ძებნის რეზულტატი:
წერეთლის გამზირზე სავარაუდოდ, მე-19-ე საუკუნის ნაგებობები აღმოაჩინეს
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს, რომლებიც სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოები სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.
თურქეთი უკრაინისთვის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის შეთავაზებას არ დაეთანხმა - მედია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნა შესთავაზა, თუმცა ანკარამ ამ შეთავაზების მიღებაზე უარი თქვა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე სთხოვა თურქეთს, სარაკეტი კომპლექსებზე კონტროლი მათთვის გადაეცათ. ჩავუშოღლუს განმარტებით, S-400 სისტემას თურქეთი უნდა გამოერიცხა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამიდან. „მოგვეცით კონტროლი S-400-ზე და ჩვენ შევამოწმებთ. მათ შემოგვთავაზეს წინადადებები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, მაგალითად, უარი ვთქვათ კონტროლზე. სად არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი?" , - განაცხადა ჩავუშოღლუმ. „თურქეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ ერმა შეიძინა S-400-ები ეროვნული უსაფრთხოების მიზნით და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ჩარევის უფლება“, - წერს Anadolu. F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით კი, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. „ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, ანკარამ F-16-ები აშშ-სგან 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა. 6 მილიარდი დოლარის გარიგება მოიცავს 40 თვითმფრინავს და თურქეთის საჰაერო ძალების მოდერნიზაციას. ჩავუშოღლუს თქმით, ეს საკითხი წინ არცთუ ისე სწრაფად მიიწევს.
უკრაინამ ისრაელის კომპანიის მიერ წარმოებული სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემის მიღება დაიწყო
უკრაინამ ისრაელის კომპანია RADA Electronic Industries-ის მიერ წარმოებული სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემის მიღება დაიწყო. მას რუსული სარაკეტო თავდასხმების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად გამოიყენებენ. ისრაელის 16-დან პირველი 3 ტაქტიკური რადარი RADA ieMHR უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურშია. მედია: ისრაელი კიევში მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემას გამოცდის 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი დაჰპირდა უკრაინას სარაკეტო და უპილოტო გამაფრთხილებელი სისტემის მიწოდებას.
მსოფლიო სასურსათო პროგრამა დაფინანსების ნაკლებობის გამო, პალესტინელთა დახმარებას შეწყვეტს
მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) მომავალი თვიდან, 200 000-ზე მეტ პალესტინელისთვის სასურსათო დახმარებას „სახსრების მწვავე დეფიციტის“ გამო შეწყგეტს, განაცხადა ორგანიზაციის პალესტინელთა ტერიტორიების პროგრამის ოფიციალურმა პირმა 7 მაისს. „WFP-ს ესმის ამ გარდაუვალი და მძიმე გადაწყვეტილების შედეგები ასობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც ასევე დამოკიდებულნი არიან სასურსათო დახმარებაზე - განაცხადა WFP-ის წარმომადგენელმა სამერ აბდელჯაბერმა. გაეროს სააგენტო გააგრძელებს დახმარებას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე 140,000 ადამიანისთვის, აღნიშნა აბდელჯაბერმა და დაამატა, რომ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
Patriot-მა ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა Kh-47 ჩამოაგდო - რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსული პროპაგანდა ცდილობს, გაავრცელოს ნარატივი, რომ რუსული იარაღი მსოფლიოში საუკეთესო, უნიკალურია და მას ანაოლიგი არ აქვს, რაც რეზნიკოვის შეფასებით, დიდი სიცრუეა. უკრაინის საჰაერო ძალები ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებას არ ადასტურებს „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ახალმა მძლავრმა იარაღმა Patriot-მა, რუსმა სამხედრო დამნაშავეების მიერ ჩვენს ქვეყანაში გასროლილი ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა Kh-47 ჩამოაგდო. ადრე ასეთი სამიზნეების განადგურების საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით შეუძლებელი ხდება შესაძლებელი! წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.
ევროკავშირის ელჩი: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი იმისთვის, რომ გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღეების" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა. „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. „ჩვენ "ევროპის დღეს" აღვნიშნავთ, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ოკუპანტების 35 დრონი გაანადგურეს
უკრაინელებმა, რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით მტერმა კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მოუთმენლად ველით კიევში, სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებს
უკრაინული მხარე 2023 წლის მაისსა და ივნისში დაგეგმილი მომავალი ღონისძიებებისთვის, კერძოდ კიევში სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში გააკეთა. „ჩვენ უნდა გავხადოთ ეს დრო არანაკლებ ნაყოფიერი, როგორც ჩვენი მეომრებისთვის იარაღის მიწოდების, ასევე, უკრაინის გადაწყვეტილებების კუთხით, ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსი აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გადაწყვეტილებების შემუშავება მიმდინარეობს. „ჩვენ მოუთმენლად ველით კიევში სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებს. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს იარაღზე, რომელიც დაგვეხმარება მეტის გაკეთებაში მშვიდობის აღსადგენად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უკრაინული მხარე ასევე საფუძვლიანად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ნაბიჯებზე. „ჩვენ მათ ველით უახლოეს მომავალში - ზუსტად ის, რაც საჭიროა ჩვენი ძალებისთვის ფრონტზე, ჩვენი ცის დასაცავად, ტერორისტების წინააღმდეგ სამართლიანობისთვის და მთელი უკრაინის მიწაზე მშვიდობის უფრო სწრაფად აღდგენისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შსს: 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია. დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა. რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 - ბიჭს და 2 - გოგოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი რადას სთავაზობს, 8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს
„უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგინე კანონპროექტი, რომელშიც ვთავაზობ, რომ 8 მაისი იყოს ხსოვნისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. ზელენსკის შეფასებით, სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ნაციზმზე გამარჯვების სიდიადეს. „მსოფლიო აღფრთოვანებულია ყველა იმ ადამიანით, ვინც სიცოცხლეს იცავდა; ვინც ჩამოაგდო ნაცისტური დროშები გათავისუფლებულ ტერიტორიაზე და ვინც გააღო საკონცენტრაციო ბანაკების კარი; ვინც ერებს აღადგინა თავისუფლება, ვინც გაანადგურა და დაგმო ნაცისტური ბოროტება. სწორედ 8 მაისს, მსოფლიო პატივს მიაგებს ყველას ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. ეს არის წმინდა ისტორია, იდეოლოგიური დანამატების გარეშე.და ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი სამყაროს ისტორია. დღეს მე წარვუდგინე უკრაინის უმაღლეს რადას კანონპროექტი, რომელშიც ვთავაზობ, რომ 8 მაისი იყოს ხსოვნისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე. მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს! დიდება ყველას, ვინც იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ და გაიმარჯვა! დიდება სხვადასხვა დროის ყველა ჩვენს გმირს, რომელთაც ერთნაირად ვალში ვართ!წერს ზელენსკი Twitter-ზე. უკრაინაში ამ დრომდე, 9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე აღინიშნებოდა.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დილის განახლებაში განაცხადა, რომ რუსეთმა 8 მაისს, გამთენიისას, ირანული წარმოების შაჰედ-136/131 თვითმფრინავი გაუშვა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი, ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. „ღამით, მტერმა კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს“, - აცხადებს საჰაერო ძალები. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და ავტომობილები და შენობები დაზიანდა. ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, წუხელ, რუსებმა ოდესის ოლქს Tu-22m3 ტიპის ბომბდამშენებიდან დაარტყეს. რაკეტები თარხანკუტის ტერიტორიიდან (ოკუპირებული ყირიმი) გაუშვეს. მათმა ნაწილმა სამიზნეს ვერ მიაღწია. ირანული წარმოების კამიკაძე-დრონების ჩამოგდების შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში განაცხადეს.
2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა - "საქსტატი"
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინა 9 მაისს ევროპის დღეს აღნიშნავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნება. „ახლა ერთობა ევროპაში გვაახლოებს ჩვენი მშვიდობის პირველი დღის აღნიშვნასთან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „სწორი იქნება, ევროპის დღე მთელ თავისუფალ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ. დღეს მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებას და ყოველი წლის 9 მაისს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ისტორიულ ერთობას - ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს. ერთობა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტმა ტერმინი „რაშიზმი“ დააკანონა ვოლოდიმირ ზელენსკი რადას სთავაზობს, 8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს
უკრაინა: კიევის ოლქზე ღამით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევის ოლქზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ოკუპანტების 35 დრონი გაანადგურეს "დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნისას დაზიანდა შვიდი მანქანა და საცხოვრებელი კორპუსი. ხუთი დაშავებული ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
შევატყობინეთ უკრაინის საგარეო უწყებას და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე
აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, - ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა „მთავარი არხის“ ცნობით. მისივე თანახმად, უკრაინის დროშა პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს" წევრმა, ვასილ გოგალაძემ ჩამოხია. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
CRRC-საქართველოს კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 81% უჭერს მხარს
CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარტში, პროევროპულმა გამოსვლებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდა. კითხვაზე - გთხოვთ მითხრათ, თქვენ მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში? 2023 წლის მარტში პასუხები ასე გადანაწილდა: 81% - მხარს ვუჭერ; (2021 ნოემბერში და 2023 წლის აინვარში პასუხი 72% იყო) 8% - ვეწინააღმდეგები; 5% - ჩემთვის სულერთია; 6% - არ ვიცი/უარი პასუხზე. კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალი თბილისის მოსახლეობასა და ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია. მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი: 82%-სთვის მისაღებია; 9%-სთვის მიუღებელი; 8%-მა არ იცის. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 25 აპრილს გასაჯაროებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება ზემოთ აღნიშნული ორივე კვლევა მიმდინარე თვეს გამოქვეყნდა და მარტში ჩატარდა.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი, სავარაუდოდ, ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. რა გადაწყვეტილება მიიიღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. „სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. როგორც იყო განცხადება გაკეთებული, ეროვნული პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. ეს არის, ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადადგმული მედიკამენტის შემოტანის წინ. ამ მედიკამენტის დანერგვას სჭირდება მომზადება. მომზადებაში იგულისხმება როგორც ტექნიკური მხარე, ასევე კრიტერიუმები, ვის უნდა დაენიშნოს პრეპარატი. ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მუშაობს კრიტერიუმებზე, იმ პაციენტების შერჩევაზე, რომლებისთვისაც პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო იქნება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ეროვნული პროტოკოლი აუცილებელია. ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
როგორ ამოწმებს მომხმარებელი, ინფორმაცია ყალბია თუ ნამდვილი - კვლევა
CRRC საქართველოს მიერ გამოკითხული 10-დან, 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ ყალბი ინფორმაციის ამოცნობა შეუძლია. ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი, ამის გასარკვევად, 28% აზრს ოჯახის წევრს შეეკითხებოდა, 26% ახალი ამბის ალტერნატიულ წყაროებს შეამოწმებდა, 23% კი, არაფერს მოიმოქმედებდა. გამოკითხულთა უმრავლესობა არაფერს მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ინფორმაცია ყალბია. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის შემცევლ პოსტს გაასაჩივრებდა, 11% კი, გააზიარებდა და დაწერდა, რომ ეს ცნობა ყალბია, თუმცა გამოკითხულთა 63%-ის თქმით, არაფერს გააკეთებდა. CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ტელევიზიების მიმართ ნდობა დაბალია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% ტელევიზორს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს, სოციალური მედიით კი, კვირაში ერთხელ მაინც გამოკითხულთა 75% სარგებლობს. ონლაინ მედიას გამოკითხულთა 51%, კვირაში ერთხელ მაინც ეცნობა, ბეჭდურ მედიას მხოლოდ 6% კითხულობს, რადიოს კი, 8% უსმენს. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა რუსულ და გაცხადებულად პრორუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლებად უყურებს და ენდობა. კითხვაზე, რამდენად ხშირად უყურებენ შემდეგ სატელევიზიო არხებს, კვირაში ერთხელ მაინც, ტელეკომპანია „იმედს“ - 59% უყურებს, „რუსთავი 2-ს“ - 53%, „მთავარ არხს“ - 42%. გამოკითხულები ყველაზე ნაკლებად „ობიექტივს“, „ალტ ინფოს“, ORT-ს, NTV-სა და RTR-ს უყურებენ. ყველაზე ხშირად, სოციალური მედია პლატფორმებს შორის კი, „ფეისბუკს“, „იუთუბს“ „ინსტაგრამს“ და „ტიკ ტოკს“ იყენებენ. შეტყობინებების გაგზავნის დროს კი, „მესენჯერით“, „ვოთსაფითა“ და „ვაიბერით“ სარგებლობენ. ინფორმაციისთვის, NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% არ ენდობა არცერთ ტელეარხს.
„ქართული ოცნება“ ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის
ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის წესში ცვლილებები შევა. ეს პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ამასთანავე, თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან. მათო განმარტებით, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. პროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. იმ შემთხვევაში კი, თუ კენჭისყრის შედეგად, ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამისი კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება. მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს. რაც შეეხება პარლამენტის მიერ მათი არჩევის წესსა და პროცედურას, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ეს არის „სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციის გვერდის ავლით ცდილობს, მისთვის კომფორტული და უპირატესი გარემო მიიღოს და ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების მაგალითი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური კანდიდატი წარედგინა, რომელსაც მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 8 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან, პარტია „ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება - პრეზიდენტის ნაცვლად, კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. ცნობისთვის, გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. მათ შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ წარადგინა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე
45% ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ივანიშვილი იგულისხმა - CRRC
CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. როგორ ამოწმებს მომხმარებელი ინფორმაცია ყალბია თუ ნამდვილი - კვლევა CRRC-საქართველოს კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 81% უჭერს მხარს კითხვაზე, რომელ პიროვნებას ან პიროვნებებს მოიაზრებს ევროკომისია ოლიგარქში ან ოლიგარქებში? პასუხები ასე გადანაწილდა: ბიძინა ივანიშვილი - 45%; დავით კეზერაშვილი - 9%; მიხეილ სააკაშვილი - 8%; მამუკა ხაზარაძე - 7%; ვანო ჩხარტიშვილი - 5%; სხვა - 1%; არ მოიაზრებს კონკრეტულ პიროვნებას - 1%; არ ვიცი - 37%; უარი პასუხზე - 4%. ცნობისთვის, მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.