ძებნის რეზულტატი:
NYT: უკრაინელმა ჯარისკაცებმა გერმანიაში, Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიაში ამერიკულ M1 Abrams ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყო. წერს New York Times-ი პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელზე, გარონ გარნზე დაყრდნობით. ამერიკული გამოცემის ცნობით, 12 მაისს შეერთებულმა შტატებმა გერმანიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაბამისი მომზადებისთვის 31 ტანკი განათავსა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 400 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება დაიწყეს. პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს ტანკების მართვისა და ტექმომსახურების გაწევის შესწავლის მიზნით ამზადებენ.
ომის დაწყების შემდეგ, კიევზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა - კლიჩკო
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო Nexta იუწყება. მისი ინფორმაციით, შეტევა რამდენიმე ტალღად განვითარდა და საჰაერო თავდასხმა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლთა რაოდენობა ზუსტდება. იმავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით, 52 დრონი ჩამოაგდეს.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ხმის მისაცემად 64,1 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, 14 მაისის არჩევნებზე, მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,5% მიიღო. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ,ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 44.89% დააგროვა.
თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს
საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში გადმოასვენეს. როგორ მოხდა ნეშტის მოძიება, Europetime ამასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ესაუბრა: ამ საკითხში პირადად ვიყავი ჩართული მთელ საელჩოს გუნდთან ერთად. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით. გულწრფელად გეუბნებით, ეს იყო ჩემი, როგორც ელჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია. მადლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს,საქართველოს პარლამენტს, თბილისის მერიას, მათი უშუალო ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოხერხდა ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტის გადმოსვენება. ასევე, მადლობა უზბეკეთის ხელისუფლებას, ჩემს უზბეკ მეგობრებს, რომლებიც, მუდმივად გვერდში მედგნენ, ჩვენი ქვეყნებისთვის ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებდა და განამტკიცებდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. მე როგორც ელჩი, დღეს ამაყი ვარ, რადგან ჩემი მოქალაქეობრივი, მამულიშვილური მოკრძალებული წვლილი შევიტანე და თითქმის 100 წლის შემდეგ, შევძელით და მშობლიურ მიწას მივაბარებთ მისი ღირსეული შვილის ნეშტს“, - განუცხადა Europetime-ს საქართველოს ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში. როგორც ელჩი Europetime-თან ამბობს, 2019 წელს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გია ვოლსკის წერილის საფუძველზე დაიწყეს საფლავის ძიება. „როგორც აღმოჩნდა, იგი დაუკრძალიათ ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე, შემდეგ იყო უკვე მისი საფლავის მოძიების პროცესი. მოგეხსენებათ, ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. ხოლო, 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს, ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს. ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ავსტრია უკრაინის განაღმვისთვის $2,2 მილიონს გამოყოფს
ავსტრიის მთავრობის განცხადებით, ავსტრია უკრაინას განაღმვისთვის $2,2 მილიონს გამოუყოფს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს სიახლე მოჰყვა საჯარო უთანხმოებას ავსტრიის მთავრობასა და ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ვან დერ ბელენს შორის ამ თვის დასაწყისში იმის შესახებ, უნდა უზრუნველყოს თუ არა ავსტრიამ დახმარება ავსტრიის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოზიციის გათვალისწინებით. განცხადებაში ავსტრიის მთავრობამ აღნიშნა, რომ „ფაქტი რჩება, რომ არცერთი ავსტრიელი ჯარისკაცი არ დადგამს ფეხს უკრაინის მიწაზე ნაღმების გასაწმენდად, ვიდრე ის ომის ზონაა. „ჩვენ ვეხმარებით მათ ფინანსური მხარდაჭერით", - წერია გაცხადებაში უკრაინული მედიის ცნობით.
უკრაინა შვედურ Archer-ის ტიპის საარტილერიო სისტემას ზაფხულში მიიღებს
შვედური წარმოების Archer FH77 BW L52 155მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემა უკრაინაში ზაფხულისთვის იქნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების შეფასებით, მობილური და სწრაფი, შვედური თვითმავალი საარტილერიო სისტემა გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს და ქვეყანას დაეხმარება მეტი სიცოცხლის გადარჩენაში. „ლეგენდარული შვედური Archer-ი გაანადგურებს რუს ოკუპანტებს“, - წერს სამინისტრო. FH77 BW L52 Archer-ი არის თვითმავალი საარტილერიო სისტემა, რომელსაც აქვს ტყვიაგაუმტარი ჯავშანი ეკიპაჟისა და ძრავის დასაცავად. მისი სროლის მანძილი 30 კმ-ია, აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით - 40 კმ-მდე, ექსკალიბურის მართვადი ჭურვებით - 60 კმ-მდე. სროლის მაქსიმალური სიჩქარე წუთში ცხრა გასროლაა.
კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს
საფრანგეთის ქალაქ კანში, საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა ფრანგი კინორეჟისორის, ჟიუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია“. BBC-ის თანახმად, ფილმი საუკეთესოდ აღიარეს სხვა 20 სურათს შორის. ტრიე მესამე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. ოქროს პალმის რტო უმაღლესი პრიზია, რომელიც ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა 1955 წელს შემოიღო. „ჯილდოს მიღებისას, ტრიემ გააკრიტიკა საფრანგეთის მთავრობა ბოლო საპენსიო პროტესტზე მისი პასუხის გამო. „ეს პროტესტი... რეპრესირებული იყო შოკისმომგვრელი გზით", - განაცხადა მსახიობმა თავის გამოსვლაში.
ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი - სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. „იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
რუსული ძალების მიერ გაშვებული რეკორდული რაოდენობის 54 დრონიდან, უკრაინელებმა 52 დრონი ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები
რუსეთის ძალებმა უკრაინაზე ირანული წარმოების Shahed-136/131-ის დრონებით იერიში მიიტანეს. ომის დაწყების შემდეგ, კიევზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა - კლიჩკო უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის ძალებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რაც რეკორდული რაოდენობაა. აქედან უკრაინულმა ძალებმა 52 Shahed-136/131-ის დრონი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, შეტევა განახორციელეს ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით კიევის რეგიონში, არსებულ სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა. „ამერიკელი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენ და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. ორივე ქვეყნის ხალხების მდგრადი და მტკიცე ურთიერთობა ეფუძნება ჩვენს მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იდგება. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.
ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს რუსეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ორივე მხარესთან. ლულამ Twitter-ზე დაწერა, რომ მადლობა გადაუხადა პუტინს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, მაგრამ იძულებული გახდა, უარი ეთქვა მასზე, რადგან „ამჟამად მას არ შეუძლია რუსეთში ვიზიტი“. „მე გავიმეორე ბრაზილიის მზადყოფნა, ინდოეთთან, ინდონეზიასთან და ჩინეთთან ერთად, ესაუბროს კონფლიქტის ორივე მხარეს მშვიდობის მისაღწევად,” - განაცხადა ლულამ, მას შემდეგ რაც ამ კვირის დასაწყისში ასევე განიხილა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან.
იაპონია უკრაინის აღდგენის კონფერენციას უმასპინძლებს
უკრაინისა და იაპონიის მთავრობები იაპონიაში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის მეორე რაუნდის გამართვას განიხილავენ. უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერხი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს უკეთესი და საფუძვლიანი რეკონსტრუქციის გამოცდილება, ვიდრე იაპონიას. როგორც ცნობილია, უკრაინის აღდგენის კონფერენცია ივნისში, ჯერ ლონდონში გაიმართება. ის ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე უკრაინის ეკონომიკურ- სოციალურ სტაბილიზაციასა და ომის შედეგების შემდგომ დაძლევაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა სამოქალაქო პანაშვიდზე მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ალექსანდრე ლომთათიძის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ისაუბრა. „მოგესალმებით, მეუფე შიო. მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს საზოგადოებას. დღეს კიდევ ერთი დიდი მამულიშვილის ნეშტი ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს მშობლიურ მიწაში. თვალსაჩინო პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მონაწილე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი, თავისი ღირსეული საქმიანობით, ცხოვრების წესით, ქართული სულის განსახიერება და ამავე დროს ნამდვილი ევროპელი, ალექსანდრე ლომთათიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის იბრძოდა და როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ალექსანდრე ლომთათიძემ, მიუხედავად კარგად გაცნობიერებული უდიდესი საფრთხისა, გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. ამით იგი ბუნებრივია, ბოლშევიკური რეჟიმის სამიზნე გახდა და საბოლოოდ, სულ ახალგაზრდა, ერთ-ერთი პირველი შეეწირა ტერორს. თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული ბიოგრაფიით, ალექსანდრე ლომთათიძემ ჩვენი სამშობლოსთვის მსახურების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თავდადების უკვდავი მაგალითი შექმნა მომავალი თაობებისთვის. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს უზბეკეთში, ბატონ ზურაბ აბდუშელიშვილს, უზბეკეთის მთავრობას, ამ საქმის ორგანიზებისთვის. მსუბუქი იყოს ალექსანდრე ლომთათიძისთვის სამშობლოს მიწა!“ - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტახტის მოსაყდრემ დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. სამების ტაძარში მყოფებს სიტყვით აგრეთვე მიმართა აპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. პანაშვიდს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში ის აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს იგი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე. „ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩომ მოიძია. მისი ნეშტის გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს
ზელენსკი ირანის წინააღმდეგ სანქციების 50 წლით დაწესებას ითხოვს - მედია
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად მიღებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების 50 წლით დაწესება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონპროექტი, რომელიც უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციების და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებას და ირანის აქტივების უკრაინიდან გატანის აკრძალვას. ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ირანს სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესეს. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 28 მაისს, გამთენიისას განხორციელებული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმისას, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სულ მცირე 54 ირანული წარმოების დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვამ მათგან 52 ჩამოაგდო, თუმცა ნამსხვრევებმა კიევში, მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
კულება უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩინეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შეთავაზებით გამოვიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის საკითხებში ლი ჰუიმ შესთავაზა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ფედერაციისთვის დათმობა. უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. „მაშინვე დავუკავშირდი ჩემს კოლეგებს დედაქალაქებში, სადაც ჩინეთის წარმომადგენელი ვიზიტით იმყოფებოდა. არცერთმა მათგანმა არ დაადასტურა, რომ რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიების აღიარებაზე, სადაც ახლა რუსეთი რჩება. არ არის საჭირო ყველა სტატიაზე ემოციური რეაქცია. ჩვენ ვაკონტროლებთ პროცესს“, - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინის ზურგს უკან არავინ არაფერს გააკეთებს, რადგან უკრაინას აქვს ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ყველა მთავარ პარტნიორთან. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს დიალოგს ჩინეთთან. „მაგრამ ეს დიალოგი სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით წარიმართება. პირველი არის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. მეორე - არ იარსებებს ინიციატივები, რომლებიც უკრაინის მხრიდან რაიმე ტერიტორიულ დათმობას გულისხმობს. მესამე - არ განიხილება გაყინული კონფლიქტის საკითხი. უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მანამდე, The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ევროპული ტურნეს დროს, ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუი დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის წინადადებით გამოვიდა.
პატრიარქი: ალექსანდრე ლომთათიძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ალექსანდრე ლომთათიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. წერილში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლომთათიძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში. „სიმბოლურია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა ნეშტი საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამფუძნებელი კრების აქტიური წევრის, სამშობლოსათვის თავდაუზოგავი მებრძოლის, ალექსანდრე ლომთათიძისა. გვსურს იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ 1917 წლის 25 მარტს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ნოე ჟორდანიას დავალებით საზეიმო მისასალმებელი სიტყვა სწორედ მან წარმოთქვა. ბატონ ალექსანდრეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში... იყო შესანიშნავი ორატორი, ერთგული მეგობარი და ძლიერი პიროვნება. იგი არ შეუშინდა წითელ ტერორს და ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც პრინციპულად არ დატოვა სამშობლო. ალე ციმბირში გადაასახლეს, სადაც დიდ შეჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ აქაც მზრუნველობას შესაძლებლობისამებრ ყველას უწევდა. ტანჯული სიცოცხლე კი 1924 წელს ტაშკენტის ციხეში დაასრულა. და, აი, 99 წლის შემდეგ, ღვთის ნებით და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, მშობლიურ მიწას უბრუნდება მისი ნეშტი; მისი ჩამოსვენება ტკივილთანაც არის დაკავშირებული და სიხარულთანაც. ტკივილთან იმიტომ, რომ გვახსენდება ათეისტური მმართველობის უმძიმესი პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა; სიხარულთან კი იმიტომ, რომ ბატონი ალექსანდრეს მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ალექსანდრეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის შთამომავალთ და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა“, - აღნიშნულია წერილში. თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს
საქართველოს ბაზარზე თურქულ-გერმანული ავიაკომპანია შემოვიდა
საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისი გამთენიისას შეასრულა, რომლის დროსაც, 135 მგზავრი ჩამოიყვანა. „ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. SunExpress-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში ხუთი სიხშირით იფრენს“,- აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის. „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ავიაკომპანია Sun Express-მა პირველი რეგულარული რეისი განახორციელა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში – ორი, ხოლო დედაქალაქ ანკარადან კვირაში ერთი სიხშირით იფრენს. ჩვენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით და მათი მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. იმედი გვაქვს, რომ ისეთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც Sun Express-ია კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ავიაბაზარზე კონკურენციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთს შორის ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, SunExpress-ი 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. „ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress-ი 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა“, - წერია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი: აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება
აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით დგომას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. „ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იდგება. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.
კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ზელენსკი საჰაერო თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის
კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, ყოველი ჩამოგდებული ობიექტი სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს საჰაერო თავდასხმის განგაში ადამიანთა უმეტესობასთან შედარები, განსხვავებულად გესმით. თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას, რათა გაანადგუროთ მტრის რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები და დრონები. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოაგდებთ მტრის თვითმფრინავებსა და რაკეტებს, თქვენ გადაარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს ", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ მაშველებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მტრის თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაში. ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც საჰაერო თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მუშაობას ასახავს.
თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს
ხმების 71%-ის დათვლის მიხედვით, თურქეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. Anadolu-ს თანახმად, ხმების 71.45% უკვე დათვლილია. ერდოღანს ამ მომენტისთვის ამომრჩეველთა ხმების 54.37% აქვს, მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45.63%. ამომრჩეველთა აქტიურობა 85.07%-ს შეადგენს.