ძებნის რეზულტატი:

პრიგოჟინი ამბობს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერი“ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებს. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართა და განაცხადა, რომ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის შეტევითი რესურსები აპრილში ამოიწურა და შედეგად, მათი დანაკარგები „ყოველდღიურად ექსპონენტურად იზრდება“. „ვაგნერის ქვედანაყოფებს ბახმუტიდან გამოვიყვან, რადგან საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში, ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის“, - განაცხადა პრიგოჟინმა და დაამატა, რომ ბახმუტზე შეტევის საკითხი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელში იქნება. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" უკრაინის წინააღმდეგ ომში, გასული წლის 16 მარტიდან იბრძვის. 29 აპრილს, პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრებოდა. პრიგოჟინი არაერთხელ უჩიოდა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.  

სროლა პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში - დაიღუპა 7 ადამიანი

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მასწავლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და ეჭვმიტანილებს სამართალდამცველები ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თავმდამსხმელი კაცი, სავარაუდოდ, ამავე სკოლის თანამშრომელი იყო. მომხდარზე სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.  

გაეროს ექსპერტი: მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე

გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანამ 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში მომზადებული წინასწარი ანგარიში წარადგინა. მასში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარანტორია, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ პრინციპის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ისმის. განსაკუთრებით ეს ეხება იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნასა და კონტროლს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე“, - აღნიშნა გაეროს ექსპერტმა. ბრძოლა კორუფციის წიინააღმდეგ „ჩვენს მიერ გამართული დისკუსიებიდან იკვეთება უზარმაზარი პროგრესი კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ მხრივ, მივესალმები ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებას.  ბიურო წარმოადგენს დამოუკიდებელ უწყებას, რომლის მიზანია ფინანსური გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა“, - განაცხადა ლივინგსტონ სევანიანამ. მისივე თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთწლიანი სტრატეგიის მიღება უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. „შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ბიუროსთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მისი საგამოძიებო უფლებამოსილების გაძლიერების, ეფექტიანი ფინანსური სისტემის დანერგვისა და მანდატის განხორიელებისთვის ბიუროს შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ზომები მიღებულია საჯარო მმართველობის სფეროშიც. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დაარსება, რომელიც გამოირჩევა მუშაობის ჰარმონიზებული მეთოდოლოგიითა და საჯარო სერვისების უსწრაფესი მიწოდებით. ამგვარი უწყების დაარსება წარმოადგენს წარმატებული პრაქტიკის მაგალითს მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, მოვუწოდებ მთავრობას მიიღოს შემდგომი ზომები კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის რატიფიცრებისთვის, რომელსაც ქვეყანა 2008 წელს შეუერთდა. წარმატებულ პრაქტიკებს შორის, მსურს განსაკუთრებულად გამოვყო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფუნქციონირება, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური და პარტნიორული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ინიციატივის ფარგლებში გაიცემა გრანტები 7.000-დან 35.000-მდე ლარის ოდენობით სტარტაპ ბიზნეს იდეებისა და შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური აქტივობების წახალისებისთვის. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცხოვრებთათვის მათ შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებში“, - აღნიშნა ლივინგსტონ სევანიანამ.  

შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვერაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. მინისტრმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, რომელიც კერძო პირთან, დაცვაში მუშაობდა. გომელაურის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალებზე ალბათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისაუბრებს. „გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. დაკავებულია ერთი პირი“, - განუცხადა მინისტრმა მედიას. ჟურნალისტებმა მას მიმართეს, რომ კრიმინალი გაზრდილია ქვეყანაში, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ შარშან 74 მკვლელობა მოხდა, როდესაც 300 და 330 იყო 2012 წლამდე. „ყველაზე ცოტა, 2022 წელს დაფიქსირდა - 74 მკვლელობა, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს  

საქართველო და ევროკავშირი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების „ძლიერ ინტერესს“ აფიქსირებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა. მისივე თანახმად, აღნიშნული დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას. „ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დახმარება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში 2021-2023 წლებში 62,75 მილიონ ევროს შეადგენს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს უწყების ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია და უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და რომ ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით. თავის მხრივ, საქართველო მზადაა, გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში წვლილის შეტანის გზით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ - ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც უკრაინის ომბუდსმენსა და უკრაინის რადის წევრებთან ვიდეოჩართვისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა. განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - ჩხაიძე „შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. თემა მიხეილ სააკაშვილი იყო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში დროს პოულობენ, ჩემს შვილზე ზრუნვა არ შეუწყვეტიათ. წარმოადგინეს თარიღები და ფაქტები, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ იცვლებოდა მისი გადაყვანა, სად იყო განთავსებული, ყველაფერი აღრიცხული აქვთ. საუბარი იყო, რომ გაგზავნილია სტრასბურგში საბუთები, ერთმა ლექტორმა თქვა, იქნებ დამატებითი არხები გავაჩინოთ, გავმიჯნოთ იურიდიული საკითხი და სხვა უნივერსიტეტის კოლეგებთან დავამყაროთ ინიციატივა, რაიმე სხვა ჰუმანიტარული მიზნებით შემოვიფარგლოთ. ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობოდა. ბრძოლის პროცესში ყველა ჩაბმულია. ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს. ის, რაც მან უკრაინაში გააკეთა ძალიან დაფასებულია. რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ", - აღნიშნა ალასანიამ. ვოლოდიმირ ზელენსკი: სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საიდან მოიტანა ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ტყუილია - გომელაური

საიდან მოიტანა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ეს ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელ, სერგო შუბითიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს ყოფილი გამომძიებლის თქმით – მხილება, პირდაპირ ნუ ვიტყვით, ვთქვათ ბრჭყალებში. რა თქმა უნდა, მგონია, ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი. გადაღებულია ეს პირდაპირ, უწყვეტი კადრებით იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. ყველაფერი, რაც მას თან ჰქონდა. ასე რომ, საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქეს, ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი, დაველოდოთ პროკურატურას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 125 მლნ ლარს

„დღეს მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე, ხედავთ, რომ სამუშაოები აქ უკვე დაწყებულია, მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ალბათ 2 წელიწადში დასრულდება სამუშაო და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პოლიციის ქალაქის" მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო. „ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს. პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენს მთლიანად დაფარავს ხარჯებს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იყოს გარანტირებული. მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს მგმირ პოლიციელებს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, - განაცხადა პრემიერმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს. საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი მოქმედი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მიიღებს ბინას. პროექტი „პოლიციის ქალაქი" საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები. პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ - 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი, სახელმწიფო დაფარავს.

აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური

აქტიურად ვმუშაობთ, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით განაცხადა. აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს „კავშირები ვისთან აქვთ, ამაზე დეტალებში არ ჩავალ, დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ ფინანსური პოლიცია გააკეთებს ამაზე განცხადება. ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ, თუ რა ვიცი. ჩვენ ვააშკარავებთ, გუშინ ჩვენ გამოვააშკარავეთ. ასე, რომ რომ ეს რა თქმა უნდა, ტყუილია. არ ვიძიე მაგ საქმეს, ამაზე დაელოდეთ პროკურატურას. გენერალური პროკურატურა მუშაობს, ოცი უწყება ხომ არ იმუშავებს ერთ საქმეზე? დაელოდეთ და გეტყვიან პასუხს“, – განაცხადა გომელაურმა.  

უკრაინამ კიდევ 80 დამცველის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 80 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაუბრუნა. უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციების ნორმების შესაბამისად ხდება. ინფორმაციას უკრაინული მედია რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცხედრების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაყვანა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა.  

მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად ჩამოაგდეს რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად ჩამოაგდეს რუსული ჰიპერბგერითი Kh-47 Kh-47 Kinzhal რაკეტა კიევის ცაზე, წერს უკრაინული მედია Defense Express-ზე დაყრდნობით. ბალისტიკური სამიზნე სავარაუდოდ, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.  გამოცემამ რაკეტის ნამსხვრევების ფოტოები გამოაქვეყნა. 4 მაისს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის გარეშემო იერიში უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების გამოყენებით განახორციელეს. სავარაუდოდ, მათ შორის იყო ბალისტიკური ტიპის რაკეტა. „საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა სამიზნე“, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.  

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას.  „ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონია არ ჩატარებულა”, - განაცხადა ელჩმა სიფიო ქაცარავამ. მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით იმართება.  

ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც

აზერბაიჯანმა და სომხეთმა „ხელშესახები პროგრესს" მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმების პროცესში, ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Reuters-ის ცნობით. ბლინკენის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებმა რამდენიმე რთული საკითხი განიხილეს. „იმედი მაქვს და მჯერა,  რომ როგორც მე, ისინიც ხედავენ, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს. ორივე მხარემ აჩვენა გულწრფელი ვალდებულება ურთიერთობების ნორმალიზებისა და მათი დიდი ხნის კონფლიქტის დასრულების მიზნით. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი, პრინციპში შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე და უკეთ ესმით ერთმანეთის პოზიციები გადაუჭრელ საკითხებზე“, - განაცხადა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი: დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ორმა ქვეყანამ მოლაპარაკების შემდეგ იდენტური განცხადებები გაავრცელა და თქვა, რომ მათ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს ნორმალიზაციის შესახებ. თუმცა, ორივე მხარემ აღიარა, რომ „ზოგიერთ ძირითად საკითხზე პოზიციები განსხვავებულია". კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მისასალმებელია, მაგრამ ნებისმიერი გრძელვადიანი გადაწყვეტის საფუძველი უნდა იყოს რუსეთის შუამავლობით 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, შეთანხმების მიღწევა იქნება არამხოლოდ ისტორიული, არამედ, მას ექნება ძალიან პოზიტიური ეფექტი ამ ქვეყნების ფარგლებს მიღმაც. „შეერთებული შტატები აქ არის იმისათვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ორივე მეგობრის დახმარება ფინიშის ხაზის გადალახვაში. და ვფიქრობ, ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია“, - აღნიშნა ბლინკენმა.  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ. ინფორმაციას სააგენტო აფსნიპრესი ავრცელებს. ე,წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თაკალანძე სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის. მან ე.წ აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 274 -ე („ჯაშუშობის“) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა აღიარა, წერს აფსნიპრესი. ე.წ განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო წესით ე.წ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიაში, განაჩენის სრული ტექსტის გამოცხადებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა თაკალანძის ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობს, მისი სამოქმედო გეგმის გასარკვევად. ქართული მხარე თაკალანძის "განაჩენს" ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას. ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც მკაფიოდ იკითხება სიტყვები: „თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი, არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..." საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველაფერს აკეთებენ ქრისტინეს გასათავისუფლებლად. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია. ქრისტინე თაკალანძის ადვოკატი ავთანდილ ჭკადუა ეხო კავკაზასთან საუბარში აცხადებდა, რომ "ბრალდება უკანონოა". წყარო - რადიო თავისუფლება

მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს აუცილებელი აღჭურვილობითა და გამოცდილების გაზიარებით, ერთად უფრო ძლიერები ვართ - ამერიკის საელჩო

ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია საქართველოს გამორჩეული მეგობარია. ყოველ წელს მათი ჩართულობით შეერთებული შტატები საქართველოსთვის არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ ამერიკის საელჩო აცხადებს და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ კვირაში ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს და განიხილეს კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა. „ამ მიმართულებით რამდენიმე წელია, მჭირდოდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, განსაკუთრებით კი, საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს აუცილებელი აღჭურვილობითა და გამოცდილების გაზიარებით. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა.   

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7488 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა რეფორმების ერთგულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, .შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს. აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის  შემდეგ, ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება ზემოაღნიშნული დინამიკა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას, მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ღარიბაშვილმა ჯეიმს ჯონს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.  

პროკურატურამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჯანმო: COVID19-თან დაკავშირებული, გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, Covid19-თან დაკავშირებული, გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ Covid-19 „გლობალური ჯანმრთელობის გადაუდებელ მდგომარეობას" აღარ წარმოადგენს. "ეს პანდემიის დასასრულისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გამო, სიფრთხილის უმაღლესი დონე გამოაცხადა", - წერს BBC.  ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვირუსით გამოწველი სიკვდილიანობის პიკური მაჩვენებელი 2021 წლის იანვარში, კვირაში 100,000-ზე მეტიდან, 24 აპრილს, 3,500-მდე დაეცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად, სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი დაიღუპა. ტედროს გებრეიესუსმა ამასთანავე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უფრო რეალური მაჩვენებელი, 20 მილიონს მიუახლოვდა. გებრეიესუსი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ვირუსი მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება. „გუშინ, საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მე-15-ჯერ შეიკრიბა და რეკომენდაცია გასწია, გამომეცხადებინა ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ. მე დავეთანხმე ამ რჩევას. ამიტომ, COVID19-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეული იყო კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.  

ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფლორენციაში გამართულ კონფერენციაზე – „კავშირის მდგომარეობა 2023“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპელებს უფრო ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. "ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება. ჩინეთს აქვს ფუნდამენტური როლი სამშვიდობო თამაშში, არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და აქვს უზარმაზარი გავლენა რუსეთზე. ჩინეთი სულ უფრო მტკიცე და მნიშვნელოვანი ძალა ხდება და აზრი არ აქვს პეკინის ზრდის შეჩერების მცდელობას, თუმცა ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, როგორ იმოქმედებს პეკინი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე", - განაცხადა ბორელმა.