პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ნაფთალი ბენეტს: მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით

"წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის, მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი მტკიცე პარტნიორობის პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. “ვულოცავ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის და ვუსურვებ მას წარმატებას! საქართველოსა და ისრაელს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობის 26 საუკუნე და საერთო კულტურული მემკვიდრეობა. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას თქვენთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, რომ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა.

კახა კუჭავამ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანმა მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრსსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებიც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დევიდ ლის საკუთარი ხედვები და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმები გააცნო. "ხაზი გაესვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. ახლო მომავალში დაიგეგმა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა. ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარეს წიგნი, სახელწოდებით “დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021” გადასცა, რომლის გამოცემაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საელჩო: აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდით დგომას აგრძელებს

„ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს და აღნიშნავს, რომ ამის ნაწილია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები საზოგადოების მახლობელ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის მხადაჭერა. „ელჩი დეგნანი ეუთოს, იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის გახსნას დაესწრო. ახალი ინფრასტრუქტურა 144 ოჯახს დაეხმარება, რაც USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია, რომელთა მეშვეობით, საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 3,600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა

აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას, ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ელჩის თქმით, ეს არის იმის მაგალითი, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. „როგორც ვთქვით, აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას. ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის, საქართველოს როლს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. ეს ასევე გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობას. აშშ-ის მთავრობა ამაყი იყო, რომ ნახა ასეთი წარმატებული შედეგი, რაც აგზავნის ძალიან ძლიერ მესიჯს – სტაბილურობის, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, რომ ეს გრძელი კონფლიქტი დაასრულოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აქტიური ჩართულობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო გერმანიის საელჩო: საქართველოს მიერ მედიატორის როლის წარმატებით შესრულება რეგიონითვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ან ლინდე: მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება

კელი დეგნანი: ვფიქრობ, სამიტის დეკლარაცია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში

ვფიქრობ, კომუნიკე და დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხდა. ინფორმაციას საზოგადოებრიცი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ელჩმა აღნიშნა, დეკლარაციაში ჩანაწერები იქნება საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. „ცოტა ხნის წინ გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის მთავრობიდან. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პოსტკოვიდის შემდეგ შეძლეს, სწორედ აქ, საქართველოში განხორციელდა. ვფიქრობ, ეს ჩვენი მხარდაჭერის ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კომუნიკე, დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში. იქნება ჩანაწერები საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე ბუქარესტის სამიტის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. არის ნათელი გზავნილები რუსეთისთვის, რომ შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, რომ ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებიც ხშირად გვესმის, შეწყდეს. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი NATO-სგან განგრძობითი მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გახსნა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გახსნა. საბჭოს სხდომას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომა მედიისთვის დაიხურა საბჭოს შეკრების შემდეგ იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. „მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში შეგვიძლია ვუპასუხოთ უსაფრთხოების გამოწვევებს. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

ისრაელის ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ისრაელის ელჩი, რან გიდორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობები​.

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მიესალმება NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ეს პირველ რიგში ჩვენს მეგობრებს საქართველოს და უკრაინას ეხებათ

ლიეტუვა მიესალმება NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ეს პირველ რიგში ესებათ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს საქართველოსა და უკრაინაში, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ NATO-ს სამიტის გახსნამდე განაცხადა. მისივე თქმით, NATO-ს რუსეთის ქმედებებზე მკაფიო, ერთიანი და მტკიცე პასუხი უნდა ჰქონდეს. „დაპირებები უნდა შესრულდეს და მინდა შეგახსენოთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტი, სადაც მიღებული იყო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით,“- განაცხადა გიტანას ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტი ორი დღის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს NATO-ს ოჯახის გარდაუვალ წევრად ლიეტუვა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების არამხოლოდ აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს - თენგიზ ფხალაძე

დავით ზალკალიანი: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა

აბსოლუტურად მართალია მსჯელობა იმაზე, რომ დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. იგივეა წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა ასახულია ყოველწლიურ, ეროვნულ პროგრაში და ამ პროგრამის ძირითადი დეფინიცია არაფრით განსხვავდება სამოქმედო გეგმისგან. „საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება ყოველწლიური, ეროვნული გეგმის შესრულებასთან მიმართებაში. ასევე ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს საბოლოო წევრობისთვის. იგივე მაპის საკითხი - დარჩენილია მხოლოდ, როგორც პოლიტიკური ბარიერი. ჩვენ ვართ პირნათელი NATO-ელ პარტნიორებთან მიმართებაში იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რთული, კომპლექსური საკითხია, გადაწყვეტილება NATO-ს წევრებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება. NATO-ს სამიტის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

NATO-ს სამიტზე ჯო ბაიდენისგან ძალიან ძლიერ და მტკიცე გზავნილს უნდა ველოდოთ - მეთიუ ბრაიზა

„ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ბაიდენისგან ძალინ ძლიერ, მტკიცე დადასტურებას NATO-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას თავდასხმას ნიშნავს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. „რუსეთის არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქმედებები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თურქეთის საკითხი“, - ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას მეთიუ ბრაიზა NATO-ს დღევანელი სამიტის დროს ელის. „სავარაუდოდ, სამიტზე განხილვები შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოც არის. მთავარი საკითხი იქნება შეშფოთების გამოხატვა რუსეთის არაპროგნოზირებად და ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის შიგნით“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ასევე, საინტერესო განხილვებს ველოდები თურქეთთან დაკავშირებით, რომელიც შეიარაღებული ძალების სიდიდით მეორე ადგილზეა და რომელიც ალიანსის ბევრი წევრის მიერ განიხილება პრობლემატურად, ბოლო წლებში მისი კურსის გამო. საერთო ჯამში, NATO აცნობიერებს, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამიტზე არასასიამოვნო საუბრებიც იქნება თურქეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება. მეთიუ ბრაიზა: საქართველო NATO-ს წევრი უნდა იყოს

იენს სტოლტენბერგი: საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ვმუშაობთ

საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. უკრაინას ვეხმარებით საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეები დღეს დააფიქსირებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

საგარეო: NATO-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად წამყვან სპიკერად არის დასახელებული

NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება ბრიუსელის ფორუმი. საგარეო უწყების ცნობით, ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერბთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან. ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით “Investing in Resilience”, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე. გამომსვლელებს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

„მე ველოდები, რომ დღეს NATO-ს მოკავშირეები დააფიქსირებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, როდესაც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ჩვენ არ დაგვისახელებია კონკრეტული თარიღი. თარიღს არც დღეს დავასახელებთ“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, NATO-ს სამიტის გახსნამდე განაცხადა. „ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რეფორმებზე და ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებაზე, საქართველომ მოახდინოს უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ჩვენი გზავნილია, რომ NATO-ს კარი ღიაა. რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა შეუერთდეს NATO-ს. ჩვენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებსა და ჰიბრიდულ თავდასხმებს ვხედავთ - ამან რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

იენს სტოლტენბერგი: დღეს NATO-ს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ ეტაპს ვიწყებთ

„ალიანსისთვის მნიშვნელოვან მომენტში ვხვდებით. დღეს ჩვენ გავხსნით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ თავს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღება, ერთიანობისა და სიმტკიცის ძლიერი მესიჯი იქნება. „ლიდერები განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის არის რუსეთი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ეს გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები დაადასტურებენ ჩვენს მიდგომას რუსეთისადმი: ძლიერი დაცვა დიალოგთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ლიდერები ასევე მიესალმებიან პრეზიდენტ ბაიდენთან კონსულტაციის შესაძლებლობას პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის წინ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩინეთის თემას. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობები და ჩვენ გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, იარაღის კონტროლი. მაგრამ ჩინეთის სამხედრო ზრდა, მზარდი გავლენა გარკვეულ გამოწვევებს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. ამ ფონზე, დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდებიან ამბიციურ დღის წესრიგზე, NATO 2030-ის შესახებ. ეს ეხება იმას, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, გამძლეობა და პირველად NATO-ს ისტორიაში, კლიმატი და უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ამოცანა გავხადოთ ჩვენი ალიანსისთვის. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები თანახმა არიან, უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ, რომ უფრო მაღალი დონის ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ეს არის ძალების გაზრდა, რაც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას.ასე რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მივიღებთ, იქნება ძლიერი გზავნილი ერთიანობის და რომ ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს, გლობალური კონკურენციის პერიოდში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია

NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, NATO-ს მოკავშირეებმა შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. „NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი. NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? - Europetime-ის ამ შეკითხვას ჯეიმს აპატურაიმ ასე უპასუხა: „ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები“, - განაცხადა აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

მარინა კალიურანდი: წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია NATO-დან დადებითი სიგნალების მისაღებად

ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ესტონელი პოლიტიკოსი NATO-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ. წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.

გერმანიის საელჩო: საქართველოს მიერ მედიატორის როლის წარმატებით შესრულება რეგიონითვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

გერმანიის საელჩო საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის წარმატებით შესრულებას ულოცავს. ამის შესახებ საელჩო ტექსტს Facebook-ზე ავრცელებს. „საქართველოს ვულოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის წარმატებით შესრულებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონისთვის“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ტექსტში. მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

ბაიდენის ადმინისტრაცია: NATO-ს ლიდერები სამიტზე ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, NATO-ს ლიდერები დღეს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს. ”მოკავშირეთა ლიდერები იწყებენ სამიტზე ამბიციური ინიციატივებს წარდგენას, რომლებიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს ”, - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, სამიტზე ალიანსის ლიდერები „სტრატეგიულ კონცეფციას” გადახედავენ, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ჩინეთის მიერ შექმნილ გამოწვევებს გაითვალისწინებს. კერძოდ, ახალი „სტრატეგიული კონცეფცია“ 2022 წლის NATO-ს სამიტზე დასამტკიცებლად მომზადდება. კონცეფციაში პირველად იქნება გათვალისწინებული ჩინეთის სამხედრო აღზევება, როგორც გამოწვევა. NATO-ს ლიდერები დაამტკიცებენ კიბერთავდაცვის ახალ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს კოორდინაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსის გამძლეობა გახშირებული საფრთხეების მიმართ. საკითხებს შორის იქნება ავღანეთისა და კლიმატის ცვლილების საკითხებიც. ასევე, ალიანსის ლიდერები შეთანხმდებიან რეფორმებზე, რომელიც „NATO 2030“-ის სახელით არის ცნობილი. გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოყოფს 9 მიმართულებას, სადაც NATO-ს შეუძლია, მოახდინოს მოდერნიზაცია საშუალოვადიან პერიოდში. ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება. ,,დიდი შვიდეულის სამიტის" შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში გუშინ ჩაფრინდა.

ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი თბილისშია. ინფორმაციას თავად შმიდი ავრცელებს. მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. ეუთოს გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ სურს, ნახოს კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. „ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და საკუთარი თვალით მსურს, ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ეუთო განაგრძობს მსგავსი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, – წერს ჰელგა მარია შმიდი Tweeter-ზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან. საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში წყალმომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა. ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, „ქნესეთში“ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფტალი ბენეტის და იაირ ლაპიდის ე.წ. ცვლილებების მთავრობას 120 დეპუტატიდან 60-მა დაუჭირა მხარი, 59 კი წინააღმდეგი იყო. არაბული უმცირესობის პარტია „რაამის“ წევრმა, საიდ ალ-ჰარუმიმ თავი შეიკავა, რამაც ახალი მთავრობის არჩევას შეუწყო ხელი. ახალი მთავრობის სპეციფიკის მიხედვით, ნაფტალი ბენეტის კოალიციური პარტნიორი, იაირ ლაპიდი ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი გახდა და ვიდრე ნაფტალი ბენეტისგან მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას ჩაიბარებს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.