ძებნის რეზულტატი:
ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ თავიანთი ქვეყნებიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს
ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ 10 რუსი დიპლომატი გააძევეს თავიანთი ქვეყნებიდან. ამის შესახებ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსი დიპლომატების უსაფუძვლო გაძევებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება. ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება. ამის შესახებ არესტოვიჩმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. „აქტიური ფაზა თითქმის დასრულებულია კიევთან, ხარკოვთან, სუმთან და ჩერნიგოვთან. თუნდაც სადმე რაღაც რეზერვები მოიპოვონ, შეტევაზე გადასვლა სცადონ, მაინც მათი დამარცხებით დასრულდება. მაქსიმუმ ათი დღე ან ერთი კვირა გაგრძელდეს. აქ მხოლოდ ერთი დასასრულია, სტრატეგიულად წააგეს, ოპერაციულადაც წააგებენ. ვფიქრობ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლომდე, წასულ კიეველებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
კასიანოვი: საქართველოში დაახლოებით 14 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება
„საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 14 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებიც ქვეყანაში 24 თებერვლამდე და მას შემდეგ შემოვიდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩევლმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. „რადგან ომი მიმდინარეობს, არ არსებობს ზუსტი რიცხვი მათ [ლტოლვილების] რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან სულ იზრდება ამ ადამიანების მოთხოვნა, რომ უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც მუდმივად განახლებადია, 24 თებერვლამდე და მას შემდეგ 14 000 უკრაინელი ჩამოვიდა. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას შევძლებთ, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს აქ ყოფნის ოფიციალური შესაძლებლობა მიეცეთ. უღრმესი მადლობა ქართული ოჯახებს, რომლებიც საქართველოში გვღებულობენ, ასეთი თბილი მიღებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მეგობარი გაჭირვებაშია ნამდვილი მეგობარი”, – თქვა კასიანოვმა. ამასთან, ელჩის მრჩეველის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან 580 ტონა ჰუმანიტარული დახამრება გაიგზავნა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ანდრეი კასიანოვი: რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა
საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში საქართველოს ცის გამოყენების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გზავნის დამატებით ძალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „ესენი არიან სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების გადაყვანა სახმელეთო, კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, რომ ეს იყო მედიის მხრიდან მათდამი მიმართვის საპასუხო განცხადება. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ
რუსეთის მოქალაქეებს თურქეთის ბანკებში ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რადგან ეს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების გამო ფრთხილობენ. ამის შესახებ Reuters რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საგადამხდელო სისტემა „მირით“ სარგებლობს, რომელთანაც თურქეთის მხოლოდ სამი ბანკი Isbank, VakifBank და Ziraat Bank თანამშრომლობს. ამასთან რუსეთის მოქალაქეებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ამ ბანკებმა მომსახურების პროცენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის Visa და MasterCard-ის დაბლოკვის შემდეგ გაზარდეს. ისინი თურქეთის სასტუმროებში და რესტორნებში მომსახურების ხარჯებს ლირით ფარავენ. თურქეთის საბანკო სისტემის საზედამხედველო უწყების (BDDK) წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. თუმცა მისი თქმით არ არსებობს არანაირი დირექტივა მათზე ვინც სანქციების გავლენის ქვეშ არ მოექცა. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის. ამის შესახებ Reuters ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს. თეთრ სახლს ამ თემაზე ოფიცილური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ვერ გადავა დაპირისპირების სტადიაზე, ხოლო კონფლიქტები და დაპირისპირებები არავის ინტერესებში არ შედის, - განუცხადა სი ძინპინმა ბაიდენს. სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართონ ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით და ორივე მხარემ უნდა აიღოს სათანადო საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ძალისხმევა გაწიოს მსოფლიოში მშვიდობისთვის. „უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი დანახვაც გვინდა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა. ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. დღეს ჩინეთის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ბორის ჯონსონი: უკრაინაში გავაგზავნით შემდგომ თავდაცვით დახმარებას, მოლაპარაკებებში მათ აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა
დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით თავდაცვით დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Twitter-ზე წერს. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას. „ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შევაქე აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის მტკიცე წინააღმდეგობა. დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით – ჩვენ გავაგზავნით შემდგომ თავდაცვით დახმარებას და მოლაპარაკებებში მათ აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს
რომის პაპმა ფრანცისკე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაგმო. რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ. „ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და მამაკაცების ტანჯვა, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ ან ბომბებისგან გარბიან, ჩვენს სინდისს არყევს. კიდევ ერთხელ კაცობრიობას ემუქრება ძალაუფლების გაუკუღმართებული ბოროტად გამოყენება და პარტიული ინტერესები“, - განაცხადა რომის პაპმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს
უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები. უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ირპენის მიმართულებაზე შეტაკებებში მონაწილეობდნენ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
მედია: იტალიაში მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს €105 მილიონად შეფასებულ ქონებაზე წვდომა შეეზღუდა
იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე რუსი ოლიგარქი ალექსეი მორდაშოვის €105 მილიონად შეფასებული ქონება „დააპატიმრეს“ ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს. 2022 წლის მარტში მორდაშოვის აქტივები, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და უმდიდრესი ადამიანია იტალიაში უკვე მეორედ გაყინეს. 4 მარტს იტალიის პოლიციამ მისი 65 მეტრიანი იახტის (Lady M) კონფისკაცია მოახდინა. იახტის ღირებულება €65 მილიონია. 56 წლის მორდაშოვის ქონება $29,1 მილიარდადაა შეფასებული. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ასევე წაიკითხეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში თქვა, რა გართულებებია მოსალოდნელი თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შინარსზე თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „პრეზიდენტმა აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში, რომელშიც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებებს ამ კრიზისზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის მის მხარდაჭერას. ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მედია: ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა
სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა კონკრეტული ზომების მიღება მარიუპოლის ალყის მოხსნისთვის, ჰუმანიტარული წვდომის გახსნა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, – ამის შესახებ უკრაინული მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით წერს. ამასთან, სატელეფონო საუბარში, რომელიც ერთ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა. მედიის ინფორმაციით, კრემლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, პუტინმა მაკრონს აცნობა „უამრავი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიან უკრაინელი სამხედროები და ნაციონალისტები, განსაკუთრებით დონბასის რეგიონის ქალაქების მასიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისას“. მანამდე მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ლოიდ ოსტინი: რუსებმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვეს
რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, - ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა CNN-ს განუცხადა. მისი თქმით, რუსებმა დაუშვეს ბევრი სერიოზული შეცდომა უკრაინაში შეჭრის დროს, ამიტომ მათი წინსვლა გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა. „ვფიქრობ, რუსეთი ვარაუდობდა, რომ ისინი სწრაფად იმოქმედებდნენ და დედაქალაქს ძალიან მალე დაიკავებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს“, – განაცხადა ოსტინმა პენტაგონის ხელმძღვანელის შეფასებით, რუსებს ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ. „ამიტომ ვერ ვხედავ ტაქტიკური დაზვერვის კარგად გამოყენების მტკიცებულებას. ასევე, საავიაციო შესაძლებლობების სახმელეთო მანევრებთან ინტეგრაციის მტკიცებულებას. არის რამდენიმე რამ, რასაც ველოდით, რომ გვენახა, მაგრამ არ გვინახავს“, – განაცხადა ოსტინმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
CNN: რუსი სამხედროები კიევთან სანგრებს თხრიან
რუსეთის შეიარაღებული ძალები, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით განთავსებული სამხედრო ტექნიკის გარშემო სანგრებს თხრიან და სიმაგრეებს აგებენ. ინფორმაციას CNN-ი Maxar Technologies-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალ სატელიტურ სურათებზე ჩანს, რომ გათხრილი ორმოები, განლაგებულია რუსების პოზიციებზე სოფელ ოზერასა და გოსტომელში, ასევე ანტონოვის აეროპორტის გარშემო. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რას წერს უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ მეომრებზე
„ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ჩვენი ოცეულის ბრძოლისას“, - უკრაინელმა ჟურნალისტმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. „ბერო, უკვე გარდაცვლილი, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ გამოვიყვანეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. ზუსტად მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, რაც დღეს მოვყევი სახელის ხსენების გარეშე. დათომ სიკვდილისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა. ის მსროლელი იყო. დათო ცხოვრობდა, როგორც გმირი და დაიღუპა, როგორც გმირი: ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს შეკრების წერტილთან მისვლაში ეხმარებოდა. ნაღმის აფეთქებისას დათო ადგილზე გარდაიცვალა. დათო იყო ძლიერი, წყნარი, მორიდებული, ორგანიზებული და კეთილი. დათო რატიანი – სვანი მესტიიდან, რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთში და რომელმაც კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა ავღანეთის შემდეგ თავის მეორე, აფხაზეთის ომში. ამის შესახებ მშრალად ვწერ და მხოლოდ იმ ფაქტებს აღვწერ, რომლის თქმის უფლებაც მაქვს, თითქმის კანცელარიის ენით. შესაძლოა, მე მეტი დავწერო დათოზე, ადამიანზე, რომელმაც ჩვენი ნაცნობობის რამდენიმე თვეში ბევრი რამ მასწავლა – სამაჩაბლოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გავლებიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე. რატიანი... ამ დღის ყოველ წუთს მინდა გავიგო შენი ხმა: "ალექს, გაწმინდე ავტომატი"? "ალექს, წერენ ქალზე, რომელიც სროლისას დაიღუპა, 7 შვილის დედაზე, წაიკითხე"? "ალექს, არის სიახლეები, თუ როდის გავდივართ"? დათო უკანასკნელ ბრძოლაში გუშინ დილით, 5:00 საათზე გავიდა. ჩვენ ბოლომდე ერთად ვიყავით. ჭურვმა, რომელმაც ის მოკლა მტრის მცდელობისას, ალყაში მოვექციეთ, მარტივად იმსხვერპლა მებრძოლი, რომელიც მას მოჰყავდა და ამაცილა მე. ნაღმების წვიმა, როდესაც ამ საშინელ ღამით გარდაცვლილების გადაყვანას ვცდილობდით, ჩვენი ყველას მოკვლას ცდილობდა. თუმცა, ბედმა დათო ამ სროლებამდე წაიყვანა. დათო რატიანის სათვალის საკიდმა იმ ღამით გადამარჩინა. სქელმა შავმა საკიდმა. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა, ისინი ტყიდან გამოვიყვანეთ. დათო. მადლობა, რომ იყავი ჩემ გვერდით. მადლობა, რომ იყავი“, - წერს ალექსეი ბობროვნიკოვი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
UNIAN: უკრაინელმა მებრძოლებმა რუს ოკუპანტებს კიევიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს
რუსი ოკუპანტები კიევს დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან 70 კილომეტრამდე დაშორდნენ. ამის შესახებ UNIAN უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე გრუზევიჩზე დაყრდნობით წერს. გრუზევიჩმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კიევის აღება მტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა“. „მტრის გეგმები მთლიანად ჩავაშალეთ, დღეს მდინარის (დნეპრის) მარჯვენა ნაპირზე მტერი თითქმის 70 კმ-ით არის გაჩერებული და გარე რგოლის ზოლი 70 კმ-მდე გაფართოვდა, რაც შეუძლებელს ხდის სროლას, რაკეტების გარდა, ჩვენს დედაქალაქზე", - აღნიშნა გრუზევიჩმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ CNN: რუსი სამხედროები კიევთან სანგრებს თხრიან როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
20 მარტს NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება იწყება
20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) NATO-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. სამეთაურო საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. NATO-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი, რიგით მესამეა, რომელიც NATO-ს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება. NATO-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და NATO- წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ექსკლუზივი: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს
საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 855 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 855 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 286 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 904, „პისიარ“-ტესტით – 2 382.ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,19%, ბოლო 14 დღის – 9,04%, ბოლო 7 დღის – 5,87%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 641 399 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 596 779 გამოჯანმრთელდა, 16 643 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 841 572 აცრა, დღიურად აცრილია 1 448. ამასთან, 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი, გარდაიცვალა 18.