ძებნის რეზულტატი:

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4830 ლარი ეღირება, ევრო – 2.7430 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1440 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4834 ლარი ღირდა, ევრო – 2.7377 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1321 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 მაისს ამოქმედდება.  

ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე უნდა შევთანხმდეთ, გვაქვს დიდი ისტორიის პატარა სახელმწიფო - წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა. „რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი მოცემულ კონფერენციაზე სიტყვით გამობრძანდებოდა და ამ ვიზიტით ჩავიდოდა უნგრეთში, მოხდა ისე, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე მეც გახლდით ჩემს კოლეგასთან სტუმრად უნგრეთში, ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე, როგორ ცდილობს უნგრეთი, დაცული იქნას ის ტრადიციული ღირებულებები, რამაც დააფუძნა თავის დროზე ევროპა, ევროკავშირი. ამ კონფერენციასაც ეს გასდევდა ლაიტმოტივად. პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლო, დიდებულ რწმენას ვგულისხმობ, ეს არის შემწყნარებლობა. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და ჩვენი სამშობლოს დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანები, როგორც ვიყავით ყოველთვის. საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს ბრძოლაში აძლიერებდა და ეს ღირებულებები, ყველაფერი თავმოყრილია, რათა ჩვენ ამ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ, როგორც ერი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა, როგორ უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, რომელთა სადარაჯოზეც მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით, ჩვენი მომავალი თაობებიც უფრო აქტიურად აღიზარდონ ამ ღირებულებების საფუძველზე – პატრიოტიზმი, მამულის დაცვა, რწმენის დაცვა, ოჯახში ის ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია, ქალის და მამაკაცის თანასწორობა, რომელიც ჩვენ ბევრად ადრე ვაღიარეთ, პრაქტიკაში და პოლიტიკაში დავნერგეთ, ვიდრე ეს რომელიმე ევროპულმა ერმა გააკეთა, რაზეც ისაუბრა პრემიერმა, როდესაც ახსენა, რომ მაგალითად, ქალებს საარჩევნო უფლება ბევრად ადრე მიეცათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს პროგრესულად აღიარებულ სახელმწიფოში", - განაცხადა წულუკიანმა.  

ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია

ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები და გადადგას ქმედითი, რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის. „მიმდინარე წლის 8 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ბიუროზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო. გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია. „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ. მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს: - არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება; გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის“,-აღნიშნულია საიას განცხადებაში. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. „სამართლიანი არჩევნები" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს. „იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შესარჩევად, პრეზიდენტის ნაცვლად, საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 9-წევრიან საკონკურსო კომისიაში გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენლის ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მიიღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა წარდგენაზე უარის თქმისა და ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამასთან, თუ პარლამენტის მიერ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება კონკურსში მონაწილე პირებიდან ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს წევრობის კანდიდატებს, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება", - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთობლივ განცხადებაში. „სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.  

ბორელი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს მოსკოვის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა. ბორელმა მუწოდა ირანს, „შეწყვიტოს რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერა და ევროკავშირის მოქალაქეების ინსტრუმენტალიზაცია“. ბორელის Twitter პოსტის თანახმად, „ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანთან საუბრისას, მან მკაცრად დაგმო შვედეთ-ირანის მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯა. შვედეთმა ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯის გამო პროტესტის გამოხატვის ნიშნად ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ირანში ტერორიზმის ბრალდებით ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. მას ბრალი 2018 წლის სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს. ჰაბიბ ჩააბი ირანის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთში დააკავეს და შემდეგ თეირანში გადაიყვანეს.  

ირანში ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი კაცი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის.  ნორვეგიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ირანის ადამიანის უფლებები“ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სიკვდილით დასჯა დაგმო და შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკ ქმედებად შეაფასა. „იუსეფისა და სადროლას სიკვდილით დასჯა მუჰამედის შეურაცხყოფისთვის არამხოლოდ შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკი ქმედებაა, არამედ გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეურაცხყოფაა", - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამმა. „ირანის ადამიანის უფლებების“ მონაცემებით, ირანში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სიკვდილით 200-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს.  

პაპუაშვილი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე: სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, ექსპერიმენტმა არ გაამართლა

„შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია - ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ. „არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს, კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის, ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს, საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთ - ეს ასე არ არის. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ - ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ კი - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა. ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკოს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰელენა კარეირასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მან პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ანა ბალთაზარი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.  

მალტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს

„მალტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს,“ - ამის შესახებ მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანჯელო ფარუჯამ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რაც საჭირო იქნება ჩვენი პარლამენტის მხრიდან, შეგვიძლია რომ განვიხილოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულ წევრობას” - აღნიშნა ფარუჯამ საქართველოს პარლამენტის ცნობით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ანჯელო ფარუჯას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დღეს შეხვდა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებით ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსა და მალტას შორის კავშირების გაღრმავების საჭიროება გაჩნდა. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით. „გვქონდა შინაარსობრივი საუბარი, მათ შორის,  მალტის, როგორც მოსახლეობით პატარა ქვეყნის, გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ მალტელ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა მათი მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

აშშ: რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ

2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოეს ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბრისას. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. „ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები  დაბლოკეს, რამაც  ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს მოიერიშეებმა სამ რუსულ თვითმფრინავს, ბოლო 10 დღეში დაბრკოლება მეორედ შეუქმნეს NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა.  

რას გულისხმობს პარაპლანით ფრენის დროებითი წესი

პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების წარმოება შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტავს, რომ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიიღო, რომელიც ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. წესის მიხედვით, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას და პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია“ განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის ზედამხედველობას, მის მიერ მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს. ნორმატიული აქტის მიხედვით, პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. ამასთანავე, პარაპლანით არაკომერციული ფრენები დასაშვები იქნება ფედერაციასთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.  ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს. აღსანიშნია, რომ მფრინავებისთვის ფრენის  კატეგორიის მინიჭება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან  ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს  მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს. ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი. წესის თანახმად, ფედერაციის ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განუსაზღვროს ფედერაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა. აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.  

Google-ის სატელიტური ფოტოები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს ასახავს

Google-მა განაახლა სატელიტური სურათები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად გამოწვეულ ნგრევას ასახავს. Politico-მ შეაგროვა სატელიტური სურათები უკრაინის რამდენიმე ადგილიდან, რათა ეჩვენებინა, როგორ გამოიყურებოდა ისინი რუსეთის შემოჭრამდე და შემდეგ. ფოტოებზე ნაჩვენებია კიევის რეგიონის ნგრევა: კიევის მახლობლად ბრძოლების შედეგები, განადგურებული აეროდრომი ჰოსტომელში, დანგრეული ხიდი ირპინში და კაშხალი სოფელ კოზაროვიჩში. გარდა ამისა, სატელიტურმა კამერებმა დააფიქსირეს ბახმუტი და მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელიც განადგურებულია რუსული ბომბებით.  

დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო - მედია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დადგენილებას ამნისტიის გამოცხადების შესახებ. მათ ეს ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს მიუძღვნეს. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება. დე ფაქტო პარლამენტის კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ალან გაგლოევის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება და საპატიმროს დატოვებს დაახლოებით 50 პირი, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვისაა მსჯავრდებული. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა საკითხზე მომუშავე ე.წ. დეპუტატებს დაავალა მკაფიოდ განსაზღვრონ ამნისტიის უფლებით მოსარგებლე პატიმართა კატეგორიები, რათა ამ საკითხმა დაბნეულობა არ გამოიწვიოს. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა კი ამნისტირებულთა სიის გამოქვეყნებაც მოითხოვა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, სიის დაზუსტება სწორედ ახლა მიმდინარეობს და როგორც კი ამ საკითხზე მუშაობა დასრულდება, ამნისტირებული პირები მაშინვე დატოვებენ საპყრობილეს. ამავე წყაროს ცნობით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო შეწყალების შესახებ ინფორმაცია პირველად აპრილში გავრცელდა - თითქოს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მის შეწყალებას სააღდგომოდ აპირებდა, თუმცა პროცესი მაისისთვის გადაიდო და ჩხიკვაძეს ციხეშიც ურჩიეს, რომ ამნისტიის გამოცემას დალოდებოდა. ეს ინფორმაცია მამუკა ჩხიკვაძემ ბიძას, შმაგი ჭანკვეტაძეს თვითონაც დაუდასტურა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მას მამუკა რამდენჯერმე დაუკავშირდა და გათავისუფლების მოლოდინის შესახებ აცნობა. 27 აპრილს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზეც იმსჯელეს. შეხვედრიდან გამოსულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცხინვალიდან პოზიტიური სიგნალი მიიღო. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი ჯარისკაცი მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა. მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ჩხიკვაძის ცხინვალელმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ჩხიკვაძე წელიწად-ნახევარია უკვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება, იქაური კანონმდებლობით პატიმრობის 2 დღე, 3 დღედ ითვლება, ამიტომ გამოდის, რომ ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს. მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის გასამართლებული. წყარო - რადიო თავისუფლება  

