ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

„რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე“: გენერალი ჰოჯესი პრეზიდენტის განცხადებაზე

„რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე?“, - ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. „შეცდომა… საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს ხელისუფლებას არ წარმოადგენს? რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე? რატომ რთავს საქართველო ნებას რუს „მშვიდობისმყოფელებს“, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაფრინდნენ აზერბაიჯანში მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს მიწები”. „კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”.

„ეს არ იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივაზე გამოხმაურება“: ზალკალიანი ზურაბიშვილის განცხადებაზე

„ეს არ იყო იმ ინიციატივაზე გამოხმაურება, რომელიც გაჟღერდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პრეზიდენტის განცხადებაზე ჰკითხეს. „ვიდრე მსგავსი ინიციატივა გაჟღერდებოდა, საქართველოს პრეზიდენტს და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისს ვთავაზობდით პლატფორმად ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს - აზერბაიჯანს და სომხეთს იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა თბილისი დიალოგის საშუალებად, რომ მათ აქ ესაუბრათ ორი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, რომ საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას კი ზალკალიანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ინიციატივა გასაგებია. „ის დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობით, თუმცა ისინი ასევე ითვალისწინებენ ჩვენს ხედვას, რადგანაც სამხრეთ კავკასიაში, ამ დიდ პლატფორმაში, ოკუპანტ ძალასთან ერთად მშვიდობაზე საუბარი გაგვიჭირდება“. „ძალიან რთულია, რომ გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის რეგიონში, მაგრამ წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი.

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

24 დეკემბერს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა საზეიმო ფიცი კიშინიოვში, პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ერთობლივ სხდომაზე წარმოთქვა. საინაუგურაციო სიტყვა ახალმა პრეზიდენტმა რამდენიმე ენაზე წარმოთქვა და ეროვნულ უმცირესობებს მიმართა. პრეზიდენტი დაპირმა მოსახლეობას და თითოეული უმცეროსიბს წარმომადგენელს, რომ ის არ დაუშვებდა მათი უფლებების შელახვას. ახალი პროდასავლელი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის პრემიერმინისტრი იონ კიკუ გადადგა.

პრეზიდენტის სასახლესთან  აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პრეზიდენტის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებას აპროტესტებენ. ამავდროულად, პასუხს სთხოვენ ზურაბიშვილს იმ პოზიციისა და ინიციატივის გამოც, რომელიც მან „კავკასიური პლატფორმის“ შექმნის შესახებ გააჟღერა. შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს Twitter-ით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელი იქნება „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორე ხარისხოვანი“.

მონტენეგროს პრეზიდენტი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორონავირუსზე ჩატარებულმა ყველა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი სტაბილურია და პრეზიდენტი შეზღუდვების გარეშე განარძობს უფლებამოსილების შესრულებას.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა პრეზიდენტის წარმომადგენელს დაავალა

დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ქვეყნებთან რუსეთის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, მიხაილ პეტრაკოვი დანიშნა. პეტრაკოვი ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. "დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატი, მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას, ასევე, დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან" – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი: "ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო"

"ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო", – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა. ევროკომიისიის პრეზიდნტის თქმით, ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. „მჯერა აშშ-ის ინსტიტუტების და დემოკრატიის სიმტკიცის. ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ვიმუშაო მასთან, როგორც აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტთან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბარაკ ობამა: ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს

"ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს და და დამცირებას". ასე ეხმიანება აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, რომელიც უსაფუძვლოდ იტყუებოდა კანონიერი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს და და დამცირებას“, – წერს აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.

Financial Times : ნენსი პელოსი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს ჭკუაზე შეშლილი პრეზიდენტის შესახებ აფრთხილებს

ნენსი პელოსიმ თქვა, რომ ის ესაუბრა აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანს სიფრთხილის ზომებზე, რათა მსოფლიომ თავიდან აიცილოს "არასტაბილური პრეზიდენტის სამხედრო საომარი მოქმედებების წამოწყება და/ან ბირთვული დარტყმის ბრძანება”. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის გენერალ მარკ მილის შორის საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დემოკრატებმა გააქტიურეს დონალდ ტრამპის თანამდებობიდან იძულებითი მოხსნის მცდელობები მას შემდეგ, რაც ტრამპის მომხრეების ბრბომ აშშ-ის კაპიტოლიუმი დაარბია. პელოსის თქმით,ის ”დღეს დილით გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს- მარკ მილს ესაუბრა", მათ განიხილეს- "ზომები, რომელიც არასტაბილურ პრეზიდენტს არ მისცემდა ომის,ან ბირთვული სარაკეტო იერიშის დაწყების უფლებას”, - წერს პელოსი წერილში, რომელიც დემოკრატ პარტიელებს გაუგზავნა. ის ასევე წერს, რომ "უკიდურესად მძიმე სიტუაციაა პრეზიდენტთან" და დასძენს, რომ მათ "ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა დაიცვას ამერიკელი ხალხი, დემოკრატიაზე უთანასწორო შეტევისგან". ექვსი იანვრის ტერორისტული თავდასხმის ლიდერი ტრამპი იყო. მან თეთრი სახლი 20 იანვრამდე უნდა დატოვოს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს, განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

კვლევა: ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა. ამის შესახებ Reuters-ის და Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სოციოლოგიური გამოკითხვა 7 და 8 იანვარს ჩატარდა. კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს შორის, ვინც ნოემბრის არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცა ხმა, ათიდან შვიდი რესპონდენტი მოქმედი პრეზიდენტის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის წინააღმდეგ გამოდის. ამასთანავე, გამოკითხულთა 70%-მდე უარყოფითად აფასებს ტრამპის ქმედებებს 6 იანვრის მოვლენებამდე, რა დროსაც მან აქციაზე მხარდამჭერებს კაპიტოლიუმისკენ მსვლელობის გამართვისკენ მოუწოდა.

შვეიცარიის პრეზიდენტი გი პარმელენი: საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც შვეიცარიის პრეზიდენტი პრემიერისადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, საქართველოს და შვეიცარიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და შვეიცარიისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს საქართველოს განვითარებაში. „გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. ულევ წარმატებას გისურვებთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის შენარჩუნებისთვის, ისევე როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა, ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ახალი წელი მოგილოცოთ. ყველა ჩვენგანზე დრამატული გავლენის მქონე ახალი კორონავირუსის პანდემიისგან შვების მომტანი ყოფილიყოს! საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. ჩემი ქვეყნისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს თქვენი ქვეყნის განვითარებაში იმ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში ხორციელდება. შვეიცარიას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენს მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე. მოდით, კიდევ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება მოვახდინოთ ჩვენს მეგობრობაში და ჩვენი ურთიერთობები მეტად კონსოლიდირებული და ღრმა გავხადოთ. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, - აღნიშნულია შვეიცარიის პრეზიდენტის წერილში.

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია  პირველი ოფიციალური ვიზიტით

მოლდოვის პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით უკრაინას ეწვია. მაია სანდუმ შეხვედრა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. მხარეები უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტთა საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას უნდა შეუწყოს ხელი. „ვადასტურებ, რომ უკრაინა მოლდოვის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის მუდმივი პრაგმატული თანამშრომლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – განაცხადა მოლდოვის ლიდერმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სანდუმ და ზელენსკიმ სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც კიევსა და კიშინიოვს შორის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. მოლდოვას პირველმა ქალმა პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულებას 24 დეკემბერს დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი: არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას

სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაავრცელა გურიაში მომხდარ მოვლენებზე. "მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენს მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა",- ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია. პრეზიდენტმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა. დღესვე პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 63 საჯარო სკოლას საჩუქრად სახელმწიფო დროშა გაუგზავნა.

ევროკომისიის პრეზიდენტი: აუცილებელია „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოგზაურობის განახლებისთვის „ვაქინაციის სერტიფიკატის“ დამკვიდრების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Euroactv-ი ავრცლებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება საბერძნეთის გადაწყვეტილებას, მისცეს თავისუფლად მოგზაურობის საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა გაკეთებული აქვს. ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცლებელია, „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს. „ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო საჭიროებას წარმოადგენს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელ პირებთან. პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა

ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. სადირ ჟაპაროვმა ხმების 1,1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (79,23%), მისმა უახლოესმა მდევარმა, ადახან მადუმაროვმა კი 95 000 ხმა (6,8%). ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 10 იანვარს გაიმართა. პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმზე მმართველობის ფორმის საკითხი იყო გატანილი. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1,1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობას კი 152 ათასმა ადამიანმა. ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სადირ ჟაპაროვიპრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება

"ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება" , ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას. მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. „მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაინერი. ამასთანავე, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, „ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებასაც ელოდებიან“. „ჩვენ ასევე ველით ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, – აცხადებს ევროკომისარი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსეი ნავანლი მოსკოვში ჩავიდა და ის აეროპორტში დააკავეს. დღეს ხიმკის სასამართლოში ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო.

ყველაფერი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ

20 იანვარს, აშშ-ის დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დადებენ ფიცს, ხოლო საღამოს კორონავირუსის შეზღუდვებიდან გამომდინარე ტრადიციული მეჯლისის ნაცვლად სატელევიზიო ღონისძიება "Celeberating America" ჩატარდება. ვინ იქნება ინაუგურაციაზე? ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად ცერემონიას კონგრესმენებისა და უზენაესი სასამართლოს წევრების უმრავლესობა დაესწრება. ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, საკუთარ მეუღლეებთან ერთად იქნებიან ინაუგურაციაზე, თუმცა ცერემონიას ქვეყნის უხუცესი ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი არ დაესწრება და ახლად არჩეულ პრეზიდენტს დისტანციურად მიულოცავს. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არ დაესწრება ცერემონიას, რაც იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ცერემონიაზე იქნება. როგორია ფიცის დადების განრიგი? ზუსტი დრო უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ცერემონია თბილისის დროით საღამოს რვა საათზე დაიწყება. ამერიკის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს. არჩეულ პრეზიდენტს ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი წაუკითხავს. აღსანიშავია, რომ ფიცის დასადებად ბაიდენის საგვარეულო კოლექციიდან აღებულ 127 წლის ბიბლიას გამოიყენებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რა რეგულაციები იქნება გათვალისწინებული? წლევანდელი ინაუგურაციისთვის ორგანიზატორები ეცდებიან, რომ მოწვეული სტუმრების რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ. როგორც წესი, კომიტეტი კონგრესის წევრებს 200 000 ბილეთს აძლევს, მაგრამ წელს თითოეული კანონმდებელი მხოლოდ ორ ბილეთს მიიღებს. ინაუგურაციაზე უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული. ცერემონიალის და მონაწილეების დასაცავად ხელისუფლებამ 25,000 ეროვნული გვარდიელი დედაქალაქში უკვე გაგზავნა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამერიკის ახალ პრეზიდენტს პლენარულ სხდომაზე იწვევს

დევიდ სასოლმა ჯო ბაიდენს პრეზიდენტობა მიულოცა და ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიიწვია.. "ჩვენ მას ვიწვევთ ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე, რათა დაიწყოს ჩვენი თანამშრომლობა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებში", - ამის შესახებ დევიდ სასოლი საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე წერს. "ევროპა არის და ყოველთვის იქნება მის გვერდით, როგორც ძლიერი და ერთგული მოკავშირე. ერთად, ახალი იმედებისაკენ"- დასძინა დევიდ სასოლმა. ჯო ბაიდენმა ფიცი დღეს დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.