ძებნის რეზულტატი:
იგორ კატოვცის ცოლი უნგრეთში, 30 მილიონი დოლარის გადატანის მცდელობის გამო, საზღვარზე დააკავეს
უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის თანაშემწის, იგორ კატოვცის ცოლი უნგრეთში 30 მილიონი დოლარის გადატანის მცდელობის გამო, საზღვარზე დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რას მიიღო ინფორმაცია, რომ ანასტასია კოტვიცკაია დოლარისა და ევროს კუპიურებით სავსე ჩემოდნების უნგრეთში გატანას საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, დეკლარაციის გარეშე ცდილობდა.
მედია: ოდესის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი გაანადგურეს
ოდესის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა. ამასთა, როგორც ცნობილია, დღეს დილით მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორია დაბომბა. ცნობისთვის, დღეს დილიდან გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის პარლამენტს: შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს?
აშშ-ში ჩინეთის ელჩი: უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის
უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, ცზინ განმა განაცხადა, რასაც BBC ავრცელებ "პეკინი ყველაფერს გააკეთებს კრიზისის დეესკალაციისთვის. დასავლეთის საჯარო დაგმობა კრიზისის მოგვარებას ვერ შველის და საჭიროა კარგი დიპლომატია", - განაცხადა აშშ-ში ჩინეთის ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას
The Wall Street Journal-ი: აშშ-მა საუდის არაბეთს ამ თვეში, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები გაუგზავნა
"აშშ-მა საუდის არაბეთს, ამ თვეში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები გაუგზავნა", - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. როგორც გამოცემაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რაკეტების გადაცემა შესრულდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუდის არაბეთმა შეძლოს ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების დაჯგუფების სარაკეტო და დრონების თავდასხმებისგან თავდაცვა. ცნობისთვის, საუდის არაბეთი აშშ-ს გასული წლიდან სთხოვდა Patriot-ის სისტემის რაკეტებს.
უკრაინის ქალაქ სუმიში ქიმიური ქარხნიდან, სუმხიმპრომიდან ამიაკმა გაჟონა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, უკრაინის ქალაქ სუმიში ქიმიური ქარხნიდან, სუმხიმპრომიდან ამიაკმა გაჟონა. როგორც ცნობილია, დაზიანდა ამიაკის ერთ-ერთი რეზერვუარი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხერპლი არ მოჰყოლია. "საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ ამიაკის ღრუბლის დალექვაზე. დასახლებული ქალაქს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი და დაზარალებული არ არიან" - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
თბილისში ავტობუსების სამარშრუტო ნომრები შეიცვალა
თბილისში ავტობუსების სამარშრუტო ნომრებში შეიცვალა. ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. სისტემაში ავტობუსების გაერთიანების ფარგლებში, შეიცვალა შემდეგი სამარშრუტო ნომრები:„N1 შეიცვალა და გახდა N361; N2 შეცვალა - N305-მა; N3 ჩაანაცვლა - N313-მა; N4 გახდა - N324; N6 გახდა - N326; N7 გახდა - N367; N9 გახდა - N307; N10 გახდა - N380; N11 გახდა - N381; N12 გახდა - N312; N14 გახდა - N314; N15 გახდა - N315; N17 გახდა - N317; N18 გახდა - N318; N20 გახდა - N320; N21 გახდა - N311; N22 გახდა - N322; N23 გახდა - N323; N24 გახდა - N304; N25 გახდა - N325; N27 გახდა - N327; N28 გახდა - N328; N29 გახდა - N329; N30 გახდა - N376; N31 გახდა - N331; N32 გახდა - N335; N33 გახდა - N308; N34 გახდა - N354; N36 გახდა - N336; N37 გახდა - N337; N38 გახდა - N338; N39 გახდა - N309; N40 გახდა - N340; N41 გახდა - N341; N42 გახდა - N342; N43 გახდა - N393; N45 გახდა - N355; N46 გახდა - N306; N47 გახდა - N347; N49 გახდა - N349; N50 გახდა - N350. რაც შეეხება N51 ავტობუსს, ის N351-ით იმოძრავებს; N52 გახდა - N352; N53 გახდა - N353; N54 გახდა - N302; N56 გახდა - N356; N58 გახდა - N358; N59 გახდა - N359; N60 გახდა - N360; N62 გახდა - N362; N68 გახდა - N368; N70 გახდა - N370; N71 გახდა - N371; N72 გახდა - N372; N73 გახდა - N373; N75 გახდა - N375; N78 გახდა - N378; N79 გახდა - N379; N84 გახდა - N384; N86 გახდა - N386; N87 გახდა - N397; N88 გახდა - N388; N89 გახდა - N389; N90 გახდა - N390; N91 გახდა - N391; N92 გახდა - N392; N94 გახდა - N394; N95 გახდა - N395; N99 გახდა - N398; N103 გახდა - N374; N106 გახდა N316; N108 გახდა - N348; N112 გახდა - N382; N121 გახდა - N357; N124 გახდა - N364; N150 გახდა - N310“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები არ შესულა და ისინი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთის გუანსის რეგიონში კატასტროფა განიცადა. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
სტივენ ლინჩი: ჩვენ აქ ვართ, რათა მადლობა გადავუხადოთ პოლონელ ხალხს, იმ დაუჯერებელი გულუხვობისთვის, რასაც ლტოლვილების მიმართ იჩენენ
„ჩვენ აქ ვართ, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ აქ ვართ, რათა მადლობა გადავუხადოთ პოლონელ ხალხს იმ დაუჯერებელი გულუხვობისთვის, რომელსაც ისინი ლტოლვილების მიმართ იჩენენ“, - ამის შესახებ კონგრესის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტში, ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტის თავმჯდომარემ სტივენ ლინჩმა განაცხადა. ცნობისთვის, სტივენ ლინჩი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ კანონმდებელთა ორპარტიულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ
ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. დიპლომატებმა "როიტერსს" უთხრეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ლიეტუვა, ემბარგოს ითხოვენ, როგორც შემდეგ ლოგიკური ნაბიჯს. თუმცა, გერმანია სწრაფი მოქმედების წინააღმდეგ იძლევა გაფრთხილებას, რადგან ევროპაში ენერგიის ფასი უკვე მაღალია. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამიტების სერიაზე შეხვდებიან, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის მიმართ დასავლეთის პასუხის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დისკუსიას ორშაბათს გამართავენ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა 25 მარტსაა დაგეგმილი
ირაკლი ღარიბაშვილი: ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობამ უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობამ უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში მისთვის უმთავრესი ინტერესია საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. „ჩვენი მთავრობა მტკიცედ, ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მთავრობის მეთაურისთვის ჩემთვის უზენაესი ინტერესია ჩემი, ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მათ შორის ვინც ჩემს პოზიციას არ ეთანხმებით, უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მიწა წყლის, ქვეყნის დაცვა. ასე რომ, გარწმუნებთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის მიზანმიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, სხვა მოტივაცია, არგუმენტი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჩინეთის წითელი ჯვარი, უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას დამატებით 10 მილიონი იუანის (1.57 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ში ჩინეთის ელჩი: უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას
ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს
ინდოეთი მზადაა გაიაფებული რუსული ნავთობის შესყიდვების მოცულობა გაზარდოს, იმ ფონზე რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების კომპანიებმა რუსეთის ფედერაციის ნავთობზე უარი თქვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს. რუსულ ნავთობს - Ural-ს ინდოელი ნავთობმომპოვებლები ყიდულობენ. მათ შორისაა Hindustan Petroleum Corp, რომელსაც ინდოეთის სახელმწიფო ფლობს. კომპანიამ ახლახან 2 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდა, რომელსაც ქვეყანა მაისში მიიღებს. რუსული ნავთობის შესყიდვას ინდოეთის სხვა კომპანიებიც გეგმავენ, წერს გამოცემა. საუბარია კომპანიებზე Mangalore Refinery and Petrochemicals Ltd. და Bharat Petroleum Corp-ზე. ამასთან ინდოეთის ნავთობის კორპორაციას აქვს ხელშეკრულება „როსნეფტთან“ 2022 წელს 2 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებაზე. ხელშეკრულება მხარეებს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაფორმდა. ყველა ამ კორპორაციის მფლობელი სახელმწიფოა. ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს
შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ზოგიერთი, ალბათ, ჩვენთანაც შემოვა
"რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ზოგიერთი ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ასეთი დრამატიზება აჩვენებს ზოგიერთი ოპონენტის დღის წესრიგს, რაიმენაირად არიონ სიტუაცია", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „ესეც სამწუხარო ტალღა არის, რომელიც ძალიან ახლოს დგას ქსენოფობის ზღვარზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სამი მარტიდან მოყოლებული, როდესაც ეს ტალღა აიწია სოცქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით, რა გამოიწვია ამ ტალღამ, შიშების დანერგვამ საზოგადოებაში, თითქოს ახლა საზღვარზე იყო მომწყდარი რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე, რიცხვი 120 000-ც კი ითქვა და თითქოს ამით მოხდებოდა ახლა საქართველოს დაპყრობა და ასე შემდეგ. დაშინება საზოგადოების. ვნახეთ, შედეგი რა იყო, ეს იყო სიძულვილის გამოვლენა, როგორ ვთქვა ახლა, რუსული შესახედაობის მიმართ, მათ შორის, იყო რამდენიმე ფაქტი, ჩვენ რაც მოვისმინეთ, რომ იყო როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური ძალადობის გამოვლენა ადამიანების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის უდიდესი აეროპორტი „შერემეტიევო“ სანქციები გამო პერსონალის 40%-ს სახლში უშვებს
