თეგი: აფრიკა
BioNTech-ი აფრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს
BioNTech-მა აფქრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს. ვაქცინების მიწოდების ტემპი აფრიკაში გაუმჯობესდა, მაგრამ აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია სრულად აცრილი. კონტინენტის მიხედვით, ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუანდის, განისა და სენეგალის პრეზიდენტებმა გერმანული პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს. საკითხის განსახილველვად ისინი ჯანმოს და აფრიკის კავშირის ხელმძღვანელებს შეუერთდნენ. წარმოებული ვაქცინების გამოყენება სხვა ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ან ექსპორტირებული იქნება აფრიკის კავშირის სხვა წევრებში არამომგებიანი ფასით. ვარაუდობენ, რომ პირველი ვაქცინების წარმოება 2024 წელს იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ რუანდაში, სენეგალში ან სამხრეთ აფრიკაში. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის მომზადების პროგრამებს მხარს დაუჭერს.
მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ ბლოკადის გამო, მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, რაც პროდუქტზე წვდომაში ბევრ დაუცველ ქვეყანას ხელს უშლის. იტალიელი დიპლომატის აზრით, ეს ნიშნავს, რომ აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ჩვენ ვართ აფრიკაში პოლიტიკური არასტაბილურობის, ტერორისტული ორგანიზაციების გავრცელების, გადატრიალების საფრთხის წინაშე. ეს შეიძლებ,ა გამოწვეული იყოს მარცვლეულის კრიზისით, რომელსაც ჩვენ განვიცდით", - აღნიშნა დი მაიომ. მისივე თქმით, უკრაინის პორტებში რუსული ხომალდების მიერ 30 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. დი მაიომ დაამატა, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან პირველი შეხვედრა სურსათის უვნებლობის შესახებ სამშაბათს, 6 ივნისს გაიმართება. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა იტალიამ უკრაინას ხორბლის ტრანსპორტირებისთვის „საზღვაო დერეფნების“ შექმნა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პუტინს მოუწოდა, განბლოკოს მარცვლეულის ექსპორტი როგორც შავი ზღვის, ასევე, აზოვის ზღვის პორტებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, რომელიც რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს. პუტინმა დრაგის მოწოდების შესრულების პირობად სანქციების მოხსნა მოითხოვა. იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება: კულება აფრიკის ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და აფრიკის ყველა ქვეყანას, ერთად იმუშაონ და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა უკრაინული საკვების ექსპორტისთვის უსაფრთხო საზღვაო გზა დაუშვას. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისი თქმით, აფრიკის მრავალი ქვეყანა უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან სურსათის ექსპორტის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად. „უკრაინა აფრიკის ყველა ერთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დაძლიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყო. ლავროვმა კაიროში მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუკრისთან. მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დასავლეთი ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინა ამბობს, რომ დიალოგი არ იქნება, ვიდრე რუსეთს ბრძოლის ველზე არ დაამარცხებს. როგორც BBC წერს, ლავროვმა ვიზიტის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ რუსეთი აფასებს აფრიკელების „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია. აფრიკის განვითარების ბანკის თქმით, აფრიკას ხორბლის 40%-ზე მეტით უკრაინა და რუსეთი ამარაგებენ. ეგვიპტე უკრაინული ხორბლის დიდი მომხმარებელია. 2019 წელს 3,62 მილიონი ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება: კულება აფრიკის ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება 22 ივლისს გაფორმდა. 23 ივლისს, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტზე იერიშს თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე დარტყმად აფსებს. „თუ ვინმეს მსოფლიოში ჯერ კიდევ შეუძლია, თქვას, რომ რუსეთთან რაღაც დიალოგი, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, შეხედეთ, რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრმა რაკეტებმა გაანადგურეს ასეთი განცხადებების შესაძლებლობა. ჩვენ ვხედავთ მსოფლიო აბსოლუტურ ერთსულოვნებას ოკუპანტები ვეღარავის მოატყუებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვსას.
