თეგი: სპეცოპერაცია
ჯო ბაიდენი: სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სირიაში წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას შეერთებული შტატების ლიდერიმა აღნიშნა, რომ „ტერორისტული საფრთხე“ მოიხსნა, როდესაც ამერიკელების რეიდის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა თავი აიფეთქა. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, „აშშ-ის ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, თუმცა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა და სასოწარკვეთილი სიმხდალის გამო, თავის აფეთქება არჩია“. „წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ „ბრძოლის ველიდან გავუშვით“ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში, ISIS-ის ლიდერი. ოპერაციიდან ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ნათქვამია თავის მხრივ, ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის პოლიციამ 10 პირზე მეტი დააკავა. ამასთან, დაკავებულებს ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან. სპეცოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.
ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპოლიციო ღონისძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. სპეცოპერაციის მიზანი 2 პირის დაკავებაა.
ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს
ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს. "საქმეში არ მახედებენ. პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული ჩემი მეუღლე. ის 20 დღეა არ მინახავს. არაფერი ვიცი, სპეცოპერაცია რას უკავშირდება“,- აღნიშნავს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე. აღნიშნულ საქმეზე დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ასევე წაიკითხეთ: ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შსს-ს ცნობით, თბილისში საპოლიციო ღონისძიების შედეგად ორი პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება. გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ჩატარდა. სხვა დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, - აღნიშნავენ სუს-ში და სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
სოსო გოგაშვილის მეუღლე: ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი - სოსო გოგაშვილი სამი მუხლითაა დაკავებული
ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა?! სოსო გოგაშვილი სამი მუხლით არის დაკავებული, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს „მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას. ღამის ორ საათზე მესმის საშინელი ხმა, 10 წლის ბავშვს ეგონა ტერორისტები მოვიდნენ, უნდა აგვაფეთქონო? შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, სოსოც დააგდეს,- აღნიშნავს სოსო გოგაშვილის მეუღლე. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დაკავებას უკავშირდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა.
გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ქალაქ გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება. სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. კომბინატის დასახლებაში დაკავებულია შუახნის კაცი, ის ბრალს არ აღიარებს. გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს "სპეცოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც შსს მოგვიანებით გაასაჯაროებს", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა
გვიან ღამით თბილისში, დიდუბეში, გორის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია. ამ ეტაპზე შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს
კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „ეს ღონისძიებები იმართება ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, როგორც უსაფრთხოების სამსახურის სისტემატური მუშაობის ნაწილი. რითაც უწყება უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებს უპირისპირდება. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში“, - იტყობინება უსაფრთხოების რეგიონული სამსახური. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და იქ მყოფ პირებს ამოწმებენ.
რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - მედია
პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის დროს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. საერთო ჯამში, პოლონეთში 23 ადამიანი დააკავეს (პოლონეთის რვა, უკრაინის ცხრა, ტუნისის ორი, საქართველოს ორი, ერაყისა და ბელორუსის ერთი მოქალაქე). ინფორმაციას პოლონეთის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. ოპერაცია „ევროპოლის“ ჩართულობით ჩატარდა. პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი ოპერაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთაც ბელორუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები სავარაუდოდ, არალეგალურად გადაჰყავდათ.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპოლიციო ღონისძიება ნარკოდანაშაულს უკავშირდება და რამდენიმე ნარკორეალიზატორია დაკავებული. სავარაუდოდ, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში ტარდება. წყარო -IPN
ფონიჭალაში, 20-მდე ნარკორეალიზატორი დაკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს „დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომელიც ახორციელებდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა კუპატაძემ.
პუტინის დავალებით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ ფილმებს გადაიღებენ და კინოთეატრებში აჩვენებენ
ვლადიმერ პუტინმა დაავალა კულტურის სამინისტროს, უზრუნველყოს დოკუმენტური ფილმების ჩვენება რუსეთის კინოთეატრებში, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა“ და „ნეონაცისტური და ნეოფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას“ ეძღვნება. კრემლის ოფიციალურ საიტზე 2 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი დავალება, რომელიც პუტინმა მთავრობას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე სამხედროების დედებთან 2022 წლის 25 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მისცა. რუსული მედიის ცნობით, დეპარტამენტი ასევე ვალდებულია მოაწყოს პატრიოტული დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ოლგა ლიუბიმოვამ ამისათვის წინადადებები 2023 წლის პირველ თებერვლამდე უნდა მოამზადოს. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ 2023 წლის პირველ აპრილამდე უნდა შექმნან „საზოგადოებრივი სივრცეები, ხელოვნების ობიექტები და სასკოლო მუზეუმები“ „სპეციალური ოპერაციის“ მონაწილეების შესახებ და ამ თემაზე რუსულ სკოლებში გაკვეთილები ჩაატარონ.
იტალიაში, სიცილიური მაფიის 10 წევრი დააკავეს
ოპერაცია Condor-ის ფარგლებში, იტალიის პოლიციამ დღეს ათი ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, სიცილიური „კოზა ნოსტრას“ მაფიის წევრები იყვნენ. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ANSA იუწყება. სიცილიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სანაპირო ქალაქ აგრიჯენტოში სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, რომელშიც 100-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა ყურძნის მწარმოებლებმა, მაფიის შანტაჟის შედეგად, პროდუქტზე ფასი სამჯერ გაზარდეს. პოლიციის ძალისხმევა მიმართულია მაფიოზური ჯგუფის „კოზა ნოსტრას“ ბოსის, 60 წლის მატეო მესინა დენაროს, მეტსახელად „დიაბოლიკის“ ძებნაზე, რომელიც 30 წელია ემალებოდა მართლმსაჯულებას და მსოფლიოში ძებნილი დამნაშავეების ათეულშია. იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ შეძლეს დაემყარებინათ კავშირი „კოზა ნოსტრასა" და კიდევ ერთ მაფიოზურ კლანს (კალაბრიიდან) „ნდრანგეტას“ შორის.
ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - შსს
სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებას ეხება. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
სთბილისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა
თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N 75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული. აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებისთვის აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, სპეცოპერაციას ნარკოდანაშაულს უკავშირდება. მთავარი არხის ცნობით, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციას ჯერ არ გაუვრცელებია.
შსს 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ იუწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზატორები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ისაუბრა. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პოლიციის მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს „მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება საპოლიციო ღონისძიება. დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამ ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია ვიდეო და აუდიო ფაილებში და დევს საქმეში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ მედიასთან.
მედია: იტალიაში სპეცოპერაციის შედეგად, მაფიოზური კლანის 82 წევრი დააკავეს
იტალიის პოლიციამ, ფოჯიის კომუნაში სპეცოპერაცია ჩაატარა და 82 პირი დააკავა. იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულებს ნარკოტიკებით ვაჭრობა, მისი გავრცელება, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. მათივე თქმით, ორგანიზაციამ, რომელსაც „The Firm“ ერქვა, ხელშეკრულება გააფორმა წელიწადში მილიონობით ევროდ ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინის დისტრიბუციის შესახებ. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი მიესალმა პოლიციის ოპერაციას და ის „ძლიერ სახელმწიფო რეაგირებად" შეაფასა.
აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 20 პირი - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.უწყების განცხადებით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი - 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 35 ვაზნა.ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. და 1968 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, 18 ვაზნა და ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ც.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ჩ სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ., 1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1990 წელს დაბადებული პ.კ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი 25 ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი" და 24 ვაზნა. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევი, 8 მჭიდი და 400 ვაზნა ამოიღეს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხას გულისხმობს.