უცხოეთი

ჩვენმა ჯარისკაცებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 26 შეტევა მოიგერიეს - უკრაინა

უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 26 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ოსტინმა და რეზნიკოვმა თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე, სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დააკონკრეტა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადების ვადის გათვალისწინებით F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე, ინფრასტრუქტურისა და სხვა კომპონენტების განლაგება, უკრაინისთვის ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილია. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეძღვნება. პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების მხარდაჭერის ბოლო მცდელობების შესახებ განუცხადა. „ორი ლიდერი პირობა დადო, რომ დარჩებიან მჭიდრო კონტაქტში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ თავდაცვის საკონტაქტო შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, რათა კიევმა რუსეთის მუდმივი სასტიკი თავდასხმებისგან დაიცვას თავი. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წინა, მე-11 შეხვედრა გერმანიაში, გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, 21 აპრილს გაიმართა.  

პრიგოჟინის თქმით, უკრაინელების არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციას“ სულ სხვა შედეგი მოჰყვა იმისგან, რასაც მოსკოვი ელოდა. პრიგოჟინის თქმით, თუ „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე უკრაინას პირობითად ჰქონდა 500 ტანკი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძოლა 20 000-ს ადამიანს შეეძლო, დღეს შეუძლია 400 000-ს. შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა. მისი თქმით, უკრაინელები არიან „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები და მათი დაზვერვა უმაღლეს დონეზეა. „მათ შეუძლიათ ნებისმიერი სამხედრო სისტემა, საბჭოთა თუ ნატო-სი, თანაბარი წარმატებით მართონ“, - აღნიშნა ევგენი პროგოჟინმა.  

F-16-ების უკრაინაში გაგზავნის საკითხი რამშტეინის ფორმატის მომავალ შეხვედრაზე განიხილება

პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რამშტეინის ფორმატის მორიგი შეხვედრა მიეძღვნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხს.  მის შესახებ მან სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ სახმელეთო, საჰაერო თავდაცვა კვლავ იქნება პრიორიტეტული განხილვის თემა, ისევე როგორც საბრძოლო მასალები, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინელებს შეეძლოთ ბრძოლის შენარჩუნება. შემდეგ ასევე იქნება დისკუსია F-16 ტიპის საბრძოლოს თვითმფრინავების წვრთნების შესახებ“, - განაცხადა რაიდერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების წვრთნები ჩატარდება უკრაინის ფარგლებს გარეთ, ევროპის ობიექტებზე. რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას  

სლოვენიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვენიის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც სლოვენია ჰოლოდომორს გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილების გამო, სლოვენიას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „მადლობელი ვარ სლოვენიელი პარლამენტარების, რომ მიიღეს დეკლარაცია, რომელიც პატივს სცემს 1932-1933 წლებში უკრაინაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას“, - წერს ზელენსკი. რამდენიმედ დღის წინ, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად საფრანგეთმაც აღიარა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა. ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს. „საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მკაცრად ჰუმანიტარული ხასიათისაა. მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაგრძელდეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 122 ადამიანის მოძიება. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და მდგრადი გახდეს, მხარეთა მეტი ჩართულობა მოძიებისა და ამოცნობის პროცესებსა და ოჯახების მხარდაჭერაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა კარინა სველფენტმა, ICRC-ის კოორდინატორმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში, რომელიც თავმჯდომარეობდა შეხვედრას. წითელი ჯვრის საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოსური მედიაც ავრცელებს. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ინალ ტასოევმა განაცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაში მონაწილე მხარეების მიერ (მათ შორის „საზღვრისპირა" სოფლებში) ანონიმური ყუთების დამონტაჟების საჭიროება მნიშვნელოვანია. ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი ყუთები უკვე განთავსდა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ამ ყუთებში ანონიმური წერილები განათავსონ დაკარგულების ადგილსამყოფლის შესახებ. მსგავსი ყუთების დადგმა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებშიც იგეგმება. „ამ კუთხით მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გაატარონ პოტენციურ მოწმეებთან და თვითმხილველებთან დასაკავშირებლად, ასევე ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროებთან მუშაობისთვის", - განაცხადა ინალ ტასოევმა. საქართველოში 1990იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2300 პირი ითვლება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკოორდინაციო მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გაუჩინარებულთა სამარხების აღმოჩენა, მათი იდენტიფიკაცია და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემაა. საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს, 2010 წელს დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით, როგორც ჰუმანიტარული პლატფორმა მხარეებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცნობით, შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2022 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდგომ საქმიანობას. დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა ინფორმაციის მოძიების საჭიროება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრის დასადგენად და შესაძლო სამარხების მოსაძიებლად.

უკრაინის 7 ოლქში სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $16 მილიონი გამოიყო - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისიტრ, დენის შმიგალის ინფორმაციით, 7 ოლქში სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $16 მილიონი გამოიყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, თანხებს 2023 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, დნიპროპეტროვსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, კიევი, ოდესა, პოლტავა და ხარკოვის ოლქები 26 პროექტისთვის გამოიყენებენ. შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს პროექტები მიზნად ისახავს საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრების, ასევე, საზოგადოებრივი და კულტურული ცენტრების აღდგენას. კიევის ეკონომიკის სკოლის ცნობით, რომელიც მარტის მონაცემს ასახავს, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინას 138 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა, მათ შორის ინფრასტრუქტურაზე მოდის 36,2 მილიარდი დოლარი.  

NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის, ისრაელის მსგავს უსაფრთხოების შეთანხმებას განიხილავენ - WP

NATO-ს  წევრი ქვეყნები უკრაინისთვის, ისრაელის სტილის უსაფრთხოების შეთანხმებას განიხილავენ, ვიდრე სამხედრო ალიანსში მის გაწევრიანებას წლები რჩება, იტყობინება Washington Post-ი 22 მაისს. ისრაელი არ არის NATO-ს წევრი და აშშ არ არის ვალდებული, ხელშეკრულებით დაეხმაროს მას სამხედრო გზით. თუმცა, ისრაელს „განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან, როგორც ვაშინგტონის ყველაზე მტკიცე პარტნიორთან ახლო აღმოსავლეთში", - წერს Washington Post. შეერთებულმა შტატებმა 2019-დან 2028 წლამდე ისრაელისთვის 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ვალდებულება აიღო. მსგავსმა შეთანხმებამ შესაძლოა, შეაკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან გრძელვადიან ომში. Washington Post-თან ინტერვიუში, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ იდეა უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შორის სულ უფრო პოპულარული გახდა. 15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა ,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან, საწყისი წერტილი იქნება ალიანსში გაწევრიანების წინსვლისთვის. „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა ევროპაში, აქვს აზრი იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება, გახდეს უკრაინა ალიანსის წევრი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „ივლისში, ვილნიუსში NATO-ს სამიტის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება, მოკავშირეები აპირებენ უკრაინა-NATO-ს საბჭოს ამოქმედებას, რომელიც „მომავალი წევრობის კარიბჭის როლს შეასრულებს“, - წერს Washington Post-ი NATO-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი  

პოლონეთი მზადაა, 30 000 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნას - მარიუშ ბლაშჩაკი

ვარშავა მზადაა, 30000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოამზადოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, მოვამზადოთ 30 000 ჯარისკაცი, ეს პროცესი ნამდვილად კარგად მიმდინარეობს”, - განაცხადა ბლაშჩაკმა. მისი თქმით, ევროპულმა ინსტიტუტებმა პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პერსპექტივები დადებითად შეაფასეს. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელში გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან განიხილა ცენტრის შექმნის საკითხი, სადაც ტანკებს შეაკეთებენ. მისი თქმით, ამ კონტექსტში არის „გარკვეული გამოწვევები“, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათ წარმატებით გაუმკლავდებიან. ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ მალე პისტორიუსი პოლონეთს ეწვევა, ამიტომ, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ აღნიშნული ჰაბის შექმნის დეტალები.  

სტოლტენბერგის თქმით, F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნა, NATO-ს კონფლიქტის მხარედ არ აქცევს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, NATO კონფლიქტის მხარე არ ხდება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება გაწერილია გაეროს ქარტიაში. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას ეს უფლება. გაეროს ქარტია და საერთაშორისო სამართალი უფლებას გვანიჭებს, დავეხმაროთ მათ აგრესიული ომის წინააღმდეგ თავის დაცვაში. NATO-ს ან NATO-ელ მოკავშირეებს ეს არ ხდის კონფლიქტის მხარედ, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი ამ აგრესიული ომის, პუტინის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

პოლონეთმა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო - ბორელი

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას განახლება: „მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს F-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

რუსეთის სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

მოსკოვის ლეფორტოვსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა სამი თვით, 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა, იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti სასამართლოზე დაყრდნობით. წერს CNN. გერშკოვიჩი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკანონოდ დაკავებულად აღიარა. The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ „ღრმად იმედგაცრუებულია" სასამართლოს გადაწყვეტილებით. „ბრალდებები აშკარად მცდარია და ჩვენ ვაგრძელებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვას“, - ნათქვამია განცხადებაში.  ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. Wall Street Journal-ის იურისტებმა რეპორტიორის გასათავისუფლებლად, მოსკოვის სასამართლოს $613 000-იანი გირაო შესთავაზეს ელჩს ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს.  

საფრანგეთი მზადაა, უკრაინასთან შეათანხმოს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარიზი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს. „საფრანგეთი მზად არის უკრაინასთან შეთანხმდეს უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს მას გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი თავი დაიცვას და მომავალი შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს, როგორც ეს ჩვენმა ლიდერებმა 36-ე ფრანკო-ბრიტანული სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს”, - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. Washington Post-ის მიერ, 22 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ NATO-ს საკვანძო წევრებმა წინასწარ მხარი დაუჭირეს ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას კიევის უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე.  

ჩეხეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმება გააფორმა

ჩეხეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა, Mero-მ, რუსეთის ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Mero 73 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) გაფართოებას დააფინანსებს. ეს ნავთობსადენი ნავთობს ცენტრალურ ევროპას იტალიის პორტ ტრიესტის გზით აწვდის. ჩეხეთის რესპუბლიკის TAL-ის სიმძლავრე გაორმაგდება და 2025 წლიდან ყოველწლიურად რვა მილიონ ტონა ნავთობს მიაღწევს. „ეს შეთანხმება დაგვაშორებს რუსეთს ხანგრძლივი 60 წლის შემდეგ და დაგვეხმარება მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს ენერგომომარაგებაში“, - განუცხადა Mero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაროსლავ პანტუჩეკმა მედიას.  

რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას

აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

შვეიცარიის ბანკმა რუსი და ბელორუსი კლიენტების ანგარიშების გაყინვა დაიწყო - მედია

ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Euroclear-ის მოთხოვნით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა, თავისი რუსი და ბელორუსიელი კლიენტების საინვესტიციო ანგარიშების გაყინვა დაიწყო. იტყობინება Forbes Russia 23 მაისს. ბელგიაში დაფუძნებულმა ფინანსურმა კომპანიამ Euroclear-მა, რომელიც სადეპოზიტო მომსახურებას ახორციელებს, ბანკს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მიზნით წარუდგინა მოთხოვნა. შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქციები დააწესა, თუმცა, G7-მა უსაყვედურა ალპურ ქვეყანას იმის გამო, რომ არ გააკეთა საკმარისი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები თავს არიდებენ სანქციებს. შვეიცარიამ უარყო ბრალდება და აპრილის მონაცემებით, 8,3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.      

მოლდოვაში ჩამოსვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ - სანდუ

მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებს. მაია სანდუმ Euronews Romaniaa-სთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შესაბამისად, თუ ის მოლდოვაში ჩავიდოდა. „დიახ. მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - მოკლედ უპასუხა სანდუმ. შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. 19 მაისს, რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი „ძებნილად გამოაცხადა“.  

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს - კიევის პასუხი ორბანს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს მხოლოდ კრემლში უჭერენ მხარს და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. ნიკოლენკოს თქმით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშან ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო. ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს. „ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე არ მუშაობს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.  

უკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ კიდევ 1,5 მილიარდი ევრო (დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი) მიიღო ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო 23 მაისს. ეს 18 მილიარდი ევროს პაკეტის მეოთხე ტრანშია, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში მთელი წლის განმავლობაში ჩაირიცხება. პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინის დახმარებას ძირითადი საჯარო სერვისების დაფარვას, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. „ევროკავშირის ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის მიერ აგრესორზე გამარჯვებაში“, - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ.  

პორტუგალია უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე მომზადებას სთავაზობს

პორტუგალიას შეუძლია უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების მიზნით, მაგრამ ახლა ვერ გაგზავნის თავის თვითმფრინავებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, იუწყება Ukrinform Euractiv-ზე დაყრდნობით. „პორტუგალია ღიაა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პილოტები და ტრენერები და ისინი მზად არიან, იმუშაონ სხვა ქვეყნების კოლეგებთან, რომლებსაც ასევე ჰყავ F-16-ები უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად“, - განაცხადა კრავინიომ. იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი მან დაამატა, რომ პორტუგალიას არ ჰყავს თვითმფრინავების შეუზღუდავი რაოდენობა. „ჩვენ გვყავს მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ეროვნული ვალდებულებების შესასრულებლად და ასევე - NATO-ში“, - განაცხადა მინისტრმა. 19 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პორტუგალია შეუერთდა მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციას და მზად არის უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადებისთვის. ანალოგიური მზადყოფნა დააფიქსირა დანიამაც. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.