ძებნის რეზულტატი:
NATO ბელორუსს აფრთხილებს
რუსეთი უკრაინას ბელორუსის გავლით უტევს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსი რუსეთის პლატფორმად იქცა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბელორუსს მოუწოდა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ ომში. სტოლტენბერგმა აღშნიშნა, რომ უკრაინისადმი NATO მხარდაჭერა გაგრძელდება. „ბელორუსი იყო და რჩება პლატფორმად, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში. მათ შეჭრა ნაწილობრივ ბელორუსიდან წამოიწყეს, ხოლო ბელორუსიდან რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ჩვენი გზავნილი ბელორუსისადმი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისინი არ უნდა იყვნენ უშუალოდ ჩართულნი (ომში) და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ომის მოსაგებად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სასამართლომ საგუშაგოზე მყოფ სამართალდამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, შსს-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთაგან ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. ცნობისთვის, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში არსებულ საგუშაგოზე დისლოცირებულმა სამართალდამცავებმა, ავტომობილით მოძრავ მოქალაქეს ანიშნეს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეჩერებინა. პირის მხრიდან დაუმორჩილებლობას უთანხმოება მოჰყვა. დაპირისპირებაში თანასოფლელებიც ჩაერთნენ, რაც საბოლოო ჯამში, შსს-ს თანამშრომლებსა და სოფლის მცხოვრებთა ერთ ნაწილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. „8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანს შეხვდება
ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება. ეს ცნობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა და დამატებითი დეტალები შეხვედრის თემასთან დაკავშირებით ცნობილი ჯერ არ არის. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
რუსი ოლიგარქი იგორ შკურკო გარდაცვლილი იპოვეს - The Sun
რუსეთში ენერგეტიკის ბოსი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ი ავრცელებს. The Sun-ი წერს, რომ 49 წლის იგორ შკურკო იყო რუსული კომპანიის Yakutskenergo-ის დირექტორის მოადგილე. კომპანია იაკუტსკში, აღმოსავლეთ ციმბირშია დაფუძნებული. გავრცელებული ცნობებით, შკურკო 30 მარტს დააკავეს 6 000 დოლარზე მეტი ოდენობის თანხის ქრთამის სახით აღების ბრალდებით. მედია გარდაცვალების მიზეზებზე ცნობებს არ ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. "ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას. ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას. შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა - თბილისის მერია
ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა როგორც უწყებაში განმარტავენ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ, სადაც გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით. რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს. ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, არის სრული სიცრუე“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პიტერ სტანოს კომენტარი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო Europetime-ს ესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით, აშშ-სთან პარტნიორობის კონტექსტში. „ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სანქციების დაწესების შესახებ სხვების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით, თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის სამთავრობო უწყებების პირველი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შედგა. შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნები ხაზს უსვამენ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას მწვანე ენერგოგაცვლისა და ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი თემაა მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფაზაში. შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკუ. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი სტრატეგიული პროექტია და უდიდესი საინვესტიციო შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი მმართველი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა ბუქარესტში გაიმართება.
ილია დარჩიაშვილი ბლინკენს: იმედს გამოვთქვამთ, რომ აშშ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას
სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტის, ილია დარჩიაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა „ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს. ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“,- აღნიშნავს დარჩიაშვილი.
რუსეთის თავდაცვამ გენერალი რუსტამ მურადოვი გაათავისუფლა - ბრიტანული დაზვერვა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, RBC-Ukraine წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, დიდი ალბათობით, გენერალ-პოლკოვნიკი რუსტამ მურადოვი უკრაინაში აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის (GRU) მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოკუპანტების 60-ზე მეტი შეტევა მოვიგერიეთ - უკრაინა „ამჟამად ის არის ყველაზე მაღალი რანგის რუსი სამხედრო ოფიცერი, რომელიც 2023 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ ალბათ კიდევ იქნება გათავისუფლებები, რადგან რუსეთი დონბასში მიზნებს ვერ მიაღწევს“, - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთმა დაახლოებით 176 630 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბათუმში უამინდომის გამო რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს
ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Czech Airlines-ისა და Arkia Airlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირებას ავტობუსებით მოახდენენ. მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან 7 უკვე შესრულდა.
იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი - ქადაგიძე მოსამართლეების სანქცირების საკითხზე
ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ან შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, ან დეპარტამენტის მხრიდან საკითხი კიდევ ერთხელ გადაიხედება, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე მოსამართლეების სანქცირების საკითხს. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა „გუშინ, ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს და დიდ იმედს ვიტოვებ. ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე როგორც, უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა ჩემ კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ასევე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ. მე კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრი რამე გაირკვევა და იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხი გაცემული არაა, გაეცემა და მე ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი ოფიციალური განცხადება გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომეცემა იმის შესაძლებლობა, რიგ საკითხებში გავერკვე“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ლევან მურუსიძე მისი დასანქცირების შესახებ: აშშ-ის საელჩოს სურს, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება
აშშ-ის საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება , - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ. იმედს ვიტოვებ, რომ ან შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი - ქადაგიძე მოსამართლეების სანქცირების საკითხზე "თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ. კორუფციის გამოწოვილი ბრალდებით, რომელზეც მტკიცებულება არ არსებობს, მართლმსაჯულების მიტაცება ხდება. ელჩმა ბრძანა, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თუ ელჩმა იცის, რომ ლევან მურუსიძე ღამე ახორციელებს ზარებს, ე.ი. ტელეფონზე მისმენენ. მთავარი ის კი არ არის, ლევან მურუსიძეს სანქციას ამერიკის შეერთებული შტატები დაუწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. ამას მე თავს გავართმევ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ კორუფციაზე არ არის საუბარი, ვერავითარი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი რომ კორუფციას აქვს ადგილი. აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა იმისთვის, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი ლევან მურუსიძეს ექნება თუ არა სანქციები, მნიშვნელოვანია საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი, აშშ-ს საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა. სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება. თუ დაინტერესდებით, ამ ქვეყნებსაც ნახავთ“,- აღნიშნავს მურუსიძე. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
კელი დეგნანი: რეაქცია, რაც ვნახეთ, ზედმეტად ემოციურია, ეს სანქციები არ ეხება პოლიტიკურ პარტიას, ზოგადად, სასამართლო სისტემას, ეს ეხება 4 კონკრეტულ პირს
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის იმ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესდა. კელი დეგნანის თქმით, შტატები ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს. „აშშ არის მტკიცე პარტნიორი და მეგობარი საქართველოსი 30 წლის განმავლობაში და ამის ნიშანი და გამოხატულებაა ქვეყნის ყველა ქალაქში, ყველა სოფელში - იქნება ეს სკოლების გარემონტება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბევრი სხვა რამ და რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალების, სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დახმარება იმისათვის, რომ მათ უკეთ დაიცვან საქართველოს საზღვრები და შეძლონ აგრესიის შეჩერება. ჩვენ ვაკეთებთ ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა, ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ ქვეყანაში და არიან ევროპული ოჯახის წევრები, ყველაფერი, რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატია. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მტკიცე ინსტიტუტების მშენებლობას და სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანის თქმით, ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან გამოჩნდა შინაარსიანი რეფორმების გაგრძელების ნების ნაკლებობა, რაც ნამდვილად დამოუკიდებელს გახდიდა სასამართლოს. მან ასევე უპასუხა შეკითხვას იმ რეაქციებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილებას, მათ შორის მოსამართლეებისგან მოჰყვა. „რეაქცია რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, წლების განმავლობაში ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, გააუმჯობესოს ეფექტიანობა, მოსამართლეების ტექნიკური უნარები, ვმუშაობთ მოსამართლეებთან. ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ და ისინი არიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერები, ერთგულნი, რომ შეასრულონ თავისი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე. მათ ეს სურთ და მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს ოთხი ადამიანი, დაფუძნებით სპეციფიურ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდა ამ მოსამართლეებს ამ თავის სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის ოთხ კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელისშემშლელები იყვნენ აშშ-ის კანონმდებლობით და ჩართულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებებში, მათ არ აქვთ უფლება, რომ შემოვიდნენ აშშ-ში“, - აცხადებს კელი დეგნანი. ამასთან, კელი დეგნანმა უპასუხა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც. „არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველა ქართველისთვის შემაშფოთებელი იქნებოდა, რომ მათ უსმენენ“, - აღნიშნა ელჩმა. „ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“, - განაცხადა 5 აპრილის საღამოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. „ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები - წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით“, - განაცხადა კობახიძემ. სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით კი, აშშ-ის საელჩოს სურს, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. „შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ“. - განაცხადა მურუსიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ბლინკენის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ელჩ დეგნანის ვიდეომიმართვა. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
ელჩი დეგნანი მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაზე: არ ვიცი, რაზე საუბრობს, არაფერი მაქვს დასამალი
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც სატელეფონო საუბრებს შეეხებოდა. „არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველა ქართველისთვის შემაშფოთებელი იქნებოდა, რომ მათ უსმენენ“, - აღნიშნა ელჩმა „მთავარ არხთან“. კელი დეგნანის თქმით, შტატები ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს. „სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართული კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“, - განაცხადა 5 აპრილის საღამოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. „ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები - წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ბლინკენის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ელჩ დეგნანის ვიდეომიმართვა. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
ელჩი დეგნანი ოთხი მოსამართლის დასანქცირებაზე: გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციაში
ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, შტატები სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს. „სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა „მთავარ არხთან“. კელი დეგნანი: რეაქცია, რაც ვნახეთ, ზედმეტად ემოციურია, ეს სანქციები არ ეხება პოლიტიკურ პარტიას, ზოგადად, სასამართლო სისტემას, ეს ეხება 4 კონკრეტულ პირს
რუმინეთი: შავი ზღვის კაბელის პროექტი კასპიის ზღვასთან და ევროპაში მდებარე ქვეყნებისთვის არის შესაძლებლობა
რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ ნიკულესკუს თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროპაში და კასპიის ზღვასთან მდებარე ქვეყნებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, ერთმანეთთან უკეთესად იყვნენ დაკავშირებული ამ კაბელის საშუალებით. „პროექტის ნაწილი, რომელიც გაივლის შავ ზღვას, უაღრესად მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე რთული ნაწილია. ეს იქნება ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. ასე რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის რეალური გამოწვევა და იმედი მაქვს, რომ კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ. ამ პროექტის მთავარი მიზანია უკეთესი დაკავშირებულობა მნიშვნელოვან რეგიონებთან. რუმინეთის თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული წყაროების და ბუნებრივი გაზის დივერსიფიკაციის გაზიარებისკენ, რათა უკეთესად ვიყოთ დაკავშირებული რეგიონის ქვეყნებთან“, - განაცხადა ნიკულესკუმ, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. თბილისში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის სამთავრობო უწყებების პირველი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ ნიკულესკუ. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა. ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.
სიიარტო შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას
„აღფრთოვანებულები ვართ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით და მოხარულები ვართ ქართველ, აზერბაიჯანელ და რუმინელ მეგობრებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მისი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტს შეუძლია, უზრუნველყოს უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. „უნგრელები დაინტერესებულები ვართ დივერსიფიკაციით მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებით. ნამდვილად ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას ამ პროექტის განხორციელებისადმი, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში, მზად ვართ, მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები შეძლებენ ,შეასრულონ რეკორდული, თითქმის 1200 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის უზრუნველყოფის გეგმა“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. ღონისძიება დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.
მეტროს პირველი ხაზი მთლიანად გაჩერებულია
მეტროს პირველი ხაზი მთლიანად გაჩერებულია, რისი მიზეზიც ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანებაა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ჯგუფი ადგილზეა და ცდილობენ ხარვეზის გამოსწორებას. განახლება: თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია Facebook-ზე ავრცელებს. „თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა. თბილისის მეტროს პირველი ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი) აღდგა მატარებლების მოძრაობა და ყველა სადგური გაიხსნა მგზავრებისთვის. შეგახსენებთ, რომ მეტროს პირველ ხაზზე, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.