რუსეთის უდიდესი აეროპორტი, მოსკოვის „შერემეტიევო“, პერსონალის ნაწილს სახლში უშვებს. ამის მიზეზია საჰაერო გადაზიდვების შემცირება, რაც დასავლეთის სანქციებითაა გამოწვეული, ამის შესახებ „იზვესტია“ აეროპორტის გენერალური დირექტორის, მიხაილ ვასილენკოს წერილზე დაყრდნობით წერს. გამოცემას წყარომ „შერემეტიევოდან“ შეატყობინა, რომ ჯერჯერობით პერსონალის 40%-ს დროებით დაითხოვენ. ეს დაახლოებით 6-7 ათასია 18 ათასი თანამშრომლიდან. როგორც გაზეთი წერს, „შერემეტიევოში“ საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად დაეცა დასავლეთის სანქციების შემდეგ, გამოცხადდა საინვესტიციო პროექტების შეჩერებისა და ტერმინალების ნაწილის დახურვის შესახებ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ალექსეი არესტოვიჩი: ბელორუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ
"ბელორუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს. „ბელარუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ. ბელარუსის მთავრობა მუდმივად აფასებს მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მათივე მონაცემების მიხედვით, სამხედროების 60% უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციას ნეგატიურად აფასებს“, – განაცხადა არესტოვიჩმა. ასევე წაიკითხეთ: ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს
WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს
რუსეთის ხელისუფლება სამხედრო ტაქტიკას ცვლის. ამის შესახებ The Wall Street Journal აშშ-ის ადმინისტრაციის გავლენიან წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, კრემლი როგორც ჩანს უარს ამბობს კიევის აღებაზე და გემა „ბე“-ზე გადადის და დაკავებულ ტერიტორიებზე პოზიციების შენარჩუნებას შეეცდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქების დაბომბვა და შეტაკებები კვირები და თვეები გაგრძელდება. რუსეთის ახალი გეგმით, მოსკოვი შეეცდება უზრუნველჰყოს „მშრალი ხიდი“ რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის და გააფართოვოს კონტროლი დონბასზე. კრემლი შეეცდება ერთდროულად აიძულოს კიევი აღიაროს ტერიტორიული პრეტენზიები და ნეიტრალიტეტი. ამასთან ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ რუსეთის ჯარს ექნება უპირატესობა, მოსკოვი შეტევაზე გადავა. ახლახანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი ასტეროვიჩმა განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი „პრაქტიკულად მკვდარია“. ორივე მხარე ახორციელებს რეზერვების კონცენტრირებას და არავის აქვს ძალა რომ რელურად შეცვალოს ვითარება და გარდატეხა შეიტანოს ამა თუ იმ მიმართულებით. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ჟოზეპ ბორელი: ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული. „ეს არაა ომი, ესაა ქვეყნის მასობრივი განადგურება“, - აღნიშნა ბორელიმ. მისი თქმით რუსეთი „ომის კანონებს“ არ ითვალისწინებს. ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სამიტის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა იმსჯელოს ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა სანქციები შეგვიძლია დავუწესოთ რუსეთს, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში", - თქვა ბორელიმ. ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი გეგმავს უახლოეს ხანებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მლნ ევრო გამოყოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიის მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინისათვის დამატებითი იარაღის მიწოდებას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინისათვის დამატებითი იარაღის მიწოდებას. „უკრაინას დამატებითი შეიარაღება ესაჭიროება და გერმანია მხარს უჭერს ამას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის წითელი ჯვარი, უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ვიტალი კლიჩკომ კიევში, დღეს საღამოდან 35 საათიანი, ახალი კომენდანტის საათი გამოაცხადა
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში 21 მარტის საღამოდან ახალი, 35 საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა. კიევის მერმა Telegram-ით განაცხადა, რომ კომენდანტის საათი 21 მარტს, საღამოს 8 საათზე დაიწყება და გასტანს 23 მარტის დილის 7 საათამდე. ასევე წაიკითხეთ: კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა
რადას სპიკერი: 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ამის შესახებ newsweek რადას სპიკერზე დაყრდნობით წერს. რუსლან სტეფანჩუკმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. ხელმომწერ ქვეყანებს შორის საქართველოც არის. სტეფანჩუკმა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა. EUROPE TIME ამ თემაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.