ძებნის რეზულტატი:

საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარებულია, აღიარებას დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს - კალაძე

საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარებულია, აღიარებას დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობა: 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება „დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი. მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით. ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება და ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად. საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“, – აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით - „ღმერთო დაიფარე მეფე“. კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს. ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს. მონარქად კურთხევის ცერემონიისას წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. საქართველოს კი ბრიტანეთში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. დღევანდელ ცერემონიაზე 2000-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.  

გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე - სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციის შედეგად გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებული აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად გადაეცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს. ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო ერთიანი კონტრტერორისტული სისტემის საიმედო პარტნიორად. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, – განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ. ამასთან, ბაჩა მგელაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებზე არ ისაუბრებს. „საქმე არის ძალზე მასშტაბური და, შესაბამისად, ამ ღონისძიებაში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა მგელაძემ.  

სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციას დაესწრო. გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს „ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საქართველოს მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ მესამის და მისი უდიდებულესობა დედოფალ კამილას კორონაციაზე უესტმინსტერის სააბატოში“, წერს სალომე ზურაბიშვილი. მონარქად კურთხევის ცერემონიისას წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. დღევანდელ ცერემონიაზე 2000-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.  

რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, არ მინდა, ვიღაცას ძალა ვანახოთ - მეუფე იაკობი

რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, არ მინდა, ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა, ნახავენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. "ჩვენთან ვერ მოხდება რა ასე, რევოლუციების ექსპორტები და ისინი ვერ მოხდება რა. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ კი ვართ გაჩერებული ვართ და რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რომ რაღაცა არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია, რაღაცა აი, სულ რამდენი იქნებიან, რა? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს, და ბავშვებმა თავისი სქესები გადაიკეთონ და, რას ჰქვია რა? შენ მოგწონს, შენს ქვეყანაში მიიღე მაგ კანონი გქონდეს და მე თავი გამანებე. 3 000 წელი შენთვის არ მიკითხვას და არც ეხლა არ გკითხავ. იმიტომ, რომ სხვას თუ სერვანტესები ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. არავისზე ნაკლები არ ვართ...არ გვინდა, რომ კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ. ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და არ მინდა, რომ ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა, იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს რომ იმ ძალამდე მივიდეთ", - განაცხადა სასულიერო პირმა.  

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, გოგებაშვილის ქუჩაზე დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული “გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინა: რუსეთის ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი გათავისუფლდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი გათავისუფლდა. „ყველა მათგანი არის იმ ქვედანაყოფის ეროვნული გვარდიელი, რომეცლი ცხრა წლის წინ აზოვის ზღვრის ნაპირზე შეიქმნა. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვისას დაქორწინდნენ. ასევე არის ჩვენი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთის ტყვეობაში 2,5 წელიწადი იმყოფებოდა“, – წერს ანდრეი ერმაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

„ვარდობისთვე“ - ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენა

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023" -ის ფარგლებში, ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას - „ვარდობისთვე“ მასპინძლობს. ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე"’ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული - უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა.   ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას. გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას. გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათისამუშაო საათები:ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 10:00 – 20:00 საათი ასევე წაიკითხეთ: Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა  

აშშ პოლონეთს Apache-ის ტიპის 8 ვერტმფრენს გაუგზავნის

„აშშ-ს არმია პოლონეთს Apache-ის ტიპის შვეულმფრენებს საკუთარი რესურსებით გადასცემს, 96 შვეულმფრენის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე“, განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბლაშჩაკმა ვაშინგტონში, პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ.  პოლონელი მფრინავების მომზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება. „აშშ-ის არმია მოგვაწვდის ვერტმფრენებს საკუთარი რესურსებით, ვიდრე შესყიდვის კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მადლობას ვუხდი მინისტრ ოსტინს ამ გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. პოლონეთმა ამ ვერტმფრენების შეძენის სურვილი ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა, თუმცა გადაცემის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. „ეს საფრენი აპარატები მნიშვნელოვანია, რადგან კარგად მოქმედებენ „აბრამსის“ ტიპის ტანკებთან, რომლებიც ვარშავამ ასევე შეუკვეთა აშშ-ს ბოლო წლებში“, - განაცხადა მინისტრმა. NATO-ს წევრი პოლონეთი, სადაც მილიონობით უკრაინელმა შეაფარა თავი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, ვერტმფრენების განლაგებას მე-18 მექანიზირებულ დივიზიასა და საჰაერო ძალების პირველ ბრიგადაში გეგმავს. შესყიდვა ჯერ აშშ-ს კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცონ. AH-64 Apache თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენია, რომელიც აშშ-ის არმიას 1980 წლიდან ემსახურება. ვერტმფრენი 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევით არის აღჭურვილი და შექმნილია ორკაციანი ეკიპაჟისთვის.  

შვეიცარია უკრაინას განაღმვისთვის 20 მანქანას გადასცემს

შვეიცარია უკრაინას განაღმვისთვის საჭირო 20 მანქანას გადასცემს, განაცხადა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ, იტყობინება ანგარიში RBC-Ukraine. სამინისტრომ ხელი მოაწერა მემორანდუმს შვეიცარიულ მწარმოებელთან, მექანიზებული განაღმვის მოწყობილობების Global Clearance Solutions-თან. შეთანხმების შედეგად, მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინას 20-მდე მანქანა გადაეცემა. განაღმვის მანქანები გამოყენებული იქნება ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გასაწმენდად სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მიკოლაივის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე.  

ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს

„თქვენ ავტორიტარულ ადმინისტრაციას შეცვლით დემოკრატიული საშუალებებით“, - ეს განცხადება ოპოზიციის ერთობლივმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ სტამბოლის მალტეპეს უბანში, 6 მაისს შეკრებილ ათიათასობით მომხრეს მიმართა. მან პირობა დადო, რომ დააბრუნებს მმართველობის საპარლამენტო სისტემას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. Reuters-ი წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვების თანახმად, 74 წლის ქილიჩდაროღლუს უპირატესობა აქვს და შესაძლოა, კენჭისყრის მეორე ტურში გაიმარჯვოს. ოპოზიციის ეგმა მიზნად ისახავს ინფლაციის შემცირებას, რომელმაც შარშან 85%-ს მიაღწია.  

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში გამართულ მიღებაზე ქართველი დიზაინერის სამოსით წარდგა

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი დიზაინერების მხარდაჭერისა და პოპულარუზაციის მიზნით, ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართა, ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაიძის სამოსით წარდგა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მისივე თაანახმად, დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას კი, ირაკლი ნასიძისა და ჯაბა დიასამიძის სამოსითა და ნინა ზარქუას აქსესუარით დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციას დაესწრო  

ხარკოვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში ინვესტიციით, ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ - მერი

ხარკოვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს. ამის შესახებ ხარკოვის ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა, იუწყება Ukrinform-ი. „გუშინ დავასრულე ჩემი ვიზიტი აშშ-ში, რომელიც მართლაც დატვირთული იყო. ყველა შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ხარკოვის ომის შემდგომი აღდგენა. შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. უკრაინის სახლში იყო შეხვედრები ინვესტორებთან, საერთაშორისო კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფონდებთან. პირველ რიგში, საუბარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას ეხებოდა, რადგან არის ინვესტიციის განხორციელების ინტერესი“, - განაცხადა მერმა.  

ყირიმის გათავისუფლება სერიოზული დარტყმა იქნება რუსული იმპერიალიზმისთვის - ჩეხეთის საგარეო უწყება

მოკავშირეებმა უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას მის გამარჯვებამდე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე 1991 წლის საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით. განაცხადა ჩეხეთის საგარე საქმეთა მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ ჩეხეთმა და NATO-მ უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ, სანამ უკრაუნა არ გაიმარჯვებს. „ჩვენ გვჭირდება, რონ უკრაინამ სრულად აღადგინოს 1991 წლის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები, მათ შორის ყირიმი. როგორც კი ყირიმი გათავისუფლდება, ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსული იმპერიალიზმისთვის, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, რადგან ის საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 28 აპრილს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ და ჩეხეთმა მოამზადეს ექვსი ძირითადი პროექტი საბრძოლო მასალის, იარაღის, ტანკების შეკეთების, აგრეთვე, სასწავლო თვითმფრინავების პოტენციური წარმოებისთვის.    

ორფოლოს პოლიგონზე 10-დღიანი წვრთნები ჩატარდა

ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. საჩვენებელ სროლებს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დააკვირდა“, - აცხადებს უწყება. მისივე თანახმად, დასკვნით საველე წვრთნებში წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. „10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსეთში, სვერდლოვსკის რაიონში ხანძარი 33 000 ჰექტარზე გავრცელდა

სვერდლოვსკის რეგიონში ხანძარი 33 000 ჰექტარზე გავრცელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობებზე დაყრდნობით წერს. 6 მაისის საღამოს გავრეცლდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სვერდლოვსკის რაიონის სოფელ პერვომაისკის ტყის ხანძარმა დენთის საწყობებს მიაღწია. ისმოდა აფეთქებების ხმა. სოფლის 400 მცხოვრებთ ევაკუაციისთვის ამზადებდნენ.  

ზოგიერთი ჩვენგანი 2008 წლის ომის შემდეგ პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში დარწმუნებული იყო - დენიელ ფრიდი

„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, 2008 წლის ომის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დენიელ ფრიდი ვლადიმერ პუტინის აგრესიული საგარეო კურსის ნიშნებზე წერს. „ზოგიერთი ჩვენგანი საკმაოდ დარწმუნებული იყო პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შემდეგ და პუტინის მუქარის შემდეგ NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ყირიმის რუსეთად აღიარებაზე",- წერს დენიელ ფრიდი Twitter-ზე, სადაც აზიარებს მისი გოლეგის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემდეგ პოსტს: „ათი წლის წინ, რამდენიმე ექსპერტი თუ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი გახდებოდა ისეთი რეპრესიული შიდა და ისეთი აგრესიული გარეგნულად, როგორც გახდა. ან რომ რუსეთი აწარმოებდა ასეთ ფართომასშტაბურ, არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში".   

NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა

რუსული გამანადგურებელი აედევნა პოლონურ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოსთვის პატრულირებდა შავ ზღვაზე, განაცხადა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მაისს და მოსკოვის „აგრესიული და საშიში“ ქცევა დაგმო. ინციდენტი შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის საჰაერო სივრციდან აღმოსავლეთით, 60 კილომეტრში მოხდა, განაცხადა სამინისტრომ. „პოლონური თვითმფრინავი პარასკევს, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, Frontex-ის რუტინულ პატრულირებაში მონაწილეობდა, როდესაც მის სიახლოვეს, Sukhoi Su-35-მა „აგრესიული და სახიფათო მანევრები“ შეასრულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. „მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვითმფრინავი მზად იყო ინტერვენციისთვის ნებისმიერ მომენტში, მათი ჩარევა საჭირო არ გახდა“, - განმარტავს რუმინული მხარე. საერთაშორისო მედია წერს, რომ რუმინეთის ხელისუფლება, ინციდენტის შემდგომი გამოძიების მიზნით, კონტაქტზეა პოლონელ კოლეგებთან და Frontex-თან. მისივე თანახმად, ინციდენტის დროს, რუმინული და ესპანური თვითმფრინავები NATO-ს მიერ, „წინასწარ მზადყოფნაში“ მოიყვანეს, მაგრამ პოლონელმა ეკიპაჟმა უსაფრთხოდ დაჯდომა მოახერხა. „ეს ინციდენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული მიდგომისა შავ ზღვაში“, - განაცხადა ოფიციალურმა ბუქარესტმა. სააგენტო AFP ევროპულ სასაზღვრო სააგენტო Frontex-ს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. „Let L-410 5 მაისს, პატრულირებას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის განლაგების რეგიონში, როცა მას რუსეთის Su-35 მიუახლოვდა“, - აცხადებს თავის მხრივ, პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო და რუსეთს „აგრესიულ და სახიფათო მანევრირებაში“ სდებს ბრალს.  ინფორმაციისთვის, „The Western Black Sea 2023“ -  ერთობლივი ოპერაციაა, რომელსაც რუმინეთი ხელმძღვანელობს და მას კოორდინაციას უწევს Frontex-ი. ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი, ევროკავშირის ორ სააგენტოსთან ერთად.ის მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის, უკანონო თევზჭერისა და ზღვის დაბინძურების პრევენციას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ოპერაცია 2019 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ცნობისათვის აშშ-ის შეფასებით, NATO-ს მოკავშირეებს შორის, რუმინეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ვაშინგტონი შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას მიიჩნევს. ამ ფონზე მნიშვნელოვნად თვლის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის ამოქმედებას იქედან გამომდინარე, რომ მოსკოვის მიერ წარმოებულმა ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. ცნობილია, რომ შავი ზღვიდან რუსეთი რაკეტებს უკრაინის ქალაქებს უმიზნებს. ვაშინგტონის სტრატეგია ივნისისთვის იქნება მზად. მანამდე კი, Europetime დაინტერესდა ხსენებული თემით და შეკითხვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს.  უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. „ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები  დაბლოკეს, რამაც  ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში NATO-ს მოკავშირეების როლს. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი, რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ისედაც მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავებას რეგიონში. მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოვეს ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.  

აშშ-მ და ფინეთმა წვრთნები გამართეს

სამხრეთ ფინეთში, აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა და ფინეთის საზღვაო ძალების ბრიგადამ წვრთნები გამართეს. იუწყება NATO-ს ვებგვერდი. სწავლება ფინეთის ხელმძღვანელობით ჩატარდა. „2022 წლის მაისში NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის მიღების შემდეგ, რომელიც 2023 წლის 4 აპრილს, ალიანსში ფინეთის გაწევრიანებით დასრულდა, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გააძლიერეს თავიანთი ყოფნა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ „Freezing Winds 22“, რამდენიმე თვით ადრე ჩატარდა, სანამ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა, ასეთი წვრთნები არსებითი იყო ფინეთისა და მოკავშირე ძალებს შორის თანამშრომლობის უკვე მყარი საფუძვლის გასამყარებლად“, - წერს NATO.  აშშ-ის ჯარების გარდა, წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ NATO-ს მუდმივი საზღვაო ძალების გემები ნიდერლანდებიდან, დანიიდან და გერმანიიდან, ასევე, გემები შვედეთიდან, რომელსაც ასევე მალე ელიან ალიანსში. „Freezing Winds 22-მა ერთდროულად გააძლიერა კავშირები NATO-სა და ფინეთს შორის, ასევე, გააღრმავა თანამშრომლობა ალიანსსა და შვედეთს შორის“, - აცხადებს NATO. ასევე წაიკითხეთ: ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ    

რუსეთი კატასტროფის წინაშეა და ყველაზე უარესი წინ არის - ოლექსი დანილოვი

რუსეთი ახლა კატასტროფის წინაშე დგას და ყველაზე უარესი წინ არის. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გააკეთა. მისივე შეფასებით, ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. „რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის - დამარცხება, დაშლა, სასამართლო პროცესი“, - წერს დანილოვი. შეგახსენებთ, რომ ადრე პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას, მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.