დანიამ და შვედეთმა გაზმომარაგების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

დანიამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც გაზის დეფიციტის შემთხვევაში, ურთიერთდახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის დეფიციტის ან შეფერხების შემთხვევაში, დანია დაეხმარება შვედ მომხმარებლებს, მათ შორის, დაახლოებით, 30,000 ოჯახს, საავადმყოფოებსა და საგანგებო სამსახურებს.  „შეთანხმება, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ასახავს იმ დიდ სამუშაოს და თანამშრომლობას, რომელიც შევასულეთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - განაცხადა დანიის ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორმა, კრისტოფერ ბოტცავმა. მისივე თქმით, „ევროკავშირის ან სკანდინავიის რეგიონის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ენერგომომარაგების კრიზისი მხოლოდ თავად გადაჭრას“.  

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, ერთი პირი 1000 ლარით დაჯარიმდა

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, ერთი პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას. სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. უკრაინის დროშის ჩამოგლეჯის საქმეზე, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო  

ევროკავშირი პორტებს ჩაკეტავს გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ - Bloomberg

ევროკავშირი აპირებს, პორტები ჩაკეტოს გემებისთვის, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობი გადააქვთ. ხსენებული შეზღუდვა ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სასანქციო მე-11 პაკეტისა, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია. Bloomberg-ის ცნობით, „ევროკავშირმა „თაღლითური სქემების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაინახა.  2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება აკრძალა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლის მიზნით, ნავთობის ერთი გემიდან მეორეზე გადატანა დაიწყო.  

ბერლინმა 9 მაისს, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშები აკრძალა

ბერლინში, 9 მაისს, რუსეთის, სსრკ-ს დროშებისა და ე.წ. გეორგიევსკის ლენტების ჩვენება აიკრძალა. BBC-ს ცნობით, გადაწყვეტილება ბერლინ-ბრანდენბურგის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო. „ამჟამინდელ კონტექსტში, ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც ომის მიმართ სიმპათიის გამოხატულება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 9 მაისს, ბერლინში რუსები ან საბჭოთა მოქალაქეების შთამომავლები ტრადიციულად იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საბჭოთა ძეგლებთან. ასე იყო გასულ წელსაც, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 9 მაისის წინა დღეს, მაინის ფრანკფურტში რუსეთიდან ემიგრანტების აქცია - „უკვდავი პოლკი" უკვე გაიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ როგორც საბჭოთა, ასევე, რუსეთის დროშები.  

უკრაინელების 82% ამბობს, რომ პუტინი ახალი ჰიტლერია - კვლევა

დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ 8 მაისს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 67%-ზე მეტი ამბობს, რომ რუსეთთან ომი შეიძლება,  მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ დასრულდეს. ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან კომპრომისი მიუღებელია, გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ შესაძლებელია გარკვეული კომპრომისები. ამავე გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ამბობს, რომ არ არსებობს განსხვავება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ნაცისტური გერმანიის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს შორის. გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ „ალბათ ეთანხმება“ ამ განცხადებას. უკრაინის ორი ყველაზე პოპულარული ადამიანი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნია. გარდა ამისა, უკრაინელების 40% ფიქრობს, რომ მოსკოვის მიერ კონტროლირებადი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დაეხმარა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. 26% ამბობს, რომ „ალბათ ეთანხმება“ ამ მოსაზრებას.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება "სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, სადაც ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ყოველდღიურად იცავენ. ამიტომ ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში ევროპის დღე 9 მაისს გამართოს", - დაწერა ლაიენმა. უკრაინა 9 მაისს ევროპის დღეს აღნიშნავს  

უკრაინა: მოგერიებულია ოკუპანტების 40-ზე მეტი შეტევა

ჩვენმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით, ოკუპანტების 42 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „ბახმუტის მიმართულებით, რუსები აქტიურად, მაგრამ წარუმატებლად უტევდნენ ივანოვსკოეს დასახლებასა და ქალაქ ჩასოვ-იარის მიმართულებით, რომლებზეც გადის უკრაინული ჯარების ძირითადი მარშრუტები ბახმუტში. მარინკას მიმართულებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ მარინკაზე განხორციელებული ბევრი თავდასხმა მოიგერიეს", - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული 25 ფრთოსანი რაკეტიდან, 23 განადგურებულია

გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში თავდაპირველად ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში გამოცხადდა. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის ნიკოლაი ოლეშუკის ცნობით, 9 მაისის ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 25 ფრთოსანი რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 23 გაანადგურეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.