ძებნის რეზულტატი:

დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

საქართველოს გზებზე დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებაზე საზაო დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.  ამ დროისთვის ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე  მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ1-კმ43 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. თოვის და დაბალი ტემპერატურის  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ4–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რუსეთმა უკრაინაში „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა

რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში, ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით წერს.  „18 მარტს „კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“, - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე. რუსული მედიის ცნობით, Kinzhal არის საავიაციო კომპლექსი ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტით, რომელიც შეიქმნა მოდერნიზებული MiG-31-MiG-31K შორი დისტანციის გამანადგურებელ-დამჭერის ბაზაზე. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ Kinzhal-ს შეუძლია სამიზნეების დარტყმა 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლით. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს       

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უკრაინის აღსადგენად იმ რუსი ბიზნესმენების აქტივები გამოიყენონ, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ Bloomberg სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით ინიციატივა „ადრეულ სტადიაზეა“ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.  ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა განაცხადა, რომ „ამ დროისთვის სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივები მხოლოდ გაყინულია“. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს და უცხოეთში რუსი ოლიგარქებისა და მსხვილი ბიზნესმენების ანგარიშები გაყინეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

UN: რუსეთთან ომის გამო უკრაინის მოსახლეობის 23%-ზე მეტმა სახლი დატოვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 9,8 მილიონმა უკრაინის მოქალაქემ დატოვა სახლი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 23%-ზე მეტია. ამის შესახებ UN (გაერო) ანგარიშშია ნათქვამი.  აქედან, 6 500 000-მა პირმა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით დატოვა, 3 300 000-ს  კი ქვეყნიდან მოუხდა წასვლა.  ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე დაიღუპა 816 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, 2 149 კი დაშავდა. თუმცა, ეს რიცხვი იზრდება, რადგან რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას ამ დრომდე განაგრძობენ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს    

აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი იმ 100 რუსული თვითმფრინავის მომსახურებას კრძალავს, რომლებიც ექსპორტის კონტროლის ზომებს აღვევენ. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.   აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, იკრძალება თვითმფრინავებისთვის საწვავის შევსება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილების მიყიდვა. „ამ სერვისის დაშვების შემთხვევაში გათვალისწინებულია პატიმრობა, ჯარიმები, ექსპორტის უფლების დაკარგვა და სხვა შეზღუდვები“, -  ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში. სანქცირებული თვითმფინავების სიაშია: Gulfstream G560, რომელსაც ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი იყენებს. დანარჩენი 99 თვითმფრინავი არის ბოინგი, რომელსაც რუსეთის ავიახაზები იყენებენ. მათგან 33 თვითმფრინავს იყენებდა Aeroflot-ი, ასევე Utair-ი (12), Nordwind-ი (14), Azur Air-ი (23), AirBridge Cargo (12) და Aviastar-TU (5).  „ამ თვითმფრინავებს ეკრძალებათ ნებისმიერი სერვისით სარგებლობა უცხოეთში, ფაქტობრივად ეკრძალებათ საერთაშორისო ფრენები რუსეთიდან“, - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მან  Twitter-ზე დაწერა.  „უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“,- დაწერა სოციალურ ქსელში გუტიერეშმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს   

კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის

მსოფლიოს ელექტროტექნის ბაზრის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდების შეჩერების შესახებ აცხადებს. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.  კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.  LG Electronics ღრმად შეშფოთებულია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ერთგულია - აცხადებენ კომპანიაში.  შეგახსენებთ, Samsung-მა პრუდუქციის მიწოდება მიმდინარე თვის დასაწყისში შეაჩერა. ამით ის შეუერთდა კომპანიების მზარდ სიას Apple-დან Microsoft-მდე, რომლებიც აჩერებენ გაყიდვებსა და მომსახურებას ქვეყანაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.  ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

უკრაინა და რუსეთი 10 ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ

დღეს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება. ინფორმაციას BBC უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.  ვერეშჩუკის განცხადებით მარიუპოლიდან მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადაიყვანენ. ბერდიანსკში შეიტანენ ჰუმანიტარულ ტვირთს. კიევის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ბერვიცის, ბოგდანოვკის, ბოროდიანკასა და ბუჩაში მყოფი მოქალაქეები შეძლებენ, რომელთაც ბროვარიში ან ბელოგოროდკაში გადაიყვნენ. ლუგანსკის ოლქში მყოფი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ლისიჩანსკადან, სევეროდონეცკიდან, რუბეჟნიდან და პოპასნოიდან შეძლებს. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, აქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იგეგმება. ამ დრომდე რუსული მხარე ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე უარს აცხადებდა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.    ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

მსახიობმა ემი შუმერმა ვოლოდიმირ ზელენსკი „ოსკარის“ ცერემონიაზე მიიწვია

ჰოლივუდის კომედიური ჟანრის მსახიობმა ემი შუმერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი „ოსკარის“ ცერემონიაზე მიიწვია, რომელიც 28 მარტს გაიმართება.  ემი შუმერი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ ცერემონიაზე პირდაპირი ეთერი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესანიშნავი პლატფორმაა, რადგან მას მსოფლიოს ყველა კუთხეში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოუსმენს და შეიტყობს რა ხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.  „მე შევთავაზე და მინდოდა მეპოვა საშუალება, რომ ზელენსკი „ოსკარების“ ცერემონიაზე ჩამერთო ან ჩანაწერი გამეკეთებინა, რადგან „ოსკარის“ ცერემონიისკენ ბევრი ადამიანის თვალია მიპყრობილი. მე არ ვარ ცერემონიის პროდიუსერი, თუმცა ამ იდეის გაჟღერების არ მეშინია“, - განაცხადა ემიშუმერმა.  შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ემი შუმერი, „ოსკარის“ 94-ე ცერემონიის ერთ-ერთი წამყვანი იქნება.  მანამდე უკრანის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესმენების წინაშე და გერმანიის ბუნდესტაგში. 

კულტურის სამინისტრომ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია

დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად გამოცხადებულ კონკურსში კულტურის სამინისტრომ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია. „შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს“, - აცხადებს სამინისტრო. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის. მომდევნო ეტაპზე გადასული პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი - შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი. პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს: კომისიის თავმჯდომარე - კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროში შევიდა 10 განაცხადი. მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეირჩა 3 პროექტი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული თითოეული კონკურსანტი დაფინანსდა 5000 აშშ დოლარით. შერჩეული პროექტი ავტორი, ლევან კოღუაშვილი აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე.  

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

ქარბუქის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ასევე წაიკითხეთ დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა 

კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა

გერმანულმა კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროდუქცია შესაძლოა საომარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამის შესახებ Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა Bosch-ის მიერ დამზადებული ნაწილები აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანიის ეკონომიკის სამინიტრომ Bosch-ის წინააღმდეგ რუსეთის ბაზარზე ორმაგი გამოყენების ნაწილების ექსპორტის გამო გამოძიება დაიწყო, რადგან ეს ევროკავშირის სანქციებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია.  ასევე წაიკითხეთ  კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

თბილსერვის ჯგუფი: დედაქალაქში, გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დედაქალაქში მოსული ჭარბი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. „გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, აღნიშნული შეფერხებები აღმოიფხვრას. ამასთან შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა 

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. სადაც აცხადებს, რომ საჭიროა ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. „ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს     

მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრულად აკრძალვისკენ მოუწოდებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.  მორავეცკი აცხადებს, რომ სურს იხილოს სრული „სავაჭრო ბლოკადა“ ზღვიდან და ხმელეთიდან „რაც შეიძლება მალე“. მისი თქმით, ვაჭრობის სრული შეწყვეტა აიძულებს რუსეთს, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება. პოლონეთის შეთავაზებაა, რომ სანქციების ამ პაკეტს რაც შეიძლება მალე დაემატოს სავაჭრო ბლოკადა, მათ შორის ორივე საზღვაო პორტი... მაგრამ ასევე აიკრძალოს სახმელეთო ვაჭრობა. რუსეთის ვაჭრობის სრული შეწყვეტა მეტად აიძულებს მას, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება“, - აღნიშნა მორავეცკიმ.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსი კოსმონავტები უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ

რუსი კოსმონავტები, საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე, ტრადიციული ცისფერი ფორმის ნაცვლად, უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ. ამის შესახებ BBC წერს.  გამოცემის ცნობით 3 რუსი კოსმონავტი საერთაშორისო კოსმუსურ სადგურზე ახლახანს ჩავიდა. უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუს კოსმონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტები თბილად დახვდნენ.  კოსმონავტებს კაშკაშა ყვითელი კოსმოსური კოსტუმები ეცვათ ლურჯი დეტალებით, რითაც მათ უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს   

ეროვნული ბანკი: სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა – MIR-ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა. „კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. 6 მარტიდან, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი გახდა რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება. ასევე წაიკითხეთ Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ  საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში დღეიდან რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება შეწყდება

ბორის ჯონსონი: თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში

თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა. წერს BBC. ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი გადაწყვიტა იმის გამო, რომ ეშინოდა მეზობლად ჰყოლოდა თავისუფალი, დემოკრატიული ერი. „პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში – ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს       

უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც მესაზღვრემ ბელარუსის ელჩს იგორ სოკოლს ქვეყნის დატოვებისას 30 ვერცხლი გადასცა.  ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  მესაზღვრემ განმარტა, რომ ბელარუსის ელჩს 30 ვერცხლი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სერგეი დეინკოს ბრძანებით გადასცა. „სერგეი დეინკო მოკითხვას უთვლის ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელ ანატოლი ლაპოს და ელჩის ხელით 30 ვერცხლს უგზავნის“, - განაცხადა მესაზღვრემ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას მორიგი „მხეცობის“ მოსამზადებლად იყენებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს იყენებს, როგორც „კვამლის ფარდას“, რათა კიდევ უფრო მეტი „საშინელი მხეცობა" და სამხედრო დანაშაული მოამზადოს.  „რუსები ცრუობენ, ცრუობენ და კიდევ ერთხელ ცრუობენ. ვშიშობ, რომ მოლაპარაკებები დივერსიისა და „კვამლის ფარდის“ შექმნის მორიგი მცდელობაა. რაც აქამდე ვნახეთ, იყო მცდელობა, რომ რუსებს გადაჯგუფების საშუალება მისცემოდათ", - თქვა ტრასმა და დასძინა, რომ ძალიან სკეპტიკურად უყურებს მოლაპარაკებებს."ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ჯარების გაყვანას ან რაიმე სერიოზულ წინადადებას მოლაპარაკების მაგიდაზე. როდესაც ქვეყანა სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვით არ უნდა იყოს დაკავებული", - განაცხადა ტრუსმა.უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში მუდმივად გრძელდება.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. სადაც აცხადებს, რომ საჭიროა ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ასევე წაიკითხეთ  ბორის ჯონსონი: თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში