საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნაზე: თუ ასე მოხდება, ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში

კულტურის სფეროს დიდი პერსპექტივები გაუჩნდება, თუ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად თეა წულუკიანი დაინიშნება, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა მოიაზრება. "იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში, ვინაიდან ვთვლი, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეძლებს, რომ ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება განაპირობოს", — განაცხადა სარჯველაძემ. ამჟამად, თეა წულუკიანი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. როგორც დაგეგმილია, განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და კულტურის სამინისტრო შეიქმნება, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებიც გაერთიანდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს. თუმცა, არც თვითონ წულუკიანი და არც მთავრობა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ზაზა გახელაძის დაკავებაზე: უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხში, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი, ზაზა გახელაძის დაკავებას აკრიტიკებენ და ე.წ "სასამართლოს" გადაწყვეტილება გმობენ. "ეს უკანონო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაა. მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გახელაძე. ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რუსეთის პასუხისმგებელობა საქართველოს საპარატისტულ რეგიონებში კონტროლზე, რაც ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს დაასკვნა",- ნათქვამია განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის შესანახად 12 დაწესებულებიდან მოთხოვნები ცხრამ დააკმაყოფილა

"რეგულირების სააგენტომ, ამ დროისთვის, 12 დაწესებულება შეაფასა, მათგან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციისთვისაა დადგენილი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დაწესებულებებში ტრენინგი ამ კვირაშივე დაიწყება. "დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა". – აღნიშნა თამარ გაბუნია.

მიხეილ ჩხენკელი: 24-ე სკოლას მივმართეთ, დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებამ 24-ე სკოლას მიმართა დისციპლინური საბჭოს ფორმატში განიხილოს სკოლის დირექტორის მოადგილის საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება: “რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას შესაბამისმა დისციპლინირმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება” – განაცხადა განათლების მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის, ეკა ბროლაძის პოსტი. ის მასწავლებლებს ეუბნებოდა, რომ ორი პარალელული კლასისთვის ახალ ცხრილს გააკეთებდა, გაამსხვილებდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს და მეორე ცვლაში გადაიყვანდა. დილით მასწავლებლები გაკვეთილებს ონლაინ ჩაატარებდა, ერთი მასწავლებელი კი მოვიდოდა და ორ გაკვეთილს ჩაატარებდა – “დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე” – წერდა დირექტორის მოადგილე.

ამირან გამყრელიძე: მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე და საქართველოს მოქალაქეებზე

"მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, არა მგონია..." ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას. "მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებსა და საქართველოს მოსახლეობაზე. არ მგონია, რომ ასეთი რამ... დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეს პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით, ვაქცინაცია", -განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, გუშინ, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ძალიან მეშინია, გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს".

აზერბაიჯანის ომბუდსმენი ქართველ კოლეგას მოუწოდებს, 11 წლის ბავშვის ნიშნობის ფატზე ეფექტური რეაგირება მოახდინოს

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა საქართველოს ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი 11 წლის ბავშვის ნიშნობის ფატი შეისწავლოს და ეფექტური რეაგირება მოახდინოს. აზერბაიჯანელი ომბუდსმენი მიმართავს ნინო ლომჯარიას და მოუწოდებს, რომ მყისიერად გამოიძიოს ფაქტი და პირადად გადადგას ნაბიჯები, რათა სამხელმწიფომ საქართველოში მცხოვრები უმცირესობათა უფლებები დაიცვას. ფონიჭალაში 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის ამსახველი ფოტო ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში 7 თბერვლას გავრცელდა. შსს-მ მცირეწლოვანთა უფლებების დარღვევეის მუხლით, სავარაუდო ნიშნობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ფონიჭალაში 11 წლის ბავშვის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს.

