ძებნის რეზულტატი:
სექსი არის ერთ-ერთი მშვენიერი რამ, რაც ღმერთმა აჩუქა ადამიანს - რომის პაპი
დოკუმენტური ფილმის კონტექსტში, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე, რომის პაპი ფრანცისკე განიხილავს სქესობრივი კავშირის უპირატესობებს და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს. დოკუმენტური ფილმი კათოლიკური ეკლესიის მოდერნიზაციის მცდელობის ნაწილია, რომლის ხელმძღვანელიც 20 წლამდე ასაკის 10 ადამიანის კითხვებს პასუხობს. კერძოდ, რომის პაპმა ფრანცისკემ "დისნეი +" - ის დოკუმენტურ ფილმში, "პასუხობს პაპი" ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. რომის პაპი: გემრიელი საჭმელი და სექსი ღვთაებრივი სიამოვნებაა მას ჰკითხეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ლგბტ უფლებებზე, აბორტზე, პორნო ინდუსტრიაზე, სექსზე. რწმენაზე, ასევე სექსუალურ ძალადობაზე კათოლიკურ ეკლესიაში. აბორტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მღვდლები უნდა იყვნენ მოწყალენი ქალების მიმართ, რომლებმაც ორსულობის შეწყვეტა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს პრაქტიკა მიუღებელია. „ყველა ადამიანი ღვთის შვილია. ღმერთი არავის უარყოფს, ღმერთი მამაა და მე არ მაქვს უფლება, ვინმე ეკლესიიდან განვდევნო“, - განაცხადა რომის პაპმა.
გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული ბომბდამშენი „სუ-25“ ჩამოაგდეს. შესაბამის ვიდეოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ძალების ხელმძღვანელობა აქვეყნებს. ვიდეოს მიხედვით, პილოტს სავარაუდოდ, კატაპულტირება შეეძლო. „სუ-25“-ის ტიპის ბომბდამშენი ძირითადად ბრძოლის ველზე სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად, ხმელეთზე მდებარე ობიექტების გასანადგურებლად და დაბალი სიჩქარით მოძრავი საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება.
გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, სხვადასხვა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები და პროკურორები ესწრებოდნენ. „გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების პროცესში საქართველოს პროკურატურის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ უწყებებთან აქტიურმა თანამშრომლობამ. სამუშაო შეხვედრაზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა მონაწილეებს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ევროპული და ამერიკული გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახეები და მათი გავრცელების მასშტაბები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიასა და მისი შემუშავების პრინციპების შესახებ ისაუბრა. მონაწილეებმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოწვევებზე, ორგანიზებული დანაშაულის საქართველოში გავრცელებულ ფორმებზე, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების სტანდარტებზე და ასევე, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკაზე იმსჯელეს. მსმენელებმა დასვეს კითხვები არსებული გამოწვევების შესახებ და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნულ თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: მზად ვართ, შუა დერეფნის ფარგლებში ყაზახეთთან თანამშრომლობა გავაფართოოთ
აზერბაიჯანი მზადაა, შუა დერეფნის ფარგლებში ყაზახეთთან თანამშრომლობა გააფართოოს. განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-19 სესიაზე, ბაქოში. მან განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაფართოება საჭიროა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ფართო გამოყენებისთვის. „გარდა ამისა, აზერბაიჯანი მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა ზანგაზურის დერეფნის პოტენციური სატრანზიტო შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო კავშირების გაფართოებას“, - აღნიშნა მინისტრმა. ყაზახეთისთვის ზანგაზურის დერეფნის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განუცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა შუა დერეფნის გარშენო. ბაქოს პორტის გაფართოებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზანგეზურის დერეფანი განვითარდეს“, - განაცხადა სერიკ ჟუმანგარინმა და აღნიშნა, რომ ეს დერეფანი გაააქტიურებს მუშაობას TITR მარშრუტზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი).
ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters
წელს ბაქო-სუფსის მილსადენით 5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა. სააგენტო წერს, რომ ასტანა ცდილობს, შეამსუბუქოს დამოკიდებულება რუსეთის გავლით ტრანზიტზე. „ნავთობი შესაძლოა, კასპიის ზღვის ყაზახეთის შელფზე მდებარე გიგანტური კაშაგანის საბადოდან წამოვიდეს, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ორი აზერბაიჯანელი და ერთი ყაზახი ოფიციალური პირის განცხადებით, აზერბაიჯანმა შეთავაზება გააკეთა და მხარეები ახლა დეტალებს განიხილავენ. ყაზახეთს ნავთობის უმეტესი ნაწილი ევროპაში კასპიის მილსადენის კონსორციუმის ხაზით გააქვს, რომელიც რუსეთს კვეთს, ასტანა უკრაინის გამო თავისი მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობს. მან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდება უკვე დაიწყო. ბაქო–სუფსის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის თებერვალში. მისი სიგრძე 837 კილომეტრია. მილსადენის დიამეტრი 530 მმ. ასევე წაიკითხეთ Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს
უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს განაახლებს
უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს განაახლებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ 7 აპრილს მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს. უკრაინას ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტა ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმის შემდეგ მოუწია. ელექტროენერგიის ექსპორტი მოიზიდავს დამატებით ფინანსურ რესურსებს მასობრივი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული და დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, - განაცხადა ჰალუშჩენკომ.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. „ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით. ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. მსუბუქ ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს. კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრ ASAN Service-ში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრში, ASAN Service-ში იმყოფებოდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო. ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.
ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო
ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ქალებმა შესაძლოა დაკარგონ წვდომა სამედიცინო პრეპარატზე, - ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, 20 წელიწადზე მეტია მილიონობით ქალი გამოიყენებდა „მიფეპრისტონს“ არასასურველი ორსულობის უსაფრთხო და ეფექტური შეწყვეტისთვის. "ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ეროვნულ დონეზე აბორტების აკრძალვის მიმართულებით, რომელიც დააანონსეს არჩეულმა რესპუბლიკელებმა. იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, ტეხასის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა „მიფეპრისტონის“ მოქმედების ნებართვა, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვის საფუძველზე 22 წელზე მეტია, მედიკამენტური აბორტისთვის გამოიყენებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო 13 ჰა ფართობზე მდებარეობს და ყველაზე მოწინავე საკონსერვო ქარხანაა სამხრეთ კავკასიაში. ეს ქარხანა აწარმოებს 100-მდე სახეობის პროდუქტს, წელიწადში ამუშავებს დაახლოებით 70,000 ტონა ხილს და ყოველწლიურად აწარმოებს 210,000 ტონა წვენსა და ნექტარს. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიასა და საქართველოში.
ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება - ბლინკენი „ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ თუ ეს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირების ტოლფასი იქნება, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
რუსებმა უკრაინაში დაახლოებით, 177 680 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 177 680 -მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 570 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 636 ტანკს, 7 020 ჯავშანტექნიკას, 2 727 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 292 ვერტმფრენს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას, - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება, სადაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას. „ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ამასთან, გამოძიებ, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში უკანონოდ ბზის მოჭრაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოჭრან ბზა. სამინისტროს ინფორმაციით, კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
უცხოური მედია: აშშ უკრაინაში მიმდინარე ომის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის ფაქტს იძიებს
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. მათივე ცნობით, აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან. დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე პერიოდით არის დათარიღებული და გრიფით საიდუმლოა, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდებასა და გრაფიკზე. ანონიმური წყაროს თქმით, აღნიშნული დოკუმენტები რედაქტირებულია და მათში რუსული მხარის მსხვერპლის რიცხვი გამიზნულად არის შემცირებული. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში დაღუპული რუსი სამხედროები რიცხვი 16 ათასიდან 17 500-მდეა დასახელებული, მაშინ როდესაც აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებებში 200 ათასს დაღუპულზე საუბრობს.
რუსული რუბლი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა
რუსული რუბლი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. ერთი აშშ დოლარი 83 რუბლი ღირს. რუბლი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში - ერთი ევროს ღირებულება 92 რუბლს შეადგენს. მოსკოვის ბირჟებზე გამართული ბოლო ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებაში რუსული ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გატაცებული 30-ზე მეტი ბავშვი ქვეყანაში დავაბრუნეთ
ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინას“ ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი ქვეყანაში დააბრუნა. „ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. "მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა. სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს სააგენტომ საცხობებში განახორციელა 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლინდა 85 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა კვერცხის წარმოებებში, სადაც დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აღინიშნა. მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს", - აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.
31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბატალიონისთვის, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება. „ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.