მისი თქმით, ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. „ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ხალხებს. ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა, მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს. მე ასევე მინდა ვთქვა, რაც უკვე ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რომ წლების განმავლობაში, უახლოეს მომავალში ყველა ის ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ჩვენ დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, უფრო მეტი პროექტების განხორციელება და ჩვენ ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით მჯერა, რომ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს მასპინძლობისთვის. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს თქვენი ქვეყანა აღნიშნავს თქვენი ძვირფასი მამის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს. თქვენ ხართ ჩვენთვის მეგობარი ადამიანი. ბატონი ჰეიდარ ალიევი ასევე იყო ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვუსურვო აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დღეს, 7 აპრილს შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და ერთგულია სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეისადმი, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში. ერთად დგომით შეგვიძლია რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად“, - წერს პრემიერი Twitter-ზე.
ალიევი: საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი ყოველდღიურად იზრდება
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. „ჩვენი შეხვედრა ხშირია, 6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი, თქვენ დღეს სტუმრობთ აზერბაიჯანს. ჩემი ვიზიტის განმავლობაში საქართველოში ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალას რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება გვეძლევა, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. ეს ძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, ყოველდღიურად. ეს მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 20 მლრდ კუბური მეტრი მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, ამ მემორანდუმის თანახმად, 2027 წლისთვის ჩვენ ევროპას მივაწოდებთ 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ესაა ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. „არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას 11 000 მეტრის მილსადენი აქვს ოპერირებაში, ემსახურება 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. დაწყებული გვაქვს უკვე ამ მიმართულებით მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ესაა მასშტაბური პროექტი და რა თქმა უნდა, მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე მიანიჭა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პროექტს. ეს არ არის შემთხვევით, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიაში,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
კელი დეგნანი მარშალ ქომინსზე: ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონდა ინფორმაცია, ვიდრე გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან არ გააკეთა განცხადება
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა. „ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონდა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან არ ისაუბრა. ჩვენ არ ვახორციელებთ მონიტორინგს, ვინ ჩამოდის ამერიკიდან, უამრავი ადამიანი ჩამოდის. ზოგი როგორც ტურისტი, ზოგიც სხვადასხვა მიზნით. თუ საელჩოს კონკრეტულმა პირმა არ მომართა დახმარებისთვის, მაშინ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ ჩამოდის და ვინ მიდის. შეიძლება, ჩამოდიოდა როგორც ტურისტი“, - აღნიშნა ელჩმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ცნობისთვის, 6 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან. „შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება, არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. აშშ-ის ელჩი კონსპირაციის თეორიებს უწოდებს ზოგიერთი წყაროს საშუალებით გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასა და ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს შორის. „არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რასაც ხშირად მმართველი პარტია იმეორებს, აბნევს საზოგადოებას. ამერიკას საქართველოს დახმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ხანდახან ვრცელდება კონსპირაციული თეორები - მცდარი ცნობები, თუ რას აკეთებს ამერიკა. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენ ამ ურთიერთობის ერთგულნი ვართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა 7 აპრილს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5330 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5330 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5330 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5375 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7655 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე: პარტნიორები ასე არ იქცევიან
პარტნიორები ასე არ იქცევიან. საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისთვის, რომ საერთაშორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა „ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ჩვენ ამას ვიჩენთ, მათ შორის, იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. მათ შორის იმითაც, რომ როცა უკან იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ, უმოკლეს ვადებში, ლოჯისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო ის, რომ პროცესი მთლიანად ორგანიზებული ყოფილიყო. ამ გადმოსახედიდან და ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები. როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის - მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ამავე დროს იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე და რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო, ვერავინ ვერ გაიგო - მე ამასთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი. ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ნეაპოლში წყვილმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა
ნეაპოლში წყვილმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა. დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა - მისი მშობლები, არმანდო და კლარა ორივე ნაპოლის გულშემატკივრები არიან. „სიმართლეა. ბავშვის სრული სახელი დანიელე ხვიჩა დავარქვით. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნაპოლის“ ირგვლივ მოხდა“, - აღნიშნა ბავშვის მამამ. ცნობისთვის, პატარა დანიელე-ხვიჩა პირველი ბავშვია ნეაპოლში, რომელსაც ქართველი სუპერვარსკვლავის სახელი დაარქვეს.
პრეზიდენტი: მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, ნურც გვიხარია, გავაანალიზოთ, რა მოხდა
„არ მიხარია და განვიცდი ამერიკის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას, არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებულთა სიაში. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება, და იმის მიუხედავად, რომ განცხადება ხაზს უსვამს ქვეყნის მხარდაჭერას, ზიანდება ქვეყნის იმიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სისტემის ჩამოყალიბებაში. „ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. საზოგადოებამ კარგად იცის, რა და რატომ არ გაკეთდა, ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი შიშობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ევროპაში ნეგატიური სიგნალი. „ამიტომ, არც ნიშნის მოგების დროა და არდ თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე, ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, იქნება ეს სრული გამოძიება თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც საერთაშორისო მეგორებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, ნურც გვიხარია. გავაანალიზოთ რა მოხდა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სავიზო აკრძალა შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი, შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე ბრალდებებს. ეს არის შანსი, რომ საქართველომ წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა.
რაც ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება მიუღებელია. ელჩი დეგნანი: ეს არის შანსი, საქართველომ შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს, მოახდინოს რეაგირება კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში „რაც შეეხება სამი მოსამართლისა და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი „სანქცია“ ალბათ აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესასა და სხვადასხვა კვლევაში. ის, რაც ვიცით. თუმცა სპეციფიკურად რომელი ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია", - განაცხადა პაპუაშვილმა. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
პრეზიდენტი: არ მიხარია და კიდევაც განვიცდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას, ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა
ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების - თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, მით უფრო სწრაფად აღდგება ქვეყნის რეპუტაცია. „მინდა, უპირველესად, მოგილოცოთ ხარების დღესასწაული. მინდა საქართველო ვნახო მართლაც გახარებული და დაწყნარებული, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღეს არ მიხარია. არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს როგორც იცით, შევხვდი აშშ-ის ელჩს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და ამ 4 პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს ელჩი, ამავე დროს განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ. ამიტომაც, სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება. ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული პირების ქვეყნების სიაში მაშინ, როდესაც საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება, ვშიშობ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში არ იყოს აღქმული, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზე, ყველაზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, რასაც ყველა პარტნიორი აკვირდება, მით უფრო სწრაფად აღადგენთ ქვეყნის რეპუტაციას და მით უფრო ნდობას. ქვეყანა ამას არ იმსახურებს და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სავიზო აკრძალა შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამ შეკითხვას უპასუხა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სავიზო აკრძალა შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი, შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე ბრალდებებს. ეს არის შანსი, რომ საქართველომ წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა.
ალიევი შუა დერეფანზე: უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა, ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო
ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს თანამშრომლობაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ძალიან წარმატებით. „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს მომავალშიც. ეს არის ძირითადი ასპექტები ჩვენი თანამშრომლობის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას, თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით აზერბაიჯანში“ , - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
იაპონია თურქული დრონის გამოცდას გეგმავს
იაპონია თურქული თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) Bayraktar TB2 გამოცდას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისივე თანახმად, ტესტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თურქული წარმოების დრონების დიდი შეკვეთის შესრულებაა მოსალოდნელი.
ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. კერძოდ, ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით. სახალხო დამცველის მიერ დღეს, 7 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ საყურადღებოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები უმეტესად დღესასწაულებს ემთხვევა. „ე.წ. გამშვები პუნქტების, რომლებიც ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მგზავრთა გადაადგილება 7 აპრილს, დილიდან შეზღუდა. ენგურის ხიდზე კი ცალმხრივად გადაადგილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ სამეგრელოში არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ, ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდნენ. გამონაკლისის სახით ორივე მიმართულებით გადაადგილებას ახერხებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „საოკუპაციო ძალის აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მორიგ აქტს და აუარესებს, როგორც ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების გარემოს“. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი: ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან - ენგურის ხიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან - საბერიო-ფახულანის.