BBC: ფლორადაში ჰაკერი წყალმომარაგების სისტემის მოწამვლას ცდილობდა

ოფიციალური პირების ინფორმაციით, უცნობი პირი დისტანციურად დაუკავშირდა წყალმომარაგების სისტემას და ქიმიკატების სახიფათო რაოდენობის სისტემაში გაშვებას ეცადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰაკერი ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრაციის გაზრდას ეცადა წყალში, რაც დაბალ კონცენტრაციებში უვნებელია დამიანისთვის და წყალში მჟავიანობის დასარეგულირებლად გამოიყენება, თუმცა მაღალი კონცენტრაციით მომწამლავია. ჰაკერული შეტევის დროს მორიგე ოპერატორმა შენიშნა ცვლილება და კონცენტრაცია მყისიერად შეცვალა. ზედამხედველი კომპანიის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ეს კიბერთავდასხმის უკვე მეორე მცდელობაა. ქიმიკატი თუ ორგანიზმში მოხვდება, მას შეუძლია პირის ღრუს, ყელისა და კუჭის დაზიანება, ღებინება, თავბრუსხვევა და დიარეა გამოიწვიოს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა სამართალდამცავმა ორგანომ ჰაკერის იდენტიფიცირება, ასევე უცნობია, შეტევა აშშ-ის ტერიტორიიდან თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირისგან მოხდა.

ფონიჭალაში 11 წლის ბავშვის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის

ფონიჭალაში 11 წლის ბავშვის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელწიფოს მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. "სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის ვაქინის დოზების გამოყოფას სთხოვს

ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დე ლეინი ევროკავშირის ქვეშნებს უკრაინისთვის ვაქცინის დოზების გამოყოფას სთხოვს. ინფორამაციას Euractiv-ი ავრცელებს. " Covax-ის პლატფორმის მიღმა ვთხოვ ჩვენს წევრ ქვეყნებს, უკრაინას ვაქცინის ზედმეტი დოზები გადასცენ", - აცხადებს ფონ დერ ლეინი. უკრაინა სხვადასხვა გზით ცდილობს ქვეყნისთვის საკმარისი დოზების მიღებას, მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმერ ზელენსიკიმ პოლონეთს უკრაინისთვის ზედმეტი დოზების გაღება სთხოვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს პლატფორმისგან დაპირებული და ჩინეთის მხრიდან შესყიდვული დოზებია ხელმისაწვდომი, რომელიც ჯერ ქვეყანას ჯერ არ მიუღია. უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ხშირად გამოითქვა კრიტიკა, რომ მან ვერ შეძლო დასავლეთის მიერ შექმნილი პრეპარატის დარეზერვება, თუმცა ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინური პრეპარატის ეფექტურობის სჯერა.

მიხეილ ჩხენკელი: ამჯერად შვილებს პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა როგორც აღნიშნა, სკოლა მოსწავლეებს პირბადეებით არ უზრუნველყოფს. კითხვაზე, ვინ მოამარაგებს მოსწავლეებს პირბადით, ჩხენკელმა განაცხადა, რომ პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ. "ამჯერად შვილებს პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ", - აღნიშნა განათლების მინისტრმა. როგორც ცნობილია, ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში

"ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეს პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით, ვაქცინაცია. ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში. იცით, რომ მე ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში, სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს. ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება თუ კორონავირუსთან ბრძოლა, ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიებისა ან შეხედულებებისა. ეს არის საკითხი, რომელმაც უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

საქართველო ვაქცინის მიღებას სამი გზით ცდილობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა ვაქცინის მიღებას სამი გზით ცდილობს. მისი თქმით, ვაქცინის გაყიდვა მსოფლიოში დღეს სხვადასხვა მექანიზმებით მკაცრად რეგულირდება. „ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც ვაქცინის შესყიდვა კონტროლდება, არის კოვაქსის პლატფორმა, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება. ასევე, ისევ სახელმწიფო დონეზე, ბილატერალური ხელშეკრულებები შესაძლოა გაფორმდეს ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის - მსგავსი ხელშეკრულებები აქვთ ევროპის ქვეყნებს. გარდა ამისა, ჩვენთვის ვაქცინის მიღების მესამე გზა არის შეთანხმება ვაქცინის მწარმოებლებს, ევროკავშირის ქვყნებს და საქართველოს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი წილი ვაქცინა გაგვიზიარონ. კომერციული ანუ კერძო სექტორის წილი არ იკვეთება და ყველაფერი ამ დრომდე სახელმწიფოთშორისი მოლაპარაკების დონეზეა. სამომავლოდ, როცა მიწოდება მეტი იქნება და ვაქცინების წარმოება გაიზრდება, შესაძლებელია, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს გარკვეული როლი და ვისაუბროთ ამ ბაზარზე კომერციულ სეგმენტზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. გაბუნია, გამოეხმაურა პოლიტიკოსების მიმართვას იმის თაობაზე, რომ მთავრობამ უნდა გაასაჯაროოს ის ხელშეკრულებები, რომელიც ვაქცინის მიღებას ეხება. მინისტრის მოადგილის თქმით, "არსებობს მასალები, რომელთა მიღება ყველას შეუძლია იურიდიულად, თუმცა ზოგიერთი დოკუმენტი საჯარო არ არის".

სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე შინაურ ცხოველებსაც შეამოწმებენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქ, სეულში შინაურ ცხოველებს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდებათ.. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის უფროსის, პარკ იუ მის თქმით, ტესტი მხოლოდ იმ ცხოველებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც კონტაქტი ინფიცირებულთან ჰქონდათ. რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეაში კორონავირუსი კატას დაუდასტურდა. მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შინაური ცხოველების გასეირნებისას დაიცვან მათსა და სხვა ცხოველებს, ან ადამიანებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს კორონავირუსი დაუდასტურდება, ის 14 დღიან კარანტინს გაივლის.

რა ასაკიდან უნდა აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით

„ფაიზერი“ ამბობს, რომ მისი ვაქცინის გამოყენება 19 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი - 16 წლიდან", - საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თუ რა ასაკიდან უნდა აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით. „ფაიზერი“ ამბობს, რომ მისი ვაქცინის გამოყენება 19 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი - 16 წლიდან. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ჯერ ეს მონაცემები არ არსებობს, საკვლევ ჯგუფებში ამ ასაკის მოსახლეობა არ ყოფილა ჩართული, მწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად განვავრცობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებზეც“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინის გაკეთება სჭირდება მათაც, ვინც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი. "ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი, დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. პირველ ეტაპზე, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინაციას არ შევთავაზებთ. მაქთ ვაქცინის გაკეთება მოუწევთ მეორე-მესამე კვარტალში", - აღნიშნა გაბუნია.

თამარ გაბუნია: ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის

"ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა ჩატარდება", - ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. „ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც დეტალურადაა განსაზღვრული, რა შეკითხვები უნდა დაისვას, მდგომარეობის შესაფასებლად ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა და ამ მიმართულებით კლინიკებში ტრენინგი დაწყებულია“, - განაცხადა გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მწარმოებლებისგან დეტალურ საინფორმაციო პაკეტს მიიღებს, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება. "დეტალური საინფორმაციო პაკეტი, „ფაიზერისა“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი, საზოგადოებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გახდება ცნობილი. საინფორმაციო პაკეტში დეტალურადაა გაწერილი ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობილია, რომელი კლასის მოსაწავლეებისთვის იქნება სკოლებში პირბადის ტარება აუციელებელი

"ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის კარგი სინამიკა, რომელიც ახლა არის სკოლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება", განაცხადა ჩხენკელმა. მისი თქმით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. „ორშაბათიდან, უკვე საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მთავარი არის ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობა, მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოწესრიგდა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. სკოლა არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საფრანგეთში 116 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საფრანგეთში 116 წლის ქალმა, ანდრე ლუსილ რანდონმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 116 წლის ლუსილ რანდონს კორონავირუსი 16 იანვარს დაუდგინეს. ფრანგული მედიის ცნობით, პაციენტმა კორონავირუსი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა. ის 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ექიმების თქმით, მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და 117-ე იუბილეს ანდრე ხანდაზმულთა სახლში აღნიშნავს.

9 თებერვლამდე განხორციელებულმა თხილის ექსპორტმა 81.2 მლნ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 15.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 81.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 253 ტონა), იტალიაში (3 823 ტონა), ჩეხეთში (738 ტონა), ესპანეთში (445 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), საფრანგეთში (381 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (885 ტონა), რუსეთი (756 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (466 ტონა), უკრაინა (300 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (180 ტონა),კანადა (146 ტონა), შვეიცარია (111 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარია

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. "ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ", - ნათქვამია განცხადებაში. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

ფრანგი სცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა

ფრანგი სცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ მედიას მისმა შვილმა კიარა კარიერმა აცნობა. ინფორმაციას En24news-ი ავრცელებს. როგორც კიარა კარიერმა აღინიშნა, ჟან-კლოდ კარიერს რაიმე კონკრეტული დაავადება არ აწუხებს და ის სახლში, ძილის დროს გარდაიცვალა. რეჟისორის ქალიშვილის თქმით, კარიერის დაკრძალვას აპირებენ იმ ადგილას, სადაც ის დაიბადა - საფრანგეთის სოფელ კოლუმბიერ-სურ-ორბესში. კარიერს დაწერილი აქვს 140-ზე მეტი ფილმის სცენარი.