ტექნოლოგიები

Bloomberg: ილონ მასკის კომპანიამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი კერძო ეკიპაჟი გაუშვა

მილიარდერი ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების პირველი კერძო ეკიპაჟი გაუშვა. მოგზაურობა 10 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ეკიპაჟი 4 ადამიანისგან შედგება: ყოფილი კოსმონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია, და კიდევ 3 ფინანსისტი აშშ-დან, კანადიდან და ისრაელიდან. თითოეულმა მათგანმა ბილეთში $55 მილიონი გადაიხადა. ინფორმაცია Bloomberg-ს Axiom-ის თანადამფუძნებელმა კიმ გაფარიანმა დაუდასტურა.  მოგზაურობის პროგრამა მოიცავს კომერციულ ღონისძიებებს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და სამზარეულოს, რომელიც ესპანელ-ამერიკელმა შეფ-მზარეულებმა შექმნეს და რესტორატორმა ხოსე ანდერსონმა.  ეკიპაჟს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტები დახვდებიან. ასევე 3 რუსი კოსმონავტი, მიუხედავად იმისა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან თანამშრომლობა შეწყვიტა.  Bloomberg წერს, რომ კოსმოსურ სადგურზე პირველი კერძო ეკიპაჟის გაგზავნა NASA-სთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უკვე თანამშრომლობს Orbital Reef-სთან, Blue Origin Starlab-თან და Nanoracks-თან დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტაზე ინდუსტრიული პარკების შესაქმნელად, რათა კერძო კოსმოსური ფრენების რაოდენობა გაზარდოს. 

აშშ: გავანადგურეთ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მომუშავე ბოტების ქსელი უკრაინაში

დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცახდა, რომ უკრაინაში რუსების სპეცსამსახურების სასარგებლოდ მომუშავე ბოტების ქსელი გაანადგურა. ინფორმაცია უწყების ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.  ბოტების გამოვლენის ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის ფედერალური ბიურო.  სანქცირებული ოპრეაცია ბოტების ქსელის წინააღმდეგ 2022 წლის მარტში ჩატარდა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ბოტების ქსელს კავშირი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბთან და დაზვერვის მთავარი სამმართველოსთან.  ოპერაციის მსვლელობისას განადგურდა ინტერნეტთან დაკავშირებული ბრაუზერები, რომლებსაც Sandworm იყენებდა ქვემდებარე ბოტნეტის მართვისა და კონტროლისთვის. 

Twitter მომხმარებელს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს აღარ ურჩევს

კომპანია Twitter-ში აცხადებენ, წაშლიან იმ ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოებს, სადაც ტყვეები არიან გამოსახული. ეს ეხება იმ ანგარიშებს, რომლებიც კავშირში არიან იმ მთავრობებთან და სახელმწიფოებთან. ამის შესახებ Reuters წერს.     გამოცემის ცნობით, პირველ რიგში ეს ზომები რუსეთის ხელისუფლებაზე მოახდენს გავლენას, რადგან ახალი წესის მიხედვით, რუსული სამთავრობო მედიის ანგარიშები არ გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე, არც ძიებისას ან "აღმოჩენის" ფუნქციის გამოყენებისას. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს დააზარალებს რუსეთის მთავრობის 300-ზე მეტ ანგარიშს.  მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ი ცენზურაში დაადანაშაულა. კერძოდ კომპანიამ ინგლისურენოვანი შეტყობინება დამალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე. სადაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური თეზისები იყო განთავსებული.

ილონ მასკმა გერმანიაში პირველი ქარხანა ცეკვით გახსნა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გერმანიაში Tesla-ს პირველი ქარხანა ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ cnbc წერს. მასკმა 30 მომხმარებელს და მათი ოჯახის წევრებს გერმანიაში დამზადებული Tesla ცეკვით წარუდგინა.  2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია. Forbes ბოლო მონაცემით, ილონ მასკის ქონება $266 მილიარდს აღემატება.

ირანმა პირველი ელექტრომობილის პრეზენტაცია გამართა

ირანულმა საავტომობილო კომპანია KSJ Motors-მა პირველი ელექტრომობილის  - Oxygen-ის პრეზენტაცია ქალაქ შირაზში გამართა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სიამაკ ჰოჯატმა განაცხადა, რომ ორადგილიანი ელექტრომობილი $10,500 ეღირება.  

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

RT News-ს და Sputnik News-ს Apple Store-დან რუსეთის ფარგლებს გარეთ ვეღარ გადმოტვირთავს. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის შეჭრით უკრაინაში და ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ძალადობის შედეგად იტანჯება“, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. კომპანიამ უკრაიანაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ არაერთი ნაბიჯის შესახებ განაცხადა, მათ შორის Apple Pay და სხვა სერვისები შეზღუდულია, ასევე, რუსული სახელმწიფო მედია, RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის. ცნობისთვის, Apple-მა 2 მარტს განაცხადა, რომ რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვას შეწყვეტს.

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

შვედური აუდიო ნაკადის და მედია სერვისების პროვაიდერმა Spotify-მ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მოკსოვს განუსაზღვრელი ვადით ტოვებს.  Spotify-ის განცხადებით, ომის დაწყებიდან შემდეგ ათასობით კონტენტი განიხილა და შეზღუდა რუსული სახელმწიფო მედიის მფლობელობაში მყოფი და მართული შოუების პოვნა მათ პლატფორმაზე.

ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო

SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია. „Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე. მასკმა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს უპასუხა, რომელმაც მას Starlink-ის სადგურებით მომარაგება სთხოვა. „ ვიდრე თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. ვიდრე თქვენი რაკეტები წარმატებით ბრუნდება კოსმოსიდან, რუსეთის რაკეტები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას უტევს“, - წერდა Twitter-ზე ვიცე-პრემიერი, მიხაილო ფედოროვი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა. ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.  

Facebook-მა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Facebook-მა ოთხი რუსული საინფორმაციო რესურსის: ტელეკომპანია „ზვეზდას“, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“, ინტერნეტპორტალ „ლენტა.რუ“,-ს და „გაზეტა. რუ“-ს ოფიციალური ანგარიშები შეზღუდა. რუსეთის ოფიციალური მარეგულირებელი უწყების, „როსკომნადზორის“ საპასუხო განცხადებით, რუსეთის ფედერალური კანონი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს „იმ პირების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების დარღვევაში“. „როსკომნადზორმა“ 24 თებერვალს Meta Platforms, Inc-ის ადმინისტრაციას მიმართა, რითაც სოციალური ქსელის მიერ დაკისრებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. „როსკომნადოზრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის მფლობელებმა უგულებელყვეს რუსეთის სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა. 25 თებერვალს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, Facebook-ი ადამიანის ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების დარღვევაში თანამონაწილედ ცნო. სააგენტომ განაცხადა, რომ Facebook-ის მიერ რუსული მედიისა და ინტერნეტ რესურსების „ცენზურის 23 შემთხვევა დაფიქსირდა“ 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ.  Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, Meta-ს წარმომადგენელმა ნიკ კლეგმა მიუთითა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კომპანიას ხუთშაბათს უბრძანა, შეწყვიტოს Facebook-ზე ფაქტების შემოწმება და სახელმწიფო მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული შინაარსის „მარკირება“. როდესაც მეტამ ამაზე უარი თქვა, რუსეთმა მისი მომსახურების შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა.

BioNTech-ი აფრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს

BioNTech-მა აფქრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს. ვაქცინების მიწოდების ტემპი აფრიკაში გაუმჯობესდა, მაგრამ აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია სრულად აცრილი. კონტინენტის მიხედვით, ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუანდის, განისა და სენეგალის პრეზიდენტებმა გერმანული პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს. საკითხის განსახილველვად ისინი ჯანმოს და აფრიკის კავშირის ხელმძღვანელებს შეუერთდნენ. წარმოებული ვაქცინების  გამოყენება სხვა ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ან ექსპორტირებული იქნება აფრიკის კავშირის სხვა წევრებში არამომგებიანი ფასით. ვარაუდობენ, რომ პირველი ვაქცინების წარმოება 2024 წელს იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ რუანდაში, სენეგალში ან სამხრეთ აფრიკაში. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის მომზადების პროგრამებს მხარს დაუჭერს.

კვლევა: ჩინეთში შეიმუშავეს PCR ტესტი, რომელიც შედეგს ოთხ წუთზე ნაკლებ დროში ადგენს

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს PCR ტესტი, რომელსაც შედეგის დადგენა 4 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. DW წერს, რომ PCR ტესტები ყველაზე ზუსტია ბაზარზე, მაგრამ ანალიზი ლაბორატორიაში დამუშავებას საჭიროებს, რასაც ჯერჯერობით  რამდენიმე საათი სჭირდება. როდესაც ლაბორატორიები გადატვირთულია ინფექციის მატების გამო, დამუშავება შეიძლება დღეებიც კი გაგრძელდეს. უფრო სწრაფი, 15-წუთიანი სწრაფი ანტიგენის ტესტები ნაკლებად სანდოა, ვიდრე PCR ალტერნატივა. „ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რამდენიმე ნიმუში შეაგროვეს და ტესტმა ყველა შემთხვევა შეცდომის გარეშე ოთხ წუთში ზუსტად დაამუშავა, აღნიშნულია ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. რამდენად შესაძლებელია ადგილზე ტესტირება აეროპორტებში, კლინიკებში, სახლში? მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ასეთი ტექნოლოგიის მქონე პორტატული ტესტების შემუშავება ხელს შეუწყობს ადგილზე ტესტირებას აეროპორტებში, კლინიკებში, სასწრაფო დახმარების განყოფილებებსა და სახლში. ის ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა სახის დაავადებების სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. ამჟამად კი, ბაზარზე არსებობს სწრაფი, სახლის ტესტების უამრავი ბრენდი, რომლებიც სიზუსტით განსხვავდება.

გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის, შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან

გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები, რობერტ ჰაბეკი და ბრუნო ლე მერი კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ ცხოვრება Facebook-ის გარეშე ძალიან კარგია. „შემიძლია დავადასტურო, რომ Facebook-ის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და Facebook-ის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის სუვერენიტეტს დაადასტურებს“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, 7 თებერვალს, გამოცემა Mashable-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.

Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს

Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს, თუ ის ვერ შეძლებს მომხმარებლის მონაცემების დაბრუნებას შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე. საგულისხმოა, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებლების მონაცემი ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. კომპანიის განმარტებით, მონაცემთა გადაცემის შეჩერება დამანგრეველ გავლენას მოახდენს მის მიზანმიმართულ ონლაინ რეკლამის შესაძლებლობებზე. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და გეგმები ევროპიდან გასვლის, მაგრამ მარტივი რეალობა ის არის, რომ Meta და მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ის შორის, რათა აწარმოოს გლობალური სერვისები“, - ნათქვამია კომპანიის სპიკერის განცხადებაში.ანალოგიური საფრთხის შესახებ Facebook-ი 2020 წლის სექტემბერშიც იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა, ისტორიაში პირველად კი, ტექნოლოგიური გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს იდენტური ვაქცინა შექმნეს

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს კოვიდვაქცინის იდენტური პრეპარატი შექმნეს, რითაც იმედოვნებეენ, რომ კონტინენტზე ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება. მკვლევრებს მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO). BBC წერს, რომ ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა აფრიკის კონტინენტისთვის, რადგან mRNA ვაქცინების დიდი უმრავლესობა მდიდარ ქვეყნებში გაიგზავნა, დაბალი შემოსავლის ქვეყნებს კი მათზე ნაკლები წვდომა ჰქონდათ. Moderna-ს პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი. BBC-ის ცნობით, Moderna-მ ადრე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ვაქცინის პატენტს, რამაც კეიპტაუნის მეცნიერებს მისცა უფლება, ვაქცინის საკუთარი ვერსია შეექმნათ.

FBI სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინის ოლიმპიადაზე საკუთარი მობილური ტელეფონები არ წაიღონ

სპორტსმენებმა და ვიზიტორებმა, რომლებიც მიდიან პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტელეფონები სახლში უნდა დატოვონ და ამის ნაცვლად დროებითი ტელეფონები გამოიყენონ, BBC-ის ცნობით, ეს FBI-ს მოთხოვნაა. მიზეზი კიბერუსაფრთხოება და მოვლენებზე კიბერაქტივობების შესაძლო უარყოფითი გავლენაა. „FBI მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, დატოვონ პირადი მობილური ტელეფონები სახლში და გამოიყენონ დროებითი ტელეფონი თამაშებზე ყოფნისას", - წერია განცხადებაში. FBI-მ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოუწოდა პარტნიორებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე გაიმართება. ჩინეთის მთავრობა 3,9 მილიარდ დოლარს (2,9 მილიარდი ფუნტი) ხარჯავს მოახლოებულ თამაშებზე. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ჩინეთში უიღურების მიმართ მოპყრობის გამო,  მთავრობებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

ნიღაბი, რომელიც კორონავირუსისგან 99%-ით იცავს, 300 ევრო ღირს

პირველ ნიღაბი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ვირუსები, ბაქტერიები და აქროლადი ორგანული ნაერთები, 300 ევრო ეღირება. ნიღაბი ფილტრავს მიკრო და ნანონაწილაკებს; უზრუნველყოფს სრულ დაცვას ვირუსებისგან (SARS COV 2-ის ჩათვლით), ბაქტერიებისგან. უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას/სუნთქვას. AIRXÔM ნიღბის ეფექტურობა დამოწმებულია ექსპერიმენტული პროტოკოლით, რომელიც ჩატარდა ამ სექტორში აღიარებული გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ. მაგალითად, ლიონის VIRNEXT კვლევითი ტექნოლოგიების ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა ვირუსულმა ტესტებმა მისი ეფექტურობა აჩვენა და უზრუნველყო: SARS-CoV-2-სგან 99.94%-ით, H1N1 -სგან 99,99%-ით დაცვა; ადენოვირუსისგან 99,94%-ით დაცვა. ნიღაბი 130გ იწონის, საცალო ფასი 300 ევროა და უკვე ხელმისაწვდომია airxom-mask.com ვებგვერდზე, თებერვლიდან საფრანგეთის აფთიაქებში გამოჩნდება.  ფრანგულმა medtech AIRXÔM-მა 5 იანვარს, ლას-ვეგასში, წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ნიღბი, რომელიც იცავს ჰაერის დაბინძურების, ვირუსებისა და ბაქტერიების ზემოქმედებისგან. აბსოლუტური დაცვა შესაძლებელი გახდა ნიღაბში გამოყენებული ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებით, რაც ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებული კვლევებისა და ნოუ ჰაუს შედეგია.  

Moderna-ს ცნობით, კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა შესაძლოა, 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი იყოს

კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა შესაძლოა, 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი იყოს. კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ თარიღი საუკეთესო სცენარის შემთხვევაშია განსაზღვრილი. ბანსელი თვლის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კომბინირებული ვაქცინა მომავალ წელს შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი. იანვრის დასაწყისში, Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ადამიანებს შესაძლოა დასჭირდეთ მეოთხე დარტყმა 2022 წლის შემოდგომაზე, რადგან გამაძლიერებლების ეფექტურობა COVID-19-ის წინააღმდეგ სავარაუდოდ შემცირდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ომიკრონთან“ მიმართებით Pfizer-ის ვაქცინის მეოთხე დოზის ეფექტიანობაზე ისრაელში კვლევა ჩატარდა

ისრაელში, Sheba-ს სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონისგან“ არასაკმარისად იცავს. Times of Israel-ი ცენტრის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტის, პროფესორ გილი რეგევ-იოხაის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ კვლევის შედეგები წინასწარია. „ვაქცინა შესანიშნავია „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ომიკრონისთვის“ ის საკმარისად კარგი არ არის“, - განაცხადა პროფესორმა გილი რეგევ-იოხაიმ და აღნიშნა, რომ ანტისხეულების დონე იმატებს მეოთხე დოზის შემდეგ, თუმცა „ომიკრონით“ მაინც ბევრიც ინფიცირებული. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

თურქეთმა პირველი მინი სატელიტი კოსმოსში გაუშვა

თურქეთმა პირველი მინი სატელიტი კოსმოსში გაუშვა. Grizu-263A-მა პირველი სიგნალები წარმატებით გამოგზავნა. „პირველი სიგნალები წარმატებით მივიღეთ. ჩვენი თანამგზავრიდან Grizu-263A. ჩვენი თანამგზავრი ცოცხალია!!!“, - დაწერა Grizu-263-ს გუნდმა Twitter-ზე. Grizu-263 2016 წელს ბიულენთ ეჯევითის უნივერსიტეტის ინჟინერიის სტუდენტების მიერ თურქეთის ჩრდილოეთით დაარსდა და მიზნად ისახავს, იმუშაოს კოსმოსურ და თანამგზავრულ ტექნოლოგიებზე და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსებში. გუნდს სახელი დაერქვა 1992 წელს კოზლუს რაიონში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 263 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა. სატელიტი ამერიკული აეროკოსმოსური კომპანიის SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით, კეიპ კანავერალიდან აშშ-ის ფლორიდის შტატიდან გაუშვეს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა 18 დეკემბერს ვიდეოზარი გამართეს. მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ციფრულ ეკონომიკასა და თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ელექტრომობილებს, კოსმოსურ ტექნოლოგიებს, გრძელვადიან ინვესტიციებს და არსებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე ისაუბრეს თურქეთის საკომუნიკაციო თანამგზავრის Turksat 5B ორბიტაზე გაშვების პროცესზე. თურქეთმა იანვარში SpaceX-ის მეშვეობით კოსმოსში თანამგზავრი Turksat 5-A გაუშვა.

თურქეთი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს

თურქეთი ერთძრავიანი, ზებგერითი მოწინავე მწვრთნელი და მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს. Hürjet-ის პირველი ფრენა 2023 წელს არის დაგეგმილი. თვითმფრინავი შექმნილია მეხუთე თაობის სასწავლო თვითმფრინავის მიზნებისთვის. მისი საჰაერო და სახმელეთო კომუნიკაციის შესაძლებლობები შეამცირებს საფრთხეებსა და რისკებს. თვითმფრინავის სიგრძე - 13,4 მეტრი იქნება. ფრთების სიგრძე - 11 მეტრი. ის მიზნად ისახავს, უზრუნველყოს გარემოს უსაფრთხოება შეტევითი ოპერაციების დროს. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია რამდენიმე პროექტზე, როგორიცაა სხვადასხვა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო პლატფორმები, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები, აღჭურვილობა, მოდერნიზაცია, ლოგისტიკა, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“, ნათქვამია პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატში. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უცხოეთიდან შეძენილი ყველა სახის ტექნოლოგიის განვითარება აბსოლუტური აუცილებლობაა თურქეთში სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრიისთვის და რომ სექტორის ძალისხმევა ამ სფეროში კვლავაც იქნება მხარდაჭერილი.