ძებნის რეზულტატი:
300 წლის განმავლობაში პირველად, კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე აღევლინა
უკრაინული მედიის ცნობით, 300 წლის განმავლობაში პირველად, კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე აღევლინა. მას ხელმძღვანელობდა არქიმანდრიტი აბრაამი. პოლიციამ შესასვლელში შემოწმებას ატარებდა. შეგახსენებთ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩერის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა. 2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.
უკრაინა ამერიკული წარმოების Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენს უკვე იყენებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა უკვე აითვისეს ტექნიკა და საბრძოლო მოქმედებებში იყენებენ ლეგენდარულ ამერიკულ Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღეებში, ფრონტის ერთ-ერთ რაიონში, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ოპერაციების ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს რეგულარულ წვრთნაში Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენთან ურთიერთქმედების შესახებ. სპეცდანიშნულების რაზმებმა უკევა გაიარეს შესაბამისი სწავლება.
დანილოვი: უკრაინიდან მტრის გაძევება დროის საკითხია
უკრაინა გამოიყენებს არსებულ და ახალ იარაღს ყველა დროებით ოკუპირებულ რაიონში, ამიტომ დამპყრობლების განდევნა უკრაინის მიწიდან, დროის საკითხია. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „ჩვენ გამოვიყენებთ მთელ არსენალს, რაც ჩვენს ხელთ გვაქვს. თავდაცვის მრეწველობის ჩვენი წარმომადგენლების მიერ დამზადებულ ახალ იარაღსაც აუცილებლად გამოიყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ყირიმი, დონეცკი თუ ლუგანსკის რაიონები, თუ სხვა ქალაქები. ჩვენ მათ [დამპყრობლებს] გავაგდებთ იქიდან. ეს აუცილებელია. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - განაცხადა დანილოვმა.
ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. „დღეს ჯილი და მე თბილ მილოცვას ვუგზავნით ყველა ჩვენს მეგობარს მართლამდიდებელ ქრისტიანულ საზოგადოებაში, რომელიც აღდგომას აღნიშნავს. დაე, ქრისტეს მშვიდობა იყოს თქვენთან ახლა და ყოველთვის“, – წერს ჯო ბაიდენი Facebook-ზე.
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ჯარისკაცი გაათავისუფლა
უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად, რუსული ტყვეობიდან კიდევ 130 ჯარისკაცი გაათავისუფლა. „ტყვეების დიდი სააღდგომო გაცვლა. 130 ჩვენიანს ვაბრუნებთ. ეს განხორციელდა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად. სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები, სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რიგითები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ბახმუტის, სოლედარის, ზაპორიჟიესა და ხერსონის მიმართულებებით. ჩვენი ხალხი შინ ბრუნდება“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. ერმაკის თქმით, უკრაინელების სიცოცხლე ქვეყნისთვის უმაღლესი ღირებულებაა.
სამხრეთ კორეაში სოციალურად იზოლირებულ ახალგაზრდებს თვეში 500 დოლარს გადაუხდიან
სამხრეთ კორეა 500 დოლარს გადაუხდის ახალგაზრდებს, რომლებიც სოციალურად იზოლირებულნი არიან. მთავრობას სურს, წაახალისოს ისინი, იაქტიურონ საზოგადოებაში, იპოვონ სამსახური ან დაბრუნდნენ სკოლაში. ოჯახის საკითებში სახელმწიფოს სამინისტროს შეფასებით, დაახლოებით 338,000 ახალგაზრდა კორეელი იზოლირებულად ცხოვრობს. შემწეობით სარგებლობის უფლება აქვთ ცხრიდან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. ამ ახალგაზრდების უმეტესობა ღარიბი ოჯახებიდანაა და საზოგადოებისგან თავის დაღწევა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. იზოლირების მიზეზი კი, პირადი ტრავმა, სკოლაში ბულინგი, სტრესი, ოჯახური კონფლიქტი, მეურვეების ან მშობლების მხრიდან ზრუნვის ნაკლებობა. მისივე თანახმად, მთავრობა თვეში 500 დოლარს გადაიხდის ახალგაზრდების კვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლისა და ცხოვრების სხვა ხარჯებისთვის. „ახალგაზრდები ფულს მიიღებენ საქონლის ან ნაღდი ფულის სახით, რომელიც მათ საბანკო ანგარიშზე აისახება, განაცხადა სამინისტროს სპიკერმა Insider-თან. „თუ ისინი 18 წლამდე არიან, თანხა მშობლების ან ბებია-ბაბუის ანგარიშებზე, მათი თანხმობის შესაბამისად დაირიცხება“, - განმარტა სპიკერმა. ინფორმაციისთვის: როგორც წესი, იზოლირებული თინეიჯერები და მოზარდები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თვეობით იკეტებიან სახლში. არ დადიან სკოლასა და სამსახურში თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში. ეს იაპონიაში ჰიკიკომორის ფენომენის მსგავსია, სადაც იაპონელი ოფიციალური პირების შეფასებით,ჩაკეტილი ახალგაზრდების რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.
ფინეთში ალანდის კუნძულებისთვის დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმების საკითხი წამოჭრეს
NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყება ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება. თუმცა ფინეთის პარლამენტის წევრები, იარნო ლიმნელი და პეკა ტოვერი (ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია ფინეთში) მიიჩნევენ, რომ რუსეთის პოლიტის გათვალისწინებით, კუნძულების მშვიდობიანი სტატუსის საკითხი უნდა გადაიხედოს. როგორც მედია წერს, თავად ალანდის კუნძულების ხელისუფლებას სურს, დემილიტარიზებული სტატუსი შეინარჩუნოს. ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნის მიზნით, ბრიტანეთმა, ამერიკამ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსი შექმნეს
ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანიც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. განცხადება 16 აპრილს, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების მოლაპარაკებებისას, იაპონიის ქალაქ საპოროში გაკეთდა. ხსენებული ხუთი ქვეყანა თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორის შესაბამის რესურსებსა და შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა შეარყიოს რუსეთის გავლენა მიწოდების ჯაჭვებზე. ალიანსმა ბირთვული საწვავისთვის მიწოდების საერთო ქსელები უნდა განავითაროს.
ევროკავშირი უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერებაზე პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. იტყობინება Reuters-ი. პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.
La Republica: იტალიის მიერ მიწოდებულ M109 ტიპის ჰაუბიცებს უკრაინა უკვე იყენებს
იტალიური გაზეთი La Republica იტყობინება, რომ იტალიამ უკრაინას ათობით განახლებული ამერიკული წარმოების M109ტიპის თვითმავალი 155 მმ კალიბრიანი ჰაუბიცები მიაწოდა. ამ ჰაუბიცებიდან ზოგიერთი, რომლებიც განკუთვნილია ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის, უკვე ფრონტის ხაზზეა. იტალია უკრაინისთვის უახლოეს მომავალში სულ 60 M109 ტიპის ჰაუბიცის მიწოდებას გეგმავს. M109 ტიპის ჰაუბიცები და ტყვიები უკრაინას საჩუქრად დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ გადასცა.
უკრაინა: ოკუპანტების 60 შეტევა მოვიგერიეთ
უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გარდა ამისა, მტერმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უცხოური მედია: ქალაქ სლავიანსკინის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინა: ოკუპანტების 60 შეტევა მოვიგერიეთ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. „16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, „მარჯანიშვილის“ მეტროდან და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, „სარაჯიშვილის“ მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და „ვარკეთილის“ მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე. ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
კანადა უკრაინას ჩამორთმეულ რუსულ AN -124 Ruslan-ის ტიპის თვითმფრინავს გადასცემს
უკრაინა კანადიდან მიიღებს ჩამორთმეულ რუსულ ქონებას, კერძოდ, საუბარია AN -124 Ruslan ტიპის თვითმფრინავზე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, კანადა რუსული კომპანია „ვოლგა-დნეპრის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისთვის და უკრაინისთვის გადმოსაცემად", - წერს დენის შმიგალი Facebook-ზე და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის Rosatom-ის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესა.
ენერგოატომი: რუსული ძალები ოკუპირებული ენერგოდარიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას იწყებენ
რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ბავშვების იძულებითი დეპორტაცია სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან ოკუპირებულ ენერგოდარში, ქალაქში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, განაცხადა უკრაინის ატომური ენერგიის კომპანია Energoatom-მა. გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დეპორტაცია 20 აპრილამდე გაგრძელდება. Energoatom-მა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბავშვების ოკუპირებულ ყირიმში გადაყვანას, ელექტროსადგურის ავტობუსებით გეგმავენ. უკრაინული მედია წერს, რომ საქმე ეხება მანქანების ქურდობას, რადგან სადგურის თანამშრომლები სამსახურში მისასვლელად სწრორედ ამ სატრანსპორტო საშუალებას იყენებენ. უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა უკანონოდ გადაიყვანეს (ან დეპორტაცია მოახდინეს) თითქმის 20 000 უკრაინელი ბავშვი რუსეთში, რაც არღვევს ჟენევის კონვენციებს. უკრაინაში მხოლოდ 327 ბავშვია დაბრუნებული.
აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია აღმოსავლეთ ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ აღმოსავლეთ ზღვაში სამმხრივი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. წვრთნებში ჩართულია სამი გამანადგურებელი, მათ შორისაა სამხრეთ კორეული Yulgok Yi I, ამერიკული USS Benfold და იაპონური JS Atago. ამ ფორმატის სამმხრივი წვრთნები სახელმწიფოებმა ბოლოს თებერვალში გამართეს. სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ კოორდინაცია უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, მათ შორისაა 13 აპრილს მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტის გაშვება. წვრთნების დროს კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით ბალისტიკური რაკეტების სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის პროცედურები განხორციელდება. ქვეყნები კოორდინაციას ინფორმაციის გაცვლის კუთხითაც გააუმჯობესებენ.
სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის კიდევ 9 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას კიდევ 9 MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავი გადასცა. ბრატისლავის მიერ კიევისთვის მიწოდებული MiG-29-ების საერთო რაოდენობამ 13-ს მიაღწია. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ უკრაინას დაპირებული MiG-29 ტიპის 13 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. პირველი ოთხი თვითმფრინავი სლოვაკეთმა უკრაინას მარტში გადასცა. რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით, მარტში სლოვაკეთი უკრაინას დაჰპირდა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდა.
რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, ყაზახეთში 10 საქმეს იძიებენ
ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა დაიწყო 10 გამოძიება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ წარომებულ სრულმასშტაბიან ომში უკრაინის წინააღმდეგ. წერს ადგილობრივი მედია. საინფორმაციო სააგენტო არ აკონკრეტებს, რომელ მხარეს მონაწილეობდნენ ისინი ომში. ყაზახეთის მოქალაქეების მონაწილეობამ უცხოურ შეიარაღებულ კონფლიქტებში შეიძლება, ხუთიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზეა - საგარეო უწყება
თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა, - ამის შესახებ საგარეო უწყება აცხადებს. „თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა, როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში. სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.
2020 წელს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, ირანის სასამართლომ 10 ჯარისკაცს პატიმრობა მიუსაჯა
ირანის სასამართლომ 10 ჯარისკაცს პატიმრობა მიუსაჯა 2020 წელს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე. France24-ის ცნობით, ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Mizan Online წერს. კიევისკენ მიმავალი რეისი PS752 2020 წლის 8 იანვარს ჩამოვარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი ემსხვერპლა. Mizan Online-ის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის მეთაურს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დანარჩენ ცხრა ჯარისკაცს კი, ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ დაასკვნა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს და არა განზრახ. სასამართლოს თანახმად, მეთაურის მოქმედება, რომელსაც თვითმფრინავის ჩამოგდება მოყვა, „გამოწვეული იყო მისი ვითარებაში გაურკვევლობით და არასწორი რწმენით, რომ აღმოჩენილი სამიზნე მტრული იყო". ტრაგედიის მსხვერპლთა უმეტესობა კანადელი და ირანელი, 11 კი, უკრაინელი იყო.