ძებნის რეზულტატი:

ოდესის მერი დააკავეს

უკრაინაში დააკავეს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი. ქვეყნის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ტრუხანოვი ოდესის მანქანათმშენებელი ქარხნის „კრაიანის“ საქმის ფარგლებში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 მაისს დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ოდესის მერის აღკვეთისღონისძიების შეცვლის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიერ სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილი გირაოს გადაუხდელობა გახდა.   

საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.  

ვერაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს. თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. კაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  

რუტეს თქმით, უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს

ნიდერლანდები პარტნიორებთან ერთად განიხილავს უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ვარიანტებს, ამ საკითხში არანაირი ტაბუ არ არსებობს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ჰააგაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ, ალექსანდრ დე კროოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კერძოდ, რუტეს თქმით, უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან - ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, დანიასთან და სხვებთან, რათა ეს დისკუსია დასრულებამდე მივიყვანოთ. ეს სენსიტიური საკითხია. დრო გვჭირდება საერთო დასკვნამდე მისასვლელად, მაგრამ ჰაუბიცები ახლა უკრაინაშია და ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკები უკრაინას უკვე მიეწოდება", - განაცხადა რუტემ.  

ზელენსკი ნიდერლანდების საჰაერო ძალების ბაზას ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის დროს აჩვენეს უკრაინაში უკვე გადატანილი სამხედრო ტექნიკის ნიმუშები. „მადლობას ვუხდი ყველას ნიდერლანდებში, ვინც გვეხმარება. სამხედრო ტექნიკა სწორედ აქედან იგზავნება უკრაინაში, პირდაპირ ბრძოლის ველზე", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობისთვის.  

უკრაინულმა ძალებმა კიევის თავზე დრონი ჩამოაგდეს - სამხედრო ადმინისტრაცია

კიევის თავზე საჰაერო თავდასხმის განგაშის დროს, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ზე წერს. კიევსა და რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა.   ადმინისტრაციამ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.   ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავის ნაშთები სოლომიანსკის რაიონში, კიევის მარჯვენა სანაპიროზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია არასაცხოვრებელ კორპუსში. ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაღუპულთა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ხანძარი 4-სართულიან შენობაში გაჩნდა, რომელიც 50 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.   

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია - მაიკლ კარპენტერი

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის ელჩის, მაიკლ კარპენტერის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მხარდაჭერას აგრძელებს. კარპენტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. „თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ იმ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით, რომლებიც ვნახეთ. მაგალითად, წარდგენა კანონმდებლობისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოელი აგენტის სტატუსს მიანიჭებდა, რაც  შემდგომში გაუქმდა. ვიცი, რომ შეერთებული შტატები ჩვენს ბევრ ევროპელ პარტნიორთან ერთად, ღრმად იყო შეწუხებული ამგვარი კანონმდებლობის ნახვით, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, მრავალი თვალსაზრისით ასახავდა რუსეთის კანონმდებლობას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით მისი წარდგენის გამო. არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებიც შემაშფოთებელია. თქვენ ახსენეთ ზოგიერთი მათგანი - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე, მედიასთან დაკავშირებული საკითხი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ დემოკრატია და ხელი შევუწყოთ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი. სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველა ამ საკითხზე საგნობრივი საუბარი მაქვს ეუთოში, ჩემს ქართველ კოლეგასთან“, -  განაცხადა კარპენტერმა მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.    ქართველი ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა „საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებს“ და იმას, თუ რამდენად საზიანოა ეს ევროინტეგრაციის გზაზე. ამასთან ერთად, ჟურნალისტი დაინტერესდა კარპენტერის პოზიციით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით.  

უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ერთ დღეში მოწინააღმდეგის 60-მდე შეტევა მოიგერიეს

ჩვენმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, სამი მიმართულებით რუსული ძალების 60-მდე შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „დამცველებმა 24-დან 18 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 10 სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ კრამატორსკსა და ზაპოროჟიეში, ჩვენი ჯარების პოზიციებზე და მშვიდობიან დასახლებებს 75 საჰაერო დარტყმა მიაყენა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია კერძო სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სთბილისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა.  გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.  

NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, აშშ მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება და შესაძლებლობები - ოფიციალური წარმომადგენელი

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მედიაწარმომადგენელმა Combined Resolve 18-ზე, მაიორმა ჯონ ემბელანმა Europetime-თან განაცხადა, რომ NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, აშშ მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში წვლილი შეიტანოს. აშშ-ის არმიის მაიორმა წრვრთნების მიზნები განმარტა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გერმანიაში ატარებს სამხედრო წვრთნებს , რომელშიც საქართველოც მონაწილეობს „აშშ-ის არმიის მრავალეროვნული წვრთნები, Combined Resolve 18, აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობებს, თავსებადობას და ხელს უწყობს ნდობას ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და მათ სამხედროებს შორის“, - განაცხადა ჯონ ემბელანმა. როგორც ცნობილია, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელსის სიახლოვეს, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებას (Combined Resolve 18) ატარებს. წვრთნები 21 აპრილს დაიწყო და 21 მაისამდე გასტანს. Combined Resolve არის პერიოდული სწავლება, რომელიც აშშ-ის საბრძოლო ჯგუფის მოსამზადებლად, NATO-ს ინიციატივების (შეკავება, მზადყოფნა, რეაგირება და გაძლიერება) მხარდასაჭერად არის შექმნილი. წვრთნებს აშშ-დან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან, დაახლოებით, 4000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, მათ შორის არის საქართველოც. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მედიაწარმომადგენელმა Combined Resolve 18-ზე, მაიორმა ჯონ ემბელანმა Europetime-ს განუცხადა, რომ Combined Resolve 18-ში, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) 43 ჯარისკაცი მონაწილეობს. ამასთანავე, გერმანიაში, ჰოჰენფელსის სასწავლო ზონაში, ერთობლივი მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თქმითვე, (GDF) საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ოცეული მოქმედებს აშშ-ის არმიის პირველ ბატალიონთან ერთად, მე-4 ქვეით პოლკში (1-4 IN). 1-4 IN-თან ერთად ასევე გადიან სწავლებას ჯარისკაცები კოსოვოდან, ლიეტუვიდან, მოლდოვიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) ოცეული, 1-4 IN-ის შემადგენლობაში, მე-2 ჯავშანტექნიკის პირველი საკავალერიო დივიზიის (2/1 CD) წინააღმდეგ ჩაერთვება წვრთნებში. ჯონ ემბელანის განმარტებით, 2/1 CD არის აშშ-ის არმიის ქვედანაყოფი Fort Hood-დან (შეერთებული შტატების არმიის პოსტი ტეხასში), რომელიც ძალების რეგულარული როტაციის ფარგლებში, ევროპაშია განლაგებული, რათა მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების ვალდებულებას Atlantic Resolve-ისადმი. წვრთნებისას 2/1 CD-ს შემადგენლობაშია დანაყოფები ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, კოსოვოდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან. ორივე 2/1 CD და 1-4 IN, წვრთნებიოს დროს, შეტევით და თავდაცვით ოპერაციებს ჩაატარებენ. ჯონ ემბელანის თქმით, Combined Resolve 18, საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლება გაიარონ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დინამიკურ და რეალურ სასწავლო გარემოში, რომელსაც გერმანიაში, ჰოჰენფელსთან, აშშ-ის არმია, გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში უზრუნველყოფს. „ყველა მონაწილე გაივლის წვრთნას ტაქტიკურ უნარებზე, მაგრამ სწავლება ასევე აძლევს მათ უნიკალურ უნარს, ინტეგრირდნენ სხვა ქვეყნებთან, გადაჭრან თავსებადობასთან დაკავშირებული გამოწვევები. თავსებადობა არის ჯარისკაცებისა და სისტემების უნარი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები ურთიერთქმედებით გამოირჩევიან. Combined Resolve 18 გამოცდის GDF-ს და ყველა სხვა ქვეყანას, რომ გადალახონ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია განსხვავებებთან ლოგისტიკაში, მისიის ბრძანებაში, კომუნიკაციებში, აღჭურვილობაში, ტაქტიკაში, სამხედრო კულტურასა და ენაში. ყველა მონაწილე აფასებს თავის პერსონალს, ტრენინგს და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეასრულებენ ნებისმიერ მისიას, რომელსაც მათი ქვეყანა მოითხოვს“, - განაცხადა ჯონ ემბელანმა Europetime-თან.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 193 210-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 620 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ერთ დღეში მოწინააღმდეგის 60-მდე შეტევა მოიგერიეს "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 710 ტანკს, 7 224 ჯავშანტექნიკას, 2 978 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 916 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 540 უპილოტო საფრენ აპარატს, 373 ერთეულ სპეცტექნიკას და 947 ფრთოსან რაკეტას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თავდასხმა სერბეთში - დაიღუპა 8 და დაშავდა 13 ადამიანი

სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. „სიენენის“ ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხალხის ჯგუფს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა სერბეთში. 3 მაისს სერბეთის დედაქალაქში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი, ბავშვი.  

ნორვეგია იძულებით გადაადგილებული უკრაინელებისთვის დაფინანსებას გაზრდის - მედია

ნორვეგიის მთავრობა 2023 წლის განახლებულ ბიუჯეტში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ხელმისაწვდომ თანხებს გაზრდის. უკრაინული მედია the Local-ზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის შესწორებული ბიუჯეტი სრულად მაისში გამოქვეყნდება. ამასთან, ლტოლვილებისთვის ნორვეგიული ენის სწავლების მიზნით, 2024 წლის ბოლომდე 459 მილიონი კრონი (38 მილიონ ევროზე მეტი) გამოიყოფა. ნორვეგიამ შესაძლოა, 43 000-მდე ლტოლვილი განათავსოს. ამიტომ, მთავრობა დაფინანსენის ზრდის ინიციატივით გამოდის. „ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტებს თხოვნით, რომ 2023 წელს სულ 35 000 ლტოლვილი დაასახლონ. მაგრამ ბოლო პროგნოზები, რაც ჩვენ ვნახეთ, აჩვენებს, რომ შეიძლება, რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყოს“, - განაცხადა შრომისა მინისტრმა მარტე მიოს პერსენმა. კონკრეტულად, რა თანხები გამოიყოფა ნორვეგიის მთავრობის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. ცნობისათვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

უკრაინაში სასამართლო სამედიცინო გამოკვლევისთვის, ნიდერლანდებმა მობილური ლაბორატორია მოამზადა

უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საჭიროებისთვის, ნიდერლანდებმა მოძრავი სასამართლო ლაბორატორია მოამზადა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ვიზიტისას განაცხადა.   მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.   წყაროს მიერ გავრცელებულ ცნობებში, დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ მითითებული არ არის.      

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N 75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული. აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებისთვის აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.  

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

ვერაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე, კაფე ლავერასთან იმყოფებოდა დასაცავ პირთან ერთად და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რომლის დროსაც მას შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და მის მიმართ რამდენჯერმა გაისროლა. მან ადგილიდან მიმავლა სცადა, ადგილზე მყოფმა ინსპექტორმა კი, შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება არ მისცა და რამდენჯერმა ესროლა მის ხელთ არსებული იარაღით, რომელსაც კანონის დარღვევით ატარებდა. „საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით  დგინდება, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა. „ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა  ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულია ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა ობიექტები. გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადა პეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ ადამიანების გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ - გაეროს ექსპერტის ანგარიში

გაეროს დამოუკიდებელმ ექსპერტმა დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანამ 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში მომზადებული წინასწარი ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ Europetime-ს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიდან (UN OHCHR) აცნობეს. ვიზიტის ფარგლებში გაეროს ექსპერტი შეხვდა ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, შეაფასა ქვეყნის შედეგი მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყნის ძალისხმევა განვითარების უფლების უზრუნველყოფაში, ახალგაზრდების მონაწილეობა გლობალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე ეწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზს, და შეისწავლა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყნის ამ ნაწილში არსებულ რეგიონებში. ლივინგსტონ სევანიანა საქართველოში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს, ადამიანის უფლებათა საბჭოს 2023 წლის სექტემბერში წარუდგენს. ვიზიტის განმავლობაში გაეროს ექსპერტი, რომელიც მთავრობის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული ბიუროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს, საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ხურვალეთში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებს. პარლამენტის წევრებს: ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეებს. განცხადებას, რომელიც ვიზიტის საწყის მიგნებებს ეხება, მოჰყვება სრული ანგარიში თავისი სიღრმისეული ანალიზითა და შეფასებით, დაკვირვებით, დასკვნებითა და რეკომენდაციებით. ანგარიში, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებათა საბჭოს 54-ე სხდომას წარედგინება, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.  „სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გამართული შეხვედრებისას, საშუალება მომეცა, გამემართა მსჯელობა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით პროგრესის მიღწევაში  საქართველოს წვლილის ირგვლივ. გარდა ამისა, ასევე მომეცა შესაძლებლობა, მემსჯელა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებაც. ვიზიტის ფარგლებში ვიმჯელეთ სამართლიანი ვაჭრობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ზოგადად, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ირგვლივ.   რაც შეეხება თემატურ ანგარიშს, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიზიტის ამსახველ ანგარიშთან ერთად წარედგინება, მე მონაწილეობა მივიღე განხილვებში ეროვნულ და მთავრობათაშორისო დონეებზე ახალგაზრდობის მონაწილეობის საკითხების შესახებ“, - განაცხადა გაეროს ექსპერტმა. რაც შეეხება წინასწარ ანგარიშს, მას უცვლელად გთავაზობთ: ზოგადი კონტექსტი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ რამდენიმე შეიარაღებული კონქფლიქტი გამოიარა. ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით  ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. „ხუთდღიანი ომის“ შემდგომ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან მოყოლებული საქართველომ დიდსულოვანი ნაბიჯები  გადადგა შეთანხმების პირობებისა და შესაბამისად, მშვიდობისა და უსაფრთხოებისა  დაცვის, ასევე, კონფლიქტის შემდგომი პრევენციის მიზნით ორი რეგიონის  - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის აუღიარებლობის მიუხედავად. ამ ტერიტორიებზე წვდომა ჯერ კიდევ შეზღუდულია.   საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობის წარმატებული ისტორია გააჩნია. ქვეყანამ არაერთხელ დაადასტურა მზაობა მდგრადი განვითარების მიზნებისა და 2030 დღის წესრიგის  განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ დრომდე არ მომხდარა იძულებითი გაუჩინარებისა და მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახების წევრების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება. საქართველო ასევე გაწევრიანებულია რიგ რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორისაა, ევროსაბჭო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა. გარდა ამისა, საქართველომ შეიმუშავა სხვადასხვა მიმართულებით რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), თანამშრომლობის ჩარჩოები. მისია სამოქალაქო ხასიათისაა და ის 2008 წლიდან მუშაობს აფხაზეთსა და ცხინვალთან/სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების უსაფრთხოების აღდგენისა და მათი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების მიზნით. ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება ზოგადად, საქართველოში მშვიდობიანი გარემოა. ქვეყანამ მიაღწია პროგრესს უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით, მიუხედავად ახლო წარსულში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისა. მსურს ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, რაც უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს/ე.წ.სამხრეთ ოსეთს, საქართველოს მთავრობამ მოახერხა, შეემუშავებინა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ამ რეგიონებთან დაკავშირებით. დოკუმენტი, რომელიც ძალაში 2023 წლის მარტში შევიდა, ძირითადად ეხება თემებს შორის ნდობის შენებას და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვას. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში/ე.წ. სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას საქართველოსა და ევროკავშირის იმ ქვეყნების ბაზრებზე, სადაც ქართული პროდუქცია შეღავათებით სარგებლობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად. სტრატეგიის მიხედვით, შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმოებული ან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში/ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში. დოკუმენტის მიხედვით, ასევე წახალისებულია სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის ერთობლივი ბიზნეს-ინიციატივები, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადასწვრივ მცხოვებ თემებს შორის. გარდა ამისა, მსურს, გამოვხატო მხარდაჭერა ჟენევის პერიოდული საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების იდეის მიმართ, რომელიც ემსახურება 2008 წლის კონფლიქტის შედეგებთან გამკლავებას. რაც შეეხება მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ წარმატებულ პრაქტიკებს, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ დაამტკიცა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის (WPS NAP) განხორციელების სამოქმედო გეგმა 2022-2024 წლებისთვის. მისასალმებელია, რომ საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, ფასილიტაცია გაუწიოს დიალოგის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებით მიზნით საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ამ პროგრესის მიუხედავად, რჩება გარკვეული წუხილები არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ასევე იხსენიებენ კონკრეტული მანდატის მქონე სპეციალური პროცედურების ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ქვეყანას. გარდა ამისა, წუხილს გამოთქვამენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებიც, განსაკუთრებით, ოკუპირებულ (რედ.) აფხაზეთსა და ცხინვალზე/ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონზე შეზღუდულ წვდომასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ერთადერთ გამონაკლისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წარმოადგენს, რომლის მანდატი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გულისხმობს. შემაშფოთებელია პირობები, რომელშიც ცხოვრება უწევთ „ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის“ მიმდებარედ მცხვორებ თემებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. ასევე, უკიდურესად შეზღუდულია გადაადგილების უფლება და ხოლო ინფრასტრუქტურა - მოშლილი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცნობები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებების მიერ ე.წ. „უკანონო კვეთის“ შედეგად ადამიანების თვითნებურად დაკავებების, ასევე, გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ. გარდა ამისა, შევნიშნე, რომ დეფიციტიურია მონაცემები თვითნებურად დაკავებული და მოკლული პირების შესახებ, ხოლო ამგვარი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებების მექანიზმები არ არსებობს. მსურს, გამოვხატო შეშფოთება „ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ“ მავთულხლართების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და მოვუწოდო ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს მათი დემონტაჟისკენ. მსურს, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და აგრეთვე, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, ოკუპირებულ (რედ.) აფხაზეთსა და ცხინვალთან/ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონთან, საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის უსაფრთხო და კვაზინორმალური ცხოვრების უზრულვეყოფის მიზნით. მსურს, მივესალმო 2022 წელს ადამიანის უფლებათა 2022-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცებას და მოვუწოდო ჩართულ მხარეებს მისი სრული განხორციელებისკენ. განსაკუთრებით, ეს ეხება ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. როგორც შეხვედრების დროს შევიტყვე, იძულებით ადგილნაცვალ პირებს ხელი მიუწვდებათ ჯანდაცვაზე და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე. გარდა ამისა, გამოყოფილია ფინანსური რესურსები მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა, მაშფოთებს კონფლიქტის ხანგრძლივვადიანი მოგვარების მექანიზმების ნაკლებობა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული შესრულება.  სამოქალაქო სივრცე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ქვეყანის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების მიდგომა რეპრესიულია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებადამცველები განიცდიან შიშსა და სტიგმატიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებებს, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ხელშწემყობი გარემოს არსებობა, რათა ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატია, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და კანონის უზენაესობა. შიშისა და სტიგმატიზაციის განცდა განსაკუთრებით გამძაფრდა უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის ინიცირებით, რომელიც საბოლოოდ არ იიყო მიღებული. არსებული პოლარიზაციის ფონზე, მისასალმებელი იქნებოდა დემოკრატიული სივრცის გაფართოებისკენ მიმართული მცდელობები და მიზანმიმართული ქმედებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს დამოუკიდებლობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარანტორია, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ პრინციპის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ისმის. განსაკუთრებით ეს ეხება იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნასა და კონტროლს.  ამ გარემოების გათვალისწინებით, მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე.  ბრძოლა კორუფციის წიინააღმდეგ ჩვენს მიერ გამართული დისკუსიებიდან იკვეთება უზარმაზარი პროგრესი კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ მხრივ, მივესალმები ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებას.  ბიურო წარმოადგენს დამოუკიდებელ უწყებას, რომლის მიზანია ფინანსური გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთწლიანი სტრატეგიის მიღება უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ბიუროსთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მისი საგამოძიებო უფლებამოსილების გაძლიერების, ეფექტიანი ფინანსური სისტემის დანერგვისა და მანდატის განხორიელებისთვის ბიუროს შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ზომები მიღებულია საჯარო მმართველობის სფეროშიც. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დაარსება, რომელიც გამოირჩევა მუშაობის ჰარმონიზებული მეთოდოლოგიითა და საჯარო სერვისების უსწრაფესი მიწოდებით. ამგვარი უწყების დაარსება წარმოადგენს წარმატებული პრაქტიკის მაგალითს მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, მოვუწოდებ მთავრობას მიიღოს შემდგომი ზომები კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის რატიფიცრებისთვის, რომელსაც ქვეყანა 2008 წელს შეუერთდა. წარმატებულ პრაქტიკებს შორის, მსურს განსაკუთრებულად გამოვყო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფუნქციონირება, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური და პარტნიორული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ინიციატივის ფარგლებში გაიცემა გრანტები 7.000-დან 35.000-მდე ლარის ოდენობით სტარტაპ ბიზნეს იდეებისა და შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური აქტივობების წახალისებისთვის. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცხოვრებთათვის მათ შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებში. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოს საკმაოდ კარგი ისტორია აქვს მდგრადი განვითრების მიზნების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურებულია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების უწყებათაშორისი საბჭოს ჩამოყალიბებითა და მიზნების სამინისტროების პროგრამებში ინტეგრაციით. გარდა ამისა, ქვეყანამ წარადგინა 2020 წლის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეინიშნება ასაკისა და გენდერის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების ნაკლებობა, განსაკუთრებით ისეთ მიზნებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება შრომის უფლებებს, გენდერულ პრობლემებს, სიღარიბესა და უმუშევრობას. ახალგაზრდები    მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება, მსურს მოვუწოდო ქვეყნის მთავრობას შეიმუშაოს და განახორციელოს მიზნობრივი ინტერვენციები მისი ამოქმედების მიზნით.

ჩვენი მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს „იუნესკოს“ მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს. „არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა საერთაშორისო მემკვიდრეობის კონსერვაციაზე მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ძეგლებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება დააგროვა. სტივენ ჯეი კელი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობდა. ასევე, იგი ჩართული იყო თურქეთში, ქალაქ ანისში, სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში. ექსპერტის თქმით, შეიქმნება ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომლებიც რჩევებს გასცემენ გელათის გადახურვისა და კონსერვაციის პროცესში”, - აცხადებენ საპატრიარქოში. ამასთან, როგორც სტივენ ჯეი კელი ამბობს, პრობლემის არსის კარგად გააზრებისთვის აუცილებელია, მეტი დრო დაიხარჯოს კვლევით ნაწილზე. ამასთან, უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა, გადაიხუროს მონასტრის კათედრალი. „უზომოდ მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი დრო კვლევით ნაწილში იმისთვის, რათა კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი. ჩემი ამ პროექტში ჩართვა მოხდა არქიმანდრიტ კირიონის მიერ და ჩემს სამეცნიერო მოქმედებებს სამომავლოდ განაპირობებს ის, თუ რა დავალებებს მომცემენ საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული გელათის დროებითი მართვის კომიტეტი. ჩემი აზრით, შესაძლებელია ვიმუშაო სამეცნიერო კომიტეტში და მართებული რჩევები გავცე შემდგომი ნაბიჯების და სამუშაოების განსახორციელებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ადგილობრივმა სპეციალისტებმა საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენ ვიქნებით ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიცნობ კიდეც. მოუთმენლად ველი ამ მიმართულებით ჩემი მოვალეობების შესრულებას. თვალსაჩინოა და სამართლიანად თუ შევაფასებთ, აუცილებლად უნდა გადაიხუროს მონასტრის კათედრალი, სანამ უშუალოდ ფრესკებზე დაიწყება მუშაობა. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. ჯერ დროებით გადახურვას უნდა მიეხედოს, შემდეგ - დანარჩენ სხვას", - განაცხადა სტივენ ჯეი კელიმ. ინფორმაციისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნის სამუშაოების საველე ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ დროისთვის მიღებული მონაცემების დოკუმენტურად დამუშავება მიმდინარეობს. გელათის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნაზე საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მხატვრობის კონსერვაციის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.  

მაია მენაღარიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება. ამის თაობაზე ცნობილი ხდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან, რომელიც 8 მაისს არის ჩანიშნული. მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.  

ვერაზე, 4 მაისს დაჭრილი ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა

სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს „ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოსვლისთანავე ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. ვერაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე, კაფე „ლავერასთან“ იმყოფებოდა დასაცავ პირთან ერთად და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რომლის დროსაც, მას შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და მის მიმართ რამდენჯერმა გაისროლა. მან ადგილიდან მიმავლა სცადა, ადგილზე მყოფმა ინსპექტორმა კი, შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება არ მისცა და რამდენჯერმა ესროლა მის ხელთ არსებული იარაღით, რომელსაც კანონის დარღვევით ატარებდა.