თეგი: ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე: დღეს გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია
კოვიდინფიცირებულები ონლაინკლინიკების საშუალებით იმართებიან. ძირითადად, დღეს არის ორი მიმართულებით – ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 000-ზე მეტი ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს და ამბულატორიულ სექტორზე – ონლაინ კლინიკებზე, ოჯახის ექიმებზე, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ზარები და მართავენ პაციენტებს ბინაზე ან სასტუმროებში. ეპიდსიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ მართვადია“. ასე შეაჯამა ეპიდვითარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. NCDC-ის დირექტორის თქმით, ეპიდვითარებას დღეს განაპირობებს ძირითადად „ომიკრონის“ ცირკულაცია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. „ყველა ქვეყანაშია მზარდი ტალღა და შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად არის მომატებული. განსხვავება გახლავთ ის, რომ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალი, 80%-ზე მეტია, იქ დაბალია ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ჩვენთან აცრის მაჩვენებელი გვაქვს 42.4 პროცენტი, სიკვდილიანობა შემცირებულია ამ მაღალ რიცხვებთან მიმართებით, მაგრამ ის მაინც ზღვრულ მაჩვენებელზე მეტია. დღეს დილისთვის გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3 500 ადგილია თავისუფალი, ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ არ გახლავთ მაღალი, როგორც ეს იყო „დელტას“ დროს. ნახტომისებურდ არ იმატებს მძიმე პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტლებსა და რეანიმაციულ განყოფილებებში. „ომიკრონი“ მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ. როცა რაოდენობა ძალიან დიდია, მათ შორის შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულების მძიმდება და შეიძლება, გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია. „ბუსტერ“ დოზა განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულებისთვის არის ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება „ომიკრონით“ ინფიცირების ან თუ დაინფიცირდა ადამიანი, შემდგომ გართულებების პრევენციის. „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს ქვეყანაში 156 000 ადამიანს, რაც ცოტაა. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს „ბუსტერს“, მით უფრო ნაკლები გვექნება ჰოსპიტალიზაცია ქვეყანაში და ნაკლები გვექნება ფატალური გამოსავალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის. „არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა. პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ეპიდემიისგან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: მძიმე პაციენტთა რაოდენობა არ იზრდება, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაცია სერიოზულია და აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია. „პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბთს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებითმ რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია. 210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა
იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების რაოდენობამ 50 ათას შემთხვევას გადააჭარბა, - ამის შესახებ "კურიერთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონის დამახასიათებელი ნიშნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვერდს უვლის სხვა შტამებს და რეინფიცირების შანსი ბევრად დიდია, ვიდრე სხვა ვარიანტების დროს. "ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, ის 14 პროცენტი იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და 50 000-ზე მეტი, დაახლოებით 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში," - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. ამასთან, გამყრელიძის თქმით, ქვეყანა ახლა კოვიდის გავრცელების პიკში იმყოფება, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთული, მაგრამ მართვადია. მისივე თქმით, ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. „ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღევანელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა პიკშია. რამდენი ხანი გახანგრძლივდება, ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული. თუ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და გავიკეთებთ ბუსტერს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ კორონავირუსის მეექვსე ტალღა. აქტიური შემთხვევებიდან ზეწოლა უფრო მეტად მოდის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის ასახული, არ ასახავს რეალობას
კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის ასახული, არ ასახავს რეალობას, რადგან პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი არ არის ატვირთული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „შაბათ-კვირას, როგორც იცით, მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია. კიდევ იყო ტექნიკური პრობლემები პორტალზე მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ. სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით დაიწყება კლება. დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება
„ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არცერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს“ რამდენიმე ქვეშტამი აქვს. „დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი BA.2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის“ შემდგომ კიდევ „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისიve თქმით, კვლევის თანახმად, „ბუსტერი“ სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან. „მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით „ბუსტერიზაცია“, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს
„ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ეპიდსიტუაციის ბოლო დღეები მაჩვენებლები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ყველაფერი ეს, მიუთითებს რომ ჩვენ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თქმით, სკოლები სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს. "სკოლებთან მიმართებაში ისევ ჰიბრიდული რეჟიმი მუშაობს. ამაზე გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ სკოლის ხელმძღვანელობა, განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, თუ რა პირობებში რომელი კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურზე. ასე რომ, საკოორდინაციო საბჭოს მიეღოს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება, სწორი არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის. მისივე თქმით, ეს გულისხმობს ვირუსთან ერთად ცხოვრებას. „საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან ადამიანები არ უნდა გაათამამოს. მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციის დაცვა – პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია. ვაქცინაციის კუთხით მაჩვენებელი მაღალი თუ იქნება, სამეცნიერო წრეებში გაჩნდა იმედი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ კორონავირუსის ახალი აგრესიული შტამი აღარ უნდა წარმოიქმნას", - განაცხადა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: თამარ გაბუნია: "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა
ამირან გამყრელიძე: 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის ვაქცინა მეორე კვარტალში შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა Pfizer-ის მეორე კვარტალში შემოვა. „5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე წინასწარი მსჯელობები იმუნიზაციის საბჭოზე იყო. Pfizer-ისთვის დაკვეთილი გვაქვს ვაქცინა, დაახლოებით 50 ათასი დოზის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს იყოს იმუნოკომპრომენტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ვაქცინის პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და იმის შემდეგ ალბათ შესაბამისად, სურვილისა მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია", - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა, მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა
კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "თუ ჩვენ იანვარში გვქონდა ყოველდღიური 7 000, თებერვალში 3 000, მარტში გვაქვს 1000. ეს ძალიან ცუდია, რადგან იმუნური ფენა ჯერჯერობით საქართველოში აცრის შემდგომ დაბალია. აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში. ასევე ჩინეთის ქალაქებში იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია, კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ბუსტერი, რადგან ბუსტერი იცავს რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ახალი შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემცირებულია, დადებითობის მაჩვენებელიც 5%-ს არის ჩამოცილებული, რეპროდუქციის ინდექსიც უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს ერთზე დაბალ ნიშნულს. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა დღეს ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 7 შემთხვევა დაფიქსირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურდება, თუმცა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტი რჩება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს
"კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც კორონავირუსით სიკვდილის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები აკეთებენ, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება. დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად“, – განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში COVID19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამირან გამყრელიძე მოსახლოებას სადღესასწაულო დღეებში რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სადღესასწაულო დღეებში პირბადის ტარების წესისა და ტაძრებში დისტანციის დაცვა. გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილო მობილობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ თავშეყრებზე უარის თქმა და რეკომენდაციების დაცვა. „აპრილში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ყველაზე მძიმე მაჩვენებელი – სიკვდილიანობა. შეგვიძლია, შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური და სრულად მართვადია. მაქსიმალურად შემცირებულია სამედიცინო სექტორის დატვირთვა. საავადმყოფოებში წევს სულ 334 პაციენტი, აქედან ინტენსიურში და რეანიმაციაში 71. მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში ადგილი აქვს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეს ძირითადად არის აღმოსავლეთის ქვეყნებში. ჩვენ თუ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, რაც დადგენილია დახურულ შენობებში და ახლა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დღეებია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ტაძრებში. სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში და დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, მობილობის ზრდა ერთ-ერთი რისკფაქტორია. ამ დღეებში ქვეყანაში სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ამიტომ, სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც მივდივართ ჩვენი ახლობლების სასაფლაოებზე, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები. განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ არ იყოს დიდი თავშეყრები, არ იყოს განსაკუთრებით კვება და ალკოჰოლის მირთმევა ამ პერიოდში. ხაზს ვუსვამ, ამ დროს ინფექცია შედარებით ადვილად ვრცელდება. ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს
"დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ყირიმ-კონგოს ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რადგან პარალელურად ხდება შინაური ცხოველების დამუშავება. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს სახელწოდებით ცნობილი დაავადება ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის.
ამირან გამყრელიძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრებიდან ბევრის მოსაზრებას ვენდობი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ კონსილიუმის წევრებიდან "ბევრის მოსაზრებას ენდობა". ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "არ ვიცი რეალურად, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე როგორც თქვენ, მეც ვისმენ ტელევიზიით. როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ექიმებს ეთქმით. მოდით, ვენდოთ. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ცოდნას და ღირსებას. მათ პროფესიულ მოსაზრებას ვენდობი და ღირსებას", - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ამირან გამყრელიძე: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა
"მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,ვიცი, რომ დღეს, სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკა ,,ვივამედში" იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა, რომელიც საქართველოს დიდ მრავალპროფილურ კლინიკებს აქვთ. მოგეხსენებათ ისიც, რომ არის კვლევები, რომელსაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. მე მეტი დეტალი არ ვიცი და მას ჯანმრთელობას ვუსურვებ",- განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს
ამირან გამყრელიძე აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტზე: საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ
"ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ, საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც "ა" და არც B ჰეპატიტი, “დელტა” და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე",- აღნიშნავს გამყრელიძე. ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
„მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე
„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 2-3 საათში დასადგენად საქართველოს მალე სპეციალური პისიარ ტესტი ექნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს გამყრელიძის თქმით, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ადამიანი 21 დღის განმავლობაში იზოლაციაში იყოს. NCDC-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების კუთხით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად ითვლება, თუმცა ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მაინც მნიშვნელოვანია. „დღეს არის ეგრეთ წოდებული დაკვირვების და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი. ჩვენთან, ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი. მოვახდინოთ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იდენტიფიცირება. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“: პანიკის საფუძველი არ გვაქვს
„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გამყრელიძის თქმით, არ არის პანდემია, ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში. „ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში. ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“. მისივე განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა „მაიმუნის ყვავილი“, ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს. დიაგნოსტიკის და გამოვლენის მზადყოფნა უნდა იყოს ანუ რაც ჩვენ გავაკეთეთ უკვე მაისში, როდესაც გავაძლიერეთ ზედამხედველობა. ამ ხნის განმავლობაში 10 სავარაუდო შემთხვევა იქნა აღრიცხული ქვეყანაში და აქედან, 9 უკუგდებული იქნა. გაძლიერებულია მზადყოფნა, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ზედამხედველობას, ასევე იმას, თუ როდის უნდა იქნას ეჭვი მიტანილი და ა.შ ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება, ძირითადად მაინც არის 5-16 დღის პერიოდში. ის მიმდინარეობს გამონაყარით, რომელსაც სჭირდება დიფერენცირება. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა 23 ივლისს გამოაცხადა.
ამირან გამყრელიძე: არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა - ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილი
"არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მარილის მოხმარების ნორმა და საშუალოდ 5 გრამია, ხოლო ქართველი 8 გრ-ზე მეტს იყენებს. „არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება, ნაკლები თამბაქო და საერთოდ, უარი თამბაქოს, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე. მოგეხსენებათ, 5 გრამია დღეში მარილის მოხმარების ნორმა და საშუალოდ, ქართველი 8 გრ-ზე მეტს იყენებს. ამიტომ, ეს თანდათანად უნდა დავივიწყოთ, რადგან მარილი გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი მომატებული წნევის, ხოლო მომატებული წნევა გახლავთ მაღალი რისკ-ფაქტორი გულის იშემიური დაავადებების, გულის კუნთის ინფარქტის და ინსულტის განვითარების, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, არ უნდა მოწიოთ, ალკოჰოლი შეიძლება ძალიან ზომიერად მიიღოთ, ნაკლები მარილი და მეტი ფიზიკური აქტივობა, დღეში დაახლოებით 4-5 კმ იარეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები
Europetime-თან კომენტარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დეტალურად მომავალ კვირას ისაუბრებს და მედიასაც შეხვდება. ჯანდაცვის მინისტრი: ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს „თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს. მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.
თამარ გაბუნია გამყრელიძის გადადგომაზე: ნუ ეძებთ დაპირისპირებას. რამდენადაც ვიცი, ეს იყო ბატონი ამირანის გადაწყვეტილება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ტვ.პირველს“ დაუდასტურა, რომ ამირან გამყრელიძის გადადგომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ჯანდაცვის მინისტრი: ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს „ვიდრე სხვა მენეჯერს შეარჩევენ, მე მოვალეობას შევასრულებ“, - აღნიშნა გაბუნიამ. „ნუ გაქვთ მუდმივად დაპირისპირების ძიების მცდელობა. მე რამდენადაც ვიცი, ეს იყო ბატონი ამირანის გადაწყვეტილება და მინისტრთან შეთანხმდა ამაზე“,- განაცხადა გაბუნიამ. „თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს. მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.
ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: ორმხრივი გადაწყვეტილება იყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლაზე ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის მინისტრისა და მისი „ორმხრივი გადაწყვეტილება“ იყო. ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები „ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე, რომ არ იყოს მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს... [პოსტის დატოვება] ორმხრივი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა გამყრელიძემ. 5 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.
ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მიმართვა გაავრცელა
ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია, - ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართავს ავრცელებს. ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: ორმხრივი გადაწყვეტილება იყო „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით. არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად. ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო: ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება – გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში. თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ. ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის. გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები. მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ. და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება. ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას. მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის. მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ. პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით“, – აღნიშნულია ამირან გამყრელიძის მიმართვაში. ცნობისთვის, 5 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.
ამირან გამყრელიძე: სამსახურიდან წასვლას, დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ ვფიქრობდი
ჩემთვის სხვა ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა არ შემოუთავაზებიათ. გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო სამსახურიდან წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა. "გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი / ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო", ასეა ნათქვამი ხომ? არაფერი უჩვეულო არ არის, მსგავსი განმეორდა რამოდენიმე ქვეყანაში... თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს... ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - ამბობს ამირან გამყრელიძე და დასძენს, რომ, დიდი ალბათობით, საჯარო სამსახურში აღარ დაბრუნდება. კითხვაზე, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფიქრობს თუ არა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით "რუსეთის სურვილები შეიძლება იყოს გათვალისწინებული", გამყრელიძე ასე პასუხობს: "ეს ღმერთმა არ ქნას. ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს საგანძური. მე ამაყი ვარ იმით, რომ 2001-2003 წლებში გარკვეული როლი მიმიძღვის ამ დიდი პროგრამის საქართველოში დაწყებაში, როდესაც მოიაზრებოდა ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება". ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით თქვა, რომ "საბედისწერო შეცდომა არ დაუშვიათ". "ჩვენ ეს პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა".
პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა. ამირან გამყრელიძეს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე პირადად გადასცა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული. მინდა თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დაჯილდოების ცერემონიაზე ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის: „ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტისგან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს მიღება, რომელიც სხვათა შორის, პირველი ჯილდოა ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არ ვიყავი მიჩვეული ზოგადად ჯილდოების მიღებას, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს განსაკუთრებულია, განსაკუთრებით, თქვენგან, ქალბატონო პრეზიდენტო. ასევე განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს - ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალე ჩემი შვილები და ჩემი შთამომავლობა ყოფილიყო დღეს ამ ჯილდოს მიღებაზე, რათა მათ კარგად გაითავისონ თუ რა გზა გვაქვს დღეს ერთად გასავლელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას. მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებდით და გააკეთებთ ამ დიდი გზაზე, რომელიც ჩვენი ყველა თაობის საოცნებო მიზანი გახლავთ და იმედია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ნამდვილ, ძლიერ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოში. მადლობა ამისთვის თქვენ! ჩვენ ძლიერები ვიქნებით, თუ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი და განათლებული ერი ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ჩვენი საზოგადოება, თანამედროვე განათლებით და მაშინ უფრო გაადვილდება ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ ძალიან გვინდა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: სამსახურიდან წასვლას, დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ ვფიქრობდი