საფრანგეთის პრეზიდენტი სასურსათო კრიზისს აფრიკის ტურნეს ფარგლებში განიხილავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კამერუნში, ბენინსა და გვინეა-ბისაუში ოთხდღიანი ვიზიტის დროს, უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სურსათის კრიზისს განიხილავს. ამის შესახებ ელისეს სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN. „უკრაინის ომის გავლენები მკვეთრად იგრძნობა აფრიკის კონტინენტზე, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე. ეს მოგზაურობა იქნება შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ გრძელვადიან ინვესტიციებს დაუცველ ქვეყნებში, განსაკუთრებით, აფრიკაში“, - განაცხადა სპიკერმა. მაკრონი კამერუნის 89 წლის პრეზიდენტს, პოლ ბიას შეხვდება. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ 2015 წლის შემდეგ. ორშაბათს დაწყებული ტურის განმავლობაში მაკრონი ასევე ისაუბრებს უსაფრთხოებასა და ტერორისტულ საფრთხეზე, რომლებიც კვლავ ვრცელდება საჰელსა და დასავლეთ აფრიკაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე იმყოფება აფრიკაში. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინულ პორტში მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტისთვის ჩასული გემი ჩამოდგა
უკრაინაში, „პივდენეს“ პორტში ჩამოდგა აფრიკული გემი, რომელიც, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის პირველ პარტიას გაიტანს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. „სატვირთო გემი Brave Commander პივდენეს საზღვაო პორტშია. ძალიან მალე, უკრაინული მარცვლეული ეთიოპიას მიეწოდება“, - დაწერა Twitter-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
აფრიკაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა
ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია ჩავიდა. გემი ჯიბუტის პორტშია. მარცვლეული ლიბანის დროშით მცურავმა Brave Commander-მა ჩაიტანა. გემის ბორტზე 23,000 ტონა ხორბალია, რომელიც შემდგომ ეთიოპიაში უნდა გადაზიდონ. ანტონიო გუტერეში: შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე ტვირთის ჩატანას ორი კვირა დასჭირდა. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვასა და ეთიოპიაში ტრანსპორტირებას, სადაც სასურსათო დახმარება (გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად) 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა მარცვლეულის გადაზიდვის საფასური გაერომ გადაიხადა, რადგან ხორბლის მარაგი ლტოლვილების, კონფლიქტებისა და გვალვის შედეგად დევნილთა დასახმარებლად შემცირდა. უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა, სასურსათო დახმარების 3/4 უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა. აფრიკაში, ჯიბუტში 900 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აქ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მდებარეობს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის ((EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს. მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით, სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.
ევროპამ უნდა მიაქციოს ყურადღება აფრიკას, რათა რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს - Eni-ს ხელმძღვანელი
აფრიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ევროპას შექმნას სამხრეთ-ჩრდილოეთის ენერგეტიკული ღერძი, რომელიც დააკავშირებს ორ კონტინენტს. რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების საკითხზე ევროკავშირმა აფრიკას უნდა მიმართოს და არა აშშ-ს. იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია ევროპასა და აფრიკას შორის ენერგეტიკული ღერძის შექმნა, რათა ჩაანაცვლოს ენერგომომარაგება რუსეთიდან. იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის „ჩვენ არ გვაქვს ენერგია, მაგრამ მათ აქვთ. ჩვენ გვაქვს დიდი ინდუსტრია, მათ აქვთ სურვილი ეს დარგი განავითარონ", - თქვა დესკალზიმ. მან აღნიშნა, რომ სწორედ აფრიკა გახდა Eni-ს მთავარი არჩევანი 2022 წელს რუსეთიდან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩანაცვლების თვალსაზრისით. „ტრანზაქციების წარმატება, ნაწილობრივ, განპირობებული იყო იმით, რომ Eni-მ დიდი ინვესტიცია მოახდინა აფრიკაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებდნენ“. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა მან დასძინა, რომ ნავთობისა და გაზის ახალი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები დაეხმარება აფრიკის ქვეყნებს ინვესტირებას სუფთა ენერგიის პროექტებში. იტალიური Eni კონგოში, მეორე მცურავი LNG ტერმინალის აშენებას აპირებს ამასთან, გამოცემამ აღნიშნა, რომ Eni არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს აფრიკაში. საუბარია ასევე ბრიტანულ BP-ზე, რომელმაც ნოემბერში ხელი მოაწერა შეთანხმებას ექსპორტისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის განვითარების შესაძლებლობის შესასწავლად.
უკრაინა დასავლეთ აფრიკაში მარცვლეულის ჰაბების შექმნას გეგმავს
უკრაინის ხელისუფლება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ლოგისტიკის განვითარების მიზნით, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მარცვლეულის ჰაბების შექმნას გეგმავს. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სენეგალი და ნიგერია. ნიგერიული გაზეთი The Will-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ ნიგერიელ კოლეგასთან აბუჯაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. უკრაინელი მინისტრის თქმით, კიევმა უკვე მიაღწია შეთანხმებას სენეგალში მარცვლეულის ჰაბის შექმნაზე. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ნიგერიისთვის მაღალი ხარისხის მარცვლეულის მიწოდებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ფასებზე, - დარწმუნებულია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი. „უკრაინის პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ იდეას და უკრაინა მოელის, რომ შექმნას ასეთი ჰაბები დასავლეთ აფრიკის ორ ან სამ პორტში", - დასძინა მინისტრმა. მომავალ თვეში ნიგერია 25000 ტონა მარცვლეულს მიიღებს, - თქვა სოლსკიმ.
აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი
სამშვიდობო მისია, რომელიც შედგება ექვსი აფრიკული ქვეყნის ლიდერებისგან, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს. ამის შესახებ სიერა ლეონეს პრეზიდენტმა ჯულიუს მაადა ბიომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ზამბიის, სენეგალის, ეგვიპტის, კონგოს რესპუბლიკის, უგანდისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები კიევსა და მოსკოვს ამ თვის ბოლოს ეწვევიან და ომის დასრულების შესახებ თავიანთ წინადადებებს წარმოადგენენ. ბიოს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა ბევრი ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა მის ქვეყანას და აფრიკის სხვა სახელმწიფოებს. Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთი და უკრაინა დასავლეთ აფრიკისთვის ხორბლისა და სასუქის მთავარი მომწოდებლები არიან. ომმა კი, ამ საქონლის იმპორტის ღირებულებ გაზარდა. „საერთაშორისო კრიზისმა დაასუსტა ჩვენი სახელმწიფოები იმ გაგებით, რომ აქ არსებული ეკონომიკური ზეწოლა და კრიზისი მარტივი საბაბია ოპოზიციისთვის“, - აღნიშნა ბიომ. კონკრეტულად გაურკვეველია, რას შესთავაზებს ექვსი აფრიკელი ლიდერი კიევსა და მოსკოვს.
აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა - BBC
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ პოდილსკის რაიონში აფეთქება მოხდა. რუსეთის ძალები უკრაინას რაკეტებით დაესხნენ თავს. BBC წერს, რომ აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა. შვიდი ლიდერი კიევში შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის, ხვალ კი, ისინი რუსეთში გაემგზავრებიან. აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი აფრიკა სამშვიდობო ინიციატივით კიევის კონტრშეტევის ფონზე გამოდის. ბრძოლები ძლიერდება. BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ სულ მცირე 25 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში - ოთხჯერ მეტი ვიდრე მოსკოვის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებელია. NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან. ასევე მიმდინარეობს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, სადაც პრეზიდენტი პუტინი სავარაუდოდ, სიტყვით გამოვა.
ესტონეთი აფრიკაში სამხედროებს გაგზავნის
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აფრიკის სახელმწიფო ნიგერიში ხუთამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გულისხმობს. მიზანი ევროკავშირის სამხედრო მისიაში (EUMPM Niger) მონაწილეობაა. ამის შესახებ ERR იუწყება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისიაში მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული ჯგუფების უფრო ეფექტიანად შეკავებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას, მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა ხაზი გაუსვას თავის წვლილს იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროკავშირის სტრატეგიულ გეგმაში. (კომპასი - თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების სამოქმედო გეგმა) მისივე თანახმად, „EUMPM ნიგერი შეიძლება, იყოს ერთადერთი ფორმატი, რომლითაც ესტონეთი შეძლებს საფრანგეთთან ოპერატიული თანამშრომლობის შენარჩუნებას აფრიკაში უახლოეს მომავალში.“
აფრიკის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“
აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისკენ მოუწოდეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარემ, მუსა ფაკი მაჰამატმა სანკტ-პეტერბურგში აფრიკა-რუსეთის სამიტზე განაცხადა. „მარცვლეულის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის, განსაკუთრებით აფრიკელებისთვის," - განაცხადა მაჰამატმა. ლიდერები ომის დასრულებისკენ მოწოდებითაც გამოვიდნენ. რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - Bloomberg „ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვაქვს უფლება, მოვუწოდოთ მშვიდობისკენ - მიმდინარე კონფლიქტი ასევე უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე,“ - განაცხადა თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ. უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისთვის. ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია ჩავიდა ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის გამო, სანქტ-პეტერბურგის სამიტს 20-ზე მეტი აფრიკელი ლიდერი არ დაესწრო. ცნობისთვის, 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
აფრიკა თავის ტერიტორიაზე უკრაინული იარაღის წარმოებით დაინტერესდა
აფრიკა დაინტერესებულია არამხოლოდ უკრაინული კომპანიებისგან იარაღის შეძენით, არამედ მათი წარმოების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, „დღეს აფრიკა ელოდება უკრაინული კომპანიების დაბრუნებას ამ ბაზარზე იარაღის გასაყიდად. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი დახურულია. [...] მეორე საკითხი, რომლითაც აფრიკა დაინტერესებულია, არის უკრაინული იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება მის ტერიტორიაზე. ეს ახალი ტენდენციაა, რადგან აფრიკელ პარტნიორებს ესმით, რომ უკრაინული იარაღი იქნება ძალიან მაღალი ხარისხის,“ - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინაში წარმოებული იარაღის გაყიდვასა და წარმოებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იქნება, რადგან აფრიკა უკრაინას პარტნიორად ხედავს. კულება დარწმუნებულია, რომ აფრიკა დაბრუნდება უკრაინელი იარაღის მწარმოებლებისა და მათი დასავლელი პარტნიორების ტოპ ბაზრებზე.
უკრაინამ აფრიკიდან მარილის იმპორტი დაიწყო
უკრაინა იძულებულია, ტექნიკური მარილი აფრიკიდან შეიძინოს, რადგან ზაკარპატიის ოლქში მარილის საბადო სრული დატვირთვით არ მუშაობს. შესაბამისი განცხადება ზაკარპატიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა. ვიქტორ მიკიტამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება გეგმავს მოლაპარაკებას უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიციასთან“, რათა საბადომდე ცალკე რკინიგზის აშენება მოხერხდეს. ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას, საბადოს დამატებით შესწავლას და გვირაბის დასრულებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება. ინვესტორმა ამ პროექტზე უკვე დახარჯა დაახლოებით 170 მილიონი გრივნა (დაახლოებით 4,5 მილიონი აშშ დოლარი). ბუშტინის საბადო დღე-ღამეში დაახლოებით, 45 ტონა ტექნიკურ მარილს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი შეიძლება, 200 ტონამდე, რაც 600 ტონა მარილის ნარევს წარმოქმნის. ის გზის მოყინვის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. "ეს საკმარისია ზაკარპატიის ოლქისთვის და მეზობელი ოლქებისთვის. მაგრამ ტექნიკური მარილის ეს რაოდენობა ვერ დაფარავს ქვეყნის ყველა საჭიროებას," - ამბობს ვიქტორ მიკიტა. ამიტომ ტექნიკური მარილი ამჟამად აფრიკის ქვეყნებიდან მოგვეწოდება.
ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან
რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც გამოჩნდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის ავტოკონცერნებმა რუსეთის ბაზრის ნახევარი აითვისეს და 550 000-ზე მეტი ავტომობილი(Chery, Haval, Geely) გაყიდეს, 2004 წელს კი ამ რიცხვის 600 000-მდე გაზრდას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრების პესპექტივა აქვთ ინდურ Tata Motors-ს და ირანულ Iran Khodro-ს და Saipa-ს. რუსეთში უკვე იყიდება ირანის კომპანია Iran Khodro-ს მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ფასი 1,5 მილიონი რუბლიდან იწყება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მწარმოებლები რუსეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, უგანდაში წარმოებული ავტომობილებიც გამოჩნდება. საუბარია ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანია Kiira Motors Corporation-ის მიერ გამოშვებულ ავტომანქანებზე. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე, რუსეთში აკრძალულია ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი.