ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა, მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა
კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "თუ ჩვენ იანვარში გვქონდა ყოველდღიური 7 000, თებერვალში 3 000, მარტში გვაქვს 1000. ეს ძალიან ცუდია, რადგან იმუნური ფენა ჯერჯერობით საქართველოში აცრის შემდგომ დაბალია. აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში. ასევე ჩინეთის ქალაქებში იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია, კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ბუსტერი, რადგან ბუსტერი იცავს რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
საქართველოში 22 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება
საქართველოში 22 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 24 მარტამდე თოვლი ნავარაუდევი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი თოვა ხვალიდან თანდათანობით შეწყდება. ,,დასავლეთ საქართველოში ხვალიდან 23 მარტის ჩათვლით ამინდი გაუმჯობესდება, უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია დღის ტემპერატურის მომატება 10-12 გრადუსამდე. ღამის საათებში ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 0 ; -3 გრადუსებში იქნება 21, 22 მარტს, შემდგომ დღეებში ღამის ტემპერატურის მატებაც არის მოსალოდნელი. 24 მარტამდე დასავლეთ საქართველოში თოვლი ნავარაუდევი არ არის. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალიდან თანდათანობით შეწყდება თოვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსს შორის იქნება. სინოპტიკური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში 22 რიცხვიდან, როგორც მინიმუმ ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს
სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმალობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 80-მდე მოქალაქე, მიმდინარე კვირას კი საერთო ჯამში 242 მოქალაქე. „ასევე გრძლდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ.ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვას მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველიდი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ორგანიზებულად 2000-მდე მოქალაქის დაბრუნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მეუფე შიო: დღეს უნდა ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის
დღეს უნდა ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც. მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად", - განაცხადა მეუფე შიომ.
ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა
ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ეს ნაბიჯი შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს ალუმინის წარმოებაში, რომელიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ექსპორტია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ავსტრალიამ 443 ფიზიკურ პირს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, ასევე 33 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ: ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა გაანადგურეს ნიჟნის სარემონტო ქარხანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრუიზო რაკეტებით უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში მყოფი გემებიდან განახორციელეს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მათივე ცნობით, შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა გაანადგურეს ნიჟნის სარემონტო ქარხანა. „შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა გაანადგურეს ნიჟნის სარემონტო ქარხანა, სადაც ბრძოლაში დაზიანებული უკრაინული ჯავშანტექნიკის შეკეთება ხდებოდა. კასპიის ზღვიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, ასევე ყირიმის ტერიტორიის საჰაერო სივრციდან გაშვებული „კინჟალის“ ზებგერითი რაკეტებით განადგურებულია კონსტანტინოვკას მახლობლად უკრაინის საწვავი მასალის შემნახველი მსხვილი ბაზა“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვიმ. ასევე წიაკითხეთ: მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა
რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომს გაუმართლებელი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და სთხოვა შეწყვიტონ „ეს ამაზრზენი ომი“. "ძალადობრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამწუხაროდ არ ნელდება", - უთხრა მან ათიათასობით ადამიანს წმინდა პეტრეს მოედანზე მისი ყოველკვირეული საკვირაო მიმართვისას. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა
გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჯო ინგლიშმა CNN-ს განუცხადა. ,,თითოეული მათგანი ბავშვია, რომლის ცხოვრებაც დაინგრა, სამყარო თავდაყირა დატრიალდა“, - აღნიშნა მან. ამასთან, გაეროს ცნობით, მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სულ მცირე 150 ბავშვი დაიღუპა და 160 დაშავდა. ასევე წაიკითხეთ: გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: სკოლები დატოვეთ ღია. ბავშვები ვერ მოიცდიან
მიხაილო პოდოლიაკი: ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 რუსი გენერალი მოკლეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 რუსი გენერალი მოკლეს. „მოკლულია უკვე 6 გენერალი: გენერალ-მაიორი თუშაევი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, სუხოვეცკი, მიტიაევი და გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევი. ათობით პოლკოვნიკი და სხვა ოფიცერი. ე.ი. რუსეთის ფედერაციის არმია სრულიად მოუმზადებელია და იბრძვის მხოლოდ ხალხის სიმრავლითა და საკრუიზო რაკეტებით“, - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა
ესპანეთში, ათასობით ადამიანმა ელექტროენერგიისა და საწვავის გაძვირება გააპროტესტა
ესპანეთში სურსათის, ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მადრიდის მერიასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც ცნობილია, აქციების ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი გახდა.
კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა. მისივე თქმით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია ხუთი ადამიანი. „ჭურვი სვიატოშინის რაიონში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. შენობა და ახლომდებარე მანქანები განადგურებულია. არსებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია“, – განაცხადა კლიჩკომ.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 21 მარტსაა დაგეგმილი
უკრაინისა და რუსეთის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ექსპერტთა ჯგუფების დონეზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა. გარდა ამისა, გამოცემა წყაროზე დაყრნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკების გამართვა 21 მარტს იგეგმება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა
ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს
უკრაინის რკინიგზის სამსახურის ხელმძღვანელი: უკრაინასა და ბელორუსს შორის სარკინიგზო კავშირი, ამ დროისთვის მთლიანად გაწყვეტილია
"ბელორუსის რკინიგზის თანამშრომლების დამსახურებით უკრაინასა და ბელარუსს შორის სარკინიგზო კავშირი ამ დროისთვის მთლიანად გაწყვეტილია", - ამის შესახებ უკრაინის რკინიგზის სამსახურის, Ukrzaliznytsia-ს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა Nastoyaschee Vremya-ს ეთერში განაცხადა. „მე ცოტა ხნის წინ მივმართე ბელარუსის რკინიგზას, რომ არ შეესრულებინათ კრიმინალური განკარგულებები და რუსული სამხედრო კოლონები უკრაინაში არ შემოეშვათ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბელარუსსა და უკრაინას შორის კავშირი აღარაა. დეტალებს არ დავაზუსტებ, თუმცა მადლობას ვუხდი ბელარუსის რკინიგზას იმისთვის, რასაც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციის პატიოსანი ადამიანები უკრაინაში სამხედრო კოლონების შემოშვებას შეაჩერებენ“ - განაცხადა უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერი: ევროპაში ვიზიტისას, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის ცნობით, ევროპაში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება. "ჯო ბაიდენის ევროპაში მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგზაურობა მიმართული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს გაერთიანებასა და პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. თუმცა უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება". – წერს ფსაკი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის პარლამენტს: შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს?
დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს და რატომ არ უწესებს ისრაელი სანქციებს რუსეთს? - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს. „ამ ომის მიზანი უკრაინელი ერის განადგურებაა. ჩვენი ხალხი ახლა დადის სამყაროში, ეძებს თავშესაფარს, ისევე როგორც თქვენ ადრე. ეს არის ტოტალური და გაუმართლებელი ომი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი კულტურისა და ჩვენი შვილების განადგურებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს და რატომ არ უწესებს ისრაელი სანქციებს რუსეთს? თქვენ უნდა გასცეთ პასუხები ამ კითხვებს და იცხოვროთ მათთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, ფინალის დაწყებამდე მოედანზე უკრაინის დროშის სიმბოლიკით გამოვიდა
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლა და 49:15 დაამარცხა. ამასთან, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ფინალის დაწყებამდე მოედანზე უკრაინის დროშის სიმბოლიკით გამოვიდა. "ქართველების მხარდაჭერა წარმოუდგენელია. მადლობა ჩვენი ხალხის ყველა ნამდვილ მეგობარს" – ასე გამოეხმაურა უკრაინის რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო ბორჯღალოსნების მხარდაჭერას. ცნობისთვის, „ბორჯღალოსნებს“ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და რაგბი ევროპის მოსაგებად ესპანელების დამარცხება სჭირდებოდათ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას. ვანგ ის თქმით, პეკინის პოზიცია თანხვედრაშია ქვეყნების უმეტესობის სურვილებთან და ამას დრო გამოაჩნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩინეთისთვის არასდროს იქნება მისაღები რაიმე სახის გარე იძულება, ან ზეწოლა და ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ეჭვებს. ჩინეთი ყოველთვის იყო ძალა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს“ - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ვანგის მიერ ჟურნალისტებთან გამართული საუბრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ჯო ბაიდენსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა 25 მარტსაა დაგეგმილი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში 25 მარტს, ჩავა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება. როგორც ცნობილია, საუბრის თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იქნება. "პრეზიდენტი განიხილავს, როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა" - აცხადებს თეთრი სახლი. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის პრესსპიკერი: ევროპაში ვიზიტისას, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 783 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 102 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14 დღის - 8.23% ხოლო 7 დღის - 5.42%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 225 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 599 511-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 4, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 034 საიდანაც, 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 416, აჭარაში - 61, იმერეთში - 182. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 30, იმერეთში - 34. 25 221 ადამიანი სახლში მკურნალობს.