ძებნის რეზულტატი:
კახა კალაძე: წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზა დროებით დავკეტეთ, რომ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს და გზები გაიწმინდოს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი, – ამის შესახებ კახა კალაძემ წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს, დროებით წყნეთი-კიკეთის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა. წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო, მთელი ღამის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ არ გაჩერებულა. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში. წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით გადავკეტეთ, რომ ტექნიკას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს, ყველაფერი გაიწმინდოს და ტექნიკური მარილი თავისუფლად დაიყაროს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს, რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია. გუშინ საღამოს დაიწყო თოვა, მთელი ღამის განმავლობაში თოვდა და დღესაც თოვს. 2006 წლიდან წყნეთში ვცხოვრობ და მსგავსი უხვი ნალექი არ მახსოვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა ქუჩები და პატარა ჩიხებიც თოვლისგან იწმინდება. მისივე თქმით, ეს პროცესი დღის ბოლომდე და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. დედაქალაქის მერთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც გაეცნო. როგორც მან განაცხადა, გარდა გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრისა, ხდება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და მოქალაქეების დახმარება. „უხვის ნალექის მოსვლისთანავე, ჩვენ მობილიზებული ვართ. გარდა ამისა, ჩვენ კონტრაქტორ კომპანიებს ვთხოვეთ ტექნიკით დახმარება და ქუჩებს მათთან ერთად ვწმენდთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კონტრაქტორებს. ვიდრე ქალაქში ნალექის პრობლემა იქნება, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს. ვინაიდან გარკვეულ ლოკაციებზე ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მივდივართ ყველგან და ვეხმარებით მათ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. ასევე წაიკითხეთ დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა
ნავთობის სექტორის გიგანტი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს
მსოფლიოს დიდი ოთხეულიდან მესამე ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესხებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. „ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარებას და დღევანდელი განცხადება კომპანიის შიდა გადაწყვეტილებაა, რომელიც დირექტორთა საბჭომ მიიღო“, - განაცხადა Baker Hughes გენერალურმა დირექტორმა ლორენცო სიმონელიმ. „დიახ, კომპანია აჩერებს ახალ ინვესტიციებს და ოპერაციებს აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა Baker Hughes ხელმძღვანელმა. ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მსოფლიო ოთხეულშია - Baker Hughes (BHI), Halliburton (HAL), Schlumberger (SLB) and Weatherford International (WFT), ეს კომპანიები მუშაობენ ჭაბურღილებზე, რემონტზე, კვლევასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ასევე ემსახურებიან ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
ბრიტანელი ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 14%-იან ვარდნას პროგნოზირებენ
Economics and Business Research-ის ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ 2022 წელს სანქციების გამო რუსეთში მშპ 14%-ით შემცირდება. ბრიტანელი ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთში 2023 წლის დასაწყისში ინფლაცია 30% -ს მიაღწევს, ხოლო რეალური სამუშაო სარგო 18%-ით დაეცემა. 2024 წლის დეკემბერში კი სახელფასო სარგო 25,7%-ით დაიწევს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ
21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. საუბარია თბილისი-ოზურგეთის, ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ქუთაისის, ქუთაისი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდის, ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ბათუმის, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ფოთის და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე. „ძვირფასო მგზავრებო, 21 მარტიდან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს
ბულგარეთი რუსულ გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტს არ განაახლებს. ამის შესახებ უკრაინული მედია BNR-ის საზოგადოებრივ რადიოზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ვიცე-პრემიერ და ფინანსთა მინისტრ ასენ ვასილევთან ინტერვიუ ჩაწერა. „ბულგარეთი განიხილავს ალტერნატიულ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს მიწოდების დეფიციტი“,- ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა გააკეთა. ბულგარეთს გაზპრომთან 10 წლიანი კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს ეწურება. „ამ ვითარებაში, გაზპრომთან მოლაპარაკებები არ არის შესაძლებელი. გვქონდა მოლაპარაკებები როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან, რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა და გაზარდოთ მიწოდება აზერბაიჯანიდან, რომელთანაც ქვეყანას აქვს კონტრაქტი”, - განუცხადა ვასილევმა BNR-ის საზოგადოებრივ რადიოს. ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი, გადაეხედა ენერგეტიკული პოლიტიკა და ცდილობს რუსეთზე, მის უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას. ბლოკი აპირებს შეამციროს რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით მიმდინარე წელს. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ინდოელ კოლეგა ნარენდრა მოდის უთხრა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეარყია „საერთაშორისო წესრიგის საფუძველი“ და მოსკოვის ეს ქმედება მოითხოვს მასზე მკაფიო რეაგირებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ Reuters-ზე დაყრდნობით წერს. ინდოეთი და იაპონია ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები არიან. ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალიაა. ინდოეთი, ეგრეთწოდებული, „კვადის“ ერთადერთი წევრია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაგმო. იაპონიამ ათობით რუს პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და განაცხადა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს. „ჩვენ (ქიშიდამ და მოდიმ) დავადასტურეთ, რომ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით ნებისმიერი ცალმხრივი შეცვლა არ შეიძლება ეპატიოს არცერთ რეგიონში არავის და აუცილებელია დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს ნიუ დელიში მოდისთან შეხვედრის შემდეგ. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს.
ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა
ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა რუსული აქტივების მონაცემები გაასაჯაროვა. ამის შესახებ Reuters წერს. ბაჰამებზე $ 3 მილიარდი რუსული წარმომავლობის აქტივი აღმოჩნდა, რომლის მფლობელებსაც აქვთ კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. აქედან $420 მილიონი დეპოზიტებია და $2,5 მილიარდის აქტივები. საგულისხმოა, რომ ბაჰამის კუნძულებმა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ფონზე რუსეთის ორგანიზაცებთან ფინანსური ოპერაციები 12 მარტს შეაჩერა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს
უკრაინაში ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ საელჩომ თავისი თანამშრომლების ევაკუაცია დაასრულა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტაზე" დაყრდნობით წერს. ბელარუსის ელჩმა ევაკუაციის მიზეზად „მუშაობის აუტანელი პირობები" დაასახელა. კერძოდ, საელჩოს დაბლოკილი ჰქონდა ყველა ფინანსური ანგარიში, ამასთან, მისი თქმით, საელჩოს თანმაშრომლებს შექმნილი ჰქონდათ „გაუსაძლისი პირობები, იყო მუდმივად ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები". ბელარუსი დიპლომატების ბოლო ჯგუფმა უკრაინა 18-19 მარტს დატოვა. ელჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დიპლომატებს 20-საათიანი შემოწმების გავლა მოუწიათ. თანაც საზღვრის გადაკვეთისას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერგეი დეინეკომ ელჩს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ხელმძღვანელისთვის "30 ვერცხლის" გადაცემა სთხოვა, მაგრამ ელჩმა გზავნილის გამორთმევაზე უარი უთხრა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ამ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა
იბრაჰიმ ქალინი: ზელენსკი მოლაპარაკებისთვის მზადაა, პუტინი კი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ საერთო ხედვისთვის არ მიუღწევიათ
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბევრს მუშაობენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა თურქულ პრესასთან განაცხადა. „ზელენსკისთან და პუტინთან საუბარში ჩვენმა პრეზიდენტმა წინადადება გამოთქვა ომის დასრულებისა და ორი ლიდერის შეხვედრის თურქეთში გამართვის თაობაზე. ბატონი ზელენსკი ამისთვის მზად არის. ამის საპირისპიროდ, პუტინი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ არ აქვთ მიღწეული საერთო ხედვა სახელმწიფოების მეთაურების დონეზე მოლაპარაკების თაობაზე“, – აღნიშნა ქალინმა. იბრაჰიმ ქალინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ძირითადი პუნქტები, რომლებზეც ზელენკისა და პუტინს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისი შესაძლებელია და შემდეგ კი, დელეგაციების უფრო დეტალური მოლაპარაკებები შეთანხმებაზე გაგრძელდება. ქალინის განცხადებით, პუტინმა ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი და უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე; „დემილიტარიზაცია“ და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით; „დენაციფიკაცია“; რუსული ენის ფართო გამოყენებაზე „შეზღუდვების“ გაუქმება; „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების სტატუსი; რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება. ქალინის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციამ თითქოს განიხილა პირველი ოთხი პუნქტი რუსებთან, მაგრამ მეხუთე და მეექვსე პუნქტებზე მსჯელობისთვის მზად არ არის, ამიტომ თურქეთს აქვს პროგრესის იმედი, თუ შესაძლებელი იქნება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება. ქალინის განცხადებით, ვერც უკრაინა და ვერც მსოფლიო თანამეგობრობა ვერ დათანხმდებიან რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებაზე, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ძალის პოზიციიდან ცდილობს მოლაპარაკებას, მაგრამ ამავდროულად, ომის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ჯარსა და ეკონომიკას დააზარალებს. ერთი კვირის წინ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ზელენსკისა და პუტინის პირად მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება. 17 მარტს ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა, მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა მას სთხოვა, რომ ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის პროცესს. 10 მარტს, თურქეთის ინიციატივით ანტალიაში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. თუმცა მოლაპარაკების პროცესში პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა. 16 მარტს რუსეთის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმატში უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან. 11 მარტს ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა მსოფლიოს ყირიმის ოკუპაციასა და 2014 წელს დონბასში შეჭრაზე თვალი რომ არ დაეხუჭა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
მედია: შვეიცარია მზადაა, შუამავლის როლის შესასრულებლად და კიევსა და მოსკოვს შორის
"შვეიცარია მზადაა, შუამავლის როლის შესასრულებლად კიევსა და მოსკოვს შორის", - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტის, იგნაციო კასისიმ განაცხადა. „შვეიცარია ნეიტრალიტეტს ჰუმანიტარულ ტრადიციებთან აერთიანებს. ეს არის პატარა ქვეყანა თავისუფლებისადმი მტკიცე ერთგულებით. ის მზადაა, იყოს შუამავალი კულისებში ან აწარმოოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა იგნაციო კასისმა. ასევე წაიკითხეთ: ბელორუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა. „განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი უბრალოდ, სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს. მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს – რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ?“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში ჩერდება ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელსაც რუსეთთან კავშირი აქვს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ქვეყანაში იმ პარტიების საქმიანობას აჩერებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ კავშირი. „პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ, ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ამიტომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“
რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა
რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა. როგორც ცნობილია, 19 უკრაინელი ბავშვი რომში, ბამბინო ჯეზუს საავადმყოფოში მკურნალობს. მათ უკრაინა ომის დაწყების შემდეგ მალევე დატოვეს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 108 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის - 8.47% ხოლო 7 დღის - 5.54%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 507 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 60, ქვემო ქართლი - 18, შიდა ქართლი - 14, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 899 საიდანაც, 801 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 402, აჭარაში - 63, იმერეთში - 173. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 30, იმერეთში - 35. 26 098 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სახელმწიფოს დახმარებით, სამშობლოში უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა. „სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა 80-მდე საქართველოს მოქალაქე, მიმდინარე კვირაში კი, საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირაში საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე. ასევე გრძელდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ. ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვის მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ორგანიზებულად 2 000-მდე მოქალაქის დაბრუნება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს
ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. მორისონმა თქვა, რომ დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას და ჯავშანჟილეტებს. „ნათელია, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების საჭიროება რჩება გადაუდებელი და გრძელდება“, - ნათქვამია მორისონის ოფისის განცხადებაში. ამასთან, სამხედრო დახმარების პაკეტი 15.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შედეგად, ავსტრალიის ჯამური სამხედრო დახმარება 66,3 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბებს. ასევე წაიკითხეთ: მედია: შვეიცარია მზადაა, შუამავლის როლის შესასრულებლად და კიევსა და მოსკოვს შორის
მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში აღნიშნული ამბავი დაღუპული სამხედროს მეგობრის, საკონსულტაციო ჯგუფ „ასისტენსის“ პრეზიდენტის, კონსტანტინე ცარენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ანდრეი პალის დაღუპვის კონკრეტული ადგილი და ზუსტი მიზეზი. ასევე წაიკითხეთ: CNN: რუსი სამხედროები კიევთან სანგრებს თხრიან
მოსკოვი: ანტირუსული ისტერიის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ ორმხრივი ხელშეკრულებები დაივიწყა
"ახლა, ანტირუსული ისტერიის ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ დაივიწყა, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებები, ჩვენი კავშირების განსაკუთრებული ხასიათი და შეუერთდა საშინელ რუსოფობიურ კამპანიას", - ამის შესახებ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსეი პარანოვნამ განაცხადა. პარამანოვმა, იტალიელ ხალხს პანდემიის დროს გაწეული დახმარება შეახსენა. “მოსკოვს არასოდეს გამოუყენებია ენერგორესურსების ექსპორტი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რუსული ენერგეტიკული კომპანიები ყოველთვის სრულად ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს და ისინი დღესაც აგრძელებენ ამას. რომის დამოკიდებულება რუსულ ნახშირწყალბადებზე, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო შემუშავებული, უკიდურესად უარყოფით შედეგებს მოუტანს იტალიის ეკონომიკას და ყველა იტალიელის“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებს დაახლოებით 140 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაუყინა. ეს აქტივები მოიცავდა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ღირებულების იახტას, რომელიც ეკუთვნოდა მეტალის მაგნატს ალექსეი მორდაშოვს, ასევე, გენადი ტიმშენკოს საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი ღირებულების იახტას და სარდინიაზე ალიშერ უსმანოვის ქონებას. ასევე წაიკითხეთ: მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ
რუსეთის დუმა განიხილავს, მაქსიმ გალკინს, ბორის გრებენშიკოვსა და ლია ახეჯაკოვას ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვას
რუსეთის დუმა განიხილავს საკითხს ანტირუსული განცხადებებით გამოსული არტისტებისთვის სახელმწიფო პრემიების ჩამორთმევის შესახებ. როგორც ცნობილია, ინიციატივა დუმაში დეპუტატმა ეკატერინა სტენიაკინამ წარადგინა. სტენიაკინა ამბობს, რომ რუსეთისთვის ამ რთულ პერიოდში, სახელმწიფო პრივილეგიებითა და სახალხო არტისტის ტიტულით არ უნდა სარგებლობდნენ არაპატრიოტი არტისტები, ისეთები როგორებიც არიან: ლია ახეჯაკოვა, ბორის გრებენშიკოვი და მაქსიმ გალკინი. ცნობისთვის, ამ დრომდე კანონში გაწერილი იყო, რომ სახალხო არტისტის წოდება შეიძლება ჩამოერთვას პირს, რომელიც მძიმე დანაშაულს სჩადის. სტენიაკინა ამბობს, რომ კანონში ცვლილება შევა, სადაც ამ მუხლს ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაც დაემატება.
საქართველოს ეროვნული ბანკი რუსული საგადახდო სისტემა MIR-ის საქართველოში გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს
საქართველოს ეროვნული ბანკი რუსული საგადახდო სისტემა MIR-ის საქართველოში გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს. ამასთან, სებ-ი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა - "MIR" - ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.როგორც ეროვნული ბანკის განცხადებიდან ირკვევა, საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ MIR-ის ბარათების მომსახურების დაწყება კანონდარღვევას წარმოადგენს, რადგანაც ქვეყანაში მოქმედი ბანკებიდან არცერთი არ ემსახურება MIR-ის ბარათებს. ხოლო თუკი საქართველოში მოქმედ კომპანიას საგადახდო სერვისს გაუწევს საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია, ამით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები დაირღვევა."კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა "MIR" - ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს,"- განმარტავს ეროვნული ბანკი.