ძებნის რეზულტატი:

ილონ მასკმა თქვა, როდის დაადგამს ადამიანი მარსზე ფეხს 

ილონ მასკს მიაჩნია, რომ ადამიანი პლანეტა მარსზე ფეხს ამ ათწლეულის ბოლოსთვის დაადგამს. თავისი პროგნოზი მასკმა Twitter-ზე დაწერა.  Twitter-ზე მილიარდერის ერთ-ერთმა გამომწერმა მას ჰკითხა, თუ როდის მოხდება მარსზე პირველი ეკიპაჟის გადასხმა. Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა მას მოკლედ უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იქნება - 2029 წელს.   2016 წელს ბიზნესმენი პროგნოზირებდა, რომ ადამიანი მარსზე ფეხს დაადგამდა 2026 წელს. ახლა როგორც ჩანს მას ეს ვადები აეჭვებს. რამდენიმე ხელმომწერი მიიჩნევს, რომ 2029 წელიც ამბიციური განაცხადია და საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი ამ მისიის შესასრულებლად.  თუ მარეგულირებელი უწყებები გადაწყვეტილებას მიიღებენ, Starship-მა შესაძლოა ორბიტაზე საცდელი ფრენა რამდენიმე თვეში შეასრულოს.  NASA მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2024 წელს გეგმავს.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე დაინიშნა. ინფორმაციას პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ავრცელებს. გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინაში ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მან 2016 წელს დატოვა თანამდებობა. გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2021 წლის დეკემბერში მისცა. საქმე ეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტს. გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად არის ბრალდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე.  

ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ,,ნამდვილი ავაზაკი" უწოდა. CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი დიდ ფასს იხდის თავისი აგრესიისთვის. ბაიდენმა ასევე დაამატა, რომ პუტინი არის ,,მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამორალურ ომს აწარმოებს. უფრო ადრე, 16 მარტს, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს ზელენსკი ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი, გისურვებთ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი

აშშ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარების მიზნით, $180 მილიონს გამოყოფს

$1,5 ტრილიონის ოდენობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტის ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს მოაწერა ხელი, შეერთებულმა შტატებმა ბალტიის ქვეყნებისთვის, ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და ლიეტუვისთვის  $180 მილიონიანი დახმარება დაამტკიცა. „კონგრესის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ჩვენი რეგიონის დაცვის უზრუნველყოფის ერთგულია და მკაფიოდ ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ასევე იწყება ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვიდან“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა. ცნობისთვის, გასულ კვირას რეგიონს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია და ბალტიის სამი ქვეყანა NATO-სა და ამერიკის მხარდაჭერაში დაარწმუნა.

დმიტრო კულება თურქეთს „დიპლომატიური ძალისხმევისთვის“ მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქ კოლეგას სოლიდარობისა და ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი ტექსტი კულებას Twitter გვერდზე განთავსდა. „ვუმასპინძლე ჩემს თურქ კოლეგას და მეგობარს. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელნი ვართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის გამანადგურებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ“. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ სურს მშვიდობა და უკრაინაში ომის შესაჩერებლად, ამიტომ შესაძლოა, დამატებითი სანქციები გახდეს საჭირო“,- ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Ansa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.  „დღეს ყველა ვეძებთ მშვიდობას, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტ პუტინს ეს არ სურს“, - განაცხდა დრაგიმ.  მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები აისახება იტალიაზეც, მაგრამ ხელისუფლება სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა.  „ამ ვითარების გამო პრობლემები შეიქმნა ბენზინის, დიზელის საწვავის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და საკვები პროდუქტების მიწოდების სეგმენტში. თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები სამართლიანია და შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუ ამას განვითარებული პროცესები მოითხოვს. ხელისუფლება მზადაა, დაეხმაროს მეწარმეებსა და მათ ოჯახებს“, - აღნიშნა დრაგიმ.  მანამდე იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული დრამატული თეატრის შენობა აღადგინოს.  ცნობისათვის, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირმა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა

იტალიამ დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს

იტალიამ უკრაინის კრიზისით გამოწვეული პოტენციური დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ნედლეულის ექსპორტი დაბლოკოს. ამის შესახებ ინფორმაციას news.am იტალიის ინდუსტრიის მინისტრის მოდგილე ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ჩვენი მიზანია რომ ჩავერიოთ და ავკრძალოთ პროდუქტების მცირე ჩამონათვალის ექსპორტი, რომელიც იტალიაში იწარმოება“, -  ამის შესახებ ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.  მისი თქმით, რკინის დეფიციტის გამო, შესაძლოა იტალიიდან ჯართის ექსპორტი შეჩერდეს. „ამიტომ არის მოლოდინი, რომ ნედლეულის ექსპორტის აკრძელვის შესახებ, იტალიის ხელისუფლებამ  განკარგულება გამოსცეს“, - განაცხადა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიმ.  ასევე წაიკითხეთ იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა

რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 50-კაციანი სია შეადგინა - Washington Post

რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა REPO-ს (რუსული ელიტის წარმომადგენლების, ოლიგარქების და მათი ხელშემწყობების ქონებაზე მონადირე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი) რუსული ელიტის წარმომადგენლების 50-კაციანი სია გადასცა. The Washington Post-ი წერს, რომ კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების აქტივებზე „ნადირობა“ ძლიერდება. სიიდან 28 კაცის ვინაობა მედიისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის არიან, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ოლიგარქები, არკადი როტენბერგი, ოლეგ დერიპასკა, ალიშერ უსმანოვი. სრული სია ასეთია: 1. Aleksandr Babakov2. Alexsandr Bortnikov3. Oleg Deripaska4. Kirill Dmitriev5. Valeriy Gerasimov6. Suleiman Kerimov7. Andrei Kostin8. Igor Kostyukov9. Yuiry Kovalchuk10. Sergey Lavrov11. Konstantin Malofeyev12. Aleksey Miller13. Sergey Naryshkin14. Nikolay Patrushev15. Dmitry Peskov16. Evgeniy Prigozhin17. Vladimir Putin18. Arkadiy Rotenberg19. Boris Rotenberg20. Igor Sechin21. Kirill Shamalov22. Sergey Shoygu23. Andrey Skoch24. Gennadiy Timchenko25. Nikolay Tokarev26. Alisher Usmanov27. Viktor Vekselberg28. Viktor Zolotov ცნობისთვის, REPO-ს შემადგენლობაში აშშ, ევროკავშირი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია შედიან. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

კოსოვოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს NATO-ში გასაწევრიანებლად დახმარება სთხოვა

კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებში ვაშინგტონის გავლენა გამოიყენოს და მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters წერს.  „კოსოვოს NATO-ში გაწევრიანება იმპერატივი გახდა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რწმენასა და მოლოდინს, რომ აშშ გამოიყენებს ლიდერის პოზიციასა და გავლენას კოსოვოს NATO-ში გაწევრიანების კომპლექსური პროცესის აქტიურად მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კოსოვოს პრეზიდენტის წერილში. ვიოსა ოსმანი აღნიშნავს, რომ კოსოვო რუსეთის მხრიდან მუდმივი სამიზნეა, რათა ძირი გამოუთხაროს ამ ქვეყანას და დასავლეთ ბალკანეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

სლოვაკეთმა შესაძლოა, უკრაინას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს

სლოვაკეთი აცხადებს, რომ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას S-300, თუ NATO შეავსებს „დანაკლისს“. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან განვიხილავთ S-300-ების განლაგების, გაგზავნის ან უკრაინელებისთვის მიცემის შესაძლებლობას და ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ“. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას.  24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.

ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, უკრაინის ცის დახურვას ლატვიაც ითხოვს

ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს გაეროს ქვეყნებს დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის პარლამენტი ავრცელებს. ამგვარად, საგარეო ურთიერთობათა კომისიის მიერ მომზადებულ განცხადებაში უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებისა და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, ხაზგასმულია, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი მოწოდებით გაეროს წევრ ქვეყნებს მანამდე ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტებმაც მიმართეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ცის დახურვაზე უარს რუსეთთან დაპირისპირების მაღალი რისკით ხსნიან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა, მოწოდება გაიმეორა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვის დროსაც. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს NATO-ს წევრობაზე განაცხადი; ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი. მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება. როგორც ცნობილია, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

ემანუელ მაკრონი: სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს

სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს და გავაგრძელებს მათთან საუბარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. მაკრონი არ გამორიცხავს კიევში ვიზიტსაც, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელებაა. „რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა. სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს“, - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს. ინფორმაციას გამოცემა „რუბრიკა“ ავრცელებს.  როგორც ცნობილია, ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა, ნობელის კომიტეტს ღია წერილით მიმართა, რათა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენა გახდეს შესაძლებელი.  ასევე წაიკითხეთ: ამერიკელი კონგრესმენები ზელენსკის ისტორიულ მიმართვისას ფეხზე წამოდგნენ და მას ტაშით შეხვდნენ

უკრაინული მედია: ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტის რაიონი დაბომბეს

დღეს დილით ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოდა. როგორც უკრაინული მედია, ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტის რაიონი დაბომბეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე რაკეტა ავიასარემონტო ქარხანას დაეცა. ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ასევე წაიკითხეთ: მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 623 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 708 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%, ბოლო 14 დღის - 10.19% ხოლო 7 დღის - 6.61%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 924-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 42, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 433, აჭარაში - 69, იმერეთში - 212. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 35, იმერეთში - 43. 28 050 ადამიანი სახლში მკურნალობს.

უკრაინაში საბრძოლველად 320 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა

უკრაინაში საბრძოლველად, რუსეთის ღია შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ, 320 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა, - ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბრუნებული უკრაინელების უმეტესობა კაცია. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტის რაიონი დაბომბეს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს

სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და პოლონეთის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. ამასთან, შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სახელწიფო სააგენტოს პრეზიდენტმა, მიხალ კუჩმიეროვსკიმ მოაწერეს.

პოლიციამ სოფიაში, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავა

პოლიციამ სოფიაში დააკავა ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და კიდევ სამი ყოფილი მაღალჩინოსანი.  ამასთან დაკავშირებით, ბულგარეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. როგორც ცნობილია, დაკავების ოპერაციის საფუძველია, ევროკავშირის გაერთიანებულ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, რომელიც ფინანსური დახმარების ბოროტად გამოყენებას შეეხება.

ენტონი ბლინკენი: მოვლენების ფალსიფიცირება, ის ტაქტიკაა, რასაც რუსეთი საქართველოშიც იყენებდა

მოვლენების ფალსიფიცირება ის ტაქტიკაა, რომელსაც რუსეთი ადრე იყენებდა, მათ შორის საქართველოში, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. „უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა შეიძლება ჩაიყვანოს ოფიციალური პირები რუსეთიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებად და გაზარდოს „ეკონომიკური მხარდაჭერა“ იმისთვის, რომ ადამიანები მოსკოვზე დამოკიდებულები გახდნენ. ისევ ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები