ძებნის რეზულტატი:
შვედეთში 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც უკრაინაც მონაწილეობს
17 აპრილს შვედეთში სამხედრო წვრთნები - Aurora 23 იწყება. შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 2600 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან ქალებიც. სწავლებაში შვედეთის გარდა მონაწილეობას მიიღებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, დანია, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი. წვრთნების მიზანია შვედეთის ჯარების პოტენციალის გაძლიერებააა. სწავლება ჩატარდება ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე შვედეთის რამდენიმე მხარეში. „წვრთნები კარგი გზაა ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და შესამოწმებლად. ამრიგად, ფართომასშტაბიანი და გაფართოებული წვრთნების ჩატარება არის გასაღები უფრო ძლიერი თავდაცვის შესაქმნელად“, - აცხადებენ შვედეთის შეიარაღებულ ძალებში. ტრენინგი მაისში დასრულდება.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი, შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი, შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ერევანში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, მიშველიძემ 129, 133 და 136 კილოგრამი დაძლია, რითაც მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში, მიშველიძემ 155 და 162 კილოგრამიანი შტანგები დააფიქსირა, რითაც დისციპლინაში ვერცხლის მედალი აიღო. ორჭიდის ჯამში ძალოსანს 298 კილოგრამი დაუგროვდა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული შაჰის დევნილი ვაჟი ისრაელს ეწვევა - Reuters
1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული შაჰის დევნილი ვაჟი ისრაელს ეწვევა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახენ ისრაელის მთავრობამ განაცხადა. სააგენტო წერს, რომ ისრაელსა და ირანს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი შაჰის დროს, თბილი კავშირები ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ მტრები გახდნენ.ისრაელის მთავრობამ თავის განცხადებაში განმარტა, რომ რეზა ფეჰლავის ვიზიტი მიზნად ისახავს, შექმნას "ხიდი ისრაელსა და ირანელ ხალხს შორის და გამოხატოს ერთობლივი წინააღმდეგობა აიათოლას რეჟიმის მიმართ". მისივე თანახმად, რეზა ფეჰლავი ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე ირანელი პირია, რომელიც ოდესმე წვევია ისრაელს საჯაროდ“. ინფორმაციისთვის, ირანის რევოლუციის შედეგად, ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ შეცვალა. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა დაამხო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა. „დემოკრატიული ირანი შეეცდება, განაახლოს თავისი კავშირები ისრაელთან და ჩვენს არაბ მეზობლებთან. ჩემი აზრით, ეს დღე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“. - ამბობს ფაჰლავი ისრაელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტის დროს ფეჰლავი მონაწილეობას მიიღებს ჰოლოკოსტთან დაკავშირებულ ცერემონიაში. დაგეგმილ ვიზიტზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერსაც დაუსვეს შეკითხვა. „არც ის ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ (რეზა ფეჰლავი) და არც ამ მოგზაურობის მიზანი, არც ადგილი, სადაც მას სურს გამგზავრება, არ არის განხილვის ღირსი“, - განაცხადა ნასერ ქანაანმა.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააგრძელეს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა - ბურჭულაძე
ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან დასანანია და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში. ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. ისიც გასარკვევია, სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში, თუ ერთობლივად“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ბელგოროდში ხანძრები სავარაუდოდ, დრონების შეტევის შემდეგ გაჩნდა - მედია
ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქსში ორ სამოქალაქო ობიექტზე ხანძრები იყო. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი არ აკონკრეტებს, რომელ ობიექტზეა საუბარი. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და ხანძარი ლიკვიდირებულია. ზოგიერთი წყარო წერს თბოელექტროსადგურზე შეტევის, ზოგიც კი ქვესადგურზე შეტევის შესახებ. გარდა ამისა, რუსული წყაროების უმეტესობა დრონს უკრაინულს უწოდებს. 11 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიეს.
რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წერს Meduza. ამასთან, BBC წერს, რომ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებისთვის, რომლებიც უკრაინის ომის კრიტიკას უკავშირდება. ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი არის უკანასკნელი, პუტინის ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ რუსეთი. კარა-მურზამ უარყო ბრალდებები და ხმამაღლა გააკრიტიკა მისი სასამართლო პროცესი. უკრაინაში ეგრეთ წოდებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაკრიტიკების გარდა, კარა-მურზა ასევე ღიად საუბრობდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მთავრობის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობის წინააღმდეგ. 41 პოლიტიკოსმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დასავლური მთავრობების დარწმუნებაში, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო, რუსი მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციები დაეკისრებინათ. კარა-მურზა მოსკოვში, თავდაპირველად, პოლიციის ოფიცრისადმი დაუმორჩილებლობის გამო ერთი წლის წინ დააკავეს. მას უფრო მძიმე ბრალდება წაუყენეს მას შემდეგ, რაც პატიმრობაში აღმოჩნდა.
უკრაინის გენერალური პროკურორი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვია
უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრი კოსტინი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. შესაბამისი განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. ვიზიტის დაწყებისას, კოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უახლოეს მომავალში გლობალური საზოგადოების პრიორიტეტული ამოცანაა, რომელიც რჩება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი დიალოგის ყურადღების ცენტრში. კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომლის იურისდიქცია გავრცელდება რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. „რუსეთის აგრესია გლობალური ომია და აგრესიის დანაშაულზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს“, - აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პუტინის დაპატიმრების ორდერის ამოქმედება და ასევე მნიშვნელოვანია, ანაზღაურდეს რუსეთის მიერ მიყენებული ზარალი რუსეთის კერძო და სუვერენული აქტივების ხარჯზე. ვიზიტის ფარგლებში კოსტინი გეგმავს არაერთი შეხვედრის გამართვას და ჩამოთვლილ საკითხებს განიხილავს ამერიკელ პარტნიორებთან.
ინდოეთში მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მაჰარაშთრას შტატში მოხდა, სადაც დაჯილდოების ცერემონიალი იმართებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცნობისთვის, შემთხვევის ადგილზე, ჰაერის ტემპერატურა იმ დროს 40 გრადუსს აღემატებოდა.
გასულ კვირას რუსული ტყვეობიდან 230 უკრაინელი დაბრუნდა
გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 230 უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა. მუშაობა გრძელდება და ველოდებით შემდეგ სიახლეებს და შემდეგ გაცვლას. ეს აუცილებლად მოხდება. ყველა უნდა დაბრუნდეს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა. როგორც ცნობილია, 16 აპრილს უკრაინამ და რუსეთმა სააღდგომოდ ტყვეები გაცვალეს. 130 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა.
ესპანეთში, ტყის ხანძარი გავრცელდა
ესპანეთი ტყის ხანძარს ებრძვის. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება, ქალაქ ლიანსაშია. ცეცხლი ჩრდილოეთ კატალონიისა და საფრანგეთის საზღვარზე გავრცელდა. ცეცხლის ლოკალიზება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია.
უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს
სლოვაკეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს დროებით წყვეტს. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს უნგრეთმა და პოლონეთმა, რაც დაგმო ევროკომისიამ. ამ საკითხზე გაიმართება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, განაცხადა დროებით დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა. „სლოვაკეთი დროებით შეწყვეტს უკრაინიდან მარცვლეულის და სხვა შერჩეული პროდუქტების იმპორტს. დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემაზე. შედეგები გამოქვეყნდება", - წერს ჰეგერი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.
ბაქოს პორტში, ნაყარი ტვირთების ტერმინალი აშენდება
უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის ბაქოს პორტში დაიწყებს ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობას, განუცხადა Trend-ს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა. ზიადოვის თქმით, ინვესტორების მოზიდვასა სამუშაო უკვე დასრულებულია. 2022 წლის ბოლოსთვის ბაქოს პორტის გავლით 6,3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც მიუთითებს 14 პროცენტით ზრდაზე წელიწადში. 2022 წელს ბაქოს პორტმა 6,3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანა, რაც 14 პროცენტით მეტია 2021 წელთან შედარებით. „კონტეინერების ტრანსპორტირების მუდმივი ზრდა მიუთითებს დიდი საკონტეინერო ტერმინალის საშუალო და გრძელვადიანი მშენებლობის აუცილებლობაზე, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას 100,000-დან 500,000 TEU კონტეინერამდე“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
ევროკავშირის კომპანიები შავი ზღვის კაბელების პროექტში ჩაერთვებიან და საქართველოსთან მჭიდროდ იმუშავებენ - ანალიზი
რუმინეთი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ისარგებლოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის შედეგად ენერგიის მიწოდებით. ამბობს ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი, რადუ კარპი. მისი თქმით, ეს პროექტი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შეუძლია, ძალიან კარგად იმუშაოს ორ არაწევრ სახელმწიფოსთან - აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. „ვფიქრობ, ევროკავშირი ახლა აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის, როგორც ენერგეტიკული ჰაბის მნიშვნელობას“, - განაცხადა კარპმა. პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის წარმომადგენლების პირველი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი: „ახლა მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი მზად არის ასაშენებლად“. ექსპერტი აქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ პროექტში ევროკავშირის ბევრი მნიშვნელოვანი კომპანია ჩაერთვება, რაც ძალიან კარგი ასპექტია შავი ზღვის რეგიონისთვის. „ეს კომპანიები უფრო მჭიდროდ იმუშავებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ექსპერტმა. მას მიაჩნია, რომ ამ ენერგეტიკულ ჰაბში მოლდოვის ინტეგრაციის უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს
პოლარიზაცია არ არის სასურველი მდგომარეობა - ბურჭულაძე
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკაში მხარეებს შორის, პოლარიზაცია სასურველი არ არის. „ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ პოლარიზაცია არავისთვის არ არის სასურველი მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. მე შემიძლია მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
გაერთიანებული სამეფო რუსეთის ელჩს იბარებს
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. დიდი ბრიტანეთი გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებულ“ განაჩენად აფასებს. ამასთან დაკავშირებით, რუსეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. „ვლადიმერ კარა-მურზამ გაბედულად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში - საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა. საგანგაშოა, რომ რუსეთი არ იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას დაცვის ვალდებულების. პატივს ვცემ ბატონ კარა-მურზას და მის ოჯახს, მათ შორის მის მეუღლეს ევგენიას. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ბატონი კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს - წულუკიანი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე
როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც საუბარია პოლარიზაციაზე. ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა - პატრიარქი „როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, მას ყველა ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს. ჩვენ ყოველ ჯერზე ვეცნობით ყურადღებით მის ეპისტოლეებს და გვაქვს მისი ეპისტოლიდან ამონარიდები სახელმძღვანელოდ. მას ვუდასტურებთ კიდევ ერთხელ სიყვარულს. ვულოცავთ აღდგომას და ვუსურვებთ, რომ დიდხანს ყოფილიყოს ქვეყნის იმედად და ბურჯად, როგორც ამდენი ათეული წლის განმავლობაში“, - განაცხადა წულუკიანმა. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 10%-ით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 10&-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. მიმდინარე წელს გაზის ტრანსპორტირების 47,8% სამხრეთ კავკასიის მილსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით განხორციელდა. შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი სწორედ ამ მილსადენით გადის ექსპორტზე. „საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 5 511,4 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წლიური შედარებისას აღმოჩნდა, რომ 9,7%-იანი ზრდაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ხელშეკრულება შაჰ-დენიზის საბადოდან პროდუქციის წილის განაწილების შესახებ, ხელი მოეწერა და რატიფიცირებულია 1996 წელს. პროექტში მონაწილეობენ BP (ოპერატორი - 28,8%), AzSD (10%), SGC Upstream (6,7%), Petronas (15,5%), Lukoil (10%), NICO (10%) და TPAO (19%). ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.
აშშ-ის ელჩმა რუსეთში, კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს სისუსტის ნიშანი უწოდა
აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. მისი შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის მცდელობა, გააჩუმოს განსხვავებული ხმები რუსეთში. „ჩვენ გავაგრძელებთ მისი გათავისუფლების მოთხოვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ კარა-მურზას და ყველა რუსის უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი თავიანთი ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით. ბატონ კარა-მურზას და უამრავ სხვა რუსს სჯერა და იმედი აქვს რუსეთის, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ იმედების გაზიარებას და მუშაობას ამ შედეგისთვის“, - აღნიშნა ელჩმა. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.
ლატვია სანქციებს უწესებს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ
ლატვიამ სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 10 რუს ოფიციალურ პირს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე წერს. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარა-მურზას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი შეფასებით, ვლადიმერ კარა-მურზა არის რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ოპოზიციონერი მოღვაწის ბორის ნემცოვის ახლო თანამოაზრე, რომელიც 2015 წელს მოკლეს და რუსეთის მმართველი რეჟიმის დიდი ხნის კრიტიკოსი. ის იყო „მაგნიტსკის სიის“ მიღების ფასილიტატორი და აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. „ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირის წინაღმდეგ, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილეები არიან. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები“, - წერს ედგარს რინკევიჩსი. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.
30-მდე ქართველია ახლა სუდანში - მინისტრის მოადგილე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ დროისთვის სუდანში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზეა - საგარეო უწყება „ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან. დაახლოებით 30-მდე ქართველია ახლა იქ. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს,, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში. ჩვენ კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენ პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ დალაპარაკება. ველოდებით დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით არ გველაპარაკებიან იმის გამო, რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი არ სჭირს, ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.