ძებნის რეზულტატი:
უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა მათი დიდი შესაძლებლობაა - ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა მათი დიდი შესაძლებლობაა, რომ რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ. მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად ჩამოაგდეს რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა „ვფიქრობ, ეს არის უკანასკნელი დიდი შესაძლებლობა უკრაინელებისთვის, რათა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ. ეს თუ მოხდება, მაშინ დავინახავთ როგორია ძალაუფლების რეალური ბალანსი დაპირისპირებულ ძალებს შორის. ასეთ შემთხვევაში უფრო მკაფიო და ნათელი იქნება ვითარება დიპლომატიური მოქმედებისთვის“, - განაცხადა ორბანმა. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციას, ქართველი დეპუტატები საქართველოს „NATO-ში გაწევრების გადაუდებელ საჭიროებაზე“ ესაუბრნენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის თავდაცვის ძალების გენერლები და ადმირალები შედიან, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური/NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კურტის სკაპაროტი ხელმძღვანელობს. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. ქართული მხარისვე ცნობით, დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას, რეგიონში აშშ-ის გაზრდილი ჩართულობის და პირველ ყოვლისა, საქართველოს NATO-ში გაწევრების გადაუდებელ საჭიროებას. „აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას. ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაზრდისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში გადადგმული ნაბიჯებისთვის, მადლობა გადაუხადა. ამერიკელი სტუმრების მხრიდან ხაზი გაესვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, ქართული თავდაცვის ძალების როლს, ქართველი ჯარისკაცების სიმამაცეს და თავდადებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და თენგიზ შარმანაშვილი, კომიტეტის წევრები - რესან კონცელიძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო ესწრებოდნენ. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ლეისი მონაწილეობდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალები ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებას არ ადასტურებს
უკრაინის საჰაერო ძალები უარყოფს ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებას კიევის თავზე. საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა 5 მაისს, Suspilne-ს განუცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტები 4 მაისს, კიევის თავზე არ აღმოუჩენიათ. უფრო ადრე, ამის შესახებ უკრაინული მედია წერდა.
ბელორუსსა და რუსეთს შორის დროებითი სასაზღვრო კონტროლი დაწესდა - მედია
ბელორუსსა და რუსეთს შორის დროებითი სასაზღვრო კონტროლი დაწესდა, შეიქმნა საგუშაგოები. ამის შესახებ ბელორუსული გაზეთი Zerkalo სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. წერს Ukrinform-ი. მისივე თანახმად, დროებითი კონტროლი ექვსი მიმართულებით, მხოლოდ რუსეთიდან შემომსვლელებზე მოქმედებს. სასაზღვრო კონტროლის დაწესება ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურმაც დაადასტურა. უწყება განმარტავს, რომ კონტროლი „რუსეთთან ვიზების ორმხრივი აღიარების შესახებ" შეთანხმების ფარგლებში დაწესდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სასაზღვრო კონტროლი.
ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად ერთი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თანხა „მშვიდობის ევროპული ფონდიდან” გამოიყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ საარტილერიო ჭურვებისა და საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების შესაძენად. ხსენებული თანხით დაფინანსდება კონტრაქტები, რომლებიც არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბერს გაფორმდება. „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდებათ უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად. სწრაფად სჭირდებათ. წინა გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ არსებული მარაგებიდან ოპერატიულად მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, ამ მიზნებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რითაც უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო დახმარება 5.6 მილიარდ ევრომდე აგვყავს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. შეიარაღების შეკვეთა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ნორვეგიაში მდებარე მწარმოებლებისგან მოხდება, თუმცა კომპონენტების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. ევროკავშირში უკრაინისთვის ამუნიციის ერთობლივ შეძენაზე სამ მაისს შეთანხმდნენ.
ყველაფერი კეთდება, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს - სუს-ი
სუს-ი ქრისტინე თალაკანძისთვის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. "ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
აშშ-ის დელეგაცია ვიზიტით ჩავიდა ბუჩაში
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელშიც ჰელსინკის კომისიის წევრები არიან, ბუჩას ეწვია. დელეგაციის ხელმძღვანელმა და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა, კომისიის წევრმა სტივენ კოენმა და აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნას. მაიკლ კარპენტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვისაუბროთ ტრაგედიის ადამიანურ განზომილებაზე: „რათა ჩვენმა კოლეგებმა მთელი მსოფლიოდან გაიგონ, რა დევს სასწორზე. "ეს არის თავისუფლება, არამხოლოდ პრინციპები. ეს არის ღირსება... რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ძალიან ემოციურია“, - ამბობს კარპენტერი.
რა გადაწყვეტილება მიიიღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, რომ მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ შეკრებებს დაესწრებიან და ჩართული იქნებიან ყველა იმ სამუშაოში, რაც მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით იქნება. „მე-19 დღე დასრულდა ჩვენი 24-საათიანი უწყვეტი აქციის კანცელარიასთან. დღეს, მშობლები დავესწარით ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას, სადაც დაწვრილებით მოვისმინეთ პროტოკოლზე მომუშავე თითოეული ექიმის კომენტარი, სადაც ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება დასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება და მან განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო მზად არის და ის გამოყოფს თანხებს. ჩვენ, მშობლები ყოველკვირეულ შეკრებაზე ვიქნებით ჩართულნი ყველა იმ სამუშაო განრიგში, რაც იქნება მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით. ამიტომ, მშობლებმა გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან წინ ბევრი სამუშაო გვაქვს და გვჭირდება მშვიდი გონება და პირველ რიგში ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს, ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან“, - განაცხადა მშობელმა. ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან მართავდნენ აქციას და ხელისუფლებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის „ვოსორიტიდის“ შემოტანას და დაფინანსებას სთხოვდნენ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანიასთან. სამინისტროს თანახმად, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ პრეპარატის უსაფრთხოდ დანერგვისთვის აუცილებელია იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია და შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა. VOXZOGO („ვოსორიდიტი“) 1997 წელს აშშ-ში დაფუძნებული გლობალური ფარმაცევტული კომპანიის, BioMarin-ის, მიერ შექმნილი პრეპარატია (ინიექცია). ეს არის აქონდროპლაზიის სამკურნალო პირველი მედიკამენტი, რომელიც 2021 წელს ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) და ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), დაჩქარებული წესით დაამტკიცა. პრეპარატს ჯერ არ გაუვლია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. პრეპარატი VOXZOGO, რომელიც უკვე 11 წელია (2012 წლის თებერვლიდან), გადის კლინიკური კვლევების პროცესს, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება.
დიდ ბრიტანეთში, წვრთნებში 2000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობს
14000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა (მათ შორის 21 ქალი) უკვე გაიარა წვრთნა დიდ ბრიტანეთში და ახლა 2000-ზე მეტი გადის სწავლებას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკა დიდ ბრიტანეთში ვიზიტით იმყოფება. „მე და უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესთან ერთად, წვრთნების მიმდინარეობას გავეცანით“, - წერს ზელენსკა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებს სჭირდებათ ყველა შესაძლო მსოფლიო გამოცდილება, რადგან ყოველი დამატებითი ცოდნა, ყველა უნარი, შენარჩუნებულ სიცოცხლეს და გამარჯვებას ნიშნავს.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა. გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.
მივესალმებით საქართველოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში - აშშ
მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. "მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, მონაწილეობა მიიღეს რენტგენო სკანერის გადაცემის ცერემონიაში, რომელიც ბათუმის აეროპორტში გაიმართა და მიზნად ისახავს აკრძალული საქონლის გამოვლენის შესაძლებლობის განმტკიცებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის აჯიბადემის საერთაშორისო ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს, Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S.-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რასიმ ტოპუზმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებას. ამასთან, თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის პერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავებაც.
ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით - სანდუ
ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით, რუსეთი საბჭოთა კავშირის აღორძინებას ცდილობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მათ სურთ ძველ დროში დაბრუნება, ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა 30 წლის განმავლობაში ბუფერული ზონის ნაწილი იყო, ჩვენთვის ეს სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას და ემიგრაციას ნიშნავდა. ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა სანდუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში ქართველი მებრძოლის ნათესავები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი უკრაინაში 26 აპრილს დაიღუპა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გამოვრიცხავთ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე - სუს-ი
ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტების და მებრძოლების მომზადება. მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის ინფორმაცია, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარეს და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სხვადასხვა დანაყოფებმა თურქეთის ორ ლოკაციაზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა გუშინ, 5 მაისს”, - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.
რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის ექვს რეგიონსა და 21 ქალაქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში უკვე გააუქმეს 9 მაისის აღლუმები, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. "რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება შესაძლოა, მიუთითებდეს რუსეთის ხელმძღვანელობაში საფრთხის მზარდ გრძნობაზე, რომელიც კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქებას უკავშირდება. რუსეთის ექვს რეგიონსა და 21 ქალაქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში უკვე გააუქმეს 9 მაისის აღლუმები. გარდა ამისა, კრემლი არ გამართავს საზეიმო მიღებას, ხოლო მოსკოვში სავარაუდოდ, უფრო მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ისტორიული მიღწევაა, ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს - ჰერჩინსკი
საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ისტორიული მიღწევაა, ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „70 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროპულმა ერებმა, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ევროპულმა ერებმა გადაწყვიტეს, გააერთიანონ ძალები, რათა ისაუბრონ ერთხმად, რომ დაიცვან მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 27 წევრი სახელმწიფო და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეფართოვებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევაა და ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საქართველოში რეფორმების იმპლემენტაცია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
საქართველოს მთავრობა: 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს 6 მაისს ესპანური დღე იმართება. „მოეწყობა ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. ესპანურ დღეზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ ესპანური სამზარეულო. ესპანურ დღეებს ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის თეატრალური წარმოდგენა - „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ დაასრულებს. ევროპული დღეების ფარგლებში, 7 მაისს შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გუსტავ ლეონჰარდთან ერთად მოსულ სტუმრებს მასტერ-შეფის გამარჯვებული რუსო დაუშვილი უმასპინძლებს, რომელიც მსურველებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდება. შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩვენთვის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია - პაპუაშვილი
ევროპის დღეს, წელს განსაკუთრებული ემოციებით აღვნიშნავთ. ბევრი თაობის მცდელობა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა თავისი ისტორიული ადგილი, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. საქართველოს მთავრობა: 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი, ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი. „2022 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რაც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. რობერტ შუმანის დეკლარაციით შექმნილი ევროპული თანამეგობრობის იდეები და პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. ევროკავშირი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ, ამ იდეამდე მისვლას ორი მსოფლიო ომი და ენით აღუწერელი ტრაგედიები დასჭირდა. საბედნიეროდ, ევროპამ შეძლო საკუთარი წარსულის გააზრება და მისი წევრები მშვიდობით და კეთილდღეობით შეაკავშირა.სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ასე მიმზიდველი საქართველოს და თავისუფლების მოყვარე სხვა ერებისთვის, ეს არის მშვიდობის, თავისუფლების და კეთილდღეობის უნიკალური პროექტი. ქართველებმა კარგად ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ გადაიხადა. საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა თავისუფლების იდეისთვის გმირული ბრძოლის მაგალითებით. სწორედ ეს საამაყო და ამავე დროს, ტრაგიკული გამოცდილება, აგრეთვე, ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა კარგად წარმოაჩენს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული ღირებულებითი და პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი – ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს მტკიცე კავშირი ჰქონდა ევროპასთან და წვლილი შეჰქონდა ევროპული ქრისტიანული კულტურის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკით ჩვენი წვლილი შევიტანეთ თანამედროვე ევროპის სოციალური სახელმწიფოს და თანასწორობის იდეების განვითარებაში. საქართველო იყო პირველი ევროპული ქვეყანა სადაც, იმ დროისთვის, ყველაზე პროგრესული, სოციალ-დემოკრატიული იდეების მატარებელი პარტია ხელისუფლებაში მოვიდა; ნორვეგიის შემდეგ კი, საქართველო იყო მეორე ევროპული სახელმწიფო, სადაც ქალები არჩეულ იქნენ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენთვის, არა უცხო პრინციპების გაზიარების, არამედ, საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მიიღებენ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს - ღარიბაშვილი
მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობა: 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება „მინდა, ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით და მინდა მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა. ჩვენ, დღეს, ევროპის დღეს აღვნიშნავთ ქართველები და ევროპელები ერთად, ვინაიდან ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ისე, ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენ თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას. მე მჯერა,რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს, და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო დამაახლოებელი ჩვენ ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.