პოლიტიკა

გიორგი გახარია თბილისის მერს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართელოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერსკახა კალაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ასევე მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას დებატებში იწვევს. შესამაბისი პოსტი მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. „დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათ მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი Facebook-ზე. ნიკა მელია: ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა, პირველ ტურში მე გავიმარჯვებ კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა

პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას ფარსს უწოდებს

პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას ფარსს უწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხულია „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს. „ეს არის ფარსი და სიყალბე, მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა, როდესაც ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მონაწილეობით დავასრულეთ მასზე მუშაობა. შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს. მათთვის და რელურად ჩენი სახელმწიფოსთვის გადავდგით კომპრომისული ნაბიჯები, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო და პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყი. ბაზარში რომ ვაჭრობაა, ასეთი ტიპის ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას. ველოდეთ 100 დღე და მიუხედავად ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თხოვნისა, ხელი არ მოაწერეს მას. ეს საბავშვო ბაღი არ არის, ჩვენ, ქვეყანას ვმართავთ და ეს არის პირველ რიგში არის სახელმწიფოს ინტერესები და მერე სხვა. ამის შემდეგ ჩვენ გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან, რადგან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში ვალიდური იქნებოდა, როდესაც ორი მთავარი მხარე აწერს ხელს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

პრემიერი: ჩვენს პარტნიორებს კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე და ყველა კითხვა მოიხსნება

„მე მოვისმინე ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება და ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო სესხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ამერიკის ელჩის განცხადებას ეხებოდა. „ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე და მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვა მოიხსნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა. ამ თემაზე მან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ისაუბრა. 75 მილიონი ევროს სესხის აღებისგან თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, გამოდიან და ამბობენ, რომ ეს იყო არა სესხი, არამედ ევროკავშირის დახმარება, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და ქვეყანა დაინგრა, ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო 2 დღეა, ამტკიცებენ თეთრზე, რომ შავიაო და რას კონკრეტულად, გამოდიან რომ „ქართულმა ოცნებამ“ თურმე ჩვენ ვთქვით უარი ევროკავშირზე და გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას და რატომ მეგობრებო? რომ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, ხაზს ვუსვამ, სესხის, ვალის აღებაზე თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. დღესვე მან ხუმრობით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, საქართველოს მიერ მაკროსაფინანსო ტრანშზე უარის შემდეგ, რას ნიშნავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. „ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ყველაფერი კარგად არის“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის წერილზე: რა შუაშია NATO-ს გენმდივანი ან შარლ მიშელი, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს?

„რა შუაშია NATO-ს გენმდივანი ან შარლ მიშელი, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს?“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რომ 14-მა ოპოზიციურმა პარტიამ შარლ მიშელს, იენს სტოლტენბერგსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართა. „14 უდრის ერთს - ანუ „ნაცმოძრაობამ“ მიმართა წერილით ევროკავშირს და NATO-ს. რა შუაშია NATO-ს გენმდივანი ან შარლ მიშელი, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს? ძალიან მარტივია, ჩვენ გავაკეთეთ ამაზე განმარტებები, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. საერთოდაც, ფარისევლობაა ის, რასაც სჩადის „ნაცმოძრაობა“. თითქოს, ძალიან სწუხან ევროკავშირის სესხზე თუ დახმარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში მიიწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს ტელეფონით ინფორმაცია საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. "სატელეფონო საუბრისას განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს. მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების დინამიკა. იაირ ლაპიდმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი ვიზიტის ფარგლებში უფრო დეტალურად განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დავით ზალკალიანმა ისრაელელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში და თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით", - ნათქვამია საგარე საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ამ მიზნით ნიკა მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ. "ძალაუფლების შენარჩუნების პრიმატით მიდიოდნენ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, რაც რუსეთის ორბიტაზე საქართველოს პირდაპირი მოქცევის გზა იყო. ამიტომ, ჩვენი ამ ნაბიჯით შეიძლება ითქვას, რომ ახალი სიცოცხლე მივეცით შარლ მიშელის შეთახნმებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მისი თქმით, ეს "კარგის ნიშანია". "ჩვენ მივესალმებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. ჩვენ მოვუწოდებდით მათ ხელის მოწერისკენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასე რომ, ეს კარგის ნიშანია, რამდენადაც, დოკუმენტი წარმოადგენს გეგმას იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შესრულებისა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ეს ის ნაბიჯები და რეფორმებია, რომელიც საქართველოს ლიდერებმა შეიმუშავეს. ისინი არ იყო თავს მოხვეული აშშ-სა და ევროკავშირისგან, არამედ შემუშავებული იყო საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გზით. შესაბამისად, კარგის ნიშანია, რომ ამდენმა პარტიამ მოაწერა ხელი ამ რეფორმების დანერგვას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს გაძლიერებისთვის. ეს იმგვარი რეფორმებია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის გაძლიერებას, გააუმჯობესოს ელექტორალური პროცესი და ეხება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს"- აცხადებს კელი დეგნანი. "ნაცმოძრაობის" მიერ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტზე ხელმოწერას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. "ერთადერთი რისი ნიშანიც და დასტურიცაა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო", - წერს პაპუაშვილი. ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ რას გულისხმობს 19 აპრილის შეთანხმება.

14 ოპოზიციური პარტია შარლ მიშელს, იენს სტოლტენბერგსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს

14 ოპოზიციური პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლინსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენთვის ძალიან დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის წინდაუხედავი უარის თქმა იმ მაკროდაფინანსებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს რეფორმის იმპლემენტაციას უნდა მოხმარებოდა. ვთვლით, რომ მომხდარი საქართველოს მომავლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს სრულიად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთ- ერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი შეუჩერებლად და დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მნიშვნელოვანი უმრავლესობა ახლაც იმავე პოზიციაზეა - მოქალაქეთა 80%-სთვის ევროკავშირი და ნატო დღემდე უალტერნატივო არჩევანს წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა არჩევნებზე ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ პარტიებს, რომლებიც მას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას ჰპირდება. გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცხადად გვაჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი - ფასადი, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მოტყუებაა. ამ ფასადის მიღმა არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა. 5 ივლისი - დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ექსტრემისტების მიერ თბილისი პრაიდის დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო. ორგანიზებული მასობრივი დანაშაული რამდენიმე საათის მანძილზე ყოველგვარი საპოლიციო წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობდა - მთავარი ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი. იმან, რომ თავდაპირველი ვალდებულდებების შემდეგ ქართულმა ოცნებამ უხეშად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების პირობები და საერთოდ დატოვა მოლაპარაკების ფორმატი, ხოლო ახლა დაფინანსებაზეც უარი განაცხადა, ამ სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამოცანაა, ამ საფრთხეს წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სვლით გავუწიოთ და სიტუაცია შემოვაბრუნოთ, ვთვლით, ამ სიტუაციის შესაჩერებლად სწორედ ახლაა საჭირო ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენება. შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ქართულმა ოცნებამ მოაწერა ხელი, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა, თუკი მმართველი პარტია ამ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის აღებას ვერ მოახერხებდა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და ნატო, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეთა ხმების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ. გვსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ქართული დემოკრატიის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ერთგულებისათვის. იმედი გვაქვს თქვენი უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად". - წერენ პარტიები ევროკავშირსა და NATO-ს“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ელენე ხოშტარია - დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული დემოკრატიული“, პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „კანონი და სამართალი“, ტარიელ ნაკაიძე - დამოუკიდებელი დეპუტატი. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

ირაკლი ღარიბაშვილი: გახარიაზე უკვე ვისაუბრე, კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს

მე გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა. მისი თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტებები, შეხვედრის თაობაზე ისაუბრეს კახა კალაძემ და პარტიის ხელმძღვანელებმა. „კითხვა, ვფიქრობ, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამავე თემაზე კახა კალაძე: შევხვდი გახარიას, მან მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

„მესამე ძალიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება

პოლიტიკურმა მოძრაობამ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. „მესამე ძალის“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „მესამე ძალამ“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე წარადგინა. „თამარ კეკენაძე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. თამარი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატოს შორის თავდაცვის და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე საქართველოს მისიაში NAT0-ში. სერგო ჩიხლაძე გახლავთ პოლიტიკური მოძრაობის „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩვენი პარტიული და საპარლამენტო გუნდის აქტიური წევრი. სერგოს აქვს პროექტების მართვის 15-წლიანი გამოცდილება. სერგო ჩიხლაძე, როგორც მენეჯერი და საერთაშორისო ექსპერტი ჩართულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებში და ინიციატივებში. მუშაობდა აშშ-ში ჯანდაცვის სისტემების განვითარების საკითხებზე. მას მიღებული აქვს სახელობითი სიგელები აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისაგან. ის არის ადგილობრივი და ამერიკული საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიული ასოციაციების წევრი“, - განაცხადა კანდიდატების წარდგენისას გიორგი ვაშაძემ.

კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე საქართველოს მთავრობის განცხადებას ვაშინგტონი გაითვალისწინებს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე საქართველოს მთავრობის განცხადებას ვაშინგტონშიც გაითვალისწინებენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ცოტა გაგვიკვირდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, შექმნილი მაღალი უმუშევრობის, სიღარიბის დონისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ამას გაითვალისწინებს. როგორც ვიცი, ეს დახმარება დაკავშირებული იყო მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის გატარებასთან და ეს ცხადი იყო ერთი წლის წინ, როდესაც დახმარების პაკეტის შეთანხმება ხდებოდა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის აუცილებლად გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. რა თქმა უნდა, მათი განხორციელება მარტივი არ არის, თუმცა იმედის მომცემია, რომ ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე გატარდა. ახლა მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა სხვა რეფორმა, მიუხედავად იმის იქნება ის მიბმული 75 მილიონი ევროს დახმარებასთან თუ არა. შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი [კონგრესის წარმომადგენლები] გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

კელი დეგნანი: ვიდრე ქართველები კონკრეტულ ნაბიჯებს არ დაინახავენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, კრემლიდან წამოსულ გზავნილებს წონა არ ექნება

„ვიდრე ქართველები რეალურ ქმედებებს არ დაინახავენ, კონკრეტულ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, კრემლიდან წამოსულ გზავნილებს წონა არ ექნება“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას. ქართველებს კრემლიდან მსგავსი განცხადებები ბევრჯერ მოუსმენიათ. ამ განცხადებებს მეტი სანდოობა ექნებოდა მათ რეალური ნაბიჯები რომ მოჰყვებოდეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანა, ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება და 2008 წელს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების რეალური შესრულება. მე არ მინახავს მსგავსი არცერთი ნაბიჯი და, უფრო მეტიც, ფრენების აკრძალვა ისევ ძალაშია და ბაზრის შეზღუდვაც ისევ მოქმედებს. ასე რომ, მგონი ვიდრე ქართველები რეალურ ქმედებებს არ დაინახავენ, კონკრეტულ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, კრემლიდან წამოსულ გზავნილებს წონა არ ექნება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. სერგეი ლავროვმა პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად.

კელი დეგნანი: ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება პანდემიისა და უმუშევრობის მიუხედავად

„ცოტა გაგვიკვირდა მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება პანდემიისა და უმუშევრობის მიუხედავად“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ელჩი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ამას გაითვალისწინებს. „ცოტა გაგვიკვირდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, შექმნილი მაღალი უმუშევრობის, სიღარიბის დონისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ამას გაითვალისწინებს. როგორც ვიცი, ეს დახმარება დაკავშირებული იყო მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის გატარებასთან და ეს ცხადი იყო ერთი წლის წინ, როდესაც დახმარების პაკეტის შეთანხმება ხდებოდა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის აუცილებლად გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. რა თქმა უნდა, მათი განხორციელება მარტივი არ არის, თუმცა იმედის მომცემია, რომ ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე გატარდა. ახლა მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა სხვა რეფორმა, მიუხედავად იმის იქნება ის მიბმული 75 მილიონი ევროს დახმარებასთან თუ არა. შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი [კონგრესის წარმომადგენლები] გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრას ადასტურებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ განმარტა, რომ შეხვედრა მერიაში გაიმართა. „შეხვედრა შედგა დღისით, მზისით, ქალაქ თბილისის მერიაში და შესაბამისად, თუკი რამე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილიყო დასამალი, როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა კალაძესთან შესახვედრად, სადაც შესასვლელში და ყველა სართულზე მგონი, 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული? ეს იყო ღირსეული პოლიტიკოსის, ღირსეული ადამიანის საქციელი იმ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც პატივს სცემდა, პატივს სცემს და ჩემი აზრით, ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ქართულ პოლიტიკას ძალიან აკლდა. კარგია, რომ ეს სტანდარტი ვიღაცამ დააწესა", - განაცხადა ქემოკლიძემ. მისი თქმით, გიორგი გახარიამ კითხვის პათოსიდან გამომდინარე უპასუხა ჟურნალისტებს. „ჩემი აზრით, ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბატონ გახარიას, რომ ბატონი მდინარაძე და კობახიძე იძახიან ამას, რომ ფულთან დაკავშირებით იყო საკითხი, რომელიც არის ცრუ ნარატივი. ამიტომ, მათ კონკრეტულ კომენტარებზე დროის დაკარგვა არის ფუჭი საქციელი და ჩემი აზრით, გიორგი გახარიამ კითხვის პათოსი, რა კუთხითაც იყო დასმული, იმ კუთხით უპასუხა. რაც შეეხება შეხვედრას, არაფერი დასამალი არ არის. აქ არის ძალიან ადამიანური მომენტი", - განაცხადა ქემოკლიძემ. მანამდე, რიგმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია კალაძესთან შეხვედრას არ ადასტურებდა. თავად გიორგი გახარია ტყუილს უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციას, რომ შუამავლის საშუალებით მერობის კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში "ფინანსური მხარდაჭერა" მოითხოვა. ამავე თემაზე: კახა კალაძე: შევხვდი გახარიას, მან მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო

არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო პროცესში სტუდენტები ჩაერთვებიან

2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს მიაწოდებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს. "არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. საქართველოს ორგანულ კანონზე "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" დაყრდნობით ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე გაეცანით: ცესკო ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვას რამდენიმე უბანზე განიხილავს ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო

აშშ-მ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რაც უკრაინისთვის „ჯაველინის“ სისტემის ჯავშანტექნიკის და სხვა სასიკვდილო და არასასიკვდილო აღჭურვილობის გადაცემას გულისხმობს. ეს შეთანხმება აშშ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისადმი წინააღმდეგობას ენერგეტიკული დიპლომატიისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განაგრძობენ, რადგან ეს ენერგოპროექტი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია. ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, რის შემდეგაც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ეს დახმარება ამოქმედებულია. მანამდე ზელენსკიმ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, როდესაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.

აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, ეს ქვეყნები განაგრძობენ მუშაობას, რათა რუსეთს აგრესიისთვის პასუხი აგებინონ. „დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში სახელმწიფოებმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ. რუსეთმა დაარღვია ეს საბაზისო წესი უკრაინასთან. სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი კავშირები აირჩიონ. აშშ უკრაინასთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია“, - ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, გარე ჩარევის გარეშე აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ამ კონტექსტში აშშ მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას. შეგახსენებთ, თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის Twitter გვერდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ იტყობინება. "უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველ შეხვედრაზე, მე კვლავ დავაფიქსირე შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის ტერიტორიული მთლიანიბისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის ტექსტში. მისივე თქმით, განსახილველ საკითხები მოიცავდა ენერგოუსაფრთხოებას და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს.

ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს

აშშ-უკრაინის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს - ამ სიტყვებით აღწერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრას თეთრ სახლში, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ნათელ და აყვავებულ მომავალს. "მე შევაქე უკრაინა დახმარებისთვის, რომელიც მან გასწია ავღანეთიდან რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დროს", - აღნიშნა ბლინკენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბლინკენმა ზელენსკისთან განიხილა რუსულ აგრესიაზე საპასუხო ნაბიჯები, რეფორმების ძალისხმევა და აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრასთან დაკავშირებული გეგმები. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა, რომ პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხოება, განსაკუთრებით დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმში, შავი ზღვის რეგიონში და ენერგოუსაფრთხოება უკრაინასა და ევროკავშირში.

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება. "რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია აშშ -ს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, როდესაც ის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის კუთხით წინ მიიწევს", - განაცხადა ბაიდენმა შეხვედრის დაწყებისას. როგორც ცნობილია, შეხვედრამდე აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე.

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანიმ Twitter-ზე დაწერა. "დღეს ძალაში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი წარმატებული თავის დასაწყისი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ", - წერს ბუიარ ოსმანი. შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“. ამავე თემაზე: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ჩრდილოეთ მაკედონიაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ქალაქ სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სალომე ზურაბიშვილი